ნადირ-შაჰის პირველი ლაშქრობა დაღესტანში
ნადირ-შაჰის პირველი ლაშქრობა დაღესტანში | |||
---|---|---|---|
ნადირ-შაჰის დაღესტანის კამპანიის ნაწილი | |||
თარიღი | აგვისტო-სექტემბერი 1734 | ||
მდებარეობა | დაღესტანი | ||
მიზეზი | „დაუმორჩილებელი “ სურხაი-ხანის დასჯა | ||
შედეგი |
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ნადირ-შაჰის პირველი ლაშქრობა დაღესტანში (სპარს. اولین لشکرکشی نادرشاه در داغستان) — სპარსეთის არმიის ლაშქრობა ნადირ-შაჰის მეთაურობით 1734 წელს დაღესტნის დასამორჩილებლად აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის ფარგლებში.
ლაშქრობა შაჰისთვის წარმატებით დასრულდა: სისხლიანი ბრძოლების შემდეგ მან აიღო ღაზიყუმუხის სახანოს დედაქალაქი ყუმუხი, გზად სოფლები გაანადგურა და დაღესტნის ერთ-ერთი მმართველ სურხაი ხანს უკან დახევა აიძულა.
წინაისტორია
რედაქტირება1732 წელს რუსეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან სპარსეთს დაუბრუნა მაზანდერანი და გილანი. სპარსეთის სამხედრო წარმატებების სერიამ აიძულა თურქები დაზავება ეთხოვათ. 1733 წელს ბაღდადში დადებული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ სპარსელებს დაუთმო ის მიწები, რომლებიც ადრე მათ ეკუთვნოდათ.
იმჟამად შემახა ღაზიყუმუხის სახანოს მმართველის სურხაი Ӏ იბნ გარაის დაქვემდებარებაში იყო. ნადირ-შაჰმა მას ერთ-ერთი ნუკერი გაუგზავნა შემახას დათმობის მოთხოვნით.
სურხაი არა თუ არ დაემორჩილა ამ განკარგულებას, არამედ მოკლა ირანის ელჩი, ხოლო შაჰის ჟამთააღმწერლის მირზა მაჰდი ასტრაბადის გადმოცემით, ოსმალებსა და ნადირ-შაჰს უპასეხა:
„ლეზგინი (დაღესტნის) ლომების ხმლებით დავიპყარით შირვანი. რა უფლება აქვს ბაღდადელ აჰმედს ან ვინმე სხვას ჩაერიოს ჩვენს საქმეებში?“
|
მას შემდეგ, რაც სურხაიმ უარი განაცხადა შემახის ირანელებისთვის გადაცემაზე, ნადირ-შაჰის ჯართან სამხედრო შეტაკება გარდაუვალი გახდა.
ლაშქრობა
რედაქტირება1734 წლის აგვისტოში ირანის ჯარები შაჰის მეთაურობით მტკვარს მიუახლოვდნენ. სურხაი არ აპირებდა შემახას დაცვას, ამიტომ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და ჯარი გაიყვანა მთებში უფრო ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად. 17 აგვისტოს ნადირ -შაჰი შემახში შევიდა. მან ბრძანა, ქალაქი აღეგავათ მიწისაგან პირისა, მოსახლეობა კი აღსუში გადაეყვანათ. ბრძოლა სოფელ ნიჯის მახლობლად, გაიმართა, სადაც სურხაის არიერგარდი დამარცხდა, შაჰმა ტყვედ აიყვანა 500 ადამიანი, რომლებიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლა დაუსჯელად მთიელთა წინააღმდეგობის შესუსტებისა და მადლიანი მმართველის შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით.
მარცხის შემდეგ სურხაიმ შეკრიბა 12000 მოლაშქრისგან შემდგარი არმია ღაზიყუმუხის, ლეზგების და ჭარ-ბელაქანის თემებიდან. მათ თანდათანობით შეუერთდა 8000 თურქი და ყირიმელი ჯარისკაცი.
ირანის არმია შედგებოდა 12000 კაცისგან, ყველა მათგანი პროფესიონალი მეომარი იყო. სურხაისაგან განსხვავებით შაჰს არტილერიაც ჰქონდა. 3 დღის შემდეგ კიდევ 12000 ჯარისკაცს ელოდებოდნენ.
ძირითადი ბრძოლა გაიმართა კაბალასა და შემახას შორის მდებარე დევე ბატანის რაიონში. ირანელების თავდასხმამ აიძულა მოწინააღმდეგეები გაფანტულიყვნენ სხვადასხვა მიმართულებით: თურქები და ყირიმელები განჯაში გაიქცნენ, ხოლო მთიულები— თავიანთ სამშობლოში, სურხაი ხანი და მისი ჯარისკაცები სწრაფად გადავიდნენ ყუმუხში, რათა ირანელებს არ გადაეჭრათ უკან დასახევი გზები.
ირანის ჯარებმა დროებით დაიკავეს ძველი ხაჩმასის ციხე. სურხაის დადევნებულმა შაჰმა 10 დღეში მიაღწია ხოსრეხს, მაგრამ ვერ შეაჩერა იგი. სურხაი გადავიდა ყუმუხში. გადმოცემის მიხედვით, თავდამსხმელებმა ტყვედ აიყვანეს ჯარს ჩამორჩენილი 300-მდე სურხაის ჯარისკაცი, წაასხეს პირუტყვი. შაჰის ჯარები ხოსრეხში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ყუმუხში გადასვლისას შაჰმა გაძარცვა და გაანადგურა ყურახი, ჩირაგი, ყული, კაია, ასევე სხვა აულები.
1734 წლის 9 სექტემბერს შაჰი შევიდა კუმუხში გაძარცვა, იქ გამაგრდა და ერთი კვირა დარჩა.
სურხაი-ხანს დადევნებულმა ირანელებმა მიაღწიეს სოფელ შალიბს, გაანადგურეს და 16 სექტემბერს უკან დაბრუნდნენ.
შედეგები
რედაქტირებაროგორც ადგილობრივთა უძველესი ჩანაწერები მოწმობს „მათ ყველაფერი ისე გაანადგურეს, რომ ყუმუხელ ხალხს არ ჰქონია ამქვეყნად ცხოვრების (შესაძლებლობა) საკვების და სხვა რესურსების ნაკლებობის გამო." საერთოდ, „დაღესტნის ვილაიეთში 300-მდე ან უფრო ნაკლები დახოცეს“. ეს მაჩვენებელი ასევე ემთხვევა ირანელთა მონაცემებს. დაღესტნელი მთავრებიდან მხოლოდ სურხაიმ მიიღო ირანელი დამპყრობლების დარტყმა, დანარჩენებმა დაიკავეს პროირანული ან პრორუსული პოზიციები, ანდა ნეიტრალურები დარჩნენ.
როდესაც შაჰი ყუმუხში იმყოფებოდა, მას ეახლნენ ადილ-გირეის შამხალის ვაჟი ხაზბულატი და აკუშა-დარგოს ყადი აიუბი. შაჰმა ხაზბულათს მიანიჭა იმ დროისთვის გაუქმებული შამხალის ტიტული. შამხალი დაინიშნა ირანის ვასალად დაღესტანში. ხაზბულატის თხოვნით, შაჰმა შეაჩერა ყუმუხის დარბევა და გაათავისუფლა ტყვეები.
ნადირ-შაჰმა ლაშქრობის გაგრძელება ვეღარ გაბედა და თავის სამფლობელოში დაბრუნდა.
მალე ახტის მცხოვრებლებმა მდინარე სამურზე გადასული ხიდი მოშალეს და თავის დასაცავად მოემზადნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შაჰის 20 000-ზე მეტმა ჯარმა ერთ დღეში აღადგინა გადასასვლელი, შემდეგ კი ძველ ციხე-სიმაგრეში შეიჭრა.
1735 წლის 6 მარტს, ნადირ-შაჰსა და რუსეთს შორის რუსეთ-თურქეთის შემდეგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება, რის შემდეგაც სპარსეთმა მიიღო დერბენტი და შირვანის კასპიის ნაწილი.
1735 წლის ოქტომბერში დაიწყო ნადირ-შაჰის მეორე ლაშქრობა დაღესტანში.
1736-1737 წლებში შირვანსა და დაღესტანში დიდი არეულობა მოხდა. 1736 წლის გაზაფხულზე სურხაი ხანი მთიელებთან ერთად თავს დაესხა დერბენტსა და შემახას. 1738 წელს ჯარო-ბელოკანში დიდი აჯანყება მოხდა, რომლის დროსაც შაჰის ძმა იბრაჰიმ ხანი მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Алиев Б. Г., М.-С. К. Умаханов. Союзы сельских общин в борьбе за независимость Дагестана в XVII—первой половине XVIII в // Освободительная борьба народов Дагестана в эпоху средневековья[მკვდარი ბმული]. — Мх.: ИИЯЛ ДагФАН СССР, 1986. დაარქივებულია 10 მაისი 2021 на Wayback Machine (რუს.)
- Магомедов Р. М. Первый дагестанский поход Надир-шаха // Даргинцы в дагестанском историческом процессе. — Мх.: Дагестанское книжное издательство, 1999. — Т. II. — 520 с. — 3000 экз. — ISBN 5-297-00577-9. Дагестанский Архивная копия от 8 марта 2022 на Wayback Machine (რუს.)
- Пиотровский Б. Б. Первый поход Надира на Дагестан // История народов Северного Кавказа с древнейших времен до-конца XVIII в[მკვდარი ბმული]. — М.: Наука, 1988. — ISBN 5-02-009486-2. Архивная копия от 9 марта 2022 на Wayback Machine (რუს.)
- Сотавов Н. А. Поход Фетхи-Гирея на Северный Кавказ и первое нашествие Надира на Дагестан (1733-1734 гг.) // Крах «Грозы Вселенной» в Дагестане : Монография.[მკვდარი ბმული] — 2-е изд., расш. и доп. — Мх.: ИД «Эпоха», 2013. — 304 с. Архивная копия от 8 марта 2022 на Wayback Machine (რუს.)