ალექსანდრე ქანთარია
ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია (დ. 7 ოქტომბერი, 1959, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, რეჟისორი, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ალექსანდრე ქანთარია | |
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2012 – 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
თავმჯდომარე | დავით უსუფაშვილი |
დაბადებული | 7 ოქტომბერი, 1959 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | კინორეჟისორი, პარლამენტის წევრი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი პროფესორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში პროფესორ ლილი იოსელიანის ასისტენტად. მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2000 წელს მიენიჭა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტის, 2004 წელს კი ამავე ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი წოდება.
ამჟამად არის თეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული შემოქმედებითი ცენტრი „დურუჯის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, მარჯანიშვილის პრემია, ს. ახმეტელის პრემია, არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დადგმული აქვს 50-ზე მეტი დრამატული სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: თურქეთში (სტამბოლის დრამატულ თეატრში), ლიეტუვაში (ვილნიუსის სახელმწიფო დრამატულ თეატრში), ბელარუსში (მინსკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში). ასევე დადგმული აქვს ორი სატელევიზიო სპექტაკლი და გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მისმა სპექტაკლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაიმარის გოეთეს, მინსკისა და კაიროს საერთაშორისო ფესტივალებში და გახდნენ ამ ფესტივალების ლაურეატები.
2009 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
ჰავს მეუღლე და ვაჟიშვილი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1983: საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1995: საქართველოს სახელმწიფო პრემია
- სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალექსანდრე ქანთარია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსანდრე ქანთარია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)