პანაფრიკანული ფერები

(გადამისამართდა გვერდიდან პანაფრიკული ფერები)

პანაფრიკანული ფერები — სამი ფერისაგან შემდგარი ორი სტაბილური ნაკრები აფრიკის ქვეყნების დროშებზე:

  • მწვანე, წითელი, ყვითელი;
  • მწვანე, წითელი, შავი.
პანაფრიკანული ფერების გამომყენებელი აფრიკული ქვეყნები

მწვანე, წითელი, ყვითელი

რედაქტირება

მწვანე, წითელი და ყვითელი (მათ ზოგჯერ უმატებენ აგრეთვე, შავ ფერს. ზოგჯერ მწვანეს ცვლიან ლურჯი ფერით, ხოლო ყვითელს — თეთრით) — გამოიყენება აფრიკის ქვეყნების უმრავლესობის დროშებზე. ეს ფერები აღებულია ეთიოპიის დროშიდან.

ეთიოპია იყო პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც პირველად გამოიყენა ეს ფერები თავის დროშაზე. 1950-ან წლებში ეს ფერები მიიღეს თავის დროშაზე განამ, სენეგალმა, დაგომეამ, კონგომ (ბრაზავილი), კამერუნმა და სხვა აფრიკულმა ქვეყნებმა. გრენადის დროშა (82 % მოსახლეობა — ნეგრები) მიღებულია 1974 წელს, ხოლო სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა (90,4 % ზანგები) — 1983 წელს. თუმცა მათშიც გამოყენებულია ეს ფერები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები არ მდებარეობენ აფრიკაში.

ეთიოპიის თავდაპირველ დროშაზე ფერები - მწვანე, წითელი, ყვითელი სიმბოლიზირდებოდა, როგორც ცისარტყელაღმერთის მიერ კაცობრიობის წინაშე დადებული აღთქმა, რომ აღარ განმეორდებოდა წყალდიდობა.

უმრავლეს შემთხვევაში მწვანე ფერი წარმოადგენს უკეთესი მომავლის იმედს და მცენარეულ სიმდიდრეს.

ყვითელი ასოცირდება სიცოცხლის მომცემ მზესთან, მინერალურ სიმდიდრესთან და შრომის ღირსეულ ანაზღაურებასთან.

წითელი მოგვაგონებს თავისუფლებისათვის, შრომისა და რევოლუციური მისწრაფებებისათვის დაღვრილ სისხლს.

შავი ფერი განასახიერებს საჰარის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის კანის ფერს, ასოცირდება შეუპოვრობასა და ღირსებასთან, მოგვაგონებს კოლონიალური ეპოქის შავ-ბნელ წარსულს.

არსებობს მსოფლიოს ქვეყნების დროშები, რომლებიც შემთხვევით (არა აფრიკასთან კავშირის გამო) ჰგავნან პანაფრიკანულ დროშებს. მაგ: ლიტვის დროშა, ბოლივიის დროშა, მიანმარის დროშა და სხვ.

მწვანე, წითელი, შავი

რედაქტირება

მწვანე, წითელი და შავი — პანაფრიკანული დროშის ფერები მიღებულ იქნა 1920 წლის 13 აგვისტოს მსოფლიოს შავკანიანი მოსახლეობის უფლებათა დეკლარაციის 39 სტატიის მიხედვით და წარმოადგენს სრულიად შავკანიანი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების ასოციაციის და აფრიკულ საზოგადოებათა ლიგის (Universal Negro Improvement Association and African Communities League) ოფიციალურ სიმბოლოებს, რომელიც დააარსა მარკუს ჰარვეიმ. იგი, ასევე, არის დროშის ავტორიც.

წითელი ფერი ასოცირდება კეთილშობილ სისხლთან, რომელიც აერთიანებს აფრიკული წარმოშობის ყველა ადამიანს; შავი ფერი ასოცირდება შავკანიან ადამიანებთან; ხოლო მწვანე ფერი — აფრიკის მიწის სიმდიდრესთან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Znamierowski, Alfred (2001). The World Encyclopedia of Flags: The Definitive Guide to International Flags, Banners, Standards and Ensigns. London: Anness Publishing.