ნიკოლოზ ერისთავი
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი (დ. 1823 — გ. 26 მარტი, 1856) — თავადი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854); კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე.
ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. სამხედრო სამსახურში 1840 წელს მოხალისედ შევიდა და თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა. არმიას 1844 წელს დაუბრუნდა და დაღესტანში იბრძოდა. 1849 წელს დაინიშნა მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად.[1] ყირიმის ომის დროს თავი გამოიჩინა ჩოლოქის ბრძოლაში; გამარჯვების სახარებლად გაგზავნილი იყო პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, შემდეგ ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (ბაბთით, 1845), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1845) და წმ. გიორგის IV (1854) ხარისხების ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 62.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკოლოზ ერისთავი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2019.