ნიკოლოზ ერისთავი (გენერალ-ლეიტენანტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ერისთავი.

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი (დ. 1 იანვარი, 1831, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 19 აპრილი, 1912, სანქტ-პეტერბურგი[1]) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1894).

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1831
დაბადების ადგილი კარალეთი, გორის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1912 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები ყირიმის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
ჯილდოები წმინდა ანას I ხარისხის ორდენი წმინდა ანას II ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
ოქროს იარაღი წარწერით „მამაცობისთვის“

მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1867 წელს იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, 1874 წელს — იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს – ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1883 წელს – ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. 1884 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1894 წელს — გენერალ-ლეიტენანტის წოდება. დაჯილდოებულია ოქროს ხმლით „მამაცობისთვის“, წმინდა ანას (I, II), წმინდა სტანისლავის(I, II), წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე თურქული მეჯიდიეს, სპარსეთის ლომისა და მზის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის (I ხარისხი) ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

დაქორწინებული იყო (1871 წლიდან) ეკატერინე ზაქარიას ასულ სარაჯიშვილზე.[2] ჰყავდა 4 შვილი — თამარი, ალექსანდრე (შემდგომში გენერალ-მაიორი), ელისაბედი, გიორგი (შემდგომში გენერალი). ნიკოლოზ ერისთავის ძმები იყვნენ გენერლები მიხეილ და კონსტანტინე ერისთავები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «Кавказъ» № 91, 20-го апреля 1912. — с. 1.
  2. Эристави-Ксанский Николай Бидзинович. nobility.pro. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2020.