კენიის დროშა
კენიის დროშა – კენიის ეროვნული სიმბოლო. წარმოადგენს სწორკუთხა ნაჭერს პროპორციით 2:3. მიღებულია 1963 წლის 12 დეკემბერს.
კენიის დროშა | |
---|---|
კენია | |
მიღებულია | 12 დეკემბერი, 1963 |
პროპორცია | 2:3 |
წინა დროშები | |
სამხედრო-საზღვაო დროშა | |
პროპორცია | 1:2 |
კენიის დროშა შედგება სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან, რომელთა ფერებია:შავი, წითელი და მწვანე. მათ შორის კი ორი თეთრი ვიწრო გამყოფი ზოლია. დროშის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს მასაის შავ-წითელ-თეთრი ფარი, შუბი და ისრები.
ფერებს აქვთ შემდეგი სომბოლური დატვირთვა:
- შავი ფერი აღნიშნავს აფრიკის მოსახლეობას.
- წითელი ფერი კენიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს დაღვრილი სისხლის ასოციაციაა.
- მწვანე ფერი აღნიშნავს ქვეყნის სოფლის მეურნეობას და ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს.
- თეთრი ფერი მშვიდობის აღმნიშვნელია.
მასაის ფარი, შუბი და ისრები ასოცირდება მშვიდობის დაცვასთან.
-
ვიტუს დროშა