პან-მოძრაობები
პან-მოძრაობები, ან პან-ნაციონალიზმები — გარკვეულ ნაციონალისტური, ან რელიგიურ იდეოლოგიები, რომელთა მიზანია გააერთიანოს ტომები, ხალხები, ერები ერთ სახელმწიფოდ ერთგვარი ეროვნული (ეთნიკური) გეოგრაფიული, ან რელიგიური იდეის მეშვეობით.
სიტყვის „პან-მოძრაობები“ პირველი ნაწილი „პან-“ არის ბერძნული ენიდან შემოსული თანდებული და აღნიშნავს 'ყოველ', ან 'სრულიად', რითაც ხაზი ესმება ამა თუ იმ მოძრაობის გლობალურობას, ზეეროვნულობას ერთი რომელიმე ეთნოსის, ან ნაციის სასარგებლოდ და სხვათა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერსების უგულებელყოფის ხარჯზე. სწორედ იმის გამო, რომ ამ ე.წ. პან-მოძრაობების მიმდევრები ცალკეულ ეთნოსთა განსაკუთრებულობას, მათ ღვთიურ წარმოშობასა და მისიას ქადაგებენ, წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან და ხშირად მტრულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. ჰანა არენდტი, პან-მოძრაობათა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი ნაციონალიზმის გამოვლინებათაგან ყველაზე აგრესიულად პანგერმანიზმსა და პანსლავიზმსს ასახელებს.
ფორმებირედაქტირება
ეთნიკურირედაქტირება
- პანარაბიზმი (პანსირიზმი), არაბეთი
- პანსლავიზმი (ნეოსლავიზმი)
- პანრუსიზმი
- პანსერბიზმი (სერბოხორვატიზმი)
- პანირანიზმი, (ირანის მთიანეთი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი)
- პანბულგარიზმი
- პანთურქიზმი (სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპა და დასავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი აზია / ბალკანეთიდან ვიდრე ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან ვიდრეჩრდილოეთის ზღვამდე )
- პანმესოპოტამიზმი (ასირიზმი; მესოპოტამია, სირია, ერაყი, სირიის ქრისტიანები)
- პანსომალიზმი (დიდი სომალი; სომალი, ჯიბუტი, ჩრდილოდასავლეთი კენია)
- პანგერმანიზმი (პანტევტონიზმი), გერმანია
- პანელინიზმი, საბერძნეთი
- პანიბერიზმი (პანჰისპანიზმი), ესპანეთი/პორტუგალია, შესაბამისად ლათინური ამერიკა
- პანლათინიზმი (პანრომანიზმი)
- პანსემიტიზმი, ებრაელები და არაბები
- პანკავკასიზმი, კავკასიელი ხალხები
გეოგრაფიულირედაქტირება
რელიგიურირედაქტირება
- პანისლამიზმი
- პანანგლიკანიზმი (პანანგლიკანური კონგრესი)
პან-დროშებირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- (გერმანული) Hannah Arendt: Elemente und Ursprünge totaler Herrschaft, München 1986 (Erstveröffentlichung 1958), ISBN 3-492-11032-0