მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL/არქივი 1

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Mikheil 88 თემაში იუნესკოს ორდენი

სალამი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
 

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--სანგა () 15:23, 13 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გაეცანი ვიკიპედია:დახმარებას და უკეთეს სტატიებს შექმნი --გოტა (მომწერე) 11:05, 15 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა მიხეილ. აი ეს მასალა რაც ახლა შენ დაამატე, თითქმის უცვლელად ახლა წინ მიდევს ქისტაურის ერისთავის მუზეუმის თანამშრომლების მიერ გამოგზავნილი და სულ მალე ვაპირებდი დამატებას, მიხარია რომ შენ დაამატე. თუ რაიმე კავშირი გაქვს (და ვფიქრობ ეს ასეა) მაგ სოფელთან, მომწერე. ახმეტის თითქმის ყველა სოფელზე ინფორმაცია ვიკიპედიაში მე შემოვიტანე გარდა ამისა მე თქვენს მეზობელ სოფელ ახშანში მიწევს ხოლმე ჩამოსვლა და ბუნებრივია დამაინტერესა შენმა შემოტანილმა ცვლილებამ. --ჯაბა ლაბაძე () 13:26, 15 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობათ, ამ დახმარებას თუ გაეცნობით, შესანიშნავი იქნება.--გიორგი, 09:59, 18 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიხეილ, კარგ ინფორმაციას ამატებ, მაგრამ ძალიან არაეციკლოპედიურად. ცოტა გადახედე სხვა სტატიებს და ისწავლე. წარამტებები --გოტა (მომწერე) 10:07, 18 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშიკო ერთი თხოვნა მექნება თუ შენს სტატიებში რაიმე სიტყვა აღმოჩნდა ისეთი, რომელიც შესაზლებელია წიკიში არსებობს ან მომავალში დაიწერება მასზე სტატია, ჩასვი ასეთ ფრჩხილებში [[ ]], მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. --ჯაბა ლაბაძე () 19:17, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ხო კიდევ სტატიების წერას აბზაციტ ნუ იწყებ. არ უნდა.   --ჯაბა ლაბაძე () 19:18, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშა კითხულობ ჩემს მოწერილ წერილებს? ხომ გინდა ჩამოყალიბდე კარგ ვიკიპედიელად? მაშინ მისმინე და რჩევები არ გეწყინოს ok?

  • რჩევა 1 - სათაურებს სამ ბრჭყალს ნუ უწერ. დაუწერე == == ეს ნიშანი
  • რჩევა 2 - აბზაცები არ გვინდა
  • რჩევა 3 - ნახე მექსიკის მდინარეები როგორ დავლინკე სიტყვები [[ ]] ამ ნიშნებით, როგორ ნახო? მექსიკის მდინარეების გასწვრივ მარჯვნივ წერია [რედაქტირება] მაგას დააწკაპე და ეგაა.
  • რჩევა 4 - თუ გინდა აბზაცი აბზაცს დააშორო მარტივად Enter ღილაკით გადმიდი და ერთი ხაზი გამოტოვე.

აბა დროებით, თუ ამ ყველაფერს წაიკითხავ მომწერე ჩემი განხილვის გვერდზე. თუ როგორ უკვე ადნოებში მოგწერე  . --ჯაბა ლაბაძე () 19:31, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

[[ ]] ასეთი ფრჩხილების ჩასმა გამოგივიდა ყოჩაღ, მაგრამ ერთი შენიშვნა სახელობით ბრუნვაში ჩასვი. ოკ? --ჯაბა ლაბაძე () 19:53, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშიკო აბა ამ ლურჯ ბმულს დააწკაპე და კარგად წაიკითხე რაზეც გადახვალ.   --ჯაბა ლაბაძე () 19:55, 20 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშა გამარჯობა. [[ ]] მხოლოდ სახელობითი ბრუნვა და მხოლოდ მხოლობით რიცხვში. გთხოვ გაითვალისწინო თორემ ვანდალიზმში ჩაგითვლიან და დაგბლოკავენ. მადლობა.   --ჯაბა ლაბაძე () 07:02, 21 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ნაეხე ეს ადგილი და შედი მის რედაქტირებაში, დაინახე რა ცვლილებები შევიტანე. შენც ასევე გააკეთე შემდგომ. --ჯაბა ლაბაძე () 07:13, 21 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშიკო სალამი ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო. სტატიასი წითელი ზღვა შენ სიტყვა ბაბ-ელ-მანდების სრუტით ჩასვი ასეთ ფრჩხილებში [[ ]], არასწორად მოიქეცი სახელობითი ბრუნვა! აბა როგორ უნდა მოვიქცეთ? აი ასე დაწერ ფრჩხილებს მერე სიტყვა სახელობით ბრუნვაში ბაბ-ელ-მანდების სრუტე მერე ჩამუსვამ | ასეთ ხაზე და მერე დაწერ ისე როგორც უნდა იყოს ტექსტში სიტყვა ანუ ბაბ-ელ-მანდების სრუტით. ეს ნიშნავს თვალით სხვა მომხმარებელი აღიქვამს ისე როგორც ეს | ასეთი ხაზის მარჯვნივ ეწერება ხოლო ზედ რომ დააწკაპებ გადახვალ სიტყვაზე რომელიც მარცხნივ დაწერე. მადლობა.   --ჯაბა ლაბაძე () 12:38, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი მიშიკო. ახლა წეღან რომ მოგწერე წითელ ზღვაზე. ეგ შეასწორე შენისით, ბუნებრვია ეგ ჩვენ შეგვიზლია, მაგრამ შენგან მინდა შესწორდეს, რომ მერე ეტაპობრივად სხვადასხვა დავალებაზე გადავიდეთ, წერილი კარგად მომწერე, მაგარი ხარ! ასევე მომწერე ხოლმე სხვა დროსაც და იაქტიურე.   --ჯაბა ლაბაძე () 13:10, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიხეილ კარგ ინფორმაციას ამატებ. იქნებ საფრანგეთზე მოგეპოვებოდეს ინფორმაცია? ამ თვის ვიკიპროექტია და კარგი იქნება --გოტა (მომწერე) 18:08, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ნელნელა ყველაფერს ისწავლი და ჩვენს დაგეხმარებით.   დიდი მადლობა --გოტა (მომწერე) 18:14, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გაიხარე ბევრი ინფორამცია დაგიმატებია ;) ასე გააგრძელე --გოტა (მომწერე) 19:49, 22 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშა მატანი (ძეგლი) ამ სტატიაში ერთი შენიშვნა სიტყვას ბრჭყალებიანად არ ვსვამთ [[ ]] ასეთ ფრჩხილებში. ბრჭყალები გარეთ უნდა დატოვო.  --ჯაბა ლაბაძე () 17:00, 24 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპროექტის სტატიის თარგს რომ ჩააგდებ განხილვის გვერდზე, ხელის მოწერა საჭირო არ არის. --დეპრესია () 20:51, 2 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მიშა სალამი. სახელების გადათარგმნისას ეს გამოიყენე. --ჯაბა ლაბაძე () 16:16, 3 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

პირველი ორდენი

 
პერუს ვიკიპროექტში შეტანილი და შესატანი წვლილისთვის

. ეს ერთი და სხვა მრავალი.  ჯაბა ლაბაძე () 17:28, 15 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

  ამომავალი ვარსკვლავის ვიკიორდენი
მიშა, მე შენში ამომავალ ვარსკვლავს ვხედავ. ჯაბა ლაბაძე () 19:44, 19 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

28.02.2010

გამარჯობა მიხეილ, მაინტერესებს, სტატიას როცა ქმნი, ქართულ ინტერვიკს რომელიმე უცხოურ სტატიაში აგდებ? ბრუტ () 15:41, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა, მხოლოდ ეს მაინტერესებდა :) უბრალოდ ერთ-ერთში ვერ შევამჩნიე და :) – ბრუტ () 15:54, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი
გასაგებია, აღარაა საჭირო, ეხლა ბოტი ავტომატურად დაატრიალებს:) – ბრუტ () 16:04, 28 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მიშა გამარჯობა, აბა ამას გადახედე. — ჯაბა ლაბაძე () 19:26, 20 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

მექსიკის ვიკიორდენი

 
მექსიკის ვიკიპროექტში შეტანილი წვლილისთვის

. — ჯაბა ლაბაძე () 19:54, 26 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

  მაიას ვიკიორდენი
მაიას ქალაქებზე მრავალი სტატიის შექმნისათვის.— ჯაბა ლაბაძე () 18:24, 27 აპრილი 2010 (UTC)პასუხი
უკაცრავად, ვერ შეგიცვალე სახელი. იქნებ მომხმარებელი:Malafaya-ს მიმართო.– ოთარი () 16:45, 4 მაისი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა მიხეილ, ავტორიზაცია შეგიძლია უკვე გაიარო როგორც Mikheil88. თორე ამის მეტი არაფერი გაგიკეთებია. :) – BruTe () 17:40, 5 მაისი 2010 (UTC)პასუხი

შენი ძველი წვლილი არ გამქრალა.– ოთარი () 09:46, 8 მაისი 2010 (UTC)პასუხი

welcome back

დაგვიბრუნდი? — ჯაბა ლაბაძე () 19:33, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კიი ჯაბა, ნელ-ნელა ვუბრუნდები ვიკის, უზომოდ მომენატრა და მალე მთელი ძალებით აქ ვიქნები:)— მიშა () 19:37, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შეპირებული კატეგორია

მიშა აი აქ ნახავ დროშის თარგებს კატეგორია:დროშის თარგები. წარმატებები. ხშირად შემოგვირბინე საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრანტო.  ჯაბა ლაბაძე () 17:06, 12 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბა:) სიტყვა მაგისტრანტი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, წინ თუ "საზოგადოებრივი გეოგრაფიის" არ დავუმატებთ :D როგორც კი პატარა დრო მექნება, ვიკიში ვიქნები:) --მიშა () 17:09, 12 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ბრაზილიის ქალაქები

მიშა დაბრუნებას გილოცავ და კიდევ ერთი: {{ბრაზილია უდიდესი ქალაქები}} ამ თარგში კიდევ რამდენიმე ქალაქი ჩავამატე 20 მდე გავზარდე. შეგიძლია ბმულები გაალურჯო ან თუ სურვილი იქნება 30-მდეც გავზარდოთ. — ჯაბა ლაბაძე () 05:30, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

პ.ს. {{ბრაზილიის შტატების დედაქალაქები}} ესეც შენს განკარგულებაშია. — ჯაბა ლაბაძე () 05:58, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი


მადლობა ჯაბა! დიდი სიამოვნებით "მივხედავ" ბრაზილიის ქალაქებს :)--მიშა () 07:40, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

  ჩილეს პროექტში შეტანილი და კიდევ შესატანი წვლილისთვის. :) წარმატებები.   - Giorgi13

მიშა შენი მშობლიური სოფლის მდინარის სახელწოდება გავარკვიეთ როგორც იქნა აბა ეს ჩაიკითხე ბოლომდე  . — ჯაბა ლაბაძე () 07:56, 16 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

კი მარა რომელს ქვია ეგ სახელი მიდი და გაიგე :D ჩემს მდინარეს თუ მეორე მხარეს მდებარეს :D --მიხეილ () 09:05, 16 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

აი მაგაში მე ვერ დაგეხმარები.  . — ჯაბა ლაბაძე () 09:09, 16 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები

ჩილეს გაბარებ :)

მიშა ოთხშაბათამდე არ ვიქნები და აბა შენ იცი ჩილეს გაბარებ. თვალის ჩინივით გაუფრთხილდი. :) — ჯაბა ლაბაძე () 04:34, 22 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სლოვიანსკი‎

Hi Mikheil! Sorry if I broke any rule, I didn't mean to (and sorry for writing in English, but my Georgian is... well...). In any case, my edits were a reflection of the current situation in Slovianski, see here. Best regards, IJzeren Jan განხილვაწვლილი 21:25, 29 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

Thank you. How did I break the rules? All I did was updating obsolete information. Cheers, IJzeren Jan განხილვაწვლილი 21:39, 29 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
I have already made a short user page for myself (I would have written it in Georgian if I could, but alas, I can read the alphabet, but not the language). I am from the Netherlands and I have been a Wikipedia member since 2004. If I erased a table, I wasn't aware of that. It's rather that Slovianski got rid of the four-alphabet system, so instead of four rows, there are only two now. I'll check if everything looks fine now. Greetings, IJzeren Jan განხილვაწვლილი 21:54, 29 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

(Hope I got it right this time)

Thanks. I can't promise much, but I'll do my best! Cheers, IJzeren Jan განხილვაწვლილი 22:06, 29 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

გილოცავთ

 
გილოცავთ დაბადების დღეს!

მიშა გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ წარმატებებს პირად და ვიკი ცხოვრებაში. — ჯაბა ლაბაძე () 20:00, 4 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ჯაბა! ვიკი-წარმატებები უპირველეს ყოვლისა!--მიხეილ () 21:22, 4 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვუერთდები ჯაბას. საუკეთესო სურვილებით   --ცანგალა () 21:29, 4 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს Mikheil88. ხოო, არ ვიცოდი მართლა, გაიხარე მიხეილ შესწორებისთვის--Otogi განხილვაწვლილი 13:20, 7 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით გადამისამართება პირიქით უნდა გაკეთდეს. შენ რას იტყვი? განხილვა:აფრიკის რქა--დავით XXI   22:32, 10 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ზღვაოსნები

გაუმარჯოს მიხეილ - კოლეგა. კი გამოიცანი ეს ჩემი ინტერესია. კი პრობლემა არაა დავწერ ლაპტევებზე. ისე სხვათაშორის დამასწარი, ამ დღეებში ვაპირებდი ლაპტევების ზღვაზე ვრცელი სტატიის დაწერას. ლაპტევების ზღვაზე შევამსოთ მოდი ინფორმაცია და პლიუს ლაპტევებზე დავწეროთ. აი ეხლა დიმიტრი ანუჩინზე დავამთავრებ სტატიას და მერე შენს თხოვნის განხორციელებას შევუდგები.--Otogi განხილვაწვლილი 13:10, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

არაფრის, რისი მადლობა. დღეიდან შევუდგები. თუ რაიმე თემაზე დაგჭირდება რამე თემის დამატება მითხარი--Otogi განხილვაწვლილი 13:40, 17 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ისევ ლაპტევები და სხვ.

გაიხარე გაიხარე. არაფრის. მე ჩემ საქმეს ყოველთვის მაღალ დონეზე ვასრულებ. თან მეც გამიხარდა რომ ბიძაშვილ ლაპტევებზე დავწერეთ სტატია (პლიუს ზღვაზეც). ეს სტატია ასე ვთქვათ - სტანდარტულია.

მიხეილ - ასეთი კურსი უნდა გვეჭიროს, საინტერესო და გამოჩენილ ადამიანებზე რაც შეიძლება ბევრი-ბევრი უნდა ვწეროთ. მეც მიხარია რო შენ დაინტერესებული ხარ ამდაგვარი თემებით. მერწმუნე ასეთი ადამიანები (რომლებსაც ოკეანოგრაფია და თუნდაც მკვლევარები) აინტერესებთ ბევრი აღარ გვყავს. ბევრს მაგალითად, მხოლოდ ასეთი თემები გაკვრით აინტერესებს. კაია რო გიყვარს მეცნიერება. აბა შენც წარმატებები და ბევრი ახალი საინტერესო სტატია. მე ალბათ ცოტა ხანში გარკეული ხნით შევისვენებ. ხოლო მერე ახალი ძალებით დაგიბრუნდებით. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 11:04, 20 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

უედელის ზღვა

მიშა შენი ცვლილება გავაუქმე რადგან ყველა წყაროში უედელის ზღვა წერია და არა უენდელის ზღვა. მაგ. იხილე ახევე en:Weddell Sea, ru:Море Уэдделла, fr:Mer de Weddell და ა.შ.--დავით XXI   21:11, 20 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე აშკარად ამაში ამერია დათო Wandel Sea, მართალი ხარ, ეს სულ სხვა ზღვაა--მიხეილ () 21:17, 20 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დამსახურებული ვიკიორდენი

  მუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი
ბოლო დროს გააქტიურებისთვის და უამრავი სტატიის შექმნისათვის, ეს ორდენი ჩემგან.   წარმატებები. GIO---->>13 () 07:11, 21 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

დავით ზირაქაშვილი

ვიცი რა ეს წესები და დამაცადეთ მეთქი დავწერე სტატიის თავში!--92.54.223.178 21:15, 24 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

ცნობისათვის

არსებობს შემდეგი თარგი {{არგენტინის პროვინციების დედაქალაქები}} და სტატია არგენტინის მდინარეების სია,  ჯაბა ლაბაძე () 21:00, 4 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბა, დავინტერესდები :D --მიხეილ () 21:10, 4 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მიშა შენ რომ ჩაასწორე ეგ მდინარეც არსებობს არგენტინაში en:Río Salado (Buenos Aires). — ჯაბა ლაბაძე () 17:25, 5 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

კი, ვიცი ჯაბა, ეგეც ვნახე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მდინარე უფრო გრძელია და არგენტინის მდინარეთა სიის ათეულში (ჩვენს სტატიაში) ალბათ ჯობს ეს იყოს. --მიხეილ () 17:28, 5 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

აჰა გასაგებია, მონაცემებს არ დავკვირვებივარ. — ჯაბა ლაბაძე () 17:33, 5 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

სან პაულო

საიდან მოვიდა თუ მეტყვით დაგეთანხმები.--Lukakhim განხილვაწვლილი 20:00, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

აქვე გეტყვი. ეგ ესპანური კი არ არის პორტუგალიურია და იქედან. — ჯაბა ლაბაძე () 20:01, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

პორტუგალიურშიც არ წერია არსად .თუნდაც გამოთქმა ავიღოთ ამ ქალაქის ნ არსად არ გვხვდება.--Lukakhim განხილვაწვლილი 20:03, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

არსად? აქვე წერია აბა ეს ნახე მეორე ხაზზევე წერია. — ჯაბა ლაბაძე () 20:06, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

გილოცავ

დიდი მადლობა, მეც გილოცავ მიშა გაიხარე. — ჯაბა ლაბაძე () 20:10, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

პოსადასი

მიშა აშკარად ჩემი შეცდომაა გადმოთარგმნისას პოსადასი უნდა იყოს ამ ქალაქის სახელი. ლექსიკონშიც ასეა გადაიტანე — ჯაბა ლაბაძე () 20:55, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

კარგი ჯაბა.--მიხეილ () 20:56, 6 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

არგენტინის არქეოლოგია

მიშა ესენი დაგაინტერესებს: პუკარა-დე-ტილკარა, ფლორიდაბლანკა (პატაგონია), ნომბრე-დე-ხესუსი (პატაგონია), პინჩეირის ციხესიმაგრე. — ჯაბა ლაბაძე () 10:51, 7 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ჯაბა დიდი მადლობა :)--მიხეილ () 10:53, 7 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მიშა ქვევით ხელსაწყოებში ჩავსვი მისალმების თარგიც {გამარჯობა}, ასე რომ აღარ დაგჭირდება ხელით წერა:)--დავით XXI   21:28, 15 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა დათო, შენ გაიხარე :) --მიხეილ () 21:30, 15 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

არგენტინის ვიკიოერდენი

 
არგენტინის ვიკიპროექტში შეტანილი და შესატანი წვლილისთვის. 

ჯაბა ლაბაძე () 17:15, 18 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ჯაბა დიდი მადლობა! მაგრამ გასაკეთებელი (დასაწერი) კიდევ ბევრია :D --მიხეილ () 18:16, 18 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მატანი

მიშა როგორც ადგილობრივ ადამიანს ნახე და აზრი დააფიქსირე განხილვა:მატანი (მონასტერი)ჯაბა ლაბაძე () 21:36, 20 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

Gamarjoba misha gota var. Skypeshi damamate ra, ragac minda gkitxo. gocha_9381.95.167.11 21:14, 22 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

გელათი

მიშა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობიდან გელათი რატომ ამოშალე? როგორც მე ვიცი გელათის მონასტერი სწორედ ამ მუნიციპალიტეტში მდებარეობს (ხომ არ ვცდები)? — ჯაბა ლაბაძე () 17:49, 24 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ჯაბა ანონიმმა შემოიტანა ეს ინფორმაცია და ვაჯმჯობინე გამეუქმებინა, რადგან არ ვიყავი სისწორეში დარწმუნებული. --მიხეილ () 18:02, 24 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ზოგჯერ ანონიმები სიმართლეს წერენ.  ჯაბა ლაბაძე () 17:08, 25 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

არგენტინა

დაპირება: კალჩაკის ხეობა, ლას-პარინასი, კურუჩეტის სახლი. მიშა ესენი იუნესკოს კანდიდატები არიან არგენტინიდან. — ჯაბა ლაბაძე () 18:47, 26 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბა :) --მიხეილ () 20:28, 26 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის. იმედია დღეს წარმატებული დღე იყო.  ჯაბა ლაბაძე () 20:29, 26 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ნამდვილად ჯაბა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემმა სამაგისტრო ნაშრომმაც ჩემი საყვარელი თემით, წინ წაიწია :) --მიხეილ () 20:33, 26 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

didi madloba pasuxistvis

პლასა-დე-მაიო

არსებობს სტატია პლასა-დე-მაიო. — ჯაბა ლაბაძე () 19:30, 30 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბა, რატომღაც არ შემიმოწმებია მასზე ბმული.--მიხეილ () 19:32, 30 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

უდაბნოები

გამარჯობა მიშა:) ნამიბის უდაბნოა სწორი სახელი და არა ნამიბის--დავით XXI   21:04, 31 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

სალამი დათო. აღარ გადავამოწმე და ვივიქრე რახამც ქვეყანა ნამიბიაა, უდაბნოც ასე იქნებოდა. --მიხეილ () 21:10, 31 იანვარი 2011 (UTC)პასუხი

ინფორმაციის წყარო სტატიაში „სანტა-სესილია-აკატიტლანი“

 

გამარჯობა, გმადლობთ სტატია სანტა-სესილია-აკატიტლანი დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Ouzo განხილვაწვლილი 17:37, 1 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

პორტალი გეოგრაფია

მიშას გაუმარჯოს. თავისთავად დავბრუნდი, უბრალოდ მცირე არდადაგები ავიღე, ეხლა კი ინტენსიურად შევუდგები სტატიების მოთავსებას. --Otogi განხილვაწვლილი 17:58, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა,მადლობა. და კონკრეტულად რომელი თემატიკის დამუშავებას აპირეპ?. ისე პრობლემა არაა მოგეხმარები. --Otogi განხილვაწვლილი 18:22, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

შესანიშნავი იდეაა. ძალიან კარგი. ამიერიდან დავიწყოთ გეოგრაფიის (როგორც საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო) დარგის დახვეწა. ფიზიკურ გეოგრაფიას მე მივხედავ. პირველ რიგში უნდა დავწეროთ გეორაფიის ყველა მიმდინარეობა - სამედიცინო გეოგრაფია, სამხედრო გეოგრაფია, გლაციოლოგია, და მისთ. მერე ნელ-ნელა გეოგრაფიის ობიექტებზე, მეცნიერებზე და ა.შ. მოკლედ კარგია რა. მე დაგეხმარები ყველაფერში--Otogi განხილვაწვლილი 18:33, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

პირიქით მადლობა შენ, რომ ესე ხარ დაინტერესებული გეოგრაფიაში და ცდილობ გეოგრაფიის ძირითადი საკითხების გაშუქებას. ერთობლივად მოკლე დროში მოვახერხებთ გეოგრაფიის მაღალ დონეზე აყვანას. ერთად ყველაფერი გამოგვივა. მომწონს ვიკიპედია, იმიტომ რომ თქვენ- ადმინები მერწმუნეთ - იშვიათ საქმეს აკეთებთ <<მათ შორის შენც მიშა>>. პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 18:47, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ეგ კი მარა ადმინები სულისჩამდგმელები არიან. ხოლო საზოგადოება კომპლექსური გონია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ვიკის გაფართოება-დახვეწაში. და ეგ ხომ ყველაზე კარგია რომ ერთად ვმუშაობთ ვიკის დამუშავებაში. აბა წარმატებები მიშა ჩაფიქრებულ საქმეებში, თუ რამე დაგჭირდება ყოველთვის მითხარი ხოლმე.--Otogi განხილვაწვლილი 18:56, 2 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა

დიდი მადლობა ორდენისთვის, გაიხარე!--Tornike   10:40, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის თორნიკე, იმსახურებ!--მიხეილ () 10:40, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა მიშა

მადლობა მიშა სტატიაში ესპანური ფალანგა წყაროს ჩასმისათვის. ეს შენი ღირსეულობის (იმედია კარგად ვთქვი თორემ გიორგი13-ს რა გაუძლებს ) კიდევ ერთხელ გამომჟღავნებაა. გაიხარე. — ჯაბა ლაბაძე () 15:34, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მე ეს საქმიანობა მირჩევია ჯაბა იმ თარგის ჩაგდებას და იმედი მაქვს სხვებიც მომბაძავენ  ) --მიხეილ () 15:36, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

იმედია მიშა. ასეც უნდა იყოს. ეს ხომ ჩვენი (და არა ჩემი, შენი) საქმეა?— ჯაბა ლაბაძე () 15:37, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები ჯაბა! ზოგიერთი სტატია საერთოდ ანონიმის მიერაა შექმნილი და სად ვდიოთ მის ავტორს?! --მიხეილ () 15:39, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ვისაც რაშეუძლია ის აკეთოს, ეს არაა ვიკიპედიის პრინციპი? მიხეილის საქციელი მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტარგების ჩასმა დასაგმობია. ზოგი არქიტექტორია, ზოგი „პადრიადჩიკი“ და ზოგიც მუშა.--Ouzo განხილვაწვლილი 15:41, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მიშა შევქმენი თარგი:ინფოდაფა უდაბნო რომელიც შეგიძლია ჩაუსვა უდაბნოების სტატიებს. თარგში, თუ რამის ჩამატება მოგინდება მითხარი და ჩავამატებ:)--დავით XXI   16:18, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა დათო, ვნახე და გამიხარდა, ჩავსვამ აუცილებლად :) --მიხეილ () 16:19, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მიშა დარწმუნებული ვარ ძალიან გაგეხარდა ეგ თარგი.    . — ჯაბა ლაბაძე () 16:24, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

შენ კი ნამდვილად იცი ჯაბა როგორც     --მიხეილ () 16:25, 3 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მიშა გამარჯობა. შენის ნებართვით ისტორიული გეოგრაფიის სტატიას მე შევქმნი. ამ დღეებში ჩავაგდებ--Otogi განხილვაწვლილი 18:06, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს ოთო, თავისუფალი ხარ არჩევანში აბსოლუტურად :)--მიხეილ () 18:09, 5 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი


კენჭისყრა ყავახანაში

გთხოვ, მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. მადლობა. — დავით პასუხი 11:01, 13 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

კონკურსის გამარჯვებული

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა :) — დავით პასუხი 11:36, 16 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

 
უდაბნოებზე შექმნილი უამრავი სტატისათვის განიჭებ უდაბნოს ვიკიორდენს. --დავით XXI   18:55, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა დათო! ჩემთვის მართლაც დიდი პატივია :)--მიხეილ () 20:16, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი












თხოვნა

ჯიგრულად 2 ვარიანტი მომწერე ნებისმიერი ტემის როგორი შეიძლება დავდო ვიკიპედიაზე რომ არ დაბლოკონ ან/და როგორებს ბლოკავ ნებისმიერი მოკლე თემა რომელიც დაგიბლოკია და მოკლე თემა რომელიც დაგიშვია — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Swxdazqec5 (განხილვაწვლილი)

იქნებ დამეხმაროთ..

იქნებ ამიხსნათ რა უნდა გავასწორო რეფლექსებზე სტატიაში რომ სრულფასოვანი(ცოტა მომთხოვნად ჯღერს,მაგრამ სრულფასოვანი თუ არა სტანდარტების შესაბამისი მაინც) რომ გახდეს... Mariam.uguzashvili განხილვაწვლილი 18:55, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

იქნებ დამეხმაროთ..

იქნებ ამიხსნათ რა უნდა გავასწორო რეფლექსებზე სტატიაში რომ სრულფასოვანი(ცოტა მომთხოვნად ჯღერს,მაგრამ სრულფასოვანი თუ არა სტანდარტების შესაბამისი მაინც) რომ გახდეს... Mariam.uguzashvili განხილვაწვლილი 18:55, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვუპასუხე განხილვის გვერდზე--მიხეილ () 05:18, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მცირე შენიშვნა

ახალმოსულებთან (IP) ცოტა მკაცრი ხარ :). გაფრთხილების თარგი ხშირად აფრთხობს ახალბედებს. ამ შემთხვევაში ამ მომხმარებელს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ გაფრთხილების წითელი ტარგი ყოფილიყო საჭირო (მე ასე ვფიქრობ). ამ თარგის გარეშე რომ მიგეწერა, გაეცანით ვიკიპედიის წესებს, ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა :). მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და სურვილი უფრო :). თუ გაითვალისწინებ, უბრალოდ გამიხარდება :). — დავით პასუხი 11:10, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მაგაზე მეც ვიფიქრე დათო, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ იმის მომსწრეც ხშირად ვართ, რომ ამ წითელი თარგის გარეშე არაფრად აგდებენ მიწერილს და განაგრძობენ ვანდალიზმს, სამწუხაროდ.--მიხეილ () 11:13, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
სულ მავიწყდებოდა და ახლა უკვე შენახული მაქვს ტექსტურ ფაილში (რომ ხოლმე ეგრევე დავუგდო). ’ვიკიპედიის წესები’ ბმულის და არა ცარიელი სიტყვების სახით უნდა მივცეთ. როდესაც ვუწერთ ’გაეცანით წესებს’. ხოლმე ისიც არ იციან, სად დააჭირონ და სად არის გზამკვლევი (საქმე ანონიმურ მომხმარებლებს ეხება). — BH განხილვაწვლილი 11:16, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ისე, თუკი მომხმარებელი მონდომებულია, არც ბმულია საჭირო :). მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მონდომება არაა :). ამიტომ ვეთანხმები Mr. Floyd-ს, ბმულით რომ მივწეროთ გაფრთხილება, ოღონდ წითელი თარგის გარეშე, უკეთესი იქნება და მგონი შედეგიანიც. თუმცა, ყველას თავისი მიდგომა აქვს ახალმოსულებთან :) მე ცოტა ლმობიერი ვარ ხოლმე :) — დავით პასუხი 11:19, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მისაღები შენიშვნაა, მაგრამ რამდენად იქნება შედეგის მომტანი, ამას ვერ გეტყვით. ბმულით მიწერა კი საუკეთესო გამოსავალია.--მიხეილ () 11:23, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

:)

ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის...და კიდევ ერთი კითხვა მაქვს..უცხოური wiki-დან ნათარგმნი სტატიის ატვირთვის შემთხვევაში, გამოყენებულ ლიტერატურად იქ მითითებული უნდა მივუთითო??თუ საერთოდაც წესების დარვევა იქნება ?? Mariam.uguzashvili განხილვაწვლილი 11:45, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ვუპასუხე განხილვის გვერდზე --მიხეილ () 11:54, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მიშა სკაიპში შემოდი. — ჯაბა ლაბაძე () 18:35, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მოსაზრება...

ფენილკეტონურიას მგონი გენეტიკური დაავადებების კატეგორია უფრო შეეფერებოდა ვიდრე ნევროლოგია..მგონი დაუნის სინდრომთან და დალტონიზმთან ერთად სჯობს იყოს...და როგორ უნდა გადავსვა?? Mariam.uguzashvili განხილვაწვლილი 18:38, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მაგ საკითხში თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ, ამიტომ შედით რედაქტირებაში და ბოლოში, კატეგორია:ნევროლოგია-ს ნაცვლად, ჩასვით ის, რაც შეეფერება :) --მიხეილ () 18:44, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ეთიოპია

გამარჯობა , სტატია ეთიოპია, რამე საშინელება ხომ არ ჩავიდინე. იქნებ გადახედო. მონაწილის განხილვა:Irakli120989 ცვლილებებში შეცდომები იყო. -ცანგალა () 17:14, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა ცანგალა. ეს ადამიანი მომხმარებელი:Irakli120989 აქტიურად მუშაობს, ვაკვირდები, ეთიოპიასთან დაკავშირებულ მის თარგმნის პროცესს. მოდი დავაბრუნოთ უკან მისი ცვლილებები, მორჩეს და მერე გავაკეთოთ ცალკე სტატია ეთიოპიის ისტორია, მე მივხედავ ამას და თვითონ ეთიოპიის სტატიასაც :) --მიხეილ () 17:24, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი
 --ცანგალა () 09:25, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კენჭისყრა

გამარჯობა:) მიმდინარეობს კენჭისყრა მომხმარებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--დავით XXI   09:17, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

წაშლის შესახებ

გთხოვ განხილვის გვერდებზე ნუღარ გააკეთებ ჩანაწერს წაშლის გამო, რადგან შემდეგ ორი გვერდი უნდა წაიშალოს. წაშლის თარგი საკმარისია სტატიაში.--ცანგალა () 16:35, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

OK --მიხეილ () 16:36, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
თქვენის ნებართვით, ჩაგეჭრებით: ამ კონკრეტულ შემთხვევაში (მხედველობაში მაქვს განხილვა:ევანგელიზმი, თუ ცანგალაც ამას გულისხმობდა) მიხეილს „არაფერი დაუშავებია“:), განხილვის გვერდი უკვე არსებობდა (მე შევქმენი) და მხოლოდ ამის მერე გააკეთა მიხეილმა ჩანაწერი. თუ სხვა სტატიაზეა საუბარი, მაშინ თუ ამ გვედის განხილვა არ შექმნილა ჯერ, მხოლოდ მაშინ არის ცანგალას თხოვნა ძალაში. იმედი მაქვს, ერთიცა და მეორეც სწორად გამიგებთ. —G.G. 17:08, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მე ვგულისხმობდი განხილვა:ანა გორგიაშვილი, რომელიც მე წავშალე სტატიასთან ერთად.--ცანგალა () 17:15, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(რედ.კონფლიქტი) ჰო, უკანასკნელ ცვლილებებს თვალი გადავავლე და მივხვდი. უნდა მოგიბოდიშო, ცანგალა, ჩემი ასეთი ხისტი ჩაჭრისთვის. —G.G. 17:18, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მე მხოლოდ იმიტომ შევქმენი განხილვა, რომ კაი ხნით ადრე ჩავსვი წაშლის თარგი და რეაქცია არ მოსდევდა. ამავე დროს, ცოტა ხნის წინ, ერთი ჩემი ნაცნობისგან მოვისმინე, როგორ ქილიკობდა ქართულ ვიკიპედიაზე, თუ როგორ „გაუჩალიჩა" მეგობარს და ამდაგვარი სტატია შექმნა მასზე, ისიც დაამატა, რომ თურმე 2 კვირაზე მეტი google-თი იძებნებოდა. --მიხეილ () 17:39, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
ასეთ შემთხვევაში, გთხოვ სასწრაფოდ იმ დროისთვის აქტიურ ადმინისტრატორს მიმართო. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ზოგჯერ შეიძლება განხილვის გვერდზე ჩანაწერი გააკეთო და ისიც ორი კვირა იყოს წაუშლელი. ცანგალა () 17:48, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი
კარგით, გავითვალისწინებ :) მე მხოლოდ ასეთი შემთხვევის თავიდან აცილება მინდოდა. --მიხეილ () 17:52, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

  გეოგრაფის ორდენი
ეს ორდენი ჩემგან, უამრავი სტატიის შექმნისთვის ზოგადად გეოგრაფიის თემაში. :) – GIO→13 () 16:19, 15 მარტი 2011 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა გიო, ჩემთვის ყველაზე საპატიო ორდენია :)--მიხეილ () 18:03, 15 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის. სწორედ მაგიტომ მოგანიჭე. :) იმსახურებ. GIO→13 () 18:16, 15 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბოლივიის პროვინციები

მიშა მესმის, რომ ჯერ არედაქტირებ, მაგრამ ვიცი არ გეწყინება ხომ არ აჯობებს ამ სტატიაში ბენის დეპარტამენტების კანტონის სექცია ამოიღო ცხრილიდან? — ჯაბა ლაბა 18:50, 16 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ნამდვილად ჯაბა, მასეც ვაპირებ. მინდოდა კანტონებიც გამეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე და დამთავრებისთანავე მაგ კანტონებს ამოვიღებ აუცილებლად :) --მიხეილ () 19:01, 16 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ოკ მიშა. კიდევ ერთი თხოვნა სათურებში – ასეთ ტირეს ნუ იყენებ - ასეთს ვიყენებთ. — ჯაბა ლაბა 20:04, 16 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მაგას გავასწორებ ჯაბა, უბრალოდ სხვა კომპიუტერთან ვიჯექი და რატომღაც მასეთ ტირეს წერდა :( --მიხეილ () 20:34, 16 მარტი 2011 (UTC)პასუხი

თხოვნა

გაუ, ნახე ჩემი განხილვის გვერდი. პასუხი დავწერე. --ცანგალა () 16:50, 17 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი - ვფიქრობ ამ სტატიას გულისხმობდა, რადგან მეორეც ამ შინაარსისაა. --მიხეილ () 16:55, 17 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კატეგორიის შესახებ

გაუ, ერნანდო-სილესის პროვინცია - აბა კატეგორიას გადახედე.--ცანგალა () 21:11, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გაგისწორებია --ცანგალა () 21:13, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი
გამარჯობა ცანგალა, კი, HotCat-ი გამექცა უცბად და გავასწორე :)--მიხეილ () 21:14, 18 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ეკოსისტემა

ტექსტი არ მოგეწონა? თუ რატომ ამოიღე (მგონი რუს. იყო ტექსტი შემოტანილი და რუსეთის მაგივრად საქართველო ჩაწერა - შეიძლება ვცდები). თუ ინგლ. იცი იქნებ ეს თარგმნო A freshwater ecosystem in Gran Canaria, an island of the Canary Islands. - სურათის წარწერა ეს უნდა იყოს.--ცანგალა () 12:54, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ცანგალა სტატია ზოგადად ეკოსისტემაზე იყო და ცოტა არ იყოს „ჩაკვეხებული" გამოდიოდა შიგ საქართველოს ეკოსისტემა. მე მაინც გავმართე და აღვადგინე, დაველოდოთ სხვების აზრსაც. --მიხეილ () 14:55, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

 
ბოლივიის ვიკიპროექტს ღირსეულად გაუძეხი!

მიშა შენს ორდენებს ეს დაამშვენებს. ფაქტიურად მთელმა პროექტმა შენს კისერზე გადაიარა. წარმატებები. — ჯაბა ლაბა 14:34, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დიდ მადლობა ჯაბა, მართლა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ბოლივიაზე მუშაობამ და წინ 5 დღე კიდევ მაქვს :) --მიხეილ () 14:56, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯვებულის გამოვლენა

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ვიკიპედიაში თებერვალსა და მარტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში.
საუკეთესო სტატიის გამოსავლენად კენჭისყრა გრძელდება 31 მარტის 23:59:59 საათამდე! მადლობა — დავით პასუხი 14:13, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მიშა გამარჯობა. როგორც იქნა მოვაგვარე ხელმოწერის და სხვ. რამეების პრობლემა. მადლობა დახმარებისთვის. ასევე მადლობა Diaoha-ს იმისთვის რომ დაინტერესდა პრობლემით.

p.s. აგრეთვე გილოცავ ორდენს, მართლა დაიმსახურე, მეტად რთულ საკითხზე მუშაობ. მე ვაკვირდები შენს სტატიებს და მინდა გითხრა მაღალ შეფასებას ვაძლევ შენს სტატიებს. შესანიშნავია. ასე გააგრძელე. პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 16:45, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის ოთო, რის მადლობა. მადლობა შენ შეფასებისთვის :) ასევე გიხდი მადლობას გეოგრაფიის ასე ერთგულებისათვის :) --მიხეილ () 19:56, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

თხოვნა

შეიძლება გთხოვო, რომ ეს სურათი ატვირთო? ვერაფრით ვერ გავახერხე.--Ouzo განხილვაწვლილი 22:23, 29 მარტი 2011 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა.--Ouzo განხილვაწვლილი 22:39, 29 მარტი 2011 (UTC)პასუხი
არაფრის :) --მიხეილ () 22:44, 29 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ელ-ნინიო

არაფრის რისი მადლობა. როგორც გაგიხარდება ისე მოიქეცი. რაზეა საუბარი შეიტანე ბოლივიის პროექტის ფარგლებში. მიშა თუ გინდა სტატია ლა-ნინია კააკეთე, და ეგეც შეიტანე პროექტის ფარგლებში. --Otogi განხილვაწვლილი 09:29, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გაიხარე ოთო :) შენ თუ გაქვს მასალები, შენ უკეთესად გამოგივა, ფიზიკური გეოგრაფია შენი მიმართულებაა, მე საზოგადოებრივ გეოგრაფი ვარ, თუმცა ფიზიკური გეოგრაფიაც ძალიან მიყვარს :) --მიხეილ () 09:32, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მე ეხლა პორტალს მივყვები და იქაურ ცარიელა სტატიებს ვამსებ. თუმცა პორტალშიც რაღაც პრობლემებია, დაწერილი სტატიები წითლადაა.

ჯერჯერობით ლა-ნინიაზე არ მაქვს არაფერი. თორე გავაკეთებდი სტატიას.  --Otogi განხილვაწვლილი 09:43, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კარგი ოთო, მე გავაკეთებ მაგ სტატიას :) ვნახავ აბა პორტალშიც რა პრობლემაა. შეგიძლია მომწერო რა სტატიებია დაწერილი წიტლად? --მიხეილ () 10:08, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

უფს ბოდიში რომ ვერ მოგწერე აქამდე. ეხლა შემოვედი. ბევრი სტატიაა მიშა, მაგ; მყინვარული საფარი; რია; სუბდუქცია; ფილაქნების ტექტონიკა - ახალი გლობალური ტექტონიკა-ზეა გადატანილი, ნიადაგის რეგრესია და დეგრადაცია - გადატანლია ნიადაგის რეგრესი და დეგრადაცია; ნიადაგის ტექსტურა და ტოპოგრაფია. რელიეფის ფომრების ნაცვლად - მოდელი-ა ელ-ნინიო, წელიწადის დროები; გუბე, უბე და ბევრი სხვა.

და კიდევ კატეგორიები რომელიც არსებობს მაინც წითლადაა. აშკარად ბეცრი პრობლემაა. და რამდენიმე სტატია მაგ. ნაპრალი აღარ არსებობს მარა მაინც წითელია. თუკი გამოსწრორებთ ამ პრობლემას კარგი იქნება. მაინც პორტალია და...--Otogi განხილვაწვლილი 19:19, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კოორდინატები

გაუ, რუსებს, გერმ. და ალბათ სხვებსაც კოორდინატები უწერიათ. იქნებ დავიწყოთ ჩვენს მათი მინიშნება. ავამაღლოთ ქართ. ვიკი ნელ-ნელა.--ცანგალა () 19:16, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა ცანგალა, მე ინფოდაფაში ვუთითებ კოორდინატებს. რა იგულისხმე, სტატიაშიც მივუთითო? --მიხეილ () 19:26, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მ ა დ ლ ო ბ ა

მიშა, დიდი მადლობა. მიხვდები რატომაც :)--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 12:17, 5 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კი, მივხვდი. არაფრის ლევან :)--მიხეილ () 12:19, 5 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე რატომ გამაფრთხილე? ჩემი იპია --გოტა (მომწერე) 17:38, 6 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა გოტა. აი ამ ცვლილებისთვის. --მიხეილ () 18:09, 6 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

პასუხი

გამარჯობა მიშა. საერთოდ მაგდაგვარი რელიეფის ფორმები გაერთიანებულია ვულკანურ აპარატებში. რაც შეეხება უშუალოდ Lava tube-ს ასეთ შემთხვევაში იგი იქნება ლავური მილი (მე მსმენია ეს ტერმინი). თუმც ამგვარ ფორმებს ლავური მილისებრი ფორმებითაც მოიხსენიებენ.

თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ არსებობს ასევე არხი, ყელი, გუმბათი, კონუსი, ფერდობი, საფარი და ბევრი სხვა (რომელიც არ უნდა აგვერიოს სხვა მნიშვნელობებთან). --Otogi განხილვაწვლილი 07:18, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ოთო, გაიხარე. ამ სტატიაში დამჭირდა და ცოტა არ იყოს, დავიბენი. ჩავასწორებ ახლავე. --მიხეილ () 07:21, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის მიშა. შესანიშნავი სტატიებია, მაგრა მიხარია რო ასეთ რთულ და მართლა საჭირო საკითხებზე მუშაობ. მართლა გეოგრაფი ხარ. ასე გააგრძელე. --Otogi განხილვაწვლილი 07:42, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

უფს კიდევ ერთი. მემგონი შეცდომა გაიპარა. ჯეჯუ როგორც მე ვიცი ჩეჯუ-ა, კორეის სრუტეში არსებობს კუნძული ჩეჯუდო და ქალაქი ჩეჯუ, ასევე აქვეა სრუტე ჩეჯუ. --Otogi განხილვაწვლილი 08:07, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ოთო, ამ კუნძულის სახელი მართლა ჩეჯუდო წერია რუსულში, ხოლო ყველა დანარჩენ ენაზე -თი წერია. როგორც ჩანს, კორეულთან დაკავშირებით პრობლემაა -ს და -ს გარჩევა. იგივე პრობლემაა ამ სტატიაშიც, რომლის შემთხვევაშიც მე -ს ვემხრობი. იქნებ გადავამოწმოთ ქსე-ში. --მიხეილ () 08:14, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ესეგი ქსე-ს გადავხედე 5 ტომს 449 გვ. აქ არის კორეის რუკა, სადაც კუნძული ჩეჯუდო წერია. ამასთანავე მე-11 ტომში (114 გვ.) არსებობს სტატია ჩეჯუ - ქალაქი და ნავსადგური სამხრეთ კორეაში, კ. ჩეჯუდოზე, კორეის სრუტეში.--Otogi განხილვაწვლილი 08:28, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ოთო, ძალიან დიდი მადლობა, გადავიტან :) --მიხეილ () 08:44, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ok.--Otogi განხილვაწვლილი 08:46, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


გმადლობ მითითებისთვის, ჩავამატებ...--ოდიშარი განხილვაწვლილი 11:04, 17 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

აღმოსავლეთ რენელი?

იხ. განხილვა:აღმოსავლეთ რენელი. — ჯაბა ლაბა 13:45, 18 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გილოცავ

 

ასევე გილოცავ იუნესკოს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს! ვის უნდა მივულოცო თუ არა შენ. — ჯაბა ლაბა 18:33, 18 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მიშა ბოდიში, მეგონა ისევ ვიკიპრობლემები იყო და დავიწყე რედაქტირება სტატიისა. — ჯაბა ლაბა 19:26, 20 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არაფრის ჯაბა, გეკადრება? პირიქით მადლობა :) --მიხეილ () 19:28, 20 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

იხილეთ აგრეთვე

მიშას გაუ, გთხოვ სტატიებში დაწერო იხილეთ აგრეთვე და არა იხელეთ ასევე. განსხვავება ნახე ვიკილექსიკონში. წარმატებები და კარგი დასვენება.--ცანგალა () 10:36, 21 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


გმადლობ, შევასწორე--ოდიშარი განხილვაწვლილი 14:26, 22 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

„სკაიპი“

გამარჯობა მიშა. შეგიძლია შემოხვიდე სკაიპში? GIO→13 () 20:46, 3 მაისი 2011 (UTC)პასუხი

OK გიო --მიხეილ () 20:49, 3 მაისი 2011 (UTC)პასუხი

იუნესკოს ორდენი

  იუნესკოს ორდენი
დამსახურებული ორდენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე
დაწერილი უამრავი სტატიისთავის--Δαβίδ   21:50, 6 მაისი 2011 (UTC)პასუხი


დათო უღრმესი მადლობა :) წინ ევროპისა და აფრიკის ძეგლები მელის კიდევ :) --მიხეილ () 21:57, 6 მაისი 2011 (UTC)პასუხი
აფხაზეთის სოფლებს, რომ მოვრჩები მერე მეც შემოგეშველები:)--Δαβίδ   22:01, 6 მაისი 2011 (UTC)პასუხი
აი შენ თუ მაგას იზააამ, ძალიან, ძალიან გამახარებ :) მალე მორჩი რაა :) --მიხეილ () 22:01, 6 მაისი 2011 (UTC)პასუხი
MIKHEIL/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.