განხილვა:უსაინ ბოლტი
ამ სტატიის სათაური უნდა იყოს უსეინ ბოლტი და არა — უსაინ ბოლტი. აი ტრანსკლიფცია ამ სახელისა: /ˈjuːseɪn/ --ხაშურელი განხილვაწვლილი 12:20, 21 აგვისტო 2012 (UTC)
გთხოვთ, განიხილოთ ამ სტატიის სათაური. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. მისი სახელი არის უსეინი და არა — უსაინი.--ხაშურელი განხილვაწვლილი 07:06, 13 სექტემბერი 2012 (UTC)
- თორნიკე თუ 3 დღის მანძილზე არავინ არაფერი დაწერა ე. ი. სათაური შენი შეხედულებისამებრ უნდა გადაიტანო. :)--ჯაბა ლაბაძე 07:08, 13 სექტემბერი 2012 (UTC)
- სამი დღის განმავლობაში არავინ დაწერა და ერთპიროვნულად გადავწყვიტეთ — ეს წესი არ მოქმედებს ქართულ ვიკიპედიაში. გადავხედე საერთაშორისო ტრანსკრიფციას, ასევე ლათინურისაგან განსხვავებული დამწერლობების მქონე ენებს და რომლის კითხვაც ვიცი, ყველას აქვს იუსეინ (يوسين, یووسێن, Γιουσέιν, اوسین, יוסיין, Јусејн, Юсейн), მხოლოდ უკრაინელებს, რუსებსა და ბელარუსებს აქვთ უსეინ (Усейн). არცერთ შემთხვევაში არაა უსაინ; IPA ტრანსკრიფციაც გვეუბნება, რომ ეს არის იუსეინი (ˈjuːseɪn). მე ვფიქრობ, უნდა იყოს იუსეინი. Deu. 07:21, 13 სექტემბერი 2012 (UTC)
სამწუხაროდ ერთპიროვნულად, დაუკითხავად გადატანილი გვერდებიც მინახავს. :) აქ კი ერთპიროვნულად არავინ არ აპირებდა გადატანას, მომხმარებელმა ორჯერ იკითხა. ჩემი კომენტარიც იმ მიზანს ემსახურებოდა რომ ამეყოლიებინეთ განხილვაში და სწორ გადაწყვეტილებამდე მივსულიყავით. ასე რომ შენ „წამოეგე“ (კარგი გაგებით) ამ ანკესს და ჩემი აზრით სწორი ვერსიაც შემოგვთავაზე. მადლობა დეუს. :) --ჯაბა ლაბაძე 14:20, 13 სექტემბერი 2012 (UTC)
- არაფრის. Deu. 14:25, 13 სექტემბერი 2012 (UTC)