სარდარაპატი (სომხ. Սարդարապատ) — სოფელი სომხეთში, არმავირის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 6 275 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე 398 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი 15.76 კმ²-ია.

სოფელი
სარდარაპატი
Սարդարապատ
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
პროვინცია არმავირი
კოორდინატები 40°08′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 40.13333° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. / 40.13333; 44.00000
ადრეული სახელები ჰოქტემბერი
ფართობი 15.76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 865 მეტრი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 6 275 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 398 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სარდარაპატი — სომხეთი
სარდარაპატი

სოფელთან ახლოს მდებარეობს მნიშვნელოვანი სპარსული ციხესიმაგრე სარდარი-ბერდი. ის ააგო სარდარი ირავანმა 1810 წელს ბრიტანელების ტექნიკური ასისტირებით. ის გამოიყენებოდა, როგორც სარდარაპატის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ერევნის ხანის საზაფხულო რეზიდენცია. 1935 წლიდან 2009 წლამდე ერქვა ჰოქტემბერი. ადმინისტრაციული რეფორმის გატარებამდე ჰქონდა ქალაქის სტატუსი.

სოფელტან ახლოს მდებარეობს სარდარაპატის ბრძოლის მოსაგონარი მემორიალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება