განის გერბი
განის გერბი — განის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად.
განის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | განა |
დამტკიცდა | 4 მარტი,1957 |
ავტორი | ამონ კოტეი |
დევიზი | თავისუფლება და სამართლიანობა |
გამოყენება | განის პასპორტზე, |
შეიმუშავა ცნობილმა განელმა არტისტმა ამონ კოტეიმ, რომელიც 1957 წლის 4 მარტს განის ოფიციალურ სიმბოლიკად იქცა.
აღწერა
რედაქტირება- ზედა მარცხენა მხარეს გამოსახულია ხმალი, რომელსაც იყენებდნენ წარჩინებულები ცერემონიალებზე. ეს არის სიმბოლო განის ტრადიციული ავტორიტეტების.
- მარჯვენა მხარეს გამოსახულია ოსუს ციხე, რომელიც სიმბლოა პრეზიდენტის რეზიდენციის და გამოხატავს განის სახელმწიფოებრიობას.
- მესამე ნაწილში გამოსახულია კაკაოს ხე, რომელიც განის ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მთავარი სიმდიდრეა.
- მეოთხე ბოლო ნაწილში გამოსახულია ოქროს საბადო, რომელიც განის სამრეწველო და ბუნებრივი რესურსების მაჩვენბელია.
- ცენტრში ლომი და მწვანე წმინდა გიორგის ჯვარი წარმოადგენს განის ერთობისა და თანამეგობრობის სიმბლოს.
- გერბი შედგება წითელი, მწვანე და ყვითელი ფერებისგან, რომელსაც განის ეროვნული დროშაც ატარებს.
- ფარზე აღმართული ხუთქიმიანი ვარსკვლავი არის აფრიკის თავისუფელბის სიმბლო.
- ორი არწივი არის სიძლიერის სიმბოლო, რომლებიც იცავენ განის დევიზს „თავისუფლება და სამართლიანობა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- განის გერბი მთავრობის ვებ-გვერდზე დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- განის გერბი ჰააგაში განის საელჩოს ვებ-გვერდზე დაარქივებული 2011-11-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)