განის დროშაგანის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად.

განის რესპუბლიკის დროშა
მიღებულია 6 მარტი, 1957
პროპორცია 2:3
დროშის ავტორი თეოდოსია სალომე ოკო
წინა დროშები

სავაჭრო ფლოტის დროშა

1964 — 1966

სახელმწიფო დროშა შედგება პანაფრიკანული ფერებისაგან — წითელი, ყვითელი და მწვანე. განა, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ამ ფერების დამაარსებელი. აფრიკის მოგვიანებით დამოუკიდებლობამოპოვებული ბევრი სხვა ქვეყანა განას დროშაში ხედავდა მაგალითს და ირჩევდა მსგავს ფერებს საკუთარი დროშისათვის, რათა გამოეხატათ პანაფრიკანული იდეა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ეს ფერები გამოიყენებოდა ეთიოპიაში — პირველ დამოუკიდებელ აფრიკულ სახელმწიფოში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ის პანაფრიკანული სიმბოლოები.

დროშის ავტორია თეოდოსია სალომე ოკო და გამოხატავს შემდეგს: წითელი ფერი სისხლის სიმბოლოა, რომელიც დაიღვარა თავისუფლებისათვის ბრძოლაში; ყვითელი ფერი გამოხატავს ქვეყნის სიმდიდრეს ( უკვე ძველი სახელწოდება ოქროს ნაპირის სამეფო მიანიშნებს ამაზე); მწვანე ფერი ასოცირდება ქვეყნის მწვანე საფართან — ტყეებსა და ველებთან.

შავი ხუთქიმიანი ვარსკვლავი დროშის შუაგულში ემსახურება აფრიკული თავისუფლების მეგზურობის (პირველობის) იდეას. ხშირად მას არასწორად გამოსახავენ. ვარსკვლავი უნდა ებჯინებოდეს როგორც ზედა, ისე, ქვედა ზოლს. დროშა ოფიციალურად იქნა მიღებული 1957 წელს, 6 მარტს. 1964 წლის 1 იანვარს ყვითელი ზოლი შეიცვალა თეთრით. 1966 წლის 28 თებერვალს აღადგინეს სახელმწიფო დროშის პირვანდელი ვარიანტი.

სხვა დროშები

რედაქტირება

ისტორიული დროშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება