კატარინე ზალიან-მანუკიანი

კატარინე ზალიან-მანუკიანი (გ. 1965) — სომეხი პოლიტიკოსი. 1919 წელს აირჩიეს სომხეთის ეროვნული კრების წევრად. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი რომელიც სომხეთში ეროვნული კრების წევრად იქნა არჩეული.

კატარინა ზალიან-მანუკიანი
კატარინა ზალიან-მანუკიანი
სომხეთის ეროვნული კრების წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1919 – 1920

გარდაცვლილი1965
მოსკოვი, რუსეთის სფსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიადაშნაკცუთიუნი

ბიოგრაფია რედაქტირება

ზალიან-მანუკიანი იყო ექიმი და მუშაობდა ობოლთა თავშესაფარში.[1] 1917 წელს დაქორწინდა არამ მანუკიანზე, რომელთანაც იმავე წელს შეეძინა ერთი ქალიშვილი, სახელად სედა..[2] მანუკიანი იყო სომხეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი 1918 წელს გახხდა ქვეყნის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი. ამავე წელს იგი კორდინაციას უწევდა მოხალისე ექთნებს, აბარანისა და სარდარაპატის ბრძოლებში.[2] მისი მეუღლე ტიფით გარდაიცვალა 1919 წლის იანვარში.

იყო დაშნაკცუთიუნის წევრი.,[2] 1919 წელს ზალიან-მანუკიანი იყო კანდიდატი 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებში, და იყო ერთ-ერთი იმ სამ ქალ წევრს შორის, პერუჩი პარტიზტანიან-ბარსეღიანთან და ვარვარა სააკანთიან ერთად რომლებიც აირჩიეს კრების წევრებად.[1] პარლამენტარობის პერიოდში, კატარინე იყო ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.[3]

მას შემდეგ რაც 1920 წელს ბოლშევიკებმა დაიკავეს სომხეთი, ის წავიდა კრასნოდარში, რუსეთში. მოსკოვში წასვლამდე 1927 წელს დაბრუნდა სომხეთში.[2] გარდაიცვალა 1965 წელს, ქალაქ მოსკოვში.[1]

სქოლიო რედაქტირება