ნიკა კუჭავა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნიკა ნიკოლოზის ძე კუჭავა (დ. 4 აგვისტო 1983, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი 2008 წლიდან.
ნიკა კუჭავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 აგვისტო, 1983 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2003 – დღემდე |
მეუღლე(ები) |
2021 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნიკა კუჭავა წლის საუკეთესო თეატრალურ მსახიობად დაასახელა.[3]
ბიოგრაფია
2001 წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და მოხვდა ალექსანდრე ქანთარიას ჯგუფში. 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს მიიწვიეს მარჯანიშვილის თეატრში და სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ 2008 წელს გახდა დასის წევრი. [წყარო არ არის მითითებული 750 დღე]
სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში უმუშავია ისეთ გამოჩენილ რეჟისორებთან, მსახიობებთან და სცენარისტებთან როგორებიც არიან სოფიკო ჭიაურელი, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, ზურა ყიფშიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ლევა წულაძე, გივი ჩუღუაშვილი, გივი ბერიკაშვილი, მერაბ ნინიძე, გურამ საღარაძე, გოგი გეგეჩკორი. [წყარო არ არის მითითებული 750 დღე]
ფილმოგრაფია
- 2006-2008 — „ბიჭები და გოგონები“ (რეჟ, რამიშვილი, ლიფონავა)
- 2003 — „ღმერთო, რისი გულისთვის“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე)
- 2017-2018 — „ჩემი ცოლის დაქალები“
- 2008-2010 — „ჩიფსების თაობა“
- 2015-2016 — „ღვინის გზა“ (რეჟ. შლიაპიკასი)
როლები თეატრში
- 2022 — „ინციდენტი მეტროში“
- 2021 — „დანაშაული და სასჯელი“ — პორფირი პეტროვიჩი
- 2021 — „ფიგაროს ქორწინება“ — გრაფ ალმავივა
- 2020 — „კრეიცერის სონატა“ — პოზდნიშევი
- 2020 — „შინელი“ — აკაკი ბაშმაჩკინი
- 2019 — „ჰამლეტი“ — ჰამლეტი
- 2019 — რეჟ. ლევან წულაძე უილიამ შექსპირის მიხედვით „ზაფხულის ღამის სიზმარი“
- 2018 — „ფაუსტი“ — ფაუსტი
- 2017 — „ზაფხულის ღამის სიზმარი“
- 2017 — „ნავიგატორი“ — ვახტანგი
- 2017 — „ბაკულას ღორები“ (დავით კლდიაშვილი)
- 2017 — „Begalut“ — გ. ბათიაშვილი
- 2016 — „უსახელო ვარსკვლავი“ — მარტინ მიროუ
- 2015 — „ჯაყოს ხიზნები“ (ჯავახიშვილი) — თეიმურაზი
- 2014 — „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ — სიმონ ჩოლოყაშვილი
- 2014 — „საშობაო სიმღერა“ (ჩარლზ დიკენსი) — „ფრედი“
- 2013 — „ტარტიუფი“ — ორგონი
- 2012 — „როგორც გენებოთ“ — ორლანდო
- 2011 — „პიგმალიონი“ — სიმონიკო
- 2011 — „Ptivate lives“ — ვიკტორი
- 2010 — „ჯოლო“ — ცუბაკი
- 2010 — „დეკამერონი“ — ტლიმფო
- 2009 — „თოლია“ — ტრეპლიოვი (რეჟ. მ. კოზაკოვი)
- 2009 — „ხანუმა“ — კოტე
- 2006 — „თამაში ჭვავის ყანაში“ — კოლფილდი
- 2005 — „აღთქმული მიწა“ — ედი
- 2005 — „ურიელ აკოსტა“ — რავინი
- 2003 — „ბუზები“ (ჟან-პოლ სარტრი) — ორესტე
ჯილდოები
- 2006 — საუკეთესო მამაკაცის როლი ფესტივალი „დებიუტის“ ვერსიით
- 2012 — „წლის საუკეთესო არტისტი“ („ჟოლო“ კ. მიტანი — ცუბაკი)
- 2016 — 5 „Guardian“-ის ვარკვლავი — ლონდონი, გლობუსის თეატრი
- 2021 — „წლის საუკეთესო მსახიობი“ ("კრეიცერის სონატა" — ლევ ტოლსტოი — პოზნიშევი)
რესურსები ინტერნეტში
- ნიკა კუჭავა — მარჯანიშვილის თეატრის საიტზე
სქოლიო
- ↑ „თაკო ცქვიტინიძემ ნიკა კუჭავასთან გაშორების შემდეგ ბედნიერება იპოვა“. Fortuna.ge. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ნიკა კუჭავა ბადრი მაისურაძის ქალიშვილზე დაქორწინდა. Fortuna.ge (03 აგვისტო, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო, 2021.
- ↑ ნიკა კუჭავა წლის საუკეთესო თეატრალურ მსახიობად დასახელდა. Fortuna.ge (03 ნოემბერი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-21. ციტირების თარიღი: 2022-11-21.