პანაფრიკანიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან პანაფრიკანული იდეა)

პანაფრიკანიზმი — პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აფრო-ამერიკული ინტელიგენციის წიაღში (ბლაიდენი, ედუარდ უილმოტი). ბრძოლის მთავარი მიზანი იყო შავკანიანთა ჩაგვრისა და უფლებათა შევიწროების წინააღმდეგ გაერთიანება. მისი მიმდევრები მოითხოვდნენ, ეგრეთვე, აშშ-ში შავკანიანი მოსახლეობის პოლიტიკური უფლებების აღიარებას. მე-XX საუკუნის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით 50-ან წლებში პანაფრიკანიზმი გადაიზარდა მოძრაობაში, რომლის მიზანს აფრიკელი ხალხების განთავისუფლებისათვის ბრძოლა წარმოადგენდა. მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო - მიენიჭებინათ აფრიკული ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობა.

Pan-African flag
პან-აფრიკანული დროშა

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, პანაფრიკანიზმი მჭიდროდ დაუკავშირდა განას პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას იდეას 1960-ან წლებში - შეექმნათ აფრიკის კონტინენტზე ერთიანი აფრიკული სახელმწიფო - აფრიკის შეერთებული შტატები. ამ იდეას მოგვიანებით დაუბრუნდა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი (1969—2011).

მიმართულების ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება უილიამ დიუბუა, რომელიც მონაწილეობდა პირველ პანაფრიკანულ კონგრესებში (1919, 1921, 1923, 1927). ამ კონგრესებში მონაწილეობდნენ, ასევე, აფრიკული ორგანიზაციები ბრიტანეთის დასავლეთ აფრიკის ეროვნული კონგრესი, დასავლეთ აფრიკის სტუდენტთა საბჭო, ნეგროიდული რასის დაცვის საერეთაშორისო კომიტეტი.

მეხუთე კონგრესი (მანჩესტერი, 1945) აღინიშნა აფრიკის პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების კვამე ნკრუმას (განა), ნნამდი აზიკივეს (ნიგერია), ჯომო კენიატას (კენია) და სხვათა გამოსვლებით.

პანაფრიკანიზმის იდეის საფუძველზე შეიქმნა 1963 წელს აფრიკული ერთობის ორგანიზაცია (თანამედროვე აფრიკული კავშირი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება