მომხმარებლის განხილვა:Nodar Kherkheulidze/არქივი 3
თუ თქვენ მომწერეთ, მაშინ გიპასუხებთ ამ გვერდზე. თუ მე მოგწერეთ, მაშინ მე, კიდევ რამდენიმე დღე, თვალყურს ვადევნებ თქვენი განხილვის გვერდს. |
|
მომხმარებლის გვერდი
რედაქტირებამომხმარებლის გვერდზე რაც უნდა ის წეროს. უყვარს და დაწეროს, რომ უყვარს. შენ არ გაქვს წაშლის უფლება (და არც მიზეზი არსებობს ამის) . ახალმოსულებს ნუ გვიფრთხობ შენ! . Deu aw 17:43, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ეს ნახე, თუ არ იცოდი ;). Deu aw 17:43, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კი, მაგრამ წასაშლელი იყო და. არ გიფრთხობ, პირიქით, თავაზიანად ველაპარაკები ბმულებსაც ვუთითებ, თუ რა უნდა წაიკითხოს, არ მეზარება Nodar Kherkheulidze განხილვა 17:45, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კი, მაგრამ რატომ იყო წასაშლელი? საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უყვარს ვიღაც... რატომაა წასაშლელი, ვერ გავიგე. Deu aw 17:47, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კი, მაგრამ წასაშლელი იყო და. არ გიფრთხობ, პირიქით, თავაზიანად ველაპარაკები ბმულებსაც ვუთითებ, თუ რა უნდა წაიკითხოს, არ მეზარება Nodar Kherkheulidze განხილვა 17:45, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კარგი, მაშინ აღვადგენ ან აღადგინე. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:47, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- იმწამსვე აღვადგინე ;). Deu aw 17:48, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ჩემი გაფრთხილებაც გაუუქმე იმას. ბოდიშსაც მოვუხდი, თუ საჭიროა. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:49, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
- არაა საჭირო. მივწერე იმასაც უკვე :). Deu aw 17:50, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
შეიძლება ცუდად მახსოვს და ვცდები, მგონი ასეთი სტატია იყო. ისტორიანად ხომ არ წაიშალა?--Ouzo განხილვაწვლილი 13:42, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- არა. ეგ სტატია (ახლა რომ წავშალე) ასე იწყებოდა: „გამოჩენილი ქართველი სპორცმენი დოძი კობახიძე დაიბადა 1998 წლის 7 თებერვალს გერმანიის რაიონ სოფელ ბერლინში. დ_ს ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ის 3 წლის ასაკში წაიყვანეს სოფელ თბილისში...“ — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:56, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
ტირე აკლია
რედაქტირებაNodar Kherkheulidze, მე რომ დამზდევ პლინიუს უფროსი ტირე აკლია. ისე მომხმარებელი:ქსე — სამი დღით ხომ არ დაგვებლოკა?--ცანგალა (გ) 14:55, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ისა და სტატია „პლინიუს უფროსი“ ჩემთან რა კავშირშია? რაც შეეხება მომხმარებელ ქსეს — მე რას მეკითხები, შენც ადმინისტრატორი ხარ და თუ თვლი საჭიროდ, დაბლოკე. მე ვერაფერი დავუნახე დასაბლოკი კარგად კი ვიხალისე Nodar Kherkheulidze განხილვა 15:00, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ტირე არ აკლია პლინიუს უფროსი ?--ცანგალა (გ) 15:03, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- აკლია, მაგრამ სპეციალური გვერდი კი არ მაქვს, სადაც სტატიებს დავინახავ, რომლებსაც ტირე აკლიათ. მე ბოლო ცვლილებებს ვუყურებ ხოლმე და თუ დავინახე მსგავსი რამ, მაშინ ვასწორებ. ისე თუ აღმოაჩენ მსგავს რამეს, შენც შეგიძლია გაასწორო ხოლმე. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:05, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ტირე არ აკლია პლინიუს უფროსი ?--ცანგალა (გ) 15:03, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
- Ibanez — აქაც აკლია ტირე. ამ საქმეში როგორ შეგეცილო. ამიტომ შენ ჩასვი. ნოდარ, მე ისევე ვურთიერთობ შენთან, როგორც შენ ჩემთან. ცანგალა (გ) 15:55, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)
Dixtosa
რედაქტირებანოდარ ერთი თვით მაინც უნდა დაგებლოკა, მაგას ორი კვირა არ ეყოფა --David 16:07, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გადავბლოკოთ, არაა პრობლემა. რასაც ეგ აკეთებს, მეტსაც იმსახურებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:07, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ცოდოა მაინც, იქნებ ჭკვა ისწავლოს. --მიხეილ (მომწერე) 16:12, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ეტყობა მაგას რამე იმისა, რომ ჭკუას ისწავლის? რაღაც არა... Nodar Kherkheulidze განხილვა 16:14, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ცოდოა მაინც, იქნებ ჭკვა ისწავლოს. --მიხეილ (მომწერე) 16:12, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
ცანგალა დახმარებას ითხოვს
რედაქტირებათარგი:ინფოდაფა ორდენი - იქნებ დამეხმარო. წინასწარ მადლობა.--ცანგალა (გ) 18:57, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა. სამწუხაროდ, ინფოდაფებში და, ზოგადად, თარგებში კარგად ვერ ვერკვევი იქნებ აიტიშნიკს ან მელბერგს სთხოვო დახმარება, ისინი კარგად ერკვევიან. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:07, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ვიცი. უბრალოდ ამჟამად შენ ხარ აქტიური.--ცანგალა (გ) 19:08, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გავუგე ინფოდაფებს ვერაფერი... Nodar Kherkheulidze განხილვა 19:12, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
....
რედაქტირებაუჩია კონამი, მე როგორც ვხდები, არის ნარუტოს პერსონაჟი. უბრალოდ არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი პერსონაჟია (ნარუტოს არ ვუყურებდი) ცალკე სტატიისთვის. ინგლისურში არის ერთი სტატია: პერსონაჟების სია, რომელთაგან ზოგიერთს საკუთარი სტატია აქვს, თუმცა მსგავსი სახელით იქ ვერ ვიპოვე პერსონაჟი. ნარუტოს სამყაროში სულ სხვა (უცხო) ტერმინები გამოიყენება და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მიიჩნიე გაუგებარი შინაარსის მქონედ. — G.G. 19:28, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- მე არ ვიცი, რა ეწერა, მაგრამ ერთი ნორმალური ნარუტოს მცოდნე არ გვაწყენდა :) თანაც მონდომებული, რომ ისწავლოს სტატიების წერა. ვიღაცეები შემოდიან და რაღაც უაზროდ აკეთებენ სტატიებს. მაგალითი. --Henry McLean განხილვაწვლილი 20:19, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)
- არა, ტერმინოლოგიის გამო არ დამიწუნებია. ის წავშალე იმიტომ, რომ შინაარსობრივად გაუმართავი იყო, კერძოდ, გრამატიკა, სასვენი ნიშნები და ასე შემდეგ. ისეთი სტატია იყო, რომ {{ვიკიფიცირება}} არ უშველიდა. სწორედ მაგიტომ წავშალე, ვიკიპედიას აბინძურებდა. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:03, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)
- სწორედ ეგრე წერენ ძირითადად. არასერიოზულია და რაღაც ინტერნეტ-პორტალზე მოვალეობის მოხდის სახით გამოქვეყნებულს ჰგავს. --Henry McLean განხილვაწვლილი 13:59, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)
გამარჯობა, ნოდარ. ამ სტატიას ვერ უშველი რამეს?--Ouzo განხილვაწვლილი 10:01, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა. ვეცდები მოვუხერხო რამე, თუ შესაბამის ლიტერატურას ვიშოვი... Nodar Kherkheulidze განხილვა 13:04, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)
სურათების ატვირთვა
რედაქტირებაგამარჯობა, მაინტერესებს როგორ ავტვირთო სურათები ვიკიპედიაში ინსტრუქცია წავიკითხე და მიწერს შეცდომას — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nika1010 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- თუ თქვენ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას, ატვირთეთ ფაილი ვიკისაწყობში. იქ მიყევით ინსტრუქციებს და ყველაფერი ძალიან ადვილია. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:04, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა ნოდარ, ნიკა. ბოდიშს ვიხდი ჩაჭრისთვის, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა სტატიებს, ძირითადად, თამაშებზე ქმნის, ხოლო თამაშების პოსტერები (ან ლოგოები), ძირითადად, არათავისუფალია, ვიკისაწყობში წაშლიან მის ატვირთულს. სურათების ატვირთვა ხვალ ცადეთ აქედან, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ გაქვთ უფლება. ვიკიპედიაში დარეგისტრირებიდან გარკვეული დრო (როგორც წესი, სამი-ოთხი დღე) უნდა გავიდეს, რომ სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩაგერთოთ. ალბათ, ესაა მიზეზი. — G.G. 18:12, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)
ჩემი სტატია
რედაქტირებაგამარჯობა, ეს სტატია არის წაშლის კანდიდატი მე ის გავაუმჯობესე საკმარისია?
შეტყობინება
რედაქტირებაგამარჯობა - გთხოვ ნახო Wikipedia:User pages. კონკრეტულად კი Do not put your userpage or subpages, including draft articles, into content categories. --Melberg; 12:13, 29 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გასაგებია. მართალია, ინგლისურ ვიკიპედიაშია ეგ წესი, თუმცა, ალბათ, საერთოა ყველა ვიკიპედიისთვის. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:02, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში
რედაქტირებავიკიპედია:კენჭისყრა --ცანგალა (გ) 17:23, 29 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გამოვხატე ჩემი მოსაზრება. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:18, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
კვარას ციხე
რედაქტირებაგამარჯობათ ბ–ნო ნოდარ ! გული დამწყდა სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ვერ მოახერხეთ მოსვლა.
კვარას ციხეს ახსენებს ვახუშტი ბატონიშვილი. ის ამ ციხეს უწოდებს – კუარას ციხეს,აშიაზე–კვარას ციხე. ესაა – ქართლის ცხოვრება,ტ.მეოთხე,ყაუხჩიშვილის რედაქციით,ვახუშტის ნაშრომი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".გვ764,1973 წ. პირდაპირ, "ს" –ს გარეშე, კვარაციხეს უწოდებენ ადგილობრივებიც. მეც წარმოშობით იმ სოფლიდან – სხვავიდან ვარ (მის დასახელებაში – სხვავი–არ შეიძლება, სხვავა–ა ამ სოფლის სახელი),სწორედ ამ სოფელშია კვარაციხე. სხვა წყაროებსაც მოვძებნი. მაგრამ ინტერნეტში, რაჭა–ლეჩხუმის საიტზე,რომელიც "კვარის ციხე"–ს აკრეფითაც შეიძლება მოიძებნოს, ამ ციხეს იქაც კი "კვარას ციხეს "უწოდებენ.ასეა სტატიების უმეტესობაში.ციხე–სიმაგრეების აღწერაშიც.
იშვიათად,რომ კვარის ციხე ეწოდოს. კვარის ციხეა – ქსე–ში. ავტორი,საუკეთესო პიროვნება,რაჭველი მე მგონი არ არის. იქაური ყველა კვარაციხეს უწოდებს. ქსე–ში კი არაა სწორად.--46.49.33.226 17:32, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
ვეცდები კიდევ მოგაწოდოთ დამამტკიცებელი ფაქტები.--თემო 16:38, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
ბ–ნო ნოდარ, ვიკიპედიაში – იმერეთის აჯანყება 1819–1820.ნახსენებია კვარას ციხე.
ვიკიპედია– შუა სხვავა – კვარაციხე.
ვიკიპედია– რაჩა–ლეჩხუმის და ქვ.სვანეთის მხარის სტატია – ჩამონათვალში – კვარას ციხე.
კვარას ციხე (ამბროლაურის რაიონი)–გუგლში– კვარას ციხე.
ციხე–ქალაქები და კოშკები - კვარას ციხე.
ნიკორწმინდის ეპარქია - კვარას ციხე.
საქართველოს ეკლესია - ციხესიმაგრეები,GOL.GE.FOრUM - PAGE 2. ჩამონათვალში – კვარა ციხე. ყველა სერიოზულ საიტზე კვარას ციხეა. --თემო 17:12, 5 ნოემბერი 2011 (UTC)(იქ ინგლ. რ)--თემო 17:15, 5 ნოემბერი 2011 (UTC) ან კვარაციხეა. ჩემი სოფლის ციხეა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, და განსაკუთრებით ვუდგები ამ საკითხს. პატივისცემით – თეიმურაზი.--46.49.33.226 17:32, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
- სამწუხაროდ, ლექციები მქონდა და ვერ მოვახერხე მოსვლა დიდი სურვილი კი მქონდა. რაც შეეხება სტატიის სათაურს, უმჯობესი იქნება, რომ ეს საკითხი განიხილებოდეს სტატიის განხილვის გვერდზე, რადგან, ჯერ ერთი, თემატურად ეს უფრო სწორი იქნება და, მეორეც, ამას ვიკისაზოგადოება ერთობლივად გადაწყვეტს. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:36, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
გმადლობთ, ამ სახელწოდების ისტორია კარგად ვიცი, არ შეცვლილა. შემდგომში სტატიის განხილვის გვერდზე დავწერ მასთან დაკავშირებულ ტექსტს. ამჯერად დავტოვო თუ გადავიტანო? პატივისცემით – --თემო 17:48, 5 ნოემბერი 2011 (UTC)თეიმურაზი--თემო 17:49, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
გამარჯობა. ამ კანონზე შეგიძლია პატარა სტატია/ესკიზი შექმნა? იმედია მრე განივრცობა.--Ouzo განხილვაწვლილი 12:13, 9 ნოემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა. კი, შემიძლია, თან ისე, კარგი მოცულობისაც რომ იყოს (ესკიზები არ მიყვარს), მაგრამ ახლა ძალიან დატვირთული ვარ... იმდენი რაღაცის დაწერა მინდა, რომ რა ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ სწავლის გამო... როგორც კი მოვიცლი, აუცილებლად დავწერ. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:26, 9 ნოემბერი 2011 (UTC)
- გმადლობ, ნოდარ. ახლა ბმულებს გავუკეტებ იმ სტატიებში, სადაც ეს კანონი იხსენიება.--Ouzo განხილვაწვლილი 09:27, 14 ნოემბერი 2011 (UTC)
კენჭისყრა
რედაქტირებაგთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ინფოდაფაში კაცის ან ადამიანის გამოყენებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში--David 18:58, 24 ნოემბერი 2011 (UTC)
- სიმართლე გითხრათ, ერთი და იგივეა, მაგრამ, ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ინფოდაფაში ერთ სიტყვას გამოვიყენებთ. სტატიაში კი სულ ერთია, რა იქნება გამოყენებული. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:49, 25 ნოემბერი 2011 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებანოდარი, ჩადებული ვიდეო გაქვს წაშლილი. მაგრამ სად არის ვერ ვპოულობ. ნახვის სურვილი მაქვს.--ცანგალა (გ) 12:50, 2 დეკემბერი 2011 (UTC)
- მე არ წამიშლია, Commons-ში წაშალეს, რადგან დარღვეული იყო საავტორო უფლებები. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:21, 2 დეკემბერი 2011 (UTC)
- მადლობა.--ცანგალა (გ) 15:31, 2 დეკემბერი 2011 (UTC)
მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება
რედაქტირებამე ახალი მომხმარებელი ვარ. შემოგიერთდით აშშ-დან. მქონდა სურვილი ჩემი წვლილი შემეტანა ქართული ვიკიპედიის კონტენტის შევსებაში. რადგან მიმაჩნია რომ ასეთი რამე მომეხერხება შემდეგი მიზეზების გამო: ვიცი ოთხი ენა (და არა ერთი, როგორც ეს მაგ თქვენ ცანგალამ გადაწყვიტა), ვარ ბიო-ფიზიკის მაგისტრი, მიმუშავია მეცნიერებაში, ვარ 50 წლის და სხვა თუ არაფერი ცხოვრებაში წაკითხული მაქვს 1,5 ეშელონი წიგნი... რა ვიცი კიდევ რა არის საჭირო რომ ადამიანმა ჩათვალო რომ შეგიძლია მორიდებული წვლილი შეიტანო ვიკიპედიაში.
მაგრამ, აი ასეთი იყო ჩემი პირველი გამოცდილება (მომყავს ამ 2 დღის მიმოწერის ასლი რედაქტორ ცანგალასთან):
- გაეცანი ვიკიპედიის წესებს.--ცანგალა (გ) 10:56, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- მადლობა, ჯერ-ჯერობით ყველა შესწორებაზე თანახმა ვარ. -- მომხმარებელი:JohnDoremus 11:15, 6 დეკემბერი 2011 (UTC). პირად გვერდსაც შევავსებ სულ მალე.
- ხელმოწერაც ისწავლე.წარმატებები.--ცანგალა (გ) 11:29, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- ნამდვილად რეკლამაა. ru:Мазь იმედია რუსული იცი ან სხვა რომელიმე ენა. ასეთ სტილში შემოიტანე სტატია კოლხური მალამო.--ცანგალა (გ) 20:54, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- თავი შევიკავე თავიდან, მარგამ ეხლა უკვე სერიოზულად ამიშალე ნერვები! ჯერ ერთი უზრდელი ხარ უსაშველოდ, მერე კიდევ სიფრთხილე არა გაქვს: წარმოდგენა გაქვს საერთოდ ვის ელაპარაკები? მომხმარებელი:JohnDoremus
- რეკლამას რაც შეეხება - ერთი ამიხსენი რად უნდა მალამო კოლხურს რეკლამა საქართველოში? ვინმე გეგულება ვინც არ იცის ეგ რა არის? თუ იქნება ფიქრობ რომ ამერიკის ფილიალს სჭირდება ქართველი მომხმარებელი, რომ აიყარონ მაქედან, ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ბევრი მალამო კოლხური შეიძინონ? ოფიციალურად გეკითხებით ყველა რედაქტორს: მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართული პროდუქცია, რომელიც დასავლეთში, ამ შემთხვევაში აშშ-ში, ფეხს მოიკიდებს, ქართულ ვიკიპედიაში ხსენების ღირსია? ძნელი წარმოსადგენია რომ ვინმე ქართველს, ამ შემთხვევაში მე, სურვილი გასჩენოდა რომ ასეთი იშვიათი და ყურადსაღები მოვლენა აღენიშნა ვიკიპედიაში წერილის დაწერის ფორმით - იმის გარეშე რომ ვიღაც საეჭვო განათლების სულელს რეკლამა არ დაებრალებინა? მე პირადად კოლხურთან შეხება ცოტა მაქვს, არც კომერციული და რაიმე სხვა - ვიცი რომ მართალი ვარ ამ ამბავში. ამიტომ, რედაქტორებს ძალიან გთხოვთ მიპასუხოდ, რადგან შეურაცყოფილი ვარ და ამ საკითხს ასე ადვილად ვერ შევეშვები. მომხმარებელი:JohnDoremus 11:58, 6 დეკემბერი 2011 (EST)
-- გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. ჩემის აზრით ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს აქ მედიატორი. ხოლო თუ ეგ არის საერთოდ გაბატონებული სტილი თქვენს რედაქტორებს შორის (რაც არა მგონია ასე იყოს), მაშინ ალბათ ამ საქმეს სხვა ხალხი უნდა აკეთებდეს.
-- შენიშვნის სახით: მე ცხადია ვაღიარებ რედაქტორების უფლებას მოახდინონ სტატიების რედაქტირება :) აგრეთვე ეჭვი შეიტანონ წერილის ხასიათსა და ფორმაში. თავიდან მივიღე კიდევაც შესწორებები და შემგომ შესწორებებსაც მივიღებ, ან შევეცდები ავხსნა თუ რატომ მიმაჩნია რომ ასე უნდა იყოს და არა სხვანაირად. ეს ნორმალურ პროცესად მიმაჩნია და ცხადია სრულიად მისაღებია. მიუღებელი აქ რა არის და ამ ადამიანის უზრდელობა, მეტი არაფერი.
პასუხი დავწერე მომხმარებლის განხილვის გვერდზე. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:36, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
სალამი ნოდარ! იქნებ ნახო ეგ სტატია და მისი განხილვაც, თუ დრო გექნება მიხედე :) --მიხეილ (მიწერა) 13:22, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობე, მიხეილ. პასუხი დავწერე სტატიის განხილვის გვერდზე. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:03, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
პაატა გიორგის-ძე ცნობილაძე
რედაქტირებაგამარჯობა ბატონო ნოდარ
ძალიან გამახარა თქვენმა გამოხმაურებამ, მე არ ვიცი ვიკიპედიაში როგორ რა უნდა გავაკეთო, ბატონი პაატას მონაცემებიც დიდი წვალების შემდეგ დავდე, ამიტომ გთხოვთ ერთად გავაკეთოთ ის კეთილშობილი და უანგარო საქმე რასაც მასწავლებლის ღვაწლის დაფასება შეიძლება დავარქვათ, რადგან თვითონ ბატონი პაატა გაურბის თვითრეკლამას და ამიტომაც არის, რომ მის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი არ იცის. მისი სამეცნიერო შემოქმედება, რეგალიები ადასტურებს მის პროფესიონალიზმსა და გადაჭარბებულად არ ვიძახი, რომ დღეს საქართველოს არ ყავს ბევრი ასეთი მამულიშვილი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დააფასეს თავისი მეცნიერული შემოქმედების საპირწონედ და ჩვენთან მის შესახებ თითქმის არაფერი არ არის ცნობილი.
ნოდარ ბატონო თუკი რაიმე ინფორმაცია დაგჭირდებათ ბატონი პაატას შესახებ მომწერეთ და ფოსტის მეშვეობით გადმოგიგზავნით, სურათის დადებაც მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე როგორ უნდა დაიდოს.
პატივისცემით
ზაზა ჩერქეზიშვილი
- გამარჯობა, ბატონო ზაზა. დიდი სიამოვნებით მოგეხმარებით სტატიის დახვეწაში, რადგან ეს მართლაც კარგი საქმეა. ასევე მოგეხმარებით სურათის ატვირთვაში. სურათის ატვირთვა მარტივია — ეს შეგიძლიათ ამ გვერდიდან. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ თავისუფლად მომმართოთ. თუ სურათს ვერ ატვირთავთ, შეგიძლიათ მომაწოდოთ ფაილი სკაიპის ან ფეისბუქის მეშვეობით და მაშინ მე ავტვირთავ. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:03, 8 დეკემბერი 2011 (UTC)
დილა მშვიდობის ნოდარ
რედაქტირებაპირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის
მაინც ვერ გავიგე როგორ უნდა ავტვირთო სურათი და იქნებ მომწერო მაილი, სკაიპი და გადმოგიგზავნი, ფეისბუკიც არ ვიცი მაინც და მაინც კარგად და შეიძლება ფეისბუკზეც გავიჭედო. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sosali51 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ნოდარ თუ შეგიძლია თემატურ ძიებაში იურისტების სიაში ჩასვა პაატა ცნობილაძე?
- გამარჯობა. ჩემი სკაიპია nodo_nodo15 კი ბატონო, კატეგორიასაც შევუცვლი. ერთი თქვონა მაქვს — ყოველთვის მოაწერე ხელი შენს განცხადებას განხილვის გვერდებზე. ამისთვის, მარტივად, დასვი ~~~~ ეს ოთხი ნიშანი შეტყობინების ბოლოს. Nodar Kherkheulidze განხილვა 06:35, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
ნოდარ, ეს მომხმარებელი დასაბლოკია, ჰო? --Henry McClean განხილვაწვლილი 07:54, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
- ერთი შეხედვით, დასაბლოკს ჰგავს, მაგრამ ვეძებე ინტერნეტში საიტი „ENews.Ge“ და ვერაფერი ვერ ვიპოვე. ტყუილა არ შემომებლოკოს შემთხვევით Nodar Kherkheulidze განხილვა 07:59, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
ჰაჰ. ადრე ყოფილა, ახლა ვნახე. მკვდარია საიტი უბრალოდ :) --Henry McClean განხილვაწვლილი 08:00, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
- მაშინ დავბლოკავ. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:01, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
- რატო გააუქმე ცვლილება? აღარ დავბლოკო? Nodar Kherkheulidze განხილვა 08:03, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
- რე ვიცი :) მოკლედ, ადმინისტრატორი ხარ და ჩემი გადასაწყვეტი მაინც არ არის. იმოქმედე, როგორც საჭიროა. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:05, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
- რადგანაც საიტის სახელია (გინდა ახლის იყოს და გინდ ძველის), ამის მიხედვით დავბლოკე. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:13, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
გამარჯობა
რედაქტირებაროგორც მითხარით, ისე ვაკეთებ. შენიშვნები რაზეც გქონდათ, იმას ისევ მე ჩავასწორებ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ვლასა (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- საკითხი ბმულების გაუქმების ან დატოვების თაობაზე განიხილება ფორუმში. შეგიძლიათ თვენც იხილოთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:02, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
კარგი, ბატონო. როგორც იტყვით. ისე, ძირითადად უფასოა ეგ წიგნები საიტზე. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ვლასა (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- როგორც ვნახე, თუ მრავალი თავი აქვს, პირველი 3-5 თავია ღია წვდომაში, დანარჩენები მოკეტილია. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:04, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
ნოდარ საღამო მშვიდობის
რედაქტირებასკაიპში თუ ხარ დამამატე რო სურათი გადმოგიგზავნო--Sosali51 განხილვაწვლილი 22:46, 9 დეკემბერი 2011 (UTC)
მომხმარებელი:Gio89
რედაქტირებასტატია მიკრობთან დაკავშირებით ნახე ამ მომხმარებლის განხილვის გვერდი. რა ვქნა ახლა მე?--ცანგალა (გ) 18:04, 18 დეკემბერი 2011 (UTC)
იქნებ მიმითითოთ სხვა რომელიმე სტატიაზე რომლის მიხედვითაც დავწერ ახალ სტატიას? --Gio89 განხილვაწვლილი 18:22, 18 დეკემბერი 2011 (UTC)
- არ მქონდა ნანახი ამ მომხმარებლის გვერდი და წავშალე სტატია, რადგან ცუდად იყო დაწერილი. თან არანაირი მითითება არ იყო სტატიაში, რომ არ უნდა წამეშალა, მაგალითად, {{წაშლის კანდიდატი}}. თუ საჭიროა, აღადგინე. რაც შეეხება სამაგალითოდ გამოსაყენებელ სტატიას, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ეს — ბაქტერიოფაგები. Nodar Kherkheulidze განხილვა 19:23, 18 დეკემბერი 2011 (UTC)
ებრაული ენის აკადემია
რედაქტირებანოდარ, ვაპირებდი მაგ სტატიის "გაკეთებას" და დამასწარი წაშლა. სათაური რომ გადავამისამრთე უკვე თარგის ჩასმას ვაპირებდი, მაშინ წაშალე. ეტყობა ვერ შეამჩნიე გადამისამართება. --Ouzo განხილვაწვლილი 17:04, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- აღვადგენ ახლავე Nodar Kherkheulidze განხილვა 17:05, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- თუ გინდა, არ აღვადგენ და შენი სახელით დაწერე. მითხარი, როგორ გინდა? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:06, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- რა ვიცი, როგორც მართებულია.--Ouzo განხილვაწვლილი 17:08, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- დაწერე შენი სახელით არაფერი არ დაშავდება მაგით. თან ნამდვილად წასაშლელი იყო. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:18, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- რა ვიცი, როგორც მართებულია.--Ouzo განხილვაწვლილი 17:08, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
- თუ გინდა, არ აღვადგენ და შენი სახელით დაწერე. მითხარი, როგორ გინდა? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:06, 20 დეკემბერი 2011 (UTC)
List of articles for the Swedish month in Georgia
რედაქტირებათუ თქვენ არ მესმის, გამოიყენეთ Google თარგმნა Dear Nodar Kherkheulidze. You erased two of my efforts to help you make the list bigger. We where asked to do that by მომხმარებელი:Melberg. Can you please let it be, and then help me to write it in Georgian instead. I am an administrator in svwp, and are not trying to harm your great work. Best regards, Adville განხილვაწვლილი 14:29, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა ნოდარ. მომხმარებელი გვეხმარება შვედეთის ვიკიპროექტის მომზადებაში - მაინტერესებს, რა სახის პრობლემა წარმოიშვა?--Melberg; 15:14, 28 დეკემბერი 2011 (UTC)--Melberg; 15:14, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა, გიორგი. მგონი, იცი რა არის? ჩვენ ხომ გვაქვს „ქართულად წერა“, ანუ „Alt+Shift-ით“ რომ აღარ არის საჭირო გადართვა? ხო და, ალბათ, ეს მომხმარებელი ცდილობდა, დაეწერა ინგლისურად, სინამდვილეში კი იწერებოდა ქართული ასოებით და ვერ ვიგებდი რა ეწერა. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:28, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- გასაგებია - ნამდბილად ამის ბრალია. არაუშავს :)--Melberg; 15:29, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- It is ok. I am not angry. I know you just want a good Wikipedia. Best regards, Adville განხილვაწვლილი 19:41, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- გასაგებია - ნამდბილად ამის ბრალია. არაუშავს :)--Melberg; 15:29, 28 დეკემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა, გიორგი. მგონი, იცი რა არის? ჩვენ ხომ გვაქვს „ქართულად წერა“, ანუ „Alt+Shift-ით“ რომ აღარ არის საჭირო გადართვა? ხო და, ალბათ, ეს მომხმარებელი ცდილობდა, დაეწერა ინგლისურად, სინამდვილეში კი იწერებოდა ქართული ასოებით და ვერ ვიგებდი რა ეწერა. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:28, 28 დეკემბერი 2011 (UTC)