სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩოლოქის ბრძოლა.
ჩოლოქის ბრძოლა
ყირიმის ომის ნაწილი
ჩოლოქის ბრძოლის გეგმა
ბრძოლის გეგმა
თარიღი 4 ივნისი, 1854
მდებარეობა ქაქუთი რუსეთის იმპერია
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
რუსეთის იმპერია ივანე ანდრონიკაშვილი
რუსეთის იმპერია ლევან გურიელი
ოსმალეთის იმპერია სელიმ-ფაშა
ძალები
10 000 35 000
დანაკარგები
1 500 ადამიანი 4 000 ადამიანი

5 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი

ჩოლოქის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჩოლოქის ბრძოლა 1854 — რუს-ქართველთა ჯარის ბრძოლა მდინარე ჩოლოქთან თურქების ლაშქრის წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს სოფელ ქაქუთის მიდამოებში.

ნიგოითის ბრძოლაში თურქთა დამარცხების შემდეგ გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი, თურქთა მთავარი ძალების წინააღმდეგ შეტევის მიზნით, ოზურგეთისაკენ დაიძრა, ოსმალეთის ჯარმა სასწრაფოდ დატოვა ქალაქი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე დაბანაკდა. რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდინარე ჩოლოქისაკენ დაეშვა და ოსმალებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა.

კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში ოსმალები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. სელიმ-ფაშამ დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ანდრონიკაშვილმა - 1500 კაცი.

შტანდარტი, რომელიც მიენიჭა ქართულ დრუჟინას ბრძოლაში გამარჯვებისთვის

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშაოსმალეთის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება