გირესუნი (ბერძ. Κερασοῦς, კერასუსი) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. გირესუნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ ტრაპიზონიდან 175 კმ-ის დაშორებით. აქვს ნავსადგური შავი ზღვის სანაპიროზე, არის სასოფლო-სამეურნეო რაიონის სავაჭრო ცენტრი, განვითარებულია თხილის პირველადი გადამუშავება.

ქალაქი
გირესუნი
Giresun
გერბი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 40°54′55″ ჩ. გ. 38°23′22″ ა. გ. / 40.91528° ჩ. გ. 38.38944° ა. გ. / 40.91528; 38.38944
ქალაქის მერი ქერიმ აქსუ
ფართობი 317 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 90,000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 282 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0454
საფოსტო ინდექსი 28x xx
ოფიციალური საიტი giresun.bel.tr
გირესუნი — თურქეთი
გირესუნი

ამ ადგილზე მდებარეობდა ანტიკური ქალაქი კერასუნტი[1][1][2]მას იხსენიებს ქსენოფონტი ათი ათასი ბერძენი მეომარის ამბის თხრობისას.[3]„რავენელის კოსმოგრაფიის“ მიხედვით კერასუსი კორალადან აღმოსავლეთით, 60 სტადიონის მანძილზე და იერონ ოროსიდან დასავლეთით, 90 სტადიონის მანძილზე მდებარეობს. ელინისტურ ეპოქაში დასახლებას ფარნაკია ეწოდებოდა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Richard Talbert, ed. (2000). Barrington Atlas of the Greek and Roman World. Princeton University Press. გვ. 87
  2. University of Gothenburg, Digital Atlas of the Roman Empire.
  3. ქსენოფონტი. „ანაბაზისი. 5.3.2.
  4. სტრაბონი, „გეოგრაფიკა" გვ. 548. ისააკ კასუბონის გამოცემა