ბიჭები და გოგონები (ტელესერიალი)

„ბიჭები და გოგონები“ — ქართული იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი, რომელიც „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო ტელეკომპანია „მზის“ დაკვეთით. პრემიერა 2006 წლის 1 ნოემბერს შედგა და ის ეთერში ყოველდღე 19:30 საათზე გადიოდა, სერიალი 2007 წლის დეკემბრში დასრულად და იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 2008 წლის იანვარში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მისი გაგრძელება, „ჩიფსების თაობა“ დაიწყო.

ბიჭები და გოგონები
ჟანრი კომედია
მონაწილეობენ გიორგი კალანდაძე
ანა სანაია
ვანიკო თარხნიშვილი
როლანდ ოქროპირიძე
მთავარი თემა მთელი სამყარო (შემსრულებელი: ჯგუფი 18)
ფინალური თემა მთელი სამყარო (შემსრულებელი: ჯგუფი 18)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
ხანგრძლივობა 25 წუთი
კომპანია ფორმულა კრეატივი
ეთერი
ორიგინალური არხი მზე
ეთერში 1 ნოემბერი, 2006დეკემბერი, 2007
ქრონოლოგია
შემდეგი ჩიფსების თაობა

სერიალი მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდების მხიარულ ცხოვრებას მათ კომედიურ თავგადასავლებს, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მიზნებზე, გეგმებზე, პრობლემებზე.

გადაღება

რედაქტირება

სპეციალურად სერიალისთვის მზადდებოდა დეკორაცია და გადაღება მიმდინარეობდა პავილიონში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაში: ახალდაქორწინებულთა სახლის მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, მთავარი გმირის ოთახში, კაფეში, რადიოს საეთერო სტუდიაში და ქალთა სილამაზის სალონში

მსახიობი პერსონაჟი აღწერა
გიორგი კალანდაძე ნიკა ოცნებობს მწერლობაზე, ყავს ნახევარძმა ძმა ლევანჩო და მამიდა ეკა
ვანიკო თარხნიშვილი ლაშა ჰაყვას ცოლი თეკლა, სიმამრი ლადო და სიდედრი მანჩო, მეგობრობს, ნიკასთან, ვახოსთან, დათოსთან, ვახოსთან და ჯუგლაძესთან
გიორგი კალანდარიშვილი დოლჩე პროფესიით დიჯეი ამჟამად მუშაობს რადიოში, ნამდვილი სახელი ქვია მერაბი, გოგნებთან არის მორცხვი და მოსწონს გიული.
ადა გოგუაძე თათა თუთაშხია ჰაყვს ძმა დათო თუთაშხია, მეგობრობს თეკლასთან და ნუნუკასთან
ანა სანაია თეკლა ლაშას ცოლი, ჰყავს მშობლები ლადო და მანჩო, მეგობრობს ნუნუკასთან და თათასთან
ნინო მუმლაძე ნუნუკა თეკლას და თათას მეგობარი, მოსწონს ჯუგლაძე
როლანდ ოქროპირიძე ჯუგლაძე რაგბისტი, მეგობრობს ნიკასთან, ლაშასთან, ვახოსთან, დოლჩესთან და დათოსთან, მისი მეგობრებისთვის ის "ჯუგლაძეა", გოგონები "ჯუგლიკა"-ს ხოლო ნუნუკას "თაზო"-ს ეძახის.
ლევან ლომინაძე რეზიკო ნიკას, ლაშას, ვახოს, ჯუგლაძეს და დათოს მეგობარი
ნიკა კუჭავა ვახო ნიკას, ლაშას, ჯუგლაძეს, რეზიკოს და დათოს მეგობარი
სალომე შარვაძე კესო ცნობილი მსახიობი
ირინა შენგელია გიული მოსწონს ნიკა
გუგა მგალობლიშვილი დათო თუთაშხია ჰაყვს და თათა თუთაშხია, მეგობრობს ლაშასთან, ნიკასთან, ჯუგლაძესთან, რეზიკოსთან და ვახოსთან
ნიკა რამიშვილი (დრუპი) ლადო თეკლა მამა და ლაშას სიმამრი
ზურა გაჩეჩილაძე (შონზო) ლევანჩო ნიკას ნახევარძმა, მუშაობს ბარში და ხასიათით არის სერიოზული.
ანი ამირიძე
ეკა მჟავანაძე ეკა ნიკას მამიდა
ლილი ხურითი მანჩო თეკლას დედა და ლაშას სიდედრი, უყვარს როცა მოწესრიგებულია, კარგად გამოიყურება და ფორმაშია, აქვს საკუთარი სილამაზის სალონი
თამარ გელაზარიშვილი ლულუ პროფესიით სტილისტი, არის მანჩოს მეგობარი და ამავე დროს თანამშრომელიც, მუშაობს მისი მეგობრის მანჩოს სილამაზის სალონში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება