ნატო ჭყონია-ნიკოლი
ნატო ჭყონია-ნიკოლი (დ. 19 აპრილი, 1959, კიევი) — ქართველი მომღერალი.
ნატო ჭყონია-ნიკოლი | |
---|---|
ნათელა ჭყონია-ნიკოლი | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 19 აპრილი, 1959 |
დაბ. ადგილი | კიევი |
დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1984 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი (მეცო-სოპრანო) და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი. 1990–1991 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში. 1986–1991 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1992–1995 წლებში საოპერო ხელოვნების დაოსტატების კურსები გრაცის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. 1996 წელს მიანიჭეს ავსტრიის მოქალაქეობა ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე: ლა სკალა, ბერლინის, დრეზდენის, ფლორენციის, ვენის. 1994–2008 წლებში გამოდიოდა ევროპის უმნიშვნელოვანეს საოპერო ფესტივალებზე: ზალცბურგის, ბად-ხერსფელდის, მიორბიშის. 2001 წლიდან არის გრაცის კონსერვატორიის პროფესორი, 2005 წლიდან ვოკალური განყოფილების გამგე. 2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში დააარსა ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალი „Academia Belcanto“, რომელის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო კონკურსი, აგრეთვე მასტერკლასები და გალაკონცერტები მსოფლიოს გამოჩენილი მომღერლების მონაწილეობით. არის „Academia Belcanto“-ს ვიცეპრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 2014 წელს კონკურსზე დაწესდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. ქართული რეპერტუარი: ნანო, ეთერი, ნათელა(ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“). კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: ოთარ თაქთაქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის. ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების, რევაზ ლაღიძის რომანსები. სხვა რეპერტუარი: კარმენი (ბიზე „კარმენი“), ოქტავიანი, კომპოზიტორი, ჰეროდიადა (რიხარდ შტრაუსი „ვარდების კავალერი“, „არიადნა ნაქსოსზე“, „სალომე“), დალილა(სენ–სანსი „სამსონი და დალილა“), ორფეოსი(კრისტოფ ვილიბალდ გლუკი „ორფეოსი და ევრიდიკე“), ლოლა, ლუჩიას დედა(მასკანი „სოფლის პატიოსნება“), შარლოტა(მასნე „ვერტერი“), სუძუკი(პუჩინი „ჩიო-ჩიო-სანი“), მინონი(ტომა „მინონი“), ფენენა, ამნერისი, ემილია, აზუჩენა, მადალენა, ბრანგენა, ვალტრაუტა, ფრიკე, ოლგა, ლარინა, გუვერნანტი ქალი, პოლინა, აგრეთვე დვორჟაკის, მოცარტის, ვერდის „რეკვიემი“, მალერის №2, №3 სიმფონიები. გასტროლები: მრავალი საკონცერტო ტურნირი მსოფლიოს წამყვან საოპერო დარბაზში. მიღებული აქვს კარმენის პარტიის საუკეთესო ინტერპრეტაციისათვის პრესტიჟული პრემია (გერმანია, 1994). საოპერო მომღერალ ლამარა ჭყონიას ქალიშვილი და მოწაფე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 575