ნოდარ ჩხეიძე (მსახიობი)
ნოდარ (ბიჭიკო) გიორგის ძე ჩხეიძე (დ. 1 სექტემბერი, 1917, თბილისი — გ. 3 ოქტომბერი, 1981, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).
ნოდარ ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ნოდარ ჩხეიძე |
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1917 |
გარდაცვალების თარიღი | 3 ოქტომბერი, 1981 (64 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
მშობლები | მამა: გიორგი ქუჩიშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა პოეტ გიორგი ქუჩიშვილის ოჯახში. 1935 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ სამი წლის შემდეგ გადავიდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1939 წელს შეიქმნა თეატრალური ინსტიტუტი და ეს სტუდიაც მას შეუერთდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნ. ჩხეიძე მიიწვიეს რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც დაჰყო 1963 წლამდე.
მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია გიქო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ფილიპო (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), ვახტანგ ობელიანი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), კურჩაევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „უდანაშაულო დამნაშავენი“), ჰამლეტი, ედგარი, როდრიგო (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ცრუ დიმიტრი (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი“), ტირეზია (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვები. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმატებით სარგებლობდა მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.
თეატრში მოღვაწეობის პარალელურად ნ. ჩხეიძე მუშაობდა თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რეჟისორად, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ დრამატულ წრეში მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა თეატრის საამაყო მსახიობები: რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლანა ღოღობერიძე, გურამ საღარაძე, რევაზ თავართქილაძე და სხვები.
დაჯილოდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. რეჟისორ თემურ ჩხეიძის მამაა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1959: „მაია წყნეთელი“ (ქერიმ-აღა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1960: „ლევანა“ (ლევანა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1961: „ბურთი და მოედანი“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1961: „ჭიაკოკონა“ (გიორგი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1961: „განძი“ (ყარამანი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1963: „შემთხვევა გზაზე“ (მგზავრი) რეჟ. თეიმურაზ მიქაძე
- 1965: „ხევსურული ბალადა“ (გიორგი) რეჟ. შოთა მანაგაძე
ნათამაშები როლები
რედაქტირება- გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“ (გიქო)
- კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ ( ჩინჩახოვი )
- კარლო გოლდონის „საპატარძლო აფიშით“ ( ფილიპო)
- სანდრო შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“ ( ვახტანგ ობელიანი)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ ( კურჩაევი)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ ( ნეზნამოვი)
- უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (ჰამლეტი )
- უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ ( ედგარი )
- უილიამ შექსპირის „ოტელო“ ( როდრიგო)
- ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ (ფრანც მოორი )
- ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“ (ცრუ დიმიტრი )
- სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (ტირეზია )
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირებამოზარდ მაყურებელთა თეატრი
რედაქტირება- ვაჟა-ფშაველას „სათაგური“
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 175.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 388, თბ., 1994