კერასუნტი, ასევე კერასუსი (ძვ. ბერძნ. Κερασοῦς) — ანტიკური ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე (ახლანდელი ქ. გირესუნის ადგილზე), ისტორიული პონტოს რეგიონში, ტრაპიზონის დასავლეთით.[1] დღეს მდებარეობს გელიდა კალესთან ახლოს.[1][2] ადმინისტრაციულად შედის გირესუნის პროვინციაში, თურქეთის შავი ზღვის რეგიონში. ქსენოფონტის ცნობით პირველი ელინური ქალაქი, სადაც ათი ათასი ბერძენი მეომარი დაიხია იყო ტრაპიზონი, საიდანაც ისინი მესამე დღეს კერასუსში მოვიდნენ, ეს იყო „ელინური ქალაქი ზღვასთან, სინოპის კოლონია კოლხეთის ქვეყანაში“.[3] რავენელი ანონიმის „კოსმოგრაფია“ კერასუსს კორალადან აღმოსავლეთით, 60 სტადიის მანძილზე და იერონ ოროსიდან დასავლეთით, 90 სტადიის მანძილზე ათავსებს. ელინისტურ ეპოქაში დასახლებას ფარნაკია ეწოდა.[4]

  1. 1.0 1.1 Richard Talbert, ed. (2000). Barrington Atlas of the Greek and Roman World. Princeton University Press. გვ. 87
  2. University of Gothenburg, Digital Atlas of the Roman Empire.
  3. ქსენოფონტი. „ანაბაზისი. 5.3.2.
  4. სტრაბონი, „გეოგრაფიკა" გვ. 548. ისააკ კასუბონის (Isaac Casaubon) გამოცემა