ახშნის კოშკი
ახშნის კოშკი – კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანის ჩრდილოეთით. განეკუთვნება XVIII საუკუნის II ნახევარს.
კოშკი გეგმით წრიულია (დიამეტრი 7,4 მ), ნაშენია თანაბარი ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კარ-სარკმლების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული.
შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი თაღოვანია. შიგნით სამხრეთის მხარეს გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ბუხარია. აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით – მოზრდილი თაღოვანი ნიშნები. სართული ორი სარკმლით ნათდებოდა, რომლებსაც გადახურვა ჩამონგრეული აქვთ. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 66-67.