მომხმარებლის განხილვა:Jaba1977/არქივი 12

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში კომენტარი

გილოცავთ

რედაქტირება
არაფრის. მეც გილოცავ გიორგი. --ჯაბა ლაბა 21:26, 31 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

დავივიწყოთ

რედაქტირება

დავივიწყოთ ზღ. დ. ლიმა (მდინარე). მომავალში მხოლოდ [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]]. აქვე მინდა მადლობა გითხრა, რომ მითხარი ზღ. დ. არსებობა.--ცანგალა () 11:15, 23 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

ოკ დავივიწყოთ :) . მადლობა რისთვის ანუ ქსე-ში ეს ფორმაც გამოიყენებოდა? --ჯაბა ლაბა 14:45, 23 იანვარი 2012 (UTC)პასუხი
ქსე-ში ეს ფორმა არ გამოიყენებოდა. მხოლოდ აქ ვნახე ვიკიპედიაში. --ცანგალა () 17:19, 23 იანვარი 2012 (UTC)პასუხი

წყაროები

რედაქტირება

წყაროებს მანდ ვუთითებთ ისეთ წინადადებებს, რომელთა გადამოწმებაც თვითონ ვიკიპედიაში შეუძლებელია (სადაც სტატია არ გვაქვს). სტატია გვაქვს აგაზეც და გერმანული სტატიაც მქონდა მითითებული ქათმის შემთხვევაში, სადაც წყაროებიცაა მოცემული. ასე რომ, ზედმეტი ბოუროკრატიზმი საჭირო არაა ასეთ შემთხვევებში. Deu. 11:55, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

წესი ასეთია:
  1. ვიკიპედიიაში შემოტანილი ინფორმაცია გადამოწმებადი უნდა იყოს და საჭიროა წყარო, სად როგორ და ვის სურვილზე ვუთითებთ ეს ჩემთვის გაუგებარია.
  2. ვიკიპედია წყარო არ არის. --ჯაბა ლაბა 11:58, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
ჯერ ერთი ეგ ვიკიპედიის სტატია არაა, მოსამზადებელი გვერდია. მეორეც, მითითებული ინფორმაცია გადამოწმებადია მითითებული ბმულებით. მესამეც, ქართულ ვიკიში „იცით თუ არა“-ს რუბრიკაში გადამოწმებადი წყაროს მითითება ჩემი დამკვიდრებულია. Deu. 12:28, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
რას მელაპარაკები, მართლა? :))))) --ჯაბა ლაბა 14:34, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

ბლოკი საკუთარ განხილვის გვერდზე

რედაქტირება

საკუთარი სურვილით საკუთარი განხილვის გვერდის დაბლოკვა არარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის რამდენადაა გამართლებული? Deu. 12:32, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

რა შენი საქმეა? ყველამ თავის საქმეს მიხედოს და ცხვირს ნუ ჩაყოფენ სხვის საქმეში. --ჯაბა ლაბა 14:34, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
ძალიან გთხოვ, მშვიდად... როგორც ადმინისტრატორისა, ზუსტად ჩემი საქმეა დაბლოკვასთან დაკავშირებული საკითხები და მაინტერესებს, რამდენად მაქვს უფლება, არარეგისტრირებულ მომხმარებელს ერთი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ავუკრძალო განხილვაში მონაწილეობა ან შეტყობინების გამოგზავნა. მე ვფიქრობ, მაგისი უფლება ადმინისტრატორს არ აქვს. ვნახოთ, იქნებ სხვებმა იციან რამე. Deu. 14:54, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

დათო ახალ პროვოკაციას ამზადებ? :))))))) --ჯაბა ლაბა 15:01, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება
  ძალიან გთხოვ, აღარ განმეორდეს პირადი შეურაცხყოფა, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის მე-4 მცნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები გამოვიყენო ჩემი მეტად უსიამოვნო უფლებები.

Deu. 18:17, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

უი მართლაააა? საინტერესო ისააა დაგჭირდება აქტიურ მომხმარებელს მეძახი დაგჭირდება დაბლოკვით მემუქრები. უბრალოდ სასაცილოა და მეცინება კიდეც. :)))))))))))))))))))))))))))))))) --ჯაბა ლაბა 18:19, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

მეგობრებო გაფრთხილება უკვე მეორედ განმეორდა ჩემს განხილვის გვერდზე ორი სხვადასხვა, მაგრამ ერთნაირი ხელწერის ადამიანისაგან. ეს პირველია მეორე თქვენს წინაშეა, იმედია მიიღებთ საჭირო ზომებს, თუ არადა ქართული ვიკიადმინისტრაციის უმოქმედობის გამო მივმმართავ შესაბამის ინსტანციებს ცოტა ზემოთ და დავაყენებ ზოგიერთი ადმინისტრატორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ძნელად მეგულება ვიკიპედია სადაც ჩემნაირი წვლილის რედაქტორს ასე ემუქრებოდნენ. დათო შენ გიკვირს გვერდის დაბლოკვა (არსად მინახავსო, არადა აქვე გვქონია მეორე შემთხვევაც) და ნუთუ ეს არ გიკვირს? დასკვნა ერთია კარგად ჩანს შენი სუბიექტური დამოკიდებულება ჩემდამი. არ დაიღალე? --ჯაბა ლაბა 18:38, 25 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

კენჭისყრა

რედაქტირება

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში მომხმარებლის პირადი განხილვის დაცვის შესახებ. Deu. 07:58, 1 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სპორტსმენის მიწერ-მოწერა

რედაქტირება

aq xar? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khvedeliani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

კი. --ჯაბა ლაბა 16:36, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი
saswrafo saqme maqvs da sports vinc kurirebs rogorme damakavshire

nomeri mieci chemi 598 63 94 67 an misi momwereწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khvedeliani (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მისი განხილვის გვერდზე. --ჯაბა ლაბა 17:03, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი

nomeric momce

უ. გ. გრეისი

რედაქტირება

პასუხი აქ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ხელის მოწერა გავიწყდება. ამის მოწერა აქ არ იყო საჭირო, მე შენს განხილვას, მას შემდეგ, რაც რაიმეს მოგწერ თვალს ვადევნებ და გიპასუხებ დაუყოვნებლივ. :) --ჯაბა ლაბაძე 16:23, 13 მარტი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა:ჭედვა

რედაქტირება

გამარჯობა ჯაბა, ამაზე რას ფიქრობ? შენი შეფასება მჭირდება.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 16:19, 13 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ლიტერატურა

რედაქტირება

შეგიძლია ამიხსნა ლიტერატურას ყველა რატომ არ წერს მისივე სტატიაში და რა შემთხვევაში უნდა მივაწერო?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ჯერ ხელმოწერა ისწავლე. შემდეგ იხ. ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. --ჯაბა ლაბაძე 17:58, 13 მარტი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

თუ ქსე-ეს უთითებ გთხოვ დასწერო დევიზი და არა გამონათქვამი. --ცანგალა () 12:13, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი

მართალი ხარ ცანგალა. გეთანხმები. მივუთითებ ახლავე. გმადლობ. --ჯაბა ლაბაძე 12:14, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა.--ცანგალა () 12:30, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რედაქტირება

ჯაბა სალამი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ორი სოფელია ჯუმითი, დავყოთ საკრებულოების მიხედვით? ჯუმითი/ჯუმითი--ოთოჯი / მომწერე 19:00, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სალამი ოთო, ახლა საკრებულოს მაგივრად მგონი თემს ვუწერთ. --ჯაბა ლაბაძე 19:02, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
მაშ თარგში თემით ჩავასწორებ--ოთოჯი / მომწერე 19:06, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ოკ. --ჯაბა ლაბაძე 19:10, 22 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ბოდიში

რედაქტირება

ბოდიში, ჯაბა, დაგასწარი ინტერნეტ რესურსების შემოტანა. არ მეგონა, თუ წერდი მაგ დროს. რაღაცეები ამოვყარე უბრალოდ იმ სიიდან. --H.McC. (მომწერეთ) 17:55, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

არაუშავს ასეც ხდება. --ჯაბა ლაბაძე 17:57, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რუკა

რედაქტირება

ჩემი გაქართულებული რუკა, როგორ ჩავსვა უკვე გაკეთებული რუკების სიაში, რომელიც გაქართულებულია.--George-09 განხილვაწვლილი 18:01, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ამას გულისხმობ?--ჯაბა ლაბაძე 18:02, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი,მანდ რო ჩასვა გაკეთებული რუკების სიაში. --George-09 განხილვაწვლილი 18:04, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ეგ გვერდი დაბლოკილი ყოფილა. --ჯაბა ლაბაძე 18:12, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

:)

რედაქტირება

სალამი ჯაბა. როცა გაგიხარდება მაშინ დაარედაქტირე. არაა პრობლემა :).--ოთოჯი / მომწერე 16:01, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სანამ თარგია, ხომ იცი წესები გვიკრძალავენ. :) მაშინ იგივე ქვეთავში ერთსაც ჩავასწორებ და წითელი ბმულიც აღარ გვექნება. მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 16:02, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
როცა გინდა მაშინ ჩაასწორე. არაა პრობლემა :)--ოთოჯი / მომწერე 16:10, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

Districts Of East Timor

რედაქტირება

Hello Laba 1977! Congratulation for your work to create articles about districts of East Timor. A little at advice: At the National Statistics Office of East Timor are the results of 2010 census available. German Wikipedia has further informations about every district, the references are mostly in English. Greetings, --J. Patrick Fischer განხილვაწვლილი 18:01, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

Ok. I understand! --ჯაბა ლაბაძე 18:05, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ვერ გავერკვიე

რედაქტირება

ვერაფრით მივხვი რა მოხდა   --მიხეილ მიწერა 10:42, 28 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

„რა და შენს ადმინისტრაციულ უფლებებს გადააჭარბე.“       არაფერია, ხდება ხოლმე მეც შამემთხვა მასეთი ამას წინათ. --ჯაბა ლაბაძე 10:45, 28 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მე როგორც დავაკვირდი, მასე ხდება, როცა ორი მომხმარებელი ერთსა და იმავე ტექსტს წერს და ინახავს (არ აჩვენებს კონფლიქტს, რადგან ერთმაც და მეორემაც იდენტური ტექსტი შეინახეთ: {{გამარჯობა}} ~~~~, თუმცა შედეგი განსხვავებული მოგცათ ხელმოწერების გამო). ამაზე ჯერ კიდევ მე და Unmerklich-ს გვქონდა სჯა-ბაასი დიდი ხნის წინათ; ასე რომ, ეგ პრობლემა კაი ხნის ამბავია   (თუმცა ამას წინათ ძრავის ცვლილებას ვაბრალებდი, ჩემი და მეროს შემთხვევა აღარ მახსოვდა). Deu. 11:59, 28 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ოლიმპიური თამაშები

რედაქტირება

ჯაბა ეს ოლიმპიური თამაშების სტატიები ბოტით შევქმენი და ბევრი რაღაც შესასწორებელია, რასაც თანდათანობით ვასწორებ--დათო1010   17:14, 1 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კი ბატონო გასაგებია, მაგრამ რომ შეგიმსუბუქო საქმე შიგადაშიგ საწყენი ხომ არააა? :) --ჯაბა ლაბაძე 03:10, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა არა  --დათო1010   07:01, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

წაბლოვანა

რედაქტირება

გამორჯობა ჯაბა,

აქ კი წერია რომ წაბლოვანა ეკუთნის ცოცხნარის ტერიტორიული ორგანო. მაგრამ შეიძლება ორივე არსებობს ცოცხნარის თემი და ცოცხნარის ტერიტორიული ორგანო? Geagea განხილვაწვლილი 10:13, 16 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ისევ კიდე. აქ კი წერია რომ სოფელი ალავერდი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) არის ოჟიოს ტერიტორიული ორგანოში მაგრამ აქ კი წერია ოჟიოს თემი. აგერ კიდე ოფიცალური დოკუმენტი (აქ). Geagea განხილვაწვლილი 10:59, 16 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ამ საკითხზე იყო დიდი განხილვა, სადაც მე მომხრე ვიყავი დაწერილიყო ტერიტორიული ორგანო, მაგრამ ვიკიპედიელთა უმრავლესობამ გადაწყვიტა რომ წერებულიყო თემი. მეც ვასრულებ უმრავლესობის გადაწყვეტილებას. იმედია აგიხსნიან რატომ გადაწყვიტეს ასე. --ჯაბა ლაბაძე 14:09, 16 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გავიგა. მადლობთ ახნაზე. ნუ ახლა რაფერ გავარკვიო რომელი რომელია :) თელი განხილვა არ წამიკითხია მაგრამ ჩემი გაგებით ვიკიპედიაში უნდა იყოს ახსნა რას ნიშნამე ყველა ფორმაცია - თემი, ტ.ორგანო და საკრებულო. დაწერა თემი სადაც ტ.ორგანო არის იქნება შეცდომა (სწორია?) უფრო სწორი იქნება რო არ დაიწროს არაფერი. Geagea განხილვაწვლილი 15:02, 16 მაისი 2012 (UTC)პასუხი

4 წელი

რედაქტირება

გილოცავ ჯაბა, უკვე 4 წელია ვიკის ეხმარები, წარმატებებს გისურვებ. იმედია დაუბრუნდები აქტიურ ვიკიპედიას.--Γεώργιος 15:13, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა გიო, მე ნაკლებად მგონია აქტიურობის იმ დონეს მივაღწიო რაც ოდესღაც მქონდა, მაგრამ მიხარია, რომ შენნაირ "ვიკიპედიით დაინფიცირებულებს" ვტოვებ კარგი საქმეების საკეთებლად. --ჯაბა ლაბაძე 15:17, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
მეც გილოცავ ჯაბა. კიდევ არაერთი წელი გაგეტარებინოს ვიკიპედიაში. წარმატებები--ოთოჯი / მომწერე 17:56, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გმადლობ ოთო :) --ჯაბა ლაბაძე 17:57, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავ ჯაბა. --მიხეილ მიწერა 18:21, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გმადლობ. მიშა. :)--ჯაბა ლაბაძე 18:23, 11 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

შესრულდა, + ამას აქ პატარა სიურპრიზია დატოვებული - <gadget-refmin>.--Melberg; 14:16, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა თარგიში შეტანილი ცვლილებისათვის, ვიცოდი ეს შენთვის პრობლემა არ იქნებოდა. ანუ სწორად ჩამომიყალიბებია ჩემი აზრი. რაც შეეხება სიურპრიზს კი ჩავრთე მაგრამ ჯერ განსხვავებას ვერ ვპოულობ (ქეშიც გავწმინდე). თუმცა დარწმუნებული ვარ კარგი იქნება. :) --ჯაბა ლაბაძე 15:15, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
აუცილებლად სტატიის რედაქტირებაში უნდა იყოთ (თუ არ ჩაირთო, მაშინ ცოტაოდენი დაიცადეთ).--Melberg; 15:22, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

თარგის აღმნიშვნელი ხატულა დაემატა, მაგრამ თარიღს არ აჩვენებს რედაქტირების შემდეგ. იხ. მიხო მოსულიშვილი#ბიოგრაფია.--ჯაბა ლაბაძე 16:40, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

თარიღი ჩნდება 15 დღის შემდეგ (როდესაც უკვე შეიძლება წაშლა).--Melberg; 16:50, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა გიორგი გაიხარე. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: დიდი აურზაური არ მოყვება თუნდაც ჩემს მიერ მითითებულ სტატიაში მონიშნული ტექსტის წაშლას? თუ მოყვება (უფრო სწორად რომ მოყვება) რით ვიმართლოთ თავი, სად წერია 15-დღიან ვადასთან დაკავშირებით? --ჯაბა ლაბაძე 17:06, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ჩვენთან თუ წერია, აზრზე არ ვარ. ინგლისურში და რუსულში კონსენსუსია 14 დღიან ვადაზე. ქართულში წაშლამდე, მემგონი, ჯობია ჯერ ფორუმზე განიხილოს ეს საკითხი. ერთადერთი გამონაკლისია ცოცხალი პიროვნებების ბიოგრაფიები - ამაზე არსებობს ჯიმბოს და ფონდის გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად ამჟამად ცოცხალი პიროვნებების შესახებ ინფორმაციის არ ქონა ჯობია არაზუსტ ინფორმაციას. გავიმეორებ, რომ წაშლამდე ამ საკითხის გარკვევა აჯობებს ფორუმზე (სავსებით შესაძლებელია, რომ ამგვარი წესი ჩვენთან მოქმედებს, მაგრამ მიღებული ჩემი ნაკლებად აქტიურობის პერიოდში).--Melberg; 17:18, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სრულიდ გეთანხმები და მალევე დავაყენებ მაგ საკითხს ფორუმში. --ჯაბა ლაბაძე 17:36, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

თუმცა მანამდე გთხოვ ინგლისური და რუსული ბმულები მომცე აღნიშნული კონსესუსისა. --ჯაბა ლაბაძე 20:05, 25 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

Удалять сомнительную информацию (без достоверных источников)...если на шаблон нет источника не было реакции в течение как минимум двух недель. двух недель=14 დღე.--Melberg; 04:42, 26 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 04:44, 26 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

  • [2] Where there is some uncertainty about its accuracy, most editors are willing to wait about a month to see whether a citation can be provided.

=1 თვე.--Melberg; 04:44, 26 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ამ გვერდის ინგლისურენოვან ტექსტში არაფერი წერია მაგის შესახებ? თუ არ დამზარდები თვალი გადაავლე. --ჯაბა ლაბაძე 04:51, 26 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

არაფერია.--Melberg; 04:53, 26 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესი

რედაქტირება

პატივცემულო Jaba1977, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესის შემუშავებასა და მიღებაში. პატივისცემით, DelieveryBot 08:33, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

გიორგი ჯერ თარგმნე და მერე აუცილებლად განვიხილოთ. --ჯაბა ლაბაძე 09:24, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ხალხნო, თარგმნილია უკვე O_o. ფორუმზე დევს ლინკი პროექტზე - მთელი დილა ტყუილა ვიწვალე?! :) --Melberg; 09:26, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

უი მაპატიე, ვიღაც-ვიღაცეების ინტრიგების ხლართვის გამო არც კი გადამიხედავს ლინკისათვის. იმედია ზოგიერთ ადმინისტრატორს ამის მერე არ ეგონება მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ახლავე გადავხდედავ. --ჯაბა ლაბაძე 09:29, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ბრავო

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ბრავო ჯაბა, უბრალოდ ბრავო, ძლივს მიაგენი ჭეშმარიტებას! თურმე რამდენი რამის თქმა გსურდა და ამდენი ხანი პირში წყალი გქონდა ჩაგუბებული, აი ეს მომწონს,   ასე განაგრძე. ამის შემდეგ კი კაცობაზე მელაპარაკები, მაგრად გამაცინე, ხომ იცი   შენი განხილვის გვერდზე ჩემი ფეხი არ იქნება, რაც გინდა წერე და იკითხე მოცლილობის ჟამს, თუნდაც ამ წერილის პასუხად, ეჭვი არ შეგეპაროს, არც კი ვნახავ, რადგან შენი ახალი, ბრძნული „აღმოჩენების“ კითხვის სურვილი ოდნავაც არ მაქვს. ჩემს განხილვის გვერდს კი ძალიან გთხოვ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომართე. --მიხეილ მიწერა 09:03, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მელბერგ მართალი ხარ, მართლა ვაი (ოღონდ მე არა)      . --ჯაბა ლაბაძე 09:21, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კითხვა

რედაქტირება

როდესაც დაიწყება კენჭისყრა ეთიკის ნორმების მიღების შესახებ, იმავე გვერდზე ჩავატარებ გამოკითხვას {{ფაქტი}} დაკავშირებით. ხომ არ ხართ წინააღმდეგი?--Melberg; 14:29, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

არაა პრობლემა. :) --ჯაბა ლაბაძე 14:33, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა

რედაქტირება

სალამი ჯაბა, აქ შეიხედე. — BruTe () 14:49, 7 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ვუპასუხე მითითებული განხილვის გვერდზე. --ჯაბა ლაბაძე 15:01, 7 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

?

რედაქტირება

ჯაბა, მაქსიმალურად ვცდილობდი დისტანცირებასა და თქვენსა და მიშას საკითხში არ ჩარევას, მაგრამ ამგვარი კომენტარი უკვე მეტისმეტია. მე ძალიან კარგად მესმის როგორც თქვენი, ასევე მიშას პოზიცია, მაგრამ ამ კონფლიქტის ასე გამწვავება არც პროექტს და არც თითოეულ თქვენგანს არ წარადგენა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად აერიდოთ ერთმანეთს. ამაში ვგულისხმობ ერთმანეთის განხილვის გვერდებზე კომენტარების დატოვებისგან თავის შეკავებას უპირველეს ყოვლისა. მე იმედი მაქვს, რომ პირადი შეხვედრის დროს თქვენი ურთიერთობა გამოსწორდება. მანამდე კი ძალიან გთხოვთ ორივეს შეწყვიტოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, არ მისწეროთ ერთმანეთს განხილვის გვერდებზე და ნებისმიერ სხვა გვერდზე კონფრონტაციას თავი აარიდოთ.--Melberg; 18:23, 8 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გიორგი იცი რას გეტყვი შენი ამ კომენტარით მაგას ფრთებს შეუსხამ და უარესს გააკეთებს. ახლა მთავარი ეს ბოლო კამათი საიდან დაიწყო თუ იცი? როდეაც ასე დაუდევრად იტყუება რომ გადამოწმებულია, არადა საერთოდ არაა ქსე-ში ეს სტატია. როდესაც ასე აგდებულად გელაპარაკება (გადაამოწმე; შეგეძლო პირდაპირ მასე გექნა; მადლობა დარიგებისთვის. შენ მიხედე) და მერე კიდევ რეზიუმეში ადამიანს რომელმაც ქართულ ვიკიპედიაში ფაქტიურად იუნესკოს თემა ფეხზე დააყენა ასეთ შეურაცხმყოფელ რამეს ჩაუწერს და თან გაითვალისწინე ადმინისტრატორი და ბიუროკრატი, კიდევ მე მეუბნები ზედმეტია მაგ კომენტარის დაწერაო? ჰო კიდევ რომ წერ: მანამდე კი ძალიან გთხოვთ ორივეს შეწყვიტოთ ერთმანეთთან ურთიერთობა მეორეს სად სთხოვე? მან მითხრა შენს განხილვის გვერდზე არ შემოვიხედებიო. იმედია მასაც მისწერ. --ჯაბა ლაბაძე 18:56, 8 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

დიდგორობა

რედაქტირება

ჯაბა, ამ სტატიას გადახედეთ რა -> განხილვა:დიდგორობა. --Melberg; 16:49, 12 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ვუპასუხე მითითებულ განხილვის გვერდზე. --ჯაბა ლაბაძე 19:57, 12 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ზემო არანისი

რედაქტირება

ჯაბა სალამი. ე.ი. ამ სოფლის არსებობა არანაირად არ დასტურდება, ხო?. ქვემო არანისის გამო ვიკითხე--ოთოჯი / მომწერე 16:04, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

არანაირად ოთო. --ჯაბა ლაბაძე 16:04, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

  წაიშალა, მადლობთ--ოთოჯი / მომწერე 16:13, 17 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

რედაქტირება

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:52, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ მონაწილეობას ვერ მივიღებ. --ჯაბა ლაბაძე 08:24, 1 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მმგ-ის შესაქმნელად

რედაქტირება

სალამი ჯაბა. მმ გვერდის შესაქმნელად წაშლა რა საჭიროა? შეგიძლია ამოშალო შიგთავსი და გადააკეთო მმ გვერდად :). რადგან ერთადერთი ავტორი ხარ და შენვე მოითხოვე წაშლა, შემიძლია მაგიტომ მაინც წავშალო, თუ აუცილებლობაა რამე :). Deu. 06:38, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სალამი დათო, არც ეგაა ჩემთვის პრობლემა, მაგრამ ადრე მასე გავაკეთე და შემისწორეს, მას მერე მასე ვაკეთებ ხოლმე. :) --ჯაბა ლაბაძე 11:00, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა:სინტ-მაარტენი

რედაქტირება

გამარჯობა ჯაბა

ეს ნახე თუ შეიძლება : განხილვა:სინტ-მაარტენი --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:42, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუპასუხე მითითებული განხილვის გვერდზე. --ჯაბა ლაბაძე 12:06, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მაშინ ალბათ შესაბამისად ცვლილება იქნება შესატანი "ნიდერლანდის პროვინციები"-ს თარგში, რადგან იქ "ფედერაციის სუბიექტები"-ში წერია: · სენ-მარტენი. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:19, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

პაატა როგორც ჩანს მაგ თარგში ჩემი შეცდომა გამოიწვია რუსულ ვიკიპედიაში ამ კუნძულის შესახებ არსებულმა ორმა სტატიამ ru:Сен-Мартен (остров) და ru:Синт-Мартен. ახლა უკვე ცხადია რომ ეს ორი სტატია ერთ კუნძულზეა და სათაურის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ ჩავასწორებ. --ჯაბა ლაბაძე 06:32, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არაა ერთი და იგივე ru:Сен-Мартен (остров) ესაა მთლიანად კუნძულის შესახებ სტატია, ხოლი : ru:Синт-Мартен მხოლოდ მისი ნაწილის, რომელიც ნიდერლადის მფლობელობაშია, მეორე ნაწილი საფრანგეთს ეკუთვნის და მას ru:Сен-Мартен (владение Франции) - ეს სტატია ეძღვნება --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:25, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კარგი. სათაური გაარკვიე და ცვლილებაც შეგიძლია შეიტანო თარგში ნიდერლანდის პროვინციები. :) --ჯაბა ლაბაძე 14:12, 11 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა:უსაინ ბოლტი

რედაქტირება

განხილვის გვერდზე დამაბრალეს ერთპიროვნულად საქმეთა გადაწყვეტა. საერთოდ, ყველა ვიკიპროექტში, სადაც მიმუშავია, მათ შორის ქართულ ვიკიპედიაში, მოქმედებდა ერთი პრინციპი: იყავი გაბედული! შეიცვალა რამე? :). გარდა ამისა, როცა საქმე სტატიის სათაურის შეცვლას ეხება და აშკარაა, რომ სახელი არასწორია და სამიზნო სახელიც ნათელია, სტატიის გადატანა განხილვის გარეშე რამე პრობლემას ქმნის? წინასწარი განხილვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა არ ვიცით, გადამისამართება საჭიროა თუ არა ან არ ვიცით, რომელი სათაური შევარჩიოთ ალტერნატიული ფორმებიდან; ხომ ასეა? :). და კიდევ, როცა გთხოვენ, რომ ვიკიპროექტის ფარგლებში შექმნილი სტატიების გერმანულენოვანი სათაურები შევამოწმო და გავასწორო, გადატანა აწ უკვე ერთპიროვნულ მოქმედებად ითვლება? მადლობა. Deu. 14:31, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

დათო მინდა დავიწყო იმით, რომ შენს კომპეტენციაში გერმენული ენის ამბავში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. ვინ ვინ და შენ ყველაზე უკეთ უნდა იცოდე რომ სათაურების გადატანის დროს მინიმუმ უნდა ვიკითხოთ, ანდა დავწეროთ რის საფუძველზე გადაგვაქვს. სხვას არაფერს არ გეტყვი, უბრალოდ გთხოვ არ გეწყინოს არაფერი. მეც და შენც ვიკიპედიის სასიკეთოდ ვიბრძვით. დღეს მე დაგაბრალებ ხვალ შენ და ასე ბრალდება-ბრალდებით ვიკიპედიის ხარისხს გავაუმჯობესებთ. წარმატებები, ვისურვებდი დიდხანს მემუშავა შენნაირ მომხმარბელთან. :) --ჯაბა ლაბაძე 14:39, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
კი ბატონო, ისურვე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :). მაგრამ ის, რომ გადატანისას უნდა ვიკითხო, არც ქართულ ვიკიპედიაში არ იყო აქამდე მასე და არც სხვაგან მითუმეტეს. უნდა ვიკითხოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა რაღაც გვეეჭვება, გვაქვს ეჭვი, რომ სათაური შეცდომითაა. ჩემს შემთხვევაში ეჭვი არ ყოფილა. Deu. 14:42, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

დათო ყველაფერი ქართულ ვიკიპედიაში არ წერია, ზოგიერთი რამე ერთმანეთის პატივისცემის მიზნით უნდა გავაკეთოთ. :)--ჯაბა ლაბაძე 14:45, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მითუმეტეს :). Deu. 14:49, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ასე რომ მთლად ქართულ ვიკიპედიას ნუ დაეყრდნობი ხოლმე. --ჯაბა ლაბაძე 14:51, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

არც დავყრდნობივარ. გერმანულ ვიკიპედიაში, რომ იცოდე, ჯერ გადატანა ხდება, მერე განხილვა ;). ერთპიროვნულობაზე იქ არავინ ლაპარაკობს, რადგან იქ - "იყავი გაბედული!" - ეს პრინციპი მუშაობს. და ყველაზე პედანტი საზოგადოებაც კი - გერმანელები - არ ამჟღავნებენ ზოგჯერ ისეთ პედანტობას, როგორსაც ჩვენ. ასე რომ, ჩვენზე წინწასულ ვიკიპედიებს რომ ვეყრდნობი, იმიტომ ვამბობ, რომ აშკარა შეცდომის გამოსწორება არცერთ ვიკიპედიაში არ საჭიროებს წინასწარ განხილვას. Deu. 14:54, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ეს საჭიროებდა წინასწარ განხილვას? :)--ჯაბა ლაბაძე 14:59, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

შეიძლება შენთვის არა :). ალბათ კარგად იცი პუნქტუაციის წესები. ნოდარმა ჩაამატა ეგ მძიმეები, მე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორად, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული და ვიკითხე ;). Deu. 15:03, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კაი დათო მოვრჩეთ და საქმეს მივხედოთ. წარმატებები. :) --ჯაბა ლაბაძე 15:05, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

0.K. :) Deu. 15:07, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მანუელ II

რედაქტირება

მმ გვერდის შექმნას რათ უნდა წაშლა? :) მგონი ადრეც გკითხე ეს და არ მახსოვს მაშინ რა ვქენით. Deu. 19:12, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

არ ვიცი არ მახსოვს არც მე. --ჯაბა ლაბაძე 19:16, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

მაშინ ახლა მიპასუხე, რა საჭიროა წაშლა? : )) მე ვერ ვიგებ. Deu. 19:19, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

არ მაქვს სურვილი. --ჯაბა ლაბაძე 19:21, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

რას ქვია კაცო? აი, ორი ქვეთავის ზემოთ. ადმინისტრატორს აშლევინებ გვერდს, რომელიც სხვისი შექმნილია. კრიტერიუმებში არაა ეს გათვალისწინებული. ზემოთ ქვეთავში გითხარი, რომ ამ გვერდს წავშლიდი იმიტომ, რომ ერთადერთი ავტორი იყავი, მაგრამ აქ ასე არ იყო საქმე და ამ წაშლით დაიკარგა ორი მომხმარებლის რედაქტირება. თუ რაიმე კონკრეტული სასარგებლო მიზანი არ გაქვს, არ ჯობია მომავალში წაშლის გარეშე შექმნა მმ გვერდები? თუ რამე მიზანია, რასაც მე ვერ ვიგებ, მაშინ გამაგებინე, რომ მეც მასე გავაკეთო ამის მერე... Deu. 19:26, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

დათო შემეშვი და რაც გინდა ის ქენი. ადმინისტრატორი ხარ, აღადგინე გვერდის ისტორია, დაისვენე და მეც დამასვენე. --ჯაბა ლაბაძე 19:29, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ერთი კითხვა კი გამიჩნდა მაგ კრიტერიუმებზე ზ7 - გვერდის შინაარსის გადატანის მიზნით რას ნიშნავს? --ჯაბა ლაბაძე 19:31, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ასეთი შემთხვევა: გვერდი იქმნება არასწორი სათაურით, რომელიც უნდა იქნას რა თქმა უნდა გადატანილი ახალ გვერდზე და არასწორი სათაური წაიშალოს, თუკი იგი გადამისამართებისათვისაც არაა ვარგისი. და მეორე შემთხვევა: იქმნება გვერდი, რომლის არსებობა ცალკე არაა მიზანშეწონილი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მისი შინაარსი იქნება რომელიმე ზოგადი სტატიის სექციაში. ასეთ შემთხვევაში ეს გვერდი იშლება, მისი შინაარსი და ისტორია კი გადაიტანება ზოგადი შინაარსის სტატიაში.
ეს არაა ჩვენი შემთხვევა. არა, ჯაბა, შეგეშვა და თავი დაგანებო, ეგ მარტივია, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ მომავალში მმ გვერდების შესაქმნელად აღარ წავშლით სტატიებს. თუ განსხვავებული აზრი გაქვს, თქვი, თუ არა და, შევთანხმდეთ, თორემ ეს პრობლემა ადრეც იყო, როგორც ჩანს და რომ მოგწერე, ამით არაფერი არ შეიცვალა და შეგეშვა და თავი დაგანებო, მაშინ მომავალში იგივე გვექნება განსახილველი :). შევთანხმდეთ? Deu. 19:46, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

თუკი წაშლა არ სჭირდება და ხვეწნა აღარ დამჭირდება, მაგას რა ჯობია დღეს საკმაოდ დრო დავხარჯე თქვენს ლოდინში. თუმცა მინდა ვთქვა რომ ეს არ დამსიზმრებია, როდესაც ვიკირედაქტორი გავხდი და ვიკიში მუშაობა ვისწავლე, ასე ვაკეთებდით, თუმცა მას მერე თუ ამ მხრივ რამე შეიცვალა საერთო გადაწყვეტილებით ნაღდად არ მახსოვს, თუ რა თქმა უნდა ეს ვინმეს სუბიექტური მოსაზრება არააა. ახლა დავამთავრე ნაღდად. --ჯაბა ლაბაძე 19:52, 20 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

სნოს ციხის სურათი

რედაქტირება

გამარჯობა ჯაბა, პირადულში ნუ მიიღებ. რადგან მე დიდი ხანია არ ვარ შემოსული ვიკიში მაინტერესებს სტატიებში სურათებს ქვევით ვუწერთ თუ ვისი შესრულებია ფოტო? ფაილის ჩატვირთვის დროს მითითება არ არის საკმარისი თუ რამე ახალი წესია მიღებული ჩემს არ ყოფნის დროს? მადლობა პასუხისთვის.--ცანგალა () 16:18, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ცანგალა წესი ჩვენი მიღებული არააა, მე ვიკისაწყობში ისეთი ლიცენზიით ვტვირთავ სურათებს რომ აუცილებელია სახელისა და გვარის მითითება. ადრე დათომაც (1010-მა) ამოშალა ყველა მასეთი წარწერა, მაგრამ შემდეგ ისევ აღადგინა, რადგან წესების დაცვით იყო შესრულებული. --ჯაბა ლაბაძე 16:41, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

აი იხილე ეს ისტორია.  :) --ჯაბა ლაბაძე 16:50, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

და ეს დათოს განხილვის გვერდის არქივიც იმედია ამომწურავად გიპასუხე. :) --ჯაბა ლაბაძე 16:54, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა პასუხისთვის. ისე მეც წაშლას ვაპირებდი რადგან ასეთი რამ არ შემხვედრია არც ერთ ვიკიში. რადგან თვით ფაილზე ხდება ამომწურავი აღწერა ავტორის მითითებით. კიდევ ერთხელ მადლობა პასუხისთვის.--ცანგალა () 17:02, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ, მაგ ინფორმაციას არავინ უყურებს. მქონდა კონკრეტული შემთხვევა. შარშან მეხუთე კლასის "ჩვენი საქართველოს" წიგნში გამოყენებული იყო ჩემი 2 ფოტო: ეს და ეს ფაილები, რა თქმა უნდა ავტორის მითითების გარეშე. მივმართე და რა მიპასუხეს იცი, ვერ გავარკვიეთ ვისი ფოტო იყოო. --ჯაბა ლაბაძე 17:32, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ხოდა პირადი ნამუშევრის მაგივრად დაგეწერა ჯაბა ლაბაძის ფოტო.--ცანგალა () 18:07, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ასე რომ წერია ხელი გეშლება რამეში? --ჯაბა ლაბაძე 18:25, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მე არ მეშლება ხელი არაფერში ვიკიპედიაში შეიძლება? შენ რატომ წერ რისთვის გჭირდება?--ცანგალა () 19:19, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

კარგია რომ არ გეშლება ხელი. გმადლობ და ნახვამდის. --ჯაბა ლაბაძე 19:27, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

რადგანაც პასუხი არ გამეცი რისთვის გჭირდება ე.ი. არ გჭირდება. წაიშლება და ნახვამდის.--ცანგალა () 06:09, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

პასუხი უკვე გაგეცი და ვერ გაიგე. დაგიკონკრეტებ: საავტორო უფლებების დასაცავად მჭირდება. ერთი კითხვა მაქვს რატომ დამტრიალებთ თავს ასე რა გინდათ? --ჯაბა ლაბაძე 09:41, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ru:Википедия:Иллюстрирование - სამწუხაროდ ქართულად ვერ ვნახე. თავს კი არ დაგტრიალებ - რეკლამას ნუ აკეთებ სტატიაში. საკმარისია ავტორის მითითება ფაილზე. მარტო შენი კი არა არამედ ყველა წაიშლება.--ცანგალა () 09:50, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

პ.ს. მედიაფაილების თავისუფალი საცავში არავინ არ შედის და არავინ კითხულობს ვისი სურათია. მედიასაცავში არ შედის ისეთი საიტის ადმინისტრატორიც, როგორიც dzeglebi.com-ია, ამასწინათ მათაც გამოიყენეს ჩემი სურათები და საავტორო უფლებების შეხსენების შემდეგ მიუთითეს ცემი სახელი და გვარი. ასე რომ სახელის და გვარის მითითება საავტორო უფლებების დასაცავად ნამდვილად საჭიროა. --ჯაბა ლაბაძე 09:51, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

წაიშლება ნამდვილად არ შეეფერება ვიკიპედიას. ამაზე იყო განხილვა და ერთიდაიგივეს თავიდან ნუ აბრუნებ. რევანშს იღებ ჩემი მოცემული გაფრთხილებისათვის. გაიტანე ეგ საკითხი ფორუმში და რასაც გადაწყვეტს ქართული ვიკისაზოგადოება იმას დავემორჩილები. ერთის ახირებას ნამდვილად ვერ გადავაყოლებ ჩემს საქმიანობას. მანამდე ძალიან გთხოვ თავი შეიკავო წაშლისაგან. --ჯაბა ლაბაძე 09:54, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

განხილვა იყო გადაწყვეტილება კი არა. მანახე სად გადაწყვიტა ვიკიპედიის მომხმარებლებმა და უკან დავაბრუნებ ყველას.--ცანგალა () 09:58, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

დიახ განხილვა იყო და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, მანამდე კი კარგად იცი რომ არ უნდა წაშალოს. გაიხსენე განხილვა:მატნის ცხრაკარას მონასტერი. --ჯაბა ლაბაძე 10:00, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ცანგალა, მაგ მითითებულ გვერდზე რამე წერია ასეთი შემთხვევის შესახებ? წერია, რომ ფოტოს ცალკეული გამოყენებისას არ შეიძლება ავტორის მითითება და საკმარისია ფაილის აღწერის გვერდზე მითითება? ეს სხვათა შორის გასარკვევია. თუკი მასე წერია სადმე, გამოდის, რომ ავტორს ვზღუდავთ და ვეუბნებით: ჩვენთან ფაილის ატვირთვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დათანხმდები ვიკიპედიის სტატიაში მის გამოყენებას ავტორის მიუთითებლად. მე ასეთი რამე არ წამიკითხავს და თავს ვერ დავდებ, მაგრამ ადრეც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ფაილის ავტორის სრული უფლებაა, ფაილი იმ მოთხოვნით გამოაქვეყნოს, რომ მისი ყოველი ცალკეული გამოყენებისას მითითებული იქნება ავტორის სახელი — ავტორს ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საკუთარი ნამუშევრის ავტორობაზე უფლების დაცვაზე — თუ მას ასე სურს დაიცვას საავტორო უფლება, დაე იყოს ასე; კითხვა „რატომ“ აქ აბსოლუტურად ზედმეტია. Deu. 10:05, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

სურათების ატვირთვა ვიკისაწყობში

რედაქტირება

გამარჯობა, შეგიძლია რომ ეს სურათები commons-ზე ატვირთო? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:14, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეხმარები, flickr-იდან სურათები არასოდეს არ ამიტვირთავს და არც კი ვიცი რა ლიცენზია მივუთითო. --ჯაბა ლაბაძე 17:18, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
რომ გითხრა როგორ ატვირთო მაინც ვერ ატვირთავ? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:36, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მაპატიეთ ვერ დაგეხმარებით. --ჯაბა ლაბაძე 17:38, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვის მივმართო მაშინ იქნებ მითხრა? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:41, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

არ ვიცი. --ჯაბა ლაბაძე 17:51, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავთ

რედაქტირება

გილოცავ ჯაბა დაბადების დღეს! მრავალს დაესწარი ოჯახთან ერთად. წინსვლასა და წარმატებებს გისურვებ! — მიხეილ მიწერა 20:45, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვას, გილოცავ ჯაბა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ და სულ წარმატებებს შენს ცხოვრებაში.--გიორგი / მომწერე 20:47, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ჯაბა მეც გილოცავ დაბადების დღეს!!! გისურვებ ცხოვრებაში ყოველივე კარგს და ბევრ წარმატებებს--დათო1010   20:49, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
გილოცავ, ჯაბა! იხარე და იდღეგრძელე ორსავ სოფელსა შინა შენ ოჯახთან და საყვარელ ხალხთან ერთად... :) — GIO→13  21:09, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
გილოცავ ჯაბა დაბადების დღეს! საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში და მათ შორის ვიკი საქმიანობაში. საუკეთესო სურვილებით,--ოთოჯი / მომწერე 22:20, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
გილოცავ ჯაბა, მრავალს დაესწარი შენს ოჯახთან ერთად! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! – BruTe () 22:24, 22 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ! --ჯაბა ლაბაძე 04:41, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მეც გილოცავ, საუკეთესო სურვილებით! (დაგვიანებით? :)). Deu. 04:48, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა დეუ. არა დაგვიანებით არააა. :) --ჯაბა ლაბაძე 05:05, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მეც ვუერთდები მილოცვებს. გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას, როგორც რეალურ, ასევე ვიკი-საქმიანობაში. — G.G. 06:30, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა გიორგი. --ჯაბა ლაბაძე 07:01, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გილოცავ ჯაბა, იხარე ოჯახთან ერთად, წარმატებებს გისურვებ!--ოდაბადე (მიწერა) 08:00, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჯაბა, გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერად და ჯანმრთელად ყოფნას შენს ოჯახთან (განსაკუთრებით, პატარასთან) და მეგობრებთან ერთად   Nodar Kherkheulidze განხილვა 08:19, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ბიჭებო! --ჯაბა ლაბაძე 09:07, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვებს და აქვე ვღებულობ მადლობასაც :)--ცანგალა () 15:01, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე ცანგალა, დიდი მადლობაააა. :))) --ჯაბა ლაბაძე 15:09, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუერთდები მილოცვებს - happy birthday :)--Melberg; 15:30, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა გიორგი. --ჯაბა ლაბაძე 17:16, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ჯაბა, გილოცავ და ბედნიერება და წინსვლა არ მოგკლებოდეს   --H.McC. (მომწერეთ) 17:21, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ჰენრი, გაიხარე! --ჯაბა ლაბაძე 17:25, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

კომენტარი

რედაქტირება
სალამი ჯაბა. ეს კომენტარი შენს მიმართ არ იყო დაწერილი თავისთავად  , Medgeorgia განხილვას როდესაც გავეცანი მის გასაგებად ჩავწერე ეს კომენტარი, რათა ენახე მას რომ არ არის საჭირო ამ საკითხის გართულება (ხომ ნახე რამხელა გნახილვა მოჰყვა ამას).  კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შენ მისამართით არ იყო ეს კომენტარი დაწერილი --ოთოჯი / მომწერე 18:46, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ოთო გასაგებია, დღეს ძირეულად ვერ ვადევნებ თვალს ვიკიპედიას, უეცრად შემოვარდები, რაღაცას გადავხედავ მერე ისევ გავალ. მაპატიე თუ რამე არაკორექტულად და ცუდ ტონში დავწერე. ისე განხილვაში შეკითხვაზე რას ფიქრობ? --ჯაბა ლაბაძე 19:00, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

პირიქით მე ვიგრძენი თავი უხერხულად. (ამიტომ მოგწერე) :). კი უნდა წინ უადი. ქსე-ში ჩავიხედე და იქვე მე-10 ტომში არი მაგ., სტატია უადი-ელ-არაბა (ხეობა-გრაბენი), უადი-ელ-ნატრუნი (ღრმული და ხევები), რაც მეტყველებს იმაზე, რომ წინ უადი იხმარება. ან ვთქვათ უადი-ჰამამატი, მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს უადი.--ოთოჯი / მომწერე 19:25, 23 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

კარგი ოთო. მაშინ უნდა დავუწეროთ ჩვენც.--ჯაბა ლაბაძე 04:14, 24 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

Jaba1977/არქივი 12-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.