ფაუსტი

კლასიკური გერმანული ლეგენდის პროტაგონისტი

ფაუსტი — კლასიკური გერმანული ლეგენდის პროტაგონისტი. ის არის ძალიან წარმატებული მეცნიერი, მაგრამ ჯერ კიდევ უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით. რასაც ის მიჰყავს ეშმაკთან გარიგებმდე, რომლის მიხედვითაც საკუთარ სულს ცვლის შეუზღუდავ ცოდნასა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე. ფაუსტის ლეგენდა გახდა საფუძველი უმრავი ლიტერატურული, თეატრალური, კინომატოგრაფიული და მუსიკალური ნამუშევარისა, რომლებიც ახდენენ მის რეინტერპრეტაციას საუკუნეების განმავლობაში. „ფაუსტი“ და ზედსართავი „ფაუსტისეული“ მიემართება სიტუაციას, რომელშიც ამბიციური ადამიანი უარს ამბობს მორალურ ღირებულებებზე იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებასა და მოიხვეჭოს ძალაუფლება განსაზღვრული პერიოდით[1][2].

ჟან-პოლ ლორანის დოქტორი ფაუსტი

ფაუსტი ადრეული წიგნებიდან - ისევე როგორც  ბალადები, დრამები, ფილმები და თოჯინათა თეატრები, რომლებიც მისგან წამოიშვა - არის სამუდამოდ დაწყევლილი, იმიტომ, რომ ის ადამიანს ამჯობინებს უსაზღვრო ცოდნას; „მან წმინდა წერილი გადადო კარს მიღმა სამუშაო მაგიდის ქვეშ, უარი თქვა თეოლოგიის დოქტორის წოდებაზე, რადგან ამჯობინა მედიცინის დოქტორის სტილი“[2]. პიესები და კომიკური თოჯინათა თეატრები დაფუძნებული ამ ლეგენდის მოტივებზე იყო ძალიან პოპულარული მთელ გერმანიაში XVI საუკუნეში და ხშირად ფაუსტი და მეფისტოფელი დაჰყავდათ ვულგარული მხიარულების ფიგურებამდე. ამ ისტორიას პოპულარიზაცია გაუწია ინგლისში ქრისტოფერ მარლოუმ, რომელიც მას მისცა კლასიკური ფორმა საკუთარ პიესაში, დოქტორი ფაუსტის ტრაგიკული ისტორია (პუბლიკაციის თარიღი არის დებატის საგანი, მაგრამ, როგორც ჩანს ეს იყო 1587 წლის ირგვლივ)[3].ამ ისტორიის გოეთესეულ ვერსიაში 200 წლის შემდეგ, ფაუსტი ხდება უკმაყოფილო ინტელექტუალი, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში მიისწაფის „უფრო მეტისკენ, ვიდრე მიწიერი ხორცი და სასმელია“.

ისტორიის შეჯამება

რედაქტირება

ფაუსტი მოწყენილი და დეპრესიულია საკუთარი მეცნიერული ცხოვრებით. ახალი  ცხოვრების დაწყების მცდელობების შემდეგ ის მოუხმობს ეშმაკს დამატებითი ცოდნისა და ჯადოქრული ძალებისთვის, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლება ცხოვრების ნეტარებით დატკბობა და სამყაროს ცოდნის შეძენა. პასუხად, ეშმაკის წარმომადგენელი, მეფისტოფელი გამოჩნდება. ის დებს შეთანხმებას ფაუსტთან: მეფისტოფელი მოესახურება ფაუსტს საკუთარი ჯადოქრული ძალებით განსაზღვრული წლების განმავლობაში, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ, ეშმაკი პრეტენზიას გამოთქვამს ფაუსტის სულზე და ფაუსტი იქნება შინაგანად დამონებული. ვადაში ძირითადად ადრეულ ამბებში განისაზღვრებოდა 24 წლით, ერთი წელი ყოველი ერთი საათისთვის დღეში.

გარიგების ვადების განმავლობაში ფაუსტი იყენებს მეფისტოფელს სხვადასხვა გზით. ისტორიის უამრავ ვერსიაში, განსაკუთრებით გოეთეს დრამაში, მეფისტოფელი ეხმარება ფაუსტს მოხიბლოს ლამაზი და უცოდველი გოგო, როგორც წესი, სახელად გრეტხენი, ვისი ცხოვრებაც სრულიად ინგრევა, როდესაც ის აჩენს ფაუსტის ბუშ ვაჟს. თუმცა გრეტხენს საკუთარი უდანაშაულობა გადაარჩენს ბოლოში და ის შედის სამოთხეში სიკვდილით დასჯის შემდეგ. გოეთეს ინტერპრეტაციაში ფაუსტს გადაარჩენს ღმერთი, გამოისობით მისი მუდმივად სწარფვისა - კომბინაციაში გრეტხენის ღმერთისთვის ვედრებასთან. თუმცა ადრეულ ისტორიებში, ფაუსტი არის სამუდამოდ გახრწნილი და სჯერა, რომ შეუძლებელია მისი ცოდვების მიტევება; როდესაც ვადა გადის, ეშმაკს ის მიჰყავს ჯოჯოხეთში.

წყაროები

რედაქტირება
 
მიშელ ელვირო ანდრიოლის პან ტვარდოვსკი და ეშმაკი. ლეგენდა პოლონური ფოლკლორიდან შეიცავს ბევრ მსგავსებას ფაუსტის ისტორიასთან.

სიმონ მოგვის ცხოვრების ბევრი ასპექტიის ექო ისმის ფაუსტის ლეგენდების ქრისტოფერ ეუბინისა და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ინტერპრეტაციებში. ჰანს ჯონასი წერს: „რა თქმა უნდა მცირე რაოდენობა მარლოუსა და გოეთეს პიესების თაყვანისმცემლებისა ვარაუდობს, რომ მათი გმირი არის შთამომავალი გნოსტიკური სექტანტისა და მშვენიერი ელენე, გამოწვეული მისი ხელოვნებით, იყო ერთ დროს დაცემული რწმენაში და მისი სულიერი ამაღლების გზით უნდა გადარჩენილიყო კაცობრიობა“[4]. თქმულებას ფაუსტის შესახებ ბევრი მსგავსება აქვს თეოფილეს ლეგენდასთან, რომელიც ჩაწერილია XIII საუკუნეში -  მწერალ გათიერ დე კოენსის Les Miracles de la Sainte Vierge, სადაც, წმინდა ფიგურა გარიგებას დებს მიწისქვეშეთის სამყაროს მცველთან, მაგრამ გადარჩევა საკუთარი ვალის გადახდისგან საზოგადოებისთვის წმინდა ქალწულის შეწყალების გამო[5]. მოქმედება, სადაც ის უმორჩილებს საკუთარ თავს ეშმაკს, ხდება ნოტრ-დამის კათედრალის ტიმპანის ჩრდილოეთით, პარიზში[6].

ფაუსტის სახელის და პერსონის  წარმომავლობა რჩება გაურკვეველი, თუმცა ზოგიერთი წყარო ლეგენდარულ ფაუსტს იოჰან ფუსტთანაც (1400-1466) აკავშირებს, იოჰან გუტენბერდის ბიზნეს პარტნიორთან[7], ან გვთავაზობენ რომ ფუსტი არის ფაუსტის ერთ-ერთი წყარო მრავალთაგან[8]. სხვები მიიჩნევენ, რომ ის ეფუძნება იოჰან გეორგ ფაუსტის (1480-1540) ფიგურას, ჯადოქარი და ალქიმიკოსი, სავარაუდოდ ნითლინგენიდან, ვურთემბერგიდან, რომელმაც მიიღო ხარისხი უსასრულობისა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში 1509 წელს. ისეთი მეცნიერებმა, როგორებიც არიან ფრანკ ბარონი[9] და ლეო რუიქბი[10], შეაფასეს ბევრი წინა მოსაზრება.

პერსონაჟი პოლონური ფოლკლორიდან სახელად პან ტვარდოვსკი წარმოადგენს მსგავსება ფაუსტთან. პოლონური ისტორია, როგორც ჩანს, შეიქმნა დაახლოებით იგივე დროს, როცა მისი გერმანული ანალოგი, თუმცა დღემდე გაურკვეველია აქვს თუ არა ამ ორ თქმულებას ერთი წარმომავლობა თუ მხოლოდ ერთმანეთზე იქონიეს გავლენა. ისტორიკოსი იოჰან გეორგ ფაუსტი სწავლობდა კრაკოვში რაღაც დროის განმავლობაში და შეიძლება გახდა შთაგონების წყარო პოლონური ლეგენდის პერსონაჟისა.

პირველი ცნობილი ბეჭდური წყარო ფაუსტის ლეგენდისა არის პატარა ბუკლეტის სახის მასალა, სათაურით Historia von D. Johann Fausten და გამოქვეყნებულია 1587 წელს. წიგნი ახლიდან დარედაქტირდა XVI საუკუნის ისტორიით. იგივე პერიოდის მსგავსი წიგნებია:

  • Das Wagnerbuch (1593)
  • Das Widmann'sche Faustbuch (1599)
  • Dr. Fausts großer und gewaltiger Höllenzwang (ფრანკფურტი1609)
  • Dr. Johannes Faust, Magia naturalis et innaturalis (პასაუ 1612)
  • Das Pfitzer'sche Faustbuch (1674)
  • Dr. Fausts großer und gewaltiger Meergeist (ამსტერდამი1692)
  • Das Wagnerbuch (1714)
  • Faustbuch des Christlich Meynenden (1725)

1725 წელს ფაუსტის ასეთი მცირე სახის წიგნაკები ფართოდ იყო მიმოქცევაში და არც ახალგაზრდა გოეთეს დაუტოვებია წაუკითხავი.

მსგავსი თქმულებები პაქტის შესახებ ადამიანსა და ეშმაკს შორის მოიცავს შემდეგ პიესებს:

 
ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები ზემპერიში, დრეზდენში.

ისტორიასთან დაკავშირებული ადგილები

რედაქტირება

შტაუფენი, ქალაქი გერმანიის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ითვლება ფაუსტის გარდაცვალების ადგილად (გ.1540); სცენები ასახულია შენობებსა და ა.შ. ერთადერთი ისტორიული წყარო  ამ ტრადიციისა არის პასაჟი Chronik der Grafen von Zimmern-ში, რომელიც დაიწერა დაახლოებით 1565 წელს, 25 წლის შემდეგ ფაუსტის სავარაუდო გარდაცვალებიდან. ეს ქრონიკები არის ძირითადად ითვლება საიმედოდ და XVI საუკუნეში ჯერ კიდევ იყო ოჯახური კავშირები ლორდ სტაუფენსა და გრაფ ზიმერნს შორის დონაუსშინგენის ახლოს[11].

ქრისტოფერ მარლოუს თქმულების ორიგინალში, ვიტენბურგი, სადაც ფაუსტი სწავლობდა, ასევე წერია, როგორც  ვერტენბერგი. ამან კი გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ თუ სად ხდებოდა მისი ისტორია. ზოგიერთი მეცნიერი გვთავაზობს ვურტებურგის საჰერცოგოს, სხვები - ალუზიას მარლოუსეული კემბრიჯისა, მაგრამ ვიტენბერგის ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ, არის ისტორიული დედაქალაქი ვურტემბერგისა, რაც დღეს არის შტუტგარტში.

ლიტერატურული ასიგნაციები

რედაქტირება

მარლოუს „დოქტორი ფაუსტუსი“

რედაქტირება

თავდაპირველმა მოკლე გამოცემებმა ფაუსტისა, გერმანიაში აქტიური მიმოქცევის პარალელურად, საკუთარი გზა იპოვა ინგლისში, სადაც 1592 წელს ინგლისური თარგმანი გამოიცა. ქრისტოფერ მარლოუმ გამოიყენა ეს ნამუშევარი, როგორც საფუძველი მისი უფრო ამბიციური პიესისა - დოქტორი ფაუსტის ტრაგიკული ისტორია (გამოცემული 1604 წელს). მარლოუმ ასევე გამოიყენა ჯონ ფოქსის წიგნი „Martyrs“.

 
მარლოუს ფაუსტუსი ჰანტინგტონის ბიბლიოთეკაში, სან მარინო, კალიფორნია

„გოეთეს ფაუსტი“

რედაქტირება

იხილეთ სტატია: გოეთეს ფაუსტი

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ვერსია ამ ლეგენდისა არის გერმანელი ავტორის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ფაუსტი. პირველი ნაწილი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ვერსია თავდაპირველ ლეგენდასთან, გამოქვეყნდა 1808 წელს, ხოლო მეორე ნაწილი 1832 წელს.

გოეთეს ფაუსტი ართულებს მარტივ ქრისტიანულ მორალს ლეგენდის ორიგინალისა. ჰიბრიდი პოემისა და პიესისა, გოეთეს ორი ნაწილი „ჩაკეტილი დრამასა“ არის ეპიკური, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ის ერთად უყრის თავს ქრისტიანულ, შუა საუკუნეების, რომაულ, აღმოსავლურ, ელინურ პოეზიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას.

 
გოეთეს „ფაუსტის“ ჰარი კლერკის ილუსტრაცია

კომპოზიციასა და ლეგენდის საკუთარი ვერსიის დაზუსტებას გოეთეს ცხოვრების 60 წელი დასჭირდა (თუმცა არა უწყვეტად). საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ და მიჩნეული ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებად გერმანულ და მსოფლიო ლიტერატურაში.

ამბავი შეეხება ფაუსტის ბედს მისი ცხოვრების აზრის ძიებაში. სწავლისგან და მისი ცოდნის, ძალისა და ცხოვრების სიამოვნების შეზღუდულობისგან იმედდაკარგული, ის მიიქცევს მეფისტოფელის სახით წარმოდგენილი ეშმაკის ყურადღებას, რომელიც დებს შეთანხმებას ფაუსტთან, რომ ის კმაყოფილებით აღავსებს ცხოვრებას (სიამოვნებისგან იტყვის "წამო შეჩერდი"); მოსაზრება, რომ ფაუსტი არის თავდაჯრებული და გაუტეხელი, გამოკვეთილია მის რწმენაში, რომ არასდროს არ დადგება მის ცხოვრებაში სიხარულისა და ბედნიერების ზენიტი. ეს არის უდიდესი განსხვავება გოეთეს „ფაუსტისა“ და მარლოუსი; ფაუსტი არის არის ის, ვინც გარიგების ინიციატორია.

პირველ ნაწილში, მეფისტოფელი ფაუსტს სხვადასხვა სიტუაციებს გამოაცდევინებს, რომელებიც მთავრდება გრეტხენთან, უდანაშაულო ახალგაზრდა ქალთან, ეროტიკული ურთიერთობით. გრეტხენი და მისი ოჯახი ინგრევა მეფისტოფელის ცბიერებითა და ფაუსტის ლტოლვებით. ამბის პირველი ნაწილი სრულდება ტრაგიკულად ფაუსტისთვის, რადგან ის რჩება მწუხარებაში მარტო საკუთარ სირცხვილთან, იმის მიუხედავად გრეტხენი იმქვეყნად გადარჩება.

მეორე ნაწილი იწყება მიწის სულით, რომელიც მიუტევებს ფაუსტს (და მთელ დანარჩენ კაცობრიობას) და პროგრესირდება ალეგორიულ პოეზიაში. ფაუსტი და მისი ეშმაკი მოგზაურობენ და მანიპულირებენ პოლიტიკისა და კლასიკური ღმერთებისა სამყაროში, ხვდებიან ტროას ელენეს (პერსონიფიცირებულ სილამაზეს). საბოლოოდ, ომისა და ბუნების შეზღუდვაში წარმატების მიღწევის შემდეგ, ფაუსტი გამოცდის განსაკუთრებით მომენტს ბედნიერებისა.

მეფისტოფელი ცდილობს მიითვისოს ფაუსტის სული, როდესაც ის იღუპება მისი ბედნიერების მომენტში, მაგრამ გაუცრუვდება იმედები და გაბრაზდება, როდესაც ანგელოზები ჩაერევიან ღვთის მადლის გამო.იმის მიუხედავად, რომ ეს მადლი არის „უსასყიდლო“ და არ ამართლებს ფაუსტის შეცდომებს, რომელიც მეფისტოფელთან ერთად დაუშვა, ანგელოზები ამტკიცებენ, რომ მადლი გარდმოვიდა მხოლოდ ფაუსტის ცხოვრებაში დაუსრულებელი სწრაფვისა და გრეტხენის სრული მიტევების გამო. საბოლოო სცენაში ფაუსტის სული გაივლის სამოთხისკენ გზას და მივა დანიშნულების ადგილას ღმერთთან შუამავალი „ქალწულის, დედის, დედოფლის...“[12]  თანდასწრებით. ღვთისმშობელი ამის გამო, ამარცხებს მეფისტოფელს, რომელსაც ფაუსტი ჩააკვდა ხელში და გაუჩნდა აზრი, რომ სამუდამოდ „ჩალაგამოვლებული დარჩება“.

გოეთეს „ფაუსტი“ არის ნამდვილად კალასიკური ნაწარმოები, მაგრამ იდეა არის ისტორიული და როგროც ჩანს ყოველ აღსანიშნავ ისტორიულ ეპოქას ეყოლება საკუთარი „ფაუსტი“.
სიორენ კირკეგორი, „Either/Or“, უშუალო ეტაპები ეროტიკისა

ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“

რედაქტირება

ფაუსტის ისტორია ჩაქსოვილია დოქტორ მიხეილ ბულგაკოვის საუკეთესო ნოველაში, „ოსტატი და მარგარიტა“ (1928-1940), სადაც მარგარიტა არის მოდელირებული გრეტხენზე და ოსტატი - ფაუსტზე. სხვა პერსონაჟებიც ნოველაში თუნდაც ვოლანდიც მოდელირებულია ფაუსტზე (რომლის აღწერა გვახსენებს მეფისტოფელს).

მანის „დოქტორი ფაუსტუსი“

რედაქტირება

თომას მანის 1947 წლის დოქტორი ფაუსტუსი: ახდენს ფაუსტის ლეგენდის ადაპტაციას xx საუკუნის კონტექსტში, რომელიც ახდენს წარმოსახვითი კომპოზიტორის ადიან ლევერკიუნის ცხოვრების დოკუმენტირებას, როგორც ანალოგი და განსახიერება მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიისა და ევროპის ისტორიისა. ნიჭიერი ლევერკიუნი, ვენერიული დაავადებით ინფიცირების ბორდელში ვიზიტის შემდეგ, დებს შეთანხმებას მეფისტოფელისებურ პერსონაჟთან, რომელიც მას აძლევს 24 წლის წარმატებული და არაჩვეულებრივი კომპოზიტორის ცხოვრების გარანტიას. ის ქმნის ნამუშევრებს, რომელთა სილამაზე საერთო აღიარებას იწვევს, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკური დაავადება იწყებს მისი ორგანიზმის დაპყრობას. 1930 წელს, როდესაც ის წარადგენს საბოლოო შედევრს (დოქტორ ფაუსტის გოდება), ის აღიარებს შეთანხმებას, რომელიც დადო: სიგიჟე და სიფილსზე ახლა უკვე გადალახული აქვს მას და იტანჯება ნელი და ტოტალური კოლაფსით სიცოცხლის ბოლომდე, 1940 წლამდე. ლევერკიუნის სულიერი, მენტალური და ფიზიკური კოლაფსი და დეგრადაცია არის ირეკლავს პერიოდს, რომელშიც ნაცისტები აღზევდნენ გერმანიაში და ლევერკიუნის ბედი წარმოადგენს გერმანიის სულს.

ვინსენტ ბენეტის “ეშმაკი და დენიელ ვებსტერი“

რედაქტირება

სტეფან ვინსენტ ბენეტის პატარა ისტორია „ეშმაკი და დენიელ ვებსტერი“ გამოქვეყნდა 1937 წელს და არის ახლიდან თხრობა ფაუსტის ამბისა დაფუძნებული ვაშინგტონ ირვინგის მოკლე ამბავზე „ეშმაკისა და ტომ ვალკერი“. ბენეტის ვერსია ამ ისტორიისა ხდება ახალი ჰემფშირის ფერმერის გარშემო სახელად - ჯაბეზ სტოუნი, რომელიც იტანჯება უწყვეტი ცუდი იღბალით. მას დაუახლოვდება ეშმაკს სახელად მისტერ სქეთჩი, რომელიც სთავაზობს მას 7 წლიან კეთილდღეობას მისი სულის სანაცვლოდ. ჯაბეზ სტოუნს საბოლოოდ დაიცავს დენიელ ვებსტერი, გამოგონილი ვერსია ცნობილი იურისტისა და ორატორისა, მოსამართლისა და ნაფიცმსაჯულთა წინაშე და ამ პროცესს მოიგებს.

დამატებითი დრამატული ალტერნატივები

რედაქტირება
  • ფაუსტო (1866) - ესტანისლაო დელ კამპო
  • დოქტორი ფაუსტუსის სიკვდილი (1925) - მიშელ დე გელდეროდე
  • დოქტორი ფაუსტი ანთებს სინათლეს (1938) - გერტრუდ შტეინი
  • ჩემი ფაუსტი (1940) - პაულ ვალერი
  • ფაუსტი, სუბიექტური ტრაგედია (1934) - ფერნანდო პესსოა
  • დოქტორი ფაუსტუსი (1979) დონ ნიგრო
  • ცდუნება (1985) - ვასლავ ჰევი (თარგმნილი ინგლისურად მარიე ვინის მიერ)
  • მეფისტო (1986) - ჯონ ბენვილი
  • ფაუსტუსი (2004) - დევიდ მემიტი
  • ვიტენბერგი (2008) - დავიდ დევალოუს
  • ფაუსტი (2009) - ედგარ ბრაუ

მუსიკალური ასიგნაციები

რედაქტირება
 
ფეოდორ ჩალიაპინი მეფისტოფელის როლში

ფაუსტის ლეგენდა გახდა საფუძველი არაერთი მნიშვნელოვანი ოპერისა:

  • Mefistofele - არიგო ბოიტოს მიერ შესრულებული ერთადერთი ოპერა
  • Doktor Faust - დაიწყო ფერუციო ბუსონიმ და დაასრულა მისმა მოსწავლემ, ფილიპ ჯარნაჩმა
  • Faust - შარლ გუნოს ოპერა, რომელიც გოეთეს ფაუსტის პირველ ნაწილზეა დაფუძნებული.
  • Faust (Spohr) - ერთ-ერთი ადრეული საოპერო ადაპტაცია ისტორიისა, განსხვავებული ვერსიის პრემიერა კი გაიმართა ჯერ 1816 წელს, ხოლოდ შემდეგ 1852 წელს.
  • La Damnation de Faust (1846) - ჰექტორ ბერლიოზი

სიმფონიური

რედაქტირება

ფაუსტი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ნამუშევრების შთაგონების წყარო სხვადასხვა ფორმებში:

  • ფაუსტის უვერტიურა - რიჰარდ ვაგნერის ნამუშევარი
  • ფაუსტის დაგმობა - ჰექტორ ბერლიოზი
  • გოეთეს ფაუსტის სცენები - რობერტ შუმანი
  • ფაუსტის სიმფონია - ფერენც ლისტი
  • მერვე სიმფონია - გუსტავ მალერი
  • Histoire du soldat -იგორ სტრავინსკი
  • ფაუსტი - იყო სათაური და შთაგონების წყარო Phantom Regiment Drum and Bugle Corps-ის 2006 წლის შოუ.
  • ფაუსტი - არის სახელი სიმღერისა პროგრესული მეტალისტი ბენდისა, The Human Abstract-ის მათი ალბომიდან Digital Veil.

სხვა ადაპტაციები

რედაქტირება
  • ფაუსტისეული ექოები - აგალოჩი
  • ეპიკა და შავი შარავანდედი - კამელოტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Doctor Faustus by Christopher Marlowe, edited and with an introduction by Sylvan Barnet. Signet Classics, 1969.
  • J. Scheible, Das Kloster (1840s).
  • The Faustian Century: German Literature and Culture in the Age of Luther and Faustus. Ed. J. M. van der Laan and Andrew Weeks. Camden House, 2013. ISBN 978-1571135520
  • A philosophical interpretation: Seung, T.K.. Cultural Thematics: The Formation of the Faustian Ethos. Yale University Press. 1976. ISBN 978-0300019186

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Faustian - pertaining to or resembling or befitting Faust or Faustus especially in insatiably striving for worldly knowledge and power even at the price of spiritual values; "a Faustian pact with the Devil". http://www.thefreedictionary.com/Faustian
  2. 2.0 2.1 Phillips, Walter Alison (1911). "Faust". In Chisholm, Hugh. Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
  3. Biography.com Editors. "Christopher Marlowe Biography." Biography.com. July 08, 2014. Accessed February 04, 2017. http://www.biography.com/people/christopher-marlowe-9399572.
  4. Jonas, Hans (1958). The Gnostic Religion. p. 111.
  5. An 1875 edition is at: Coincy, Par Gautier de; Par M l'Abbé Poquet (1857). Les miracles de la Sainte Vierge (in French). Parmantier/Didron.
  6. See, for example, this photo at: Ballegeer, Stephen. "Notre-Dame, Paris: Portal on the north transept"flickr.
  7. Meggs, Philip B.; Purvis, Alston W. (2006). Meggs' History of Graphic Design, Fourth Edition. Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Inc. p. 73. ISBN 0-471-69902-0.
  8. Jensen, Eric (Autumn 1982). "Liszt, Nerval, and "Faust"". 19th-Century Music. University of California Press. 6 (2): 153. doi:10.2307/746273.
  9. Baron, Frank (1978). Doctor Faustus, from History to Legend. Wilhelm Fink Verlag.
  10. Ruickbie, Leo (2009). Faustus: The Life and Times of a Renaissance Magician. The History Press. ISBN 978-0-7509-5090-9.
  11. Geiges, Leif (1981). Faust's Tod in Staufen: Sage – Dokumente. Freiburg im Breisgau: Kehrer Verlag KG.
  12. Goethe, Faust, Part Two, lines 12101-12110, translation: David Luke, Oxford World Classics, ISBN 9780199536207.