ლევან გურიელი (გენერალი)
ლევან გურიელი (დ. 29 თებერვალი, 1824, თბილისი — გ. 11 მაისი, 1888) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი.
ლევან გურიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 თებერვალი, 1824 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 11 მაისი, 1888 |
დაკრძალულია | ქაშვეთის ეკლესია |
ეთნიკურად | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | სამხედრო მოღვაწე |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
მშობლები | მამა: დავით გურიელი |
ჯილდოები |
წმინდა ვლადიმირის ორდენი წმინდა ანას ორდენი წმინდა სტანისლავის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო გიორგი V გურიელის შვილიშვილი.[1] დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში. 1844-1851 წლებში იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში, საკორდონო ხაზზე, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო. 1852-1853 წლებში იყო ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი. ყირიმის ომის დროს კავკასიის ფრონტზე შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის გამარჯვებებს. ნიგოითისა და ჩოლოქის ბრძოლებში სარდლობდა რუსეთის იმპერიის ჯარში შემავალ გურიისა და იმერეთის სახალხო რაზმებს. 1865 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. ამ ომში ის მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში. 1879 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ; ნაყოფიერად მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას. დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 314.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 218.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. — გვ. 40-41.