აშრაფი
აშრაფი (არაბ.–სპარს. აშრაფ — კეთილშობილი, ბრწყინვალე) — ოქროს მონეტის სახელწოდება სპარსეთში ისმაილ I-ის მეფობიდან (1502-1524 წწ.) 1932 წლის ფულის რეფორმამდე; თავდაპირველად იწონიდა 3,5 გრ.; აშრაფის შუბლზე ეწერა შიიტური რელიგიური სიმბოლო და 12 იმამის სახელი, ზურგზე — შაჰის სადიდებელი ლექსი, მოჭრის ადგილი და თარიღი. იშვიათად იჭრებოდა და უპირატესად მემორიალურ ხასიათს ატარებდა. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში 1747 წელს მოჭრილი 2,69 გრამიანი აშრაფი
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. კაპანაძე, თ. ქუთელია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 69.