ყადი

სასულიერო მოსამართლე მუსლიმანურ ქვეყნებში

ყადი (არაბ. قاضٍ [qɑːdˁiː] — „მოსამართლე“) — სასულიერო მოსამართლე მუსლიმანურ ქვეყნებში, ისლამის რელისიური სიმართლის (შარიათის) საფუძველზე მოქმედი სასამართლოს ხელმძღვანელი. ყადის სასამართლოში განიხილებოდა მუსლიმანებთან დავაკშირებული რელიგიური, საოჯახო მემკვიდრეობითი და ნაწილობრივი სისხლის სამართლის საქმეები. ყადის ინსტიტუტი არაბთა სახალიფოში გაჩნდა. მას ნიშნავდნენ ყველა მნიშვნელოვან ქალაქში. სავარაუდოა ყადის არსებობა თბილისშიც, ასევე თბილისის საამიროს სხვა ქალაქებში არაბთა ბატონობის დროიდან. ქართულ საისტორიო წყაროებში („ჟამთააღმწერელი“) „ყადი თბილისისა“ იხსენიება მონღოლთა მიერ მოწყობილ აღწერასთან დაკავშირებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყადი&oldid=3700335“-დან