გომბეშოსებრნი (ლათ. Bufonidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე. ცხოვრობენ ოკეანურ კუნძულებზეც. ცნობილია 1200-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გაერთიანებული არიან 7 ქვეოჯახში: ავსტრალიური გომბეშოები (Criniinae), მთისა (Heleophryninae), თითფაროსანნი (Elosinae), სამხრეთ-ამერიკულნი (Preudinae), ცხვირა (Rhynophryninae), სტვენია (Leptodactylinae) და საკუთრივ გომბეშოები (Bufoninae).

გომბეშოსებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bufonidae

ყველაზე პრიმიტიული არიან ავსტრალიური გომბეშოები, რომლებსაც ქორდის ნაშთები აქვთ შერჩენილი. საკუთრივ გომბეშოებს კბილები არა აქვთ. გავრცელებული არიან ფართოდ. მათი 6 გვარიდან ყველაზე პრიმიტიულია ცოცხლადმშობი ნექტოფრინა (Nectophrynoides), ყველაზე გავრცელებული კი — გომბეშო (Bufo). საქართველოშიც არის გავრცელებული. გომბეშოსებრი სპობენ ბაღ-ბოსტნების მავნებელ მწერებს და ამით დიდი სარგებლობა მოაქვთ. მათი კანის ჯირკვლების გამონაყოფი შხამიანი ნივთიერება სასიკვდილოა ზოგიერთი ცხოველისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება