ჩიფსების თაობა
„ჩიფსების თაობა“ — ქართული კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო რუსთავი 2-ის დაკვეთით 2008 წელს. სერიალი არის ტელეკომპანია "მზის" დაკვეთით გადაღებული სერიალის, "ბიჭები და გოგონების" გაგრძელება. სერიალი რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა ყოველდღე 19:15 საათზე. 2008 წლის სექტემბერში სერიალი ჩაანაცვლა მისმა გაგრძელებამ, სერიალმა "ჩვენი ოფისი"
ჩიფსების თაობა | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
სცენარი |
ნიკა რამიშვილი ირაკლი საღინაძე გიგა ნასარიძე მიშა მშვილდაძე |
რეჟისორი |
გიორგი ლიფონავა რატი რამიშვილი |
მონაწილეობენ |
გიორგი კალანდაძე გია ცინაძე ვანიკო თარხნიშვილი თაკო აბაშიძე |
თემის კომპოზიტორი | ჯგუფი 18 |
მთავარი თემა | როცა სიყვარული მოვა |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სეზონი | 1 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | ნიკა ქავთარაძე |
პროდიუსერ(ებ)ი | მიშა მშვილდაძე |
მონტაჟი |
გიორგი ლიფონავა რატი რამიშვილი |
ოპერატორი |
კახა შენგელია იგორ ათაბაგი |
კომპანია | ფორმულა კრეატივი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | რუსთავი 2 |
ეთერში | 2008 — 2008 |
ქრონოლოგია | |
წინა | ბიჭები და გოგონები |
შემდეგი | ჩვენი ოფისი |
სიუჟეტი და გმირები
რედაქტირებასერიალი მოგვითხრობს მეგობრების კომედიურ და მხიარულ ისტორიას. ნიკა, ლაშა და დოლჩე მუშაობენ სარეკლამო სააგენტოში მათი უფროსია ნატა. ვახო არის მექალთანე თუმცა კუსიას გამოჩენის შემდეგ მისი ცხოვრება იცვლება, თეკლა და ლაშა ახალგაზრდა წყვიალია, რომელიც მშობლებთან ერთად ლადოსთან და მანჩოსთან ერთად ცხოვრობენ, ამიტომ თეკლა ხშირად ნერვიულობს და არის აღელვებული რადგან ჯერ არ იცის როგორ მართოს ცხოვრება მის მეორენახევართან ერთად, დოლჩე ცდილობს გოგონებთან ურთიერთობა ააწყოს და ამისთვის ვახოს ხშირად მიმართავს დასახმარებლად, ნიკა მშობლების გარდაცვალების შემდეგ თავის ძმასთან მყუდროსთან ერთად ცხოვრობს ძალიან მოსწონს ნინი ცუმცა მისთვის ამის თქმას ვერ ბედავს, მყუდრო ყველაზე განსხვავებული პერსონაჟია სერიალში ის ყოველთვის ტრუსებშია და მის ძმას ყოველთის ნერვებს უშლის, ჯუგლაძე ყველაზე ფიცხი პერსონაჟია ამიტომ ადვილად ბრაზდება ყველაფერზე ძალინ მოსჭონს კუსია. სანდრიკო კუსიას ძმაა და არ მოსწონს მისი ურთიერთობა ვახოსთან. ნატა მკაცრი უფროსია და ძალიან მოსწონს სანდრიკო.
გადაღება
რედაქტირებაფორმულა კრეატივი სპეციალურად სერიალისთვის ამზადებდა დეკორაციას და გადაღება მიმდინარეობდა პავილიონში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაში: ახალდაქორწინებულთა სახლის მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, მთავარი გმირის ოთახში, კაფეში, რადიოს საეთერო სტუდიაში და ქალთა სილამაზის სალონში
მუსიკა
რედაქტირებაფორმულა კრეატივი და ჯგუფი 18 ხშირად მუშაობენ ერთად, მათ შორის ამ სერიალისთვისაც ჯგუფმა დაწერა სიმღერა როცა სიყვარული მოვა, რომელიც სერიალის მთავარი თემა გახდა. ჯგუფი 18 მუშაობდა ფილმზე რაც ყველაზე ძალიან გიყვარს საუნდტრეკზე და გააცოცხლა ცნობილი ჯგუფის სახეს სიმღერა თოვლი მოსულა.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | გმირი |
---|---|
გიორგი კალანდაძე | ნიკა |
გია ცინაძე | მყუდრო |
ვანიკო თარხნიშვილი | ლაშა |
თაკო აბაშიძე | ნატა |
გიორგი კალანდარიშვილი | დოლჩე |
როლანდ ოქროპირიძე | ჯუგლაძე |
სალომე ფაღავა | სალომე |
ანა სანაია | თეკლა |
ნინო მუმლაძე | ნუნუკა |
ნიკა კუჭავა | ვახო |
ნათია წიწილაშვილი | ნინი |
ირინა შენგელია | კუსია |
თორნიკე ფრანგიშვილი | სანდრიკო |
ლილი ხურითი | მანჩო |