მონღოლთა შემოსევები აზერბაიჯანში
მონღოლთა შემოსევები და დაპყრობები ახლანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე XIII-XIV საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა და მოიცავდა ფართომასშტაბიან დარბევებს.[1][2][3]
პირველი შეჭრა
რედაქტირება1220–1223 წლებში მონღოლეთის მიერ აზერბაიჯანში პირველი შემოჭრის დროს განადგურდა მრავალი ქალაქი, მათს შორის:ზანჯანი, ყაზვინი, მარაღა, არდებილი, ბაილაგანი, ბარდა, განჯა. ამ ხანებში აზერბაიჯანის ათაბეგების სახელმწიფო პოლიტიკურ დესტაბილიზაციას განიცდიდა. ხორეზმშაჰების იმპერიის დამარცხების შემდეგ, 20 000 კაციანმა მონღოლთა საექსპედიციო კორპუსმა, სამხედრო მეთაურების ჯებესა და სუბუტაის მეთაურობით, ბოლო ხორეზმშაჰის დევნისას დაიპყრო ირანი და 1220 წელს შეუტია აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს. მონღოლების შეჭრა განხორციელდა ნახიჩევანიდან, ათაბეგი უზბეკი აზერბაიჯანის განჯიდან თავრიზში გაიყვანეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესულმა მონღოლებმა ზამთარი მუღანის სტეპში გაატარეს.[4][5]
მას შემდეგ, რაც მონღოლებმა 1220 წლის შემოდგომაზე დაამარცხეს 10 000 კაციანი ქართველთა რაზმი საქართველოს მეფე გიორგი IV ლაშას მეთაურობით, ისინი არანში დაბრუნდნენ და ზამთარი მუღანის სტეპში გაატარეს. მოპოვბულ საგანძურს ბარდასა და ბეილაგანს შორის დაჭაობებულ მხარეში ინახავდნენ. ფიქრობდნენ რა, რომ მონღოლები გაზაფხულამდე დარჩებოდნენ არანში, ქართველებმა დაიწყეს ჯარის შეგროვება და დახმარება ახლათის მალიქ აშრაფს და აზერბაიჯანის ათაბაგს უზბეკს სთხოვეს. სუბოტაიმ და ჯებემ ჩინგიზ-ხანისგან გაძლიერებული ამალა მიიღეს და დაიქირავეს ადგილობრივი თურქული და ქურთული ძალები აკუშის მეთაურობით. სუბუტაი და ჯებე თბილისისკენ გაემართნენ და ქალაქთან ახლოს თავს დაესხნენ ქართულ ჯარს. ქართველებმა შეძლეს აკუშის თურქმენის დამარცხება, მაგრამ მონღოლთა უკან მომავალმა ჯარებმა მათიი დამარცხება შეძლეს. [6]
მონღოლთა ძალები თავრიზს მიუახლოვდნენ და 1221 წელს ქალაქისგან გამოსასყიდი მიიღეს. ქალაქ მარაღას დანგრევის შემდეგ თავს დაესხნენ დიარბაქირსა და არდაბილს და შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ამგვარად, მონღოლები ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ და შირვანენის გზა გაძარცვეს, ისევე როგორც ბეილაგანი 1221 წლის გაზაფხულზე. ამან მონღოლები კავკასიის გავლით ალანიაში მიიყვანა, სადაც მონღოლებმა გაანადგურეს რუს-ყიფჩაღთა ჯარები მდინარე კალკას ბრძოლაში (1223). იბნ ალ-ათირმა მონღოლთა შემოსევები აზერბაიჯანში ასე აღწერა:
მონღოლები “ შევარდნენ აზერბაიჯანისა და არანის ქალაქებში, გაანადგურეს ისინი და დახოცეს მცხოვრებთა უმეტესობა. და ეს ყველაფერი ერთ წელზე ნაკლებ დროში! ეს არასოდეს ყოფილა ცნობილი. აზერბაიჯანისა და არანის დანგრევის შემდეგ შირვანის დერბენდში გადავიდნენ და აიღეს მისი (შირვანის) ქალაქები. შემორჩა მხოლოდ ერთი ციხე, სადაც შირვანის მეფე იმყოფებოდა. ხოცვა-ჟლეტა მოაწყვს ალანებისა და ლაკზების და ამ მხარეში მცხოვრები სხვა ხალხების ქვეყანაში და სასტიკად გაძარცვეს და გაანადგურეს ისინი. გაიქცნენ რა ყივჩაყების ქვეყანაში, მათ დახოცეს ყველა ვისაც გადაეყარნენ". [7]
მეორე შეჭრა
რედაქტირებააზერბაიჯანში მონღოლების მეორე შემოსევა დაკავშირებულია ჩორმაგან ნოიონის სახელთან - ჩინგიზ ხანის სამხედრო მეთაური 1230-იან წლებში. ლაშქრობა მოეწყო დიდი ხან ოგედეის ბრძანებით ჯალალ ად-დინ ხვარაზმშაჰის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანს მართავდა 1225 წელს. 1231 წლის ზამთარში მონღოლები აზერბაიჯანში ჩავიდნენ ხორასანისა და რეის მიმართულებით. 30 000 კაციანმა მონღოლთა არმიამ ჩორმაგანის მეთაურობით ადვილად დაამარცხა ჯალალ ად-დინი და დაიპყრო ჩრდილოეთ ირანი. ხვარაზმშაჰმა განჯაში უკან დაიხია. მონღოლები მას გაჰყვნენ და არანი აიღეს. ჯალალ ად-დინმა რიკინის მთებს შეაფარა თავი და იმავე წლის აგვისტოში იქნა მოკლული.[8] [9]
ჰენრი ჰოილ ჰოუორტის ცნობით, მას შემდეგ რაც მონღოლებმა აიღეს ქალაქები მარაღა და არდაბილი, მათ თავრიზამდე მიაღწიეს. თავრიზელებმა ქალაქი განადგურებისგან ყოველწლიური ხარკის, ვერცხლის, ღვინისა და ძვირფასეულობის გადახდით იხსნეს. მონღოლები მუგანის ველზე 1233 წელს შევიდნენ. 1234 წელს ისინი მდინარე არაქსისკენ დაიძრნენ, ხოლო 1235 წელს განჯა აიღეს და გადაწვეს ქალაქი.[10] [11]
1244–1255 წლებში არღუნ აღა დასახელდა სამოქალაქო გუბერნატორად და ფინანსების ხელმძღვანელად მონღოლთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორასანში, ირაკ-აჯემში, აზერბაიჯანში, შირვანში, კერმანში, საქართველოში და ჰინდისტანის იმ ნაწილში რომელსაც მონღოლთა იმპერია აკონტროლებდა.[12]
1254 წელს მონღოლებმა აღრიცხეს ათ წელზე უფროსი ასაკის ყველა მამაკაცი და მოითხოვეს ყველა გადასახადის გადახდა. ყველა ხელოსანი იძულებული იყო გადაეხადა სალიცენზიო გადასახადი და იბეგრებოდა ტბები და გუბეები, სადაც თევზაობდნენ, რკინის მაღაროები და მჭედლები. ვაჭრებისგან ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვებიც მოიპოვეს.[13]
მესამე შეჭრა
რედაქტირებამონღოლების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მესამე შეჭრა უკავშირდება ჰულაგუ ხანის სახელს. 1251 წელს მისი ძმის, მონკეს დიდ ხანად დანიშვნის შემდეგ, ჰულაგუ ჩრდილოეთ ჩინეთის ადმინისტრატორად დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით ჩრდილოეთ ჩინეთის ადმინისტრატორი კუბლაი ხდება და ჰულაგუს აბასიანთა ხალიფატის დაპყრობა ეკისრება. ლაშქრობისთვის მას გადაეცა მონღოლთა ჯარის მეხუთედი, რომელთაც თან ახლდათ ოჯახებიც და ნახირი. რაშიდ ალ-დინის თქმით, ეს იყო არა მხოლოდ სამხედრო კამპანია, არამედ მონღოლთა დიდი ნაწილის მასობრივი მიგრაცია სპარსეთსა და მეზობელ ქვეყნებში.
1256 და 1258 წლებში გაანადგურა ნიზარის ისმაილის სახელმწიფო და აბასიანთა ხალიფატი. 1258 წელს ჰულაგუმ თავი ილხანად (დაქვემდებარებული ხანი) გამოაცხადა. თანამედროვე ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის და თანამედროვე ერაყის, სირიის, სომხეთის, საქართველოს, ავღანეთის, თურქმენეთის, პაკისტანის ტერიტორიებზე შექმნილი სახელმწიფო მონღოლთა წინა შემოსევების ზარალის აღდგენის მცდელობა გახდა.
ამრიგად, აზერბაიჯანის ტერიტორიები ოქროს ურდოსა და ჰულაგუს სახელმწიფოებს შორის ბრძოლის ველად გადაიქცა.[14] [15] [16]
ქეხათუ ხანის გარდაცვალების შემდეგ ღაზან ხანმა (1295–1304) დაიწყო ბრძოლა ბაიდუ ხანთან და ნახჭევანის მახლობლად შეიპყრო იგი, რომელიც 1295 წელს თავრიზში სიკვდილით დასაჯეს. იმავე წელს ღაზან ხანმა თავი თავრიზის მმართველად გამოაცხადა და სუნიტური ისლამი მიიღო. რელიგიური შეუწყნარებლობა დასჯადი გახადა და ცდილობდა არამუსლიმებთან ურთიერთობის აღდგენას. ნავრუზის (გუბერნატორ არღუნ აკას ვაჟი) ერთგულები დევნიდნენ ბუდისტებს და ქრისტიანებს, გაძარცვეს ნესტორიანული ტაძარი მონღოლთა დედაქალაქ მარაგაში, და განადგურდა ეკლესიები თავრიზსა და ჰამადანში.[17]
მარტში/აპრილში მან თავისი ძმა ოლჯაიტუ თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, რადგან მას საკუთარი ვაჟი არ ჰყავდა. გარდაიცვალა 1304 წლის 17 მაისს ყაზვინთან ახლოს. ოლჯაიტუ იყო ილხანთა დინასტიის მერვე მმართველი 1304 წლიდან 1316 წლამდე თავრიზში. 1319 წელს ოქროს ურდოს ხანი ოზბეგი შეიჭრა აზერბაიჯანში ჩაგატაიდის პრინც იასაურთან თანამშრომლობით, რომელმაც ადრე ერთგულება აღუთქვა ოლჯაიტუს, მაგრამ 1319 წელს აუჯანყდა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1319 წლის 20 ივნისს, რომელიც ილხანთა გამარჯვებით დასრულდა.
აბუ საიდს ოზბეგის წინააღმდეგ მოუწია კიდევ ერთი შემოსევის მოგერიება 1335 წელს. გარდაიცვალა ყარაბაღში, 1335 წლის 30 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ღამეს.
აბუ საიდის გარდაცვალების შემდეგ, აზერბაიჯანს, არანს და მცირე აზიის ნაწილს, მესოპოტამიასა და დასავლეთ ცენტრალურ სპარსეთს 1335 წლიდან 1357 წლამდე მართავდა ჩობანიდების დინასტია.[18] [19] [20]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ A Historical Atlas of Azerbaijan.
- ↑ Iran | History, Culture, People, Facts, Map, & Nuclear Deal en. ციტირების თარიღი: 12 June 2021
- ↑ Iran – INVASIONS OF THE MONGOLS AND TAMERLANE. ციტირების თარიღი: 12 June 2021
- ↑ Edge of empires : a history of Georgia.
- ↑ The Mongol Invasion of Europe en. ციტირების თარიღი: 12 June 2021
- ↑ Basilevsky, Alexander (2016). Early Ukraine: A Military and Social History to the Mid-19th Century. McFarland, გვ. 163. ISBN 978-0786497140.
- ↑ Ibn-el-Athiri chronicon.
- ↑ Concise History of Islam.
- ↑ ATĀBAKĀN-E ĀḎARBĀYJĀN.
- ↑ History of the Mongols from the 9th to the 19th century.
- ↑ GANJA.
- ↑ JALĀL-AL-DIN ḴvĀRAZMŠĀH(I) MENGÜBIRNI.
- ↑ The Cambridge History of Iran.
- ↑ Mongol | History, Lifestyle, & Facts.
- ↑ Welcome to Encyclopaedia Iranica.
- ↑ IL-KHANIDS.
- ↑ Maḥmūd Ghāzān | Mongol ruler of Persia.
- ↑ (1970) The Empire of the Steppes: A History of Central Asia. Rutgers University Press. ISBN 9780813513041.
- ↑ (2012) The Mongols and the Black Sea Trade in the Thirteenth and Fourteenth Centuries. BRILL. ISBN 9789004236431.
- ↑ (2013) Politics, Patronage and the Transmission of Knowledge in 13th - 15th Century Tabriz. BRILL. ISBN 9789004262577.