JohnDoremus
გამარჯობა, JohnDoremus. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
—David 09:23, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- გაეცანი ვიკიპედიის წესებს.--ცანგალა (გ) 10:56, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- მადლობა, ჯერ-ჯერობით ყველა შესწორებაზე თანახმა ვარ. -- მომხმარებელი:JohnDoremus 11:15, 6 დეკემბერი 2011 (UTC). პირად გვერდსაც შევავსებ სულ მალე.
- ხელმოწერაც ისწავლე.წარმატებები.--ცანგალა (გ) 11:29, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- ნამდვილად რეკლამაა. ru:Мазь იმედია რუსული იცი ან სხვა რომელიმე ენა. ასეთ სტილში შემოიტანე სტატია კოლხური მალამო.--ცანგალა (გ) 20:54, 6 დეკემბერი 2011 (UTC)
- თავი შევიკავე თავიდან, მარგამ ეხლა უკვე სერიოზულად ამიშალე ნერვები! ჯერ ერთი უზრდელი ხარ უსაშველოდ, მერე კიდევ სიფრთხილე არა გაქვს: წარმოდგენა გაქვს საერთოდ ვის ელაპარაკები?
- რეკლამას რაც შეეხება - ერთი ამიხსენი რად უნდა მალამო კოლხურს რეკლამა საქართველოში? ვინმე გეგულება ვინც არ იცის ეგ რა არის? თუ იქნება ფიქრობ რომ ამერიკის ფილიალს სჭირდება ქართველი მომხმარებელი, რომ აიყარონ მაქედან, ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ბევრი მალამო კოლხური შეიძინონ?
ოფიციალურად გეკითხებით ყველა რედაქტორს: მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართული პროდუქცია, რომელიც დასავლეთში, ამ შემთხვევაში აშშ-ში, ფეხს მოიკიდებს, ქართულ ვიკიპედიაში ხსენების ღირსია? ძნელი წარმოსადგენია რომ ვინმე ქართველს, ამ შემთხვევაში მე, სურვილი გასჩენოდა რომ ასეთი იშვიათი და ყურადსაღები მოვლენა აღენიშნა ვიკიპედიაში წერილის დაწერის ფორმით - იმის გარეშე რომ ვიღაც საეჭვო განათლების სულელს რეკლამა არ დაებრალებინა? მე პირადად კოლხურთან შეხება ცოტა მაქვს, არც კომერციული და რაიმე სხვა - ვიცი რომ მართალი ვარ ამ ამბავში. ამიტომ, რედაქტორებს ძალიან გთხოვთ მიპასუხოდ, რადგან შეურაცყოფილი ვარ და ამ საკითხს ასე ადვილად ვერ შევეშვები. -- მომხმარებელი:JohnDoremus 11:58, 6 დეკემბერი 2011 (EST)
- უკაცრავად! ვის გულისხმობთ „ვიღაც საეჭვო განათლების სულელს რეკლამა არ დაებრალებინა“? იცით, რომ ამით შეურაცხყოფას აყენებთ ვიკიპედიის მომხმარებლებს, რისთვისაც ადმინისტრაციული სასჯელია გათვალისწინებული? თქვენს ზემო წერილშიც ჩანს თქვენი არაგულგრილი დამოკიდებულება ამ მალამოსადმი, ვიკიპედია ენციკლოპედიაა, სადაც სტატიები ნეიტრალური თვალსაზრისით იწერება. მიხარია რომ ასეთი განათლების ხართ, ჩვენგან განსხვავებით (ვისაც საეჭვო განათელბის სულელები გვიწოდეთ!) და იმედია სტატიის ისე გამართვა არ გაგიჭირდებათ, რომ სარეკლამო სახე არ ჰქონდეს, ეს ხომ ელემენტარულია და 1-ლი კურსის სტუდენტსაც შეუძლია თუ მოინდომებს. --მიხეილ (მიწერა) 08:21, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
„წარმოდგენა გაქვს საერთოდ ვის ელაპარაკები?“
|
— წარმოდგენა არ მაქვს და ერთი გაგვეცანი ვინ ხარ en:John Doremus. მე პირადად კოლხური მალამო ნამდვილად არ გამიგია. ახლა გავიგე, რომ თურმე ფეხი მოუკიდია აშშ-ში. აშშ-ს ისე ახსენებ თითქოს მთელ აშშ-ში. ამაზეც მეცინება ხოლმე. კერძოდ სად? მთელ აშშ-ში? და აშშ-ში სად იყიდება აფთიაქებში? — ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. დასავლეთში???—ამაზეც მეცინება. დასავლეთში საქართველოდან ჩამოაქვთ ახლობლებს. დასავლეთი დიდია. ჩემთვის უფრო საინტერესოა, როდის შეიქმნა ეს მალამო და ვის მიერ. რატომ კოლხური? ფაქტიურად [1] - ეს ვებ-გვერდი გაქვს შემოტანილი. დასავლეთში სვანური მარილიც იყიდება — გაგიგია?
„რადგან შეურაცყოფილი ვარ და ამ საკითხს ასე ადვილად ვერ შევეშვები“
|
— შეურაცხყოფილი. ხ —გამოგრჩა. არ არის სასურველი ვიკიპედიაში ამ ფრაზით:წარმოდგენა გაქვს საერთოდ ვის ელაპარაკები? — შემოსვლა. ასეთი ფრაზები ცხოვრებაში არაფრის მომტანია. საბოლოოდ მხოლოდ ცხვირის წატეხვა იცის და მეტი არაფერი. თავმდაბლობა ყველაზე კარგია, რაც არ უნდა „დიდი კაცი“ იყო. ანტონი დიდი გამონათქვამებში ვკითხულობთ:შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის; ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე და მრავალი სხვა. წარმატებები.--ცანგალა (გ) 09:01, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
- ხ-ც გამომრჩა, და კიდევ ერთი-იორი სიტყვა რომლის გამოყენება ძალიან მომანდომეთ, პირველად ბოლო ძალიან დიდი ხნის მანძილზე... არაგულგრილი ვარ კოლხურის მიმართ, დიახაც, და ავხსენი რატომაც. ან მაცალა ვინმემ პირადი გვერდის შევსება? ეგრევე ჭკუის სწავლებას დამიწყეთ. ან წერილზე: გამისწორეთ, გეთანხმებით მეთქი. არაო, გაგისწორებთ მაგრამ ერთდროულად უნდა დაგცინოთ და გამოგაჯავროთ კიდევაცო... კი, ნამდვილად დიასახლისის გვერდი შემოვიტანე და ამაზე მინდოდა აწყობა, მაქვს აკადემიური მონაცემები და ისტორიაც - გეცლიათ ერთი-ორი დღე რა ვქნა?
ჩემთვის ერთი რამე ცხადია: ეჭვიანი ნევროტიკი ბავშვების ჯგუფი ხართ; და, რაც მთავარია, გაქვთ დახურული კლუბი. ამით აიხსნება ის რომ ქართული ვიკიპედია ფაქტიურად ცარიელია. აგრეთვე სხვა ვერაფრით ვერ აიხსნება ვერც ცანგალას არაპროვოცირებული უზრდელობები, და ვერც ეს კოლექტიური შეტევა. მე ზუსტად ვიცი რომ ეს ვიკიპედიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. საერთოდ ამ ბავშვებს როგორ ჩაგივარდათ ეგ საქმე ხელში? თინეიჯერი ენციკლოპედისტები ხართ? დამცინით? ერთს მაინც რომ ამოგეღოთ შემრიგებლურად ხმა, მაშინ არაფერი, მაგრამ რა მგლების ხროვასავით დამესიეთ ყველა ატყობთ? მე ჯერ არ ვიცი როგორ ხდება ვიკიპედიის საერთაშორისოდ რეგულირება, მაგრამ აუცილებლად გავერკვევი, ისევე, როგორც უამრავ სხვა რამეში გავრკვეულვარ აქამდე. დარწმუნებული ვარ რომ საკმარისი მასალა მაქვს რომ ეს კლუბი გაიხსნას, და გადაიქცეს იმად რაც ვიკიპედია უნდა იყოს, და თქვენ რომ მანდ აღარ იყოთ. Until then პასუხზე ნუ შეწუხდებით, ნაღდად არა მაქვს თავი თქვეთან ჭაჭყანის და ამიტომ აღარ წავიკითხავ. ისე რა კრაზანების ბუდეში შევყავი ხელი, აზრზე ხარ?! რამ გაგამწარათ ასე? რა მოგსვლიათ თაობას ე?! ყველა ეგეთია დღეს ნეტა? On a personal note: ცანგალა, შემოგევლე, წამლებს სვამ? უნდა სვამდე.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა John Doremus (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
„ეჭვიანი ნევროტიკი ბავშვების ჯგუფი ხართ“
|
ვინ მოგცათ უფლება რომ ვიკიპედიელებს შეურაცხყოფას აყენებთ?
„საერთოდ ამ ბავშვებს როგორ ჩაგივარდათ ეგ საქმე ხელში? თინეიჯერი ენციკლოპედისტები ხართ?“
|
ჩვენთან ყველანაირი ასაკის ადამიანია და მადლობა ღმერთს არცერთი თქვენნაირი. თქვენი განათლება და კულტურა თქვენსავე ნაწერში ჩანს.--David 10:59, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
- იმდენი პირადი შეურაცხყოფა მომაყენე და იმდენი „იჭაჭყანე“ (შენი ტერმინი), რომ პასუხის გაცემის სურვილიც არ მაქვს. ამაზე უფალმა გაგცეს პასუხი. მე მხოლოდ ერთს გეტყვი ვიკიპედია არ არის კოლხური მალამოს გამსაღებელი პუნქტი. გერმანულ ან კიდევ ინგლ. (ალბათ) ვიკიპედიები ასეთ ფორმაში სტატიას იმ წამსვე წაგიშლიდნენ. წარმატებები და ცხოვრებაში თავმდაბლობა არ დაგავიწყდეს.--ცანგალა (გ) 11:16, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
- უგზო-უკვლოდ განათლებული (?), რომელმაც გზა ვერ ნახა და ვიკიპედიაში ცდილობს „ჭაჭყანს“. სხვა საქმე ნახეთ გენეცვალე. ეს ბავშვები (?) საქვეყნო საქმეს აკეთებენ. ქართული ვიკიპედია კი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში უპირველესად თქვენნაირი უმადურების გამოა! --მიხეილ (მიწერა) 13:58, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
- იმდენი პირადი შეურაცხყოფა მომაყენე და იმდენი „იჭაჭყანე“ (შენი ტერმინი), რომ პასუხის გაცემის სურვილიც არ მაქვს. ამაზე უფალმა გაგცეს პასუხი. მე მხოლოდ ერთს გეტყვი ვიკიპედია არ არის კოლხური მალამოს გამსაღებელი პუნქტი. გერმანულ ან კიდევ ინგლ. (ალბათ) ვიკიპედიები ასეთ ფორმაში სტატიას იმ წამსვე წაგიშლიდნენ. წარმატებები და ცხოვრებაში თავმდაბლობა არ დაგავიწყდეს.--ცანგალა (გ) 11:16, 7 დეკემბერი 2011 (UTC)
ბლოკირება
რედაქტირება- კარგად გავეცანი თქვენს მიმოწერას. აღარ მოგწერთ იმას, რომ „გაეცანით ვიკიპედიის წესებს“ და სხვა რამ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ რაც არ უნდა მართალი ბრძანდებოდეთ, არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოთ. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს აყენებთ შეურაცხყოფას, არ შეიძლება უმიზეზოდ ყველა ისეთად მოიხსენიოთ, როგორაც თქვენ ერთ მომხმარებელს ახასიათებთ (ეს, ალბათ, თქვენც კარგად იცით), რადგან არიან მომხმარებლები, რომლებსაც თქვენთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ და, აქედან გამომდინარე, თქვენთვის არაფერი დაუშავებიათ. ბლოკირების ვადის გასვლამდე გირჩევთ, კარგად გაიაზროთ თქვენი ქმედებები და ადამიანებთან ურთიერთობის გზა შეცვალოთ. ეს არა მხოლოდ ქართულ ვიკიპედიას ეხება, არამედ მთელ ვიკიმედიის პროექტს — თქვენი მოქმედება ვიკიმედიის ნებისმიერ პროექტში ბლოკირებას გამოიწვევდა. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:35, 7 დეკემბერი 2011 (UTC)