პაატა ცნობილაძე (დ. 1967, თბილისი) — ქართველი იურისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1983 წელს დაამთავრა 161-ე საშუალო სკოლა, 1989 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1991 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის უფროს მასწავლებელად (1989-1994, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ (1991-2004). 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს — სადოქტორო დისერტაცია. 1994-2004 წლებში — თსუ-ის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი. იყო პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი.

1999 წელს აირჩიეს საქართველოს იურისტთა კავშირის თავმჯომარედ (2006 წლამდე), იმავე წელს — იურისტთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ (მოსკოვი), 2001 მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ეროვნულ პრეზიდენტად (ვაშინგტონი), 2009-2011 მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2011 წლიდან — ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად. 2009 წლიდან დღემდე არის საქართველოს მუნიციპალური სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის სამართლის აკადემიის წევრი და ევროპის კავშირის ქვეყნების იურისტთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.

პაატა ცნობილაძე არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კონსტიტუციონალისტი, 48 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, გამოცემული აქვს პირველი ქართული სახელმძღვანელო საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, და კონსტიტუციური სამართლის ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. იყო ჟურნალი „სამართლის“ მთავარი რედაქტორი (1999-2006). 2001 წელს დაჯილდოვდა უკრაინის მთავრობისა და უკრაინის იურისტთა საერთაშორისო ფონდის ოქროს ჯვრის ორდენით — უკრაინის კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობისათვის. 2010 წელს მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ღირსების ოქროს ორდენი — კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისათვის.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება