ახშანი
ახშანი[2] — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ღურულაზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი), თელავი-ახმეტის გზატკეცილზე. ზღვის დონიდან 550 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 11 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ახშანი | |
სოფელი ახშანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქისტაური |
კოორდინატები | 41°59′04″ ჩ. გ. 45°18′51″ ა. გ. / 41.98444° ჩ. გ. 45.31417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 550 მ |
მოსახლეობა | 236[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 236 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 314 | 151 | 163 |
2014[1] | 236 | 117 | 119 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაგორისჯვარი — IX საუკუნის II ნახევრის სამნავიანი ბაზილიკა სოფლიდან 1 კილომეტრზე. კომპლექსში შედის სამრეკლო და გალავანი. ბაზილიკა რიყის ქვებითაა ნაგები, ალაგ-ალაგ გამორეულია შირიმის ქვა, შეკეთებულია აგურით. სამრეკლო, დასავლეთის კედლის მხატვრობა და მოხატულობის ფრაგმენტები სავარაუდოდ ეკუთვნის XV-XVI საუკუნეებს.
სოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: მაისურაძეები, დუდაურები[4], ლაჩაშვილები, იმერლიშვილები, ფიცხელაურები...
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ახშნის ქაშვეთის ეკლესია
-
ახშნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 110.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ახშანში XVIII საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლის მთისწინეთიდან მისულან. იხ. როლანდ თოფჩიშვილი, საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის, თბ., 2002 წ. გვ. 69[მკვდარი ბმული]