კარალეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურების დასახლება). ზღვის დონიდან 650 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.

სოფელი
კარალეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი კარალეთი
კოორდინატები 42°03′46″ ჩ. გ. 44°05′33″ ა. გ. / 42.06278° ჩ. გ. 44.09250° ა. გ. / 42.06278; 44.09250
ცენტრის სიმაღლე 650
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6196[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
ოსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კარალეთი — საქართველო
კარალეთი
კარალეთი — შიდა ქართლი
კარალეთი
კარალეთი — გორის მუნიციპალიტეტი
კარალეთი

ისტორია რედაქტირება

კარალეთში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელწოდებაა ნაჭარმაგევი. ვახუშტის ცნობით

 
„ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო; და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი.“

XI-XII საუკუნეებში ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო. 1110 წელს დავით აღმაშენებელი თავისი ტაძრეულით იდგა ნაჭარმაგევს და იქიდან აწარმოებდა ბრძოლებს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ნაჭარმაგევს იხსენებს გიორგი III-ის და თამარის ისტორიკოსიც. XVIII საუკუნეში სოფელს დიდი ზიანი მიაყენა ლეკთა თარეშმა. მათ ერთ-ერთი შემოსევის დროს აიღეს კარალეთის ციხე, ხელთ იგდეს ტყვე და საქონელი. სოფელი კარალეთი, ქართლში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. 1902 წლის აპრილში ერისთავსა და გლეხებს შორის ატყდა დავა საძოვრების თაობაზე. გლეხებმა სოფლის ცენტრში მოიყარეს თავი. გორის მაზრის უფროსმა დააპატიმრა რამდენიმე გლეხი. მათ გასათავისუფლებლად სოფლის გლეხობამ თბილისში მთავარმართებელთან თხოვნით გაგზავნა დეპუტაცია. დაპატიმრებული გლეხები რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლეს. 1905 წლის 7 მარტს, 12 საათზე, სოფლის კანცელარიასთან თავი მოიყარა მეზობელი სოფლების — ხელთუბნის, თორტიზის, დიდი და პატარა გარეჯვრების მოსახლეობამ. მათ ხელთუბნელების თაოსნობით მოაწყვეს მსვლელობა წითელი დროშებით, დაარბიეს და დაანგრიეს კანცელარიის შენობა. 13 მარტს სოფლის ცენტრში კვლავ ათასამდე კაცმა მოიყარა თავი. შეკრებაზე გლეხებმა მთავრობის საწინააღმდეგო სიტყვები წარმოთქვეს, თავად ერისთავისგან მოითხოვეს ნაცვლის გადასახადისაგან გათავისუფლება, ტყითა და საბალახოთი სარგებლობის უფლება, მღვდლისა და სოფლის მოხელეთა თვითნებობის ალაგმვა. მიტინგი მღელვარებაში გადაიზარდა. ამბოხებულებმა დაანგრიეს სამრევლო სკოლა, ჩამოხსნეს ეკლესიის ზარი. საღამოს ეკლესიის ეზოში შეკრებილებმა დასახეს ბრძოლის გეგმა. 1905 წლის 20 მარტს, თავად ერისთავის სახლს (ახლა ამ ადგილზე სოფლის კლუბის შენობაა) ალყა შემოარტყა 600-მდე კაცმა. მათ გასაფანტავად გაიგზავნა პოლიცია. თავადმა დემონსტრაციის ხელმძღვანელთა გადასახლება მოითხოვა. მთავრობამ იმავე წლის სექტემბერში სოფელში კაზაკების რაზმი ჩააყენა, რამაც დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა სოფლის მოსახლეობას.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 6196 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 4501 2180 2321
2014[1]   6196 3086 3110

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II