დიდი სომალი
დიდი სომალი (სომალ. Soomaaliweyn) — პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა მკვიდრი სომალელის სავარაუდო გაერთიანებული სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც შევა ბრიტანეთის, იტალიის (დღეისათვის — სომალი), საფრანგეთის (დღეისათვის — ჯიბუტი), ეთიოპიის სომალი (ოგადენი), ასევე კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია. დიდი სომალის შექმნის ადრე არსებული პერსპექტივები (კერძოდ ოგადენის აქტიურ სეპარატიზმთან დაკავშირებით) დღეისათვის აღარ არსებობს სომალის სახელმწიფოს დეზინტეგრაციის გამო.
ამ პროექტის საფუძვლები იმაში მდგომარეობდა, რომ სომალელი ხალხის განსახლების ზონა სცდება სომალის სახელმწიფოს საზღვრების ფარგლებს, ასევე ოფიციალურად სომალის სახელმწიფო არასდროს არ აღიარებდა საზღვრების ურღვეობას აფრიკაში, არც 1963 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაციაში შესვლის დროს და არც 2001 წელს რეორგანიზებული აფრიკის ერთობის ორგანიზაციიდან აფრიკის კავშირში შესვლის დროს კონსტიტუციური აქტის რატიფიკაციისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Pierre Petrides, The Boundary Question between Ethiopia and Somalia. New Delhi, 1983.