აგა (ლათ. Rhinella marinus) — ცხოველი გომბეშოსებრთა ოჯახისა. გამოირჩევა დიდი ზომით (25 სმ). აქვს თვალბედისზედა ძვლოვანი ქედები და ყბა-ყურის დიდი ჯირკვლები. კანის ჯირკვლების გამონაყოფი შხამიანია. გვხვდება სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. იკვებება მწერებით, მოლუსკებითა და სხვა პატარა ცხოველებით. აშენებენ შაქრის ლერწმის მავნებლების მოსასპობად.

აგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  უკუდო ამფიბიები
ოჯახი:  გომბეშოსებრნი
გვარი:  Rhinella
სახეობა:  აგა
ლათინური სახელი
Rhinella marinus
Bufo marinus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41065

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგა&oldid=3989281“-დან