მომხმარებლის განხილვა:Island/არქივი 13

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში ბეტა

შეტყობინება

სალამი, ისლანდ, monobook.js-ის კოდები გადავიდა კონფიგურაციაში. მონობუკის ხელით რედაქტირება აღარ არის საჭირო. საჭირო ფუნქციების არჩევა შეგიძლია კონფიგურაციაში "Gadget" ველში.--გიორგი, 17:33, 24 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიშვებულება

უკაცრავად, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც აქ არ გამოვჩენილვარ. მალე დავბრუნდები. - Island 19:43, 24 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

მიშველე ისლანდ. Jaba1977 უღირსად მოიქცა!!!

მოემზადეთ ჩემი გრძელი საჩივრის წასაკითხად. საქმე ისაა, რომ მომხმარებელი Jaba1977 ძალიან ცუდად (ეს კიდევ რბილი ნათქვამია) იქცევა! მე, დაურეგისტრირებელი მომხმ. 89.232.20.198 დამბლოკა!!! მაგრამ, კიდევ რომ დამბლოკოს, მაინც ვერ გადაურჩება ამ ‘’’სამარცხვინო წერილის’’’ საჯაროდ გამოქვეყნებას! თუ საჭირო გახდება, კიდევ არაერთხელ გავიმეორებ ამას.

ახლა მოკლედ გაგაცნობთ საქმის ვითარებას.

აქვე იმასაც გირჩევთ, რომ ნელ-ნელა წაიკითხეთ ეს წერილი, თან, პარალელურად გადაამოწმეთ, სადმე ტყუილი ვიკადრე, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა. ამის შესაძლებლობას ხომ მაინც იძლევა ვიკიპედია.

ვიწყებ თხრობას.

მას შემდგომ, რაც წავიკითხე სტატია შტორმზე, მართალი გითხრათ, აღტაცებული არ დავრჩი, რადგან შეცდომებით (სტილი, მართლწერა და ა.შ.) იყო გატენილი. რადგანაც ძლიერ მომწონს აღნიშნული პერსონაჟი, გადავწყვიტე დავხმარებოდი ვიკის და სტატია გამეუმჯობესებინა და ეს გავაკეთე კიდეც. მგონი, ჩინებული სტატია გამომივიდა. ყველა წესი დავიცავი, ვიკიფიცირებაზე და ა.შ. ლაპარაკი ზედმეტია.

სტატია ძალიან კარგი გამოვიდა. მაგრამ... მას შემდეგ, რაც "გვერდის შენახვას" დავაჭირე ხელი, აღფრთოვანებულმა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ნაშრომს და "ბოლო ცვლილებებში" შევიხედე, რას ვხედავ... იგი უკვე გაუქმებულია... მომხ:Jaba1977-ის მიერ ძველი (შეცდომებით გატენილი და არასრული) ვერსიაა აღდგენილი, თანაც ჩემს პირად გვერდზე დიდი გაფრთხილებაა დაწერილი, ვანდალი ხარო მწერს (აგერ, ნახეთ: მომხმარებლის განხილვა:89.232.20.198). რაღა მექნა... მივწერე, რომ უსამართლოდ მომექცა... უყურადღებობით მოიქეცი-მეთქი ვუთხარი. მან კი აქეთ მომწერა - შენ თვითონ არ იცი წესებიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეც საკადრისი პასუხი გავეცი, (თანაც ძლიერ გავბრაზდი, აქეთ მეჩხუბა...) და უამრავჯერ აღვნიშნე, თუ რა უყურადღებოდ მოიქცა იგი (ჯერ უყურადღებოდ, მერე უღირსადაც კი).

ვიმეორებ, სტატია არც კი გადაიკითხა, ისე წამიშალა. რა ცვლილებები შევიტანე შიგ, არც კი უნახავს, ალბათ, ზომას შეხედა მხოლოდ, ან რამეს შეხედა საერთოდ?! ფაქტია ის, რომ რამდენიმე წუთში ჩემი ნაშრომი უკვალოდ გაქრა. ჰოდა, მას შემდგომ, რაც შენიშვნები დავუწერე პირად გვერდზე რას ვხედავ, ისინიც აღარაა, წაშლილია უკლებლივ ყველა.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ ინციდენტს ასე საჯაროდ არ გამოვიტანდი რომ არა მომხ:Jaba1977-ის ასეთი უტიფრობა! ალბათ, იფიქრა - მაინც ვერ მიხვდება, მე კიდევ მშრალად გამოვალო, თანაც ჩემთან საკამათოდ დროც არ აქვსო. მაგრამ, ვაი, რომ არაა ასე!

მოგვიანებით (რამდენიმე წუთის შემდგომ, თუ არა და თავად გადაამოწმეთ) შევდივარ "ბოლო ცვლილებებში" და რას ვხედავ... ვინმე მომხ:62.168.167.173-მა (დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა), რომელსაც "წვლილის ფურცელი" ცარიელი აქვს, Jaba1977-ის გვერდიდან წაშალა მხოლოდ და მხოლოდ!!!! ჩემი კომენტარები... რამდენიმე წუთში, მომხ:Jaba1977 მასაც (ანუ 62.168.167.173-საც) შენიშვნას აძლევს, მაგრამ წაშლილ შენიშვნებს (რასაც ქვევით თავად წაგაკითხებთ) არ აღადგენს. ეს რას ნიშნავს???

რადგან არ სურს ის, რომ თავის გვერდზე ეს სამართლიანი შენიშვნები ეწეროს, უარესს მიიღებს... ჯერ აქ დავწერ, (მერე მის გვერდზე) და თუ საჭირო გახდება, ყველა ადმინისტატორსაც შევატყობინებ.

აი ჩვენი დიალოგი:

მას შემდგომ, რაც "გვერდის შენახვას" ვაჭერ ხელს, სულ რაღაც რამდენიმე წუთში, მომხ:Jaba1977 ჩემ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აუქმებს და მწერს:

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

ჯაბა ლაბაძე () 13:01, 21 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მისი განხილვის გვერდზე, გაბრაზებული, ამგვარი რამეს ვწერ:

აი მე თვითონ მაქვს თქვენთვის შენიშვნა მოსაცემი! ამდენი ხნის მომხმარებელი ბრძანდებით და გაფრთხილება ისე მომეცით, რომ ჩემი ნამუშევრისთვის თვალიც კი არ შეგივლიათ. ასე არ შეიძლება, არც კი გადაგიხედავთ რა მოხდა, არც კი შეგიხედავთ, უკვე შენიშვნას მაძლევთ!!! ასე ექცევით დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს? ის სტატია გაუმართავი ქართულით იყო ნაწერი, ბევრი შეცდომით დახუნძლული, მე დავხვეწე და საკმაოდ კარგი გამომივიდა, თქვენი საქციელით კიდევ წყალში ჩამიყარეთ შრომა. აღადგინეთ ჩემი ვარიანტი, თორემ გიჩივლებთ უყურადღებობისთვის. — 89.232.20.198 13:11, 21 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

პასუხად მწერს:

რომ მოგწერე გაეცანი ვიკიპედიის წესებს მეთქი და არც კი შეიფერთხე ყურები, მაშინ არ იყო შენი მხრიდან უყურადღებობა. გიმეორებ კიდევ ერთხელ გაეცანი ვიკიპედიის წესებს დარეგისტრირდი და მერე იწვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბლოკები. გმადლობთ. — ჯაბა ლაბაძე () 13:21, 21 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

მე ვწერ:

ჰო, დრო რომ მქონდეს, კარგ შენიშვნასაც გაირტყამდი ამგვარი უყურადღებობისთვის, მარა არ მაქვს შენთან საკამათოდ დრო. ახლა მივხედავ სტატიას და მერე შეაფასე, რადგან მხოლოდ მოცულობა და სურათებია შენთვის მნიშვნელოვანი და სხვა არაფერი, არც კი კითხულობ, არც კი კითხულობ!!!!!! მეტი რაღა გითხრა, არც კი კითხულობ. — 89.232.20.198 13:29, 21 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

და სულ რამდენიმე წუთში, ვიიღაც იდუმალი მომხ:62.168.167.173 Jaba1977-ის განხილვის გვერდიდან შლის მხოლოდ ამ შენიშვნებს. რა ხდება? ნუთუ სტატიის გაუმჯობესება წესების დარღვევაა, თანაც იმ სტატიის, რაც რჩეულად დაგისახელებიათ, რა ხდება ამიხსნით?

კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ჩემმა სტატიამ, როგორც ჩანს, თავისი მოცულობით ვერ დააკმაყოფილა user:Jaba1977, (თუმცა კარგი ზომისა კი იყო) მაგრამ, განა მოცულობა უფრო მთავარია, ვიდრე შინაარსი და სტატიის გამართულობის ხარისხი? ამიხსენით... თანაც ეგრევე რომ მიშლი ნაშრომს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იქნებ კიდევ ვაპირებ განვრცობას?

მე ერთს ვითხოვ, კარგად გადაამოწმეთ ყველაფერი, (ამის საშუალებას ვიკიპედია იძლევა!) კარგად შეისწავლეთ user:Jaba1977 საქციელი!

აგერ უკვე 1 სთ-ზე მეტი გავიდა და Jaba1977-ს ჯერ კიდევ არ აღუდგენია ის, რაც ვინმე მომხ:62.168.167.173-მა წაუშალა, ანუ ჩემი შენიშვნები. მერწმუნეთ, არც აღადგენს არასდროს, მე კიდევ დამბლოკა! მე კიდევ შემოვალ აქ. ველი სწრაფ რეაქციებს. მადლობა.

პ.ს. იმედია არც Jaba1977 და არც მომხ:62.168.167.173 (თუ ეს ორი სხვადასხვა ვინმეა) არ წაშლიან ამ ჩემს პოსტს/საჩივარს, მაგრამ თუ ეს მოხდება, აღვადგენ ყველაფერს უკლებლივ! ეს მაინც არაა რთული. საქმეს ნუ გაიფუჭებთ.

Jaba1977-მა უსირცხვილოდ დამბლოკა!!! სასწრაფოდ მომხსენით ბლოკი. მე არაფერი დამიშავებია, ნამდვილი ბოროტმოქმედი ისაა. ისე, ახლა ყველაფერი უფრო საინტერესო გახდა, თანაც უფრო დიდი მიზეზი მომეცა, თქვენი დასჯა მოვითხოვო ბ-ნო ჯაბა. როგორი სუსტი სვლა იყო =/ რა გეგონათ ჰა? — Revenge time 15:48, 21 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი


Support?

could you support this? [[1]] — Dacxiri (განხილვა) 23:59, 26 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი

რა კარგია რომ დაბრუნდი :)— Gaeser განხილვაწვლილი 14:50, 15 მარტი 2010 (UTC)პასუხი
გამარჯობა. დავბრუნდი, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან აქტიური ვერ ვიქნები. - Island განხილვაწვლილი 02:34, 16 მარტი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებლის ანგარიშ(ებ)ის გაუქმება / პაროლის აღდგენა

2007-2008 წელს დავარეგისტრირე მომხმარებლის ანგარიში ვიკიპედიაზე, სახელით Gearge. სამწუხაროდ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პაროლი დამავიწყდა, მის აღდგენას კი ვერ შევძლებ, რადგან საფოსტო სერვისი რომელიც რეგისტრაციისას გამოვიყენე (bugmenot.com-ის დროებითი საფოსტო ყუთი, რომელიც არ საჭიროებდა რეგისტრაციას და წერილებს მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახავდა), გაუქმებულია. რადგან წელიწადზე მეტი იქნება (თუ არა ორი და შესაძლოა მეტიც) რაც საერთოდ არ/ვერ შემოვსულვარ, გთხოვდით გააუქმოთ ჩემი ანგარიში, ან დამეხმაროთ პაროლის აღდგენაში - რაც რათქმაუნდა უკეთესი იქნებოდა.

განახლება! როგორც ადმინისტრატორმა Zangala გამახსენა, არსებობს სამი მომხმარებელი: Gear (შექმნილია 20 თებერვალი 2008 18:35-ში), Gearge (შექმნილია 30 იანვარი 2008 17:45-ში) და Gearge LTS (შექმნილია 5 თებერვალი 2008 23:49-ში).

სამივე ჩემ მიერ არის შექმნილი. სასურველი იქნებოდა ანგარიშები Gearge LTS და Gear წაშლილიყო ვიკიპედიას სერვერებიდან, მათი რუდიმენტულობის გამო; ხოლო Gearge -ს პაროლის აღდგენის საშუალება მომცემოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაე გაუქმდეს ყველა.

წინასწარ გიხდით მადლობას.

გამარჯობა. მომხმარებლის ანგარიში, როგორც წესი, არ უქმდება (იხ. en:Wikipedia:Username policy#Deleting an account, ru:Википедия:Имена участников#Удаление вашей учётной записи). უბრალოდ დატოვეთ. - Island განხილვაწვლილი 01:09, 21 მარტი 2010 (UTC)პასუხი
გამარჯობა Island. როგორც წესებიდან ამოვიკითხე, თქვენ შეგიძლიათ გადაარქვათ მომხმარებლის ანგარიშს სახელი. ეს ნიშნავს, რომ საწყისი სახელი ვაკანტური გახდება? თუ ასეა, გთხოვდით გადაარქვათ სახელი მომხმარებელს Gearge. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.72.236.128 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
მომხმარებლის სახელის შეცვლა ადმინისტრატორებს არ შეგვიძლია. მიმართეთ ბიუროკრატებს. - Island (გ) 10:53, 14 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

საირმე (წყალი)

გამარჯობა, შენს მეტი ვერავინ ვერ მიშველის. გთხოვ ჩასვა ქიმიური ფორმულა სტატიაში საირმე (წყალი).— ცანგალა () 20:52, 23 მარტი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა.   გაკეთდა - Island (გ) 23:54, 24 მარტი 2010 (UTC)პასუხი

აღსადგენი ხომ არ არის?

ვიკიპედია:ყავახანა/ტექნიკური საკითხები - იქნებ გადახედო. მადლობა.— ცანგალა () 07:27, 1 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

ქრისტე აღსდგა!

Island ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარი, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებ! BruTe () 07:02, 4 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

გმადლობ მოლოცვისთვის. გაიხარე. მრავალს დაესწარი. - Island (გ) 15:38, 4 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

კატეგორიების სქემა

გამარჯობა, როცა დრო გექნას იქნებ აქ დამეხმარო? მადლობა წინასწარ. — Rastrelli F 06:34, 7 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

მედიავიკის წაშლა

გამარჯობა. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ალბათ ჯობს ეს გვერდი წავშალოთ. — ჯაბა ლაბაძე () 14:56, 19 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

ახლა მომხმარებელი:New user message დავბლოკე. ვნახოთ. თუ ეს (ბოტისებრი) მომხმარებელი არ იმუშავებს, საერთოდ არ არის საჭირო. - Island (გ) 15:04, 19 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

ok. — ჯაბა ლაბაძე () 15:17, 19 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

წაშლილია. - Island (გ) 03:46, 9 მაისი 2010 (UTC)პასუხი

ახალი მომხმარებლებისთვის მისალმების დაბლოკვა

როგორც ჩანს არც დაბლოკვა შველის – მომხმარებლის განხილვა:Teomazi. — დათო პასუხი 06:46, 20 აპრილი 2010 (UTC)პასუხი
ეს რა უბედურებაა :) - Island (გ) 08:14, 20 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

timeline

გამარჯობა   როგორ ფიქრობ - ჯეიმზ ბონდი (ფილმების სერია)‎: Timeline, რომელიც მარჯვნივ არის, ზუსტად ითარგმნა (უფრო სწორად, ვთარგმნე მხოლოდ ფილმების სახელები. და რაღაც შეცდომას აგდებს წითელი ასოებით მაინც. :( ხომ არ იცი, რაში შეიძლება იყოს საქმე? — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 15:16, 6 მაისი 2010 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა შენ!!!!!!!!! ხომ ვერ მეტყვი, რაში იყო პრობლემა? მუსიკოსებზე ვცდილობდი იგივე ქრონოლოგიის შექმნას (უცხოურიდან გადმოკოპირებულით) და იქ მთლად უარესები ხდებოდა - ინსტრუმენტების სახელებს ორჯერ მიჩვენებდა და ა.შ. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 15:53, 7 მაისი 2010 (UTC)პასუხი

რამდენადაც გავარკვიე, ორი ფილმის სახელი "მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში" და "ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება" იყო მეტისმეტად გრძელი. ეს ორი დროებით ამოვიღე და წითელი მესიჯი აღარ ჩნდება. მაგრამ ეს ორი ფელმიც ალბათ ჩამონათვალში უნდა იყოს და რამე სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ისე, საერთოდ ეს Timeline რაღაც პრობლემატურია. აქაც ადრე ნორმალურად აჩვენებდა, მაგრამ ახლა რომ შევხედე, ვერ არის :) - Island (გ) 16:03, 7 მაისი 2010 (UTC)პასუხი

просьба

Здравствуйте, Island! У меня к Вам просьба, Вы не могли бы перевести текст с русского на грузинский язык для статьи უდიები (Удины)? С уважением, — Udi განხილვაწვლილი 20:09, 11 მაისი 2010 (UTC)პასუხი

Добрый день, Island! Не могли бы помочь улучшить статью უდინების ენა, добавить внутренние ссылки, категории? — Udi განხილვაწვლილი 13:22, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი

Здравствуйте. Прежде всего, по-грузински удинский язык называется «უდიური ენა». Переименую. - Island (გ) 13:43, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
я запутался, несколько раз переименовал. Грузинский я не знаю, мне материал перевели. Буду благодарен если вы все что нужно подправите. Вы не могли бы в статью добавить АИ на грузинском языке. По удинскому языку на грузинском есть публикации..., хотя бы пару АИ на грузинском, а то там все АИ будут на русском... — Udi განხილვაწვლილი 13:49, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
Что АИ? - Island (გ) 14:08, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
источники имел ввиду. (АИ -Авторитетные источники) — Udi განხილვაწვლილი 14:12, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
Понятно. - Island (გ) 14:20, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
Добрый вечер , Island! У меня к Вас просьба, не могли бы Вы добавить в статью უდიური ენა примечание 3 и 4 из русской версии статьи Удинский язык? я не знаю где именно их расставить, т.к. не владею грузинским языком. Заранее спасибо! — Udi განხილვაწვლილი 20:24, 16 მაისი 2010 (UTC)პასუხი
Island, я нарыл пару источников на грузинском. Если надо, потом могу добавить.— გიორგი, 05:11, 17 მაისი 2010 (UTC)პასუხი

კანადის პოზრუკა

გამარჯობა Island. იქნება კანადის პოზრუკა გაასწორო თუ შეგიძლია, ქალქებში კოორდინატები სწორადაა მითითებული, მაგრამ რუკაზე სწორად არ ჯდება, აი თუნდაც აქ ნახე სენტ-ჯონი (ნიუ-ბრანსუიკი). — ნიკა () 09:26, 12 მაისი 2010 (UTC)პასუხი

შევეცდები. - Island (გ) 01:06, 13 მაისი 2010 (UTC)პასუხი
რამდენადაც გავიგე, ამ რუკის გამოყენება არ გამოდის. ინგლისურ ვიკიპედიაშიც სწორად არ მუშაობს (მაგ., en:Revelstoke Dam). ასეთი რუკებისთვის, რომლებშიც გრძედი და განედი არ ემთხვევა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს, ცოტა სხვაგვარი სისტემაა საჭირო პოზრუკისა. სამაგიეროდ ამის გამოყენება შეიძლება. - Island (გ) 13:36, 14 მაისი 2010 (UTC)პასუხი
ისლანდ ვცადე მაგ რუკის ჩასმა მაგრამ არ გამმომივიდა და იქნებ შენ გააკეთო.— ნიკა () 14:28, 23 მაისი 2010 (UTC)პასუხი
ჩავსვი. რაღაც უშნოა :) მაგრამ ყოველ შემთხვევაში სწორ ადგილს აჩვენებს. - Island (გ) 14:01, 24 მაისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, დიდი პრობლემა მოაგვარე. იმედია მალე შეიქმნება სწორი და ლამაზი კანადის რუკა რომ შეიცვალოს :).— ნიკა () 14:04, 24 მაისი 2010 (UTC)პასუხი

განხილვა:S&M

გამარჯობა Island, რო მოიცლი იქნებ აქ შეიხედო და რამე მოიფიქრო? მადლობა! – BruTe () 13:55, 13 მაისი 2010 (UTC)პასუხი

თარგი:ბერძნული ანბანი

Could you change interwiki as described in template disscussion? Malarz pl განხილვაწვლილი 20:08, 13 მაისი 2010 (UTC)პასუხი

Updated in alphabetical order by language code. - Island (გ) 23:54, 13 მაისი 2010 (UTC)პასუხი

რა უნდა ამ სუბიექტს?

Island გამარჯობა. მე მგონი თავიდან იწყება გიორგი-ალოს დაპირისპირება და ჩემი დევნა ამის ფონზე ალოს მიერ. მოვითხოვ რეაგირებას. — ჯაბა ლაბაძე () 12:49, 16 მაისი 2010 (UTC)პასუხი

განვიხილოთ ყავახანის გვერდზე. - Island (გ) 10:20, 17 მაისი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებლის Gaeser განხილვის გვერდის არქივი

ისლანდ,შეგიძლია აღადგინო ჩემი ყველა განხილვის გვერდი ცანგალამ თავი რომ დამანებოს?

ჯერჯერობით აღვადგინე მომხმარებლის განხილვა:Gaeser/არქივი 2009-ის ისტორია, რაც ყავახანაში განხილვის საგანი იყო. - Island (გ) 14:04, 19 მაისი 2010 (UTC)პასუხი

სტატიები ჭიანჭველებზე

მადლობა შეტყობინებისთვის. ხომ არ გაქვს აზრი რატომ და რაც მთავარია როგორ შეიძლება გამოსწორება ? (მთავარია გზა მოვნახოთ, თორემ შეცვლა პრობლემა არაა.) მომილოცავს, მაკედონიას და ძველ რომს გავუსწარით და 40 000 სტატიაც გვაქვს :)— გიორგი, 15:36, 17 მაისი 2010 (UTC)პასუხი

ინფოდაფა კუნძული

გთხოვ ნახო ყავახანაში ქვეთავი ინფოდაფა კუნძული.— ცანგალა () 12:58, 24 მაისი 2010 (UTC)პასუხი

რატომ ამოიღეთ თარგი დაბადების დღე და ასაკი? რითი გიშლიდათ? მე ამ თარგს თვე ველოდებოპდი და აქტიურად ვიყენებდი!--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 11:44, 27 მაისი 2010 (UTC)პასუხი

კითხვა

გამარჯობა Island, მაინტერესებს რთული იქნება ქართულ ვიკიში div სტილების შემოტანა? (თუ ესაა პრობლემა) მაგალითისათვის იხ. თარგი:Imbox და ინგ. ვარიანტს შეადარე. მადლობა. – BruTe () 09:27, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი

div ელემენტი აქაც ისევე მუშაობს, როგორც ინგლისურ ვიკიპედიაში, და ამ ელემენტისთვის სტილის მიცემაც შესაძლებელია. აი, ასე :)
შეიძლება სწორად ვერ გავიგე შეკითხვა. - Island (გ) 11:05, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი
იხ. თარგი:Imbox და ინგლისურ ვარიანტს შეადარე. :) – BruTe () 11:13, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი
უფრო კონკრეტულად ხომ არ ამიხსნიდი? :) - Island (გ) 11:19, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი

როგორ გითხრა, :) Template:Imbox შუაშია და ლურჯი ხაზითაა შემოსაზღვრული, თარგი:Imbox კი გარეთაა გამოწეული და არც ხაზები აქვს, მხოლოდ {{{text}}} ჩანს. შეიძლება საერთოდაც ეს მხოლოდ ჩემთანაა პრობლემა. შენთან არაფერი განსხვავება არ არის? :) – BruTe () 11:29, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი

ა, გავიგე :) მაგ სტილების გადმოტანა ძალზე ადვილია. ინგლისურში თურმე დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა ფერს ხმარობენ (აქამდე არც დავკვირვებივარ). ქართულშიც ასე იყოს? - Island (გ) 12:33, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი
კარგი იქნება. :) – BruTe () 12:51, 29 მაისი 2010 (UTC)პასუხი
სტილები შემოტანილია მედიავიკი:Common.css-ში. შედეგის დანახვამდე შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. - Island (გ) 00:08, 30 მაისი 2010 (UTC)პასუხი
მადლობა. – BruTe () 06:24, 30 მაისი 2010 (UTC)პასუხი

აისი

სალამი, ამაზე მგონი უკვე გვქონდა საუბარი. ხომ ვერ გაიმეორებ წინა ქმედებებს? :)— გიორგი, 14:50, 30 მაისი 2010 (UTC)პასუხი

ჟურნალში ჩევიხედე. ადრე შენ ჩაგისვამს წასაშლელის თარგი და მერე მე წამიშლია. ისევ წასაშლელია? :) - Island (გ) 07:41, 31 მაისი 2010 (UTC)პასუხი
სადღაც მაგაზე ვრცელი განხილვა იყო, მაგრამ ვერ ვპოულობ. მე მარტო განხილვის აზრების შესაბამისად ჩავსვი თარგი.— გიორგი, 10:39, 31 მაისი 2010 (UTC)პასუხი
ო, ეგ ჩემი ბრალია. სტატია რომ წავშალე, განხილვაც წამიშლია ერთად. განხილვის გვერდი აღდგენილია. შასანახად გადავიტან სადმე. - Island (გ) 07:25, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
თავის ადგილზე გადავიტანე, შეგიძლია წაშალო ისევ :)— გიორგი, 10:30, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

დიდი ბოდიში რომ ვერევი მაგრამ არქივში უკვე არის ეგ თემა გადატანილი ვიკიპედია:ისტორიული გამოკითხვები წაშლილ გვერდებზე/არქივი1#აისი (ორგანიზაცია)ნიკა () 10:41, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა :) უნდა შემემოწმებინა.
ეს არქივი ამ სახით მე დავიწყე, მაგრამ ტექსტის კოპირებაში ისტორია იკარგება და ეს კარგი არ არის. ისტორია მნიშვნელოვანია, როცა ხელმოწერის გარეშე ნაწერებია, როგორც ამ განხილვაში. ახლა ვფიქრობ, გვერდის გადატანით შევქმნათ არქივი. განხილვის გვერდი გახდება ამის ქვეგვერდი და აქ ბმულს ჩავწერთ. როგორ ფიქრობთ? - Island (გ) 12:46, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
ნამდვილად გეთანხმები, ტექსტის კოპირებით მომხმარებლის წვლილიც იკარგება და თან ხელმოუწერავი ავტორის გარკვევაც ძალიან რთულია. რაღაც ახალი ფორმა უნდა მოვუფიქროთ წაშლილი გვერდების განხილვებს.— ნიკა () 12:55, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:Givi Kats

მომხმარებლის განხილვა:Givi Kats - რაღაც პირადი სავარჯიშო განხილვის გვერდს აჩვენებს. იქნებ გაასწორო შეცდომა სად არის გაპარული.— ცანგალა () 19:49, 1 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

პრობლემა უკვე მოგვარებულია? - Island (გ) 11:49, 2 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
არა. სიტყვა "სავარჯიშო"სთან ისარს რომ მიიტან არჩვენებს მომხმარებლის განხილვა:Givi Kats/სავარჯიშო და არა მომხმარებელი:Givi Kats/სავარჯიშო ე. ი. სავარჯიშოს განხილვას და არა სავარჯიშოს.— ცანგალა () 20:07, 2 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
გასწორებულია. - Island (გ) 23:14, 2 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

რედაქტირების კონფლიქტი

გამარჯობა ისლანდ. ამ ფაილში მინდა წაშლის თარგის ჩასმა, მაგრამ რედაქტირების კონფლიქტს მიწერს, არადა არანაირი რედაქტირების კონფლიქტი არ არსებობს. ხომ არ იცი რატომ ხდება მსგავსი რამ. (ადრე მგონი სხვასაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა). — ნიკა () 19:32, 5 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:Gaeser/ არქივი/2010/1#რედაქტირების კონფლიქტის შემამწმებელი პროგრამა — მე მგონი იგივე პრობლემაა, ამ შემთხვევაში სათაურში „&“ ნიშნის გამო. - Island (გ) 13:29, 6 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით ეგ პრობლემა დროზე უნდა მოგვარდეს. საერთოდ რედაქტირების კონფლიქტის შემმოწმებელი პროგრამის არსებობა რამდენად საჭიროა ?. ყველა იმ სტატიის სათაურში სადაც „&“ და „+“ სიმბოლოებია გამოყენებული, რედაქტირება არ ხორციელდება. — ნიკა () 18:35, 6 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

გაუქმდეს. ან დატოვე მარტო ყავახანისთვის. მაინც დიდი რაოდენობით რედაქტირების კონფლიქტი არ გვაქვს - ამ მხრივ პატარა ვიკიპედია ვართ.— გიორგი, 11:56, 7 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

პროგრამა სად დევს? ვერ ვიპოვე. - Island (გ) 12:31, 8 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

თვითონ კოდი -[2], მოსაშორებელია ხაზი importscript aco.js mediawiki:Common.js.— გიორგი, 11:29, 10 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა. - Island (გ) 00:05, 11 ივნისი 2010 (UTC)პასუხი


სალამი ისლანდ. თუ არ შეწუხდები აქ შეიხედე განხილვა:მსოფლიოს მოსახლეობა‎. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 11:51, 11 ივნისი 2010 (UTC)პასუხი


რუკა

გამარჯობა,ერთი პრობლემა მაქვს.

რუკას ვიკიზე ატვირთვის შემდეგ ხარისხი უფუჭდება.

ესაა ორიგინალში– http://img180.imageshack.us/img180/4580/jpgl.png

ეს კიდევ ვიკიზე ატვირთვის შემდეგ– http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:Georgien_im_15._Jahrhundert.png

რაღაცა უაზრო ოთხკუთხედები საიდან მოდის და რისი ბრალია,ხო არ იცი?

გმადლობ — Georgier განხილვაწვლილი 15:49, 12 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ალბათ პრობლემა უკვე მოგვარებულია. თუ სურათს დააჭერ, ორიგინალურ ზომაში სუფთად ჩანს. - Island (გ) 05:52, 13 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

აჰა,გმადლობ — Georgier განხილვაწვლილი 07:43, 13 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

დასავლეთი საჰარა

გამარჯობა Island. რამდენად სწორია აი ამ წესის მიხედვიოთ არასწორი სათაურიდან გადამისამართება? — ჯაბა ლაბაძე () 13:12, 16 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, ეს, ვიკიპედია:სწრაფი_წაშლის_კრიტერიუმები#გადამისამართებები გ3-ში როგორც წერია, ტიპიური შეცდომაა და არასწორი სათაურიდან სწორზე ჯობია გადამისამართება დავტოვოთ იმისთვის, რომ ვინმემ არასწორი სახელით ძიებისას არ იფიქროს ამ თემაზე სტატია არ არისო და მეორე სტატია არ შექმნას (როგორც ახლა მოხდა). - Island (გ) 15:27, 16 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. მადლობა. — ჯაბა ლაბაძე () 15:33, 16 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

სტატიების შემოწმება

sitenotice

სალამი, ისლანდ, თუ შეიძლება ამოიღე css-დან მთავარ გვერდზე sitenoticeის გათიშვის კოდი (დროებით, სანამ ვექტორზე გადავდივართ). წინასწარ მადლობა!— გიორგი, 04:45, 22 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

დროებით გაუქმებულია. - Island (გ) 09:53, 22 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

ამას გადახედე როცა მოიცლი და შეადარე ჩემი განხილვის გვერდზე არსებულს. რაიმე შეცდომა ხომ არ გამეპარა, ან რეკომენდირებულია თუ არა ინგლისური (ან კატალონიური) ტექსტის დატოვება თარგში?--გიორგი განხილვაწვლილი 13:02, 24 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა. „შექმნა“ ალბათ არ არის საჭირო (შეიძლება ვცდები, კარგად დაკვირვებული არა ვარ, თუ რა არის ეს პროექტი :). სასურველია ორენოვანი იყოს. - Island (გ) 01:44, 25 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

აფხაზეთის ომი (1992–1993)-

აფხაზეთის ომი - ჩემს განხილვის გვერდზე გთხოვ ნახო. წესით აფხაზეთის ომი (1992–1993) უნდა ჩანდეს. თეკამ გააკეთა გადამისამართება და სტატია დაიკარგა. იქნებ უშველო. მადლობა.— ცანგალა () 10:37, 25 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

არის ორი სტატია აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური ქრონიკა (1992–1993), აფხაზეთის ომი (1992-93). მგონია, დაკარგვით არაფერი დაკარგულა. - Island (გ) 12:12, 25 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ამ სტატიების შერწყმაა აუცილებელი სტატიასთან აფხაზეთის ომი (1992–1993) - ასე მწერს თემური ე. ი. სტატია არსებობდა. ვერ გავიგე რა მოხდა.— ცანგალა () 12:21, 25 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

Hello, could you help me, please!

Hello I'm real sorry I don't understand anything of your language, I'm a real ignoramus: I can't even read your alphabet which seems so beautiful to me but so difficult to grasp (ITshnik has been really kind and translated the template to your language!)... I'm Claudi Balaguer, member of a Catalan association "Amical de la Viquipèdia" which is trying to become a Chapter (some kind of intermediate entity between the Wikimedia Foundation and the Wikipedias) but has seen this rejected because it doesn't belong to a/one state! I thought that you can understand really well what it is to be a minority and maybe you could help me begin a support campaign here just as I've already done in other Wikipedias. We think that the Chapters should be open to all the Wikipedias if they have a good organization and work hard and not because you have a state or not. If you think our cause is just, you can stick the template Wikimedia CAT on you userpage and/or sign following the link on the template. Thanks again for your help . I wish you a pleasant and sunny summertime. Take care, have a great weekend, I wish all the best for you, your Wikipedia, your language and your country! Capsot განხილვაწვლილი 07:05, 26 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

თარგი

გამარჯობა ისლანდ. თარგ {{ულიცენზიო}}ს ისევ აქვს პრობლება. აი ნახე ეს სურათი ფაილი:Khachapuri.jpg, აქ თარგი ულიცენზიო 9 ივნისაა ჩასმული, ხოლო ქვემოთ 9 ივლისი წერია.— ნიკა () 11:00, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა. {{Nld}} გავასწორე 3 ივლისს. იმ გვერდების პრობლემა, რომლებშიც მანამდე ეს თარგი ჩასმულ იქნა, ისევ ისე დარჩება, როგორც ფაილი:Khachapuri.jpg. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ფაილები სწორ კატეგორიაში დევს (მაგ., ხაჭაპურის სურათი 9 ივნისის კატეგორიაში) და სულ მალე წაიშლება. - Island (გ) 13:57, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

თარგებს {{პოსტერი}} აღარ ვიყენებთ ლიცენზირებული ნამუშევრებისთვის? მაგ. როგორც აქაა en:File:Broken Embraces.jpg ? - ალ-ო      @ 14:07, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი პოზიცია ასეა: ფაილის ლიცენზიის საკითხს იმან უნდა მიხედოს, ვინც ის ატვირთა. პრინციპში სხვებმა არ ვიცით, ეს ნამდვილი პოსტერია თუ არა ანდა რაიმე ცვლილება ხომ არ არის შეტანილი. - Island (გ) 14:17, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
ამისთვის უნდა შეატყობინოთ ამტვირთავს და მისცეთ დრო. ნაგაზში რაც გააკეთე, ჩემი აზრით, არასწორია. - ალ-ო      @ 14:23, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა სასურველია ამტვირთავს შევატყობინოთ და დაველოდოთ პასუხს გარკვეული ხანი. მაგრამ ისედაც, მე ვფიქრობ, გაურკვეველი ლიცენზიის სურათები უსიტყვოდ რომ წაიშალოს, ამტვირთავს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ფაილის დამატების გვერდზე გარკვევით წერია გაფრთხილება. 2006 წელს მგონი მსგავსი შინაარსის ტექსტი ეწერა ინგლისურად. ნაგაზის სურათებს ჯერჯერობით არ წავშლი. - Island (გ) 14:44, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
არა მგონია 2006 წელს ეს გაფრთხილება ასე თვალშისაცემი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ხელაღებით სურათების წაშლა არსად არ ხდება. ამასთან რაღაც დიფერენციაციაა საჭირო. ისეთი სურათების წაშლა, რომლის აშკარა ალტერნატივა არსებობს, უმტკივნეულო უნდა იყოს და სწრაფად წაშლის კანდიდატია, მაგრამ თუ ალტერნატივა ძნელი მოსაძიებელია, მაშინ fair use რაციონალი უნდა გამოვიყენოთ დროებით მაინც, სანამ სხვა რამეს ვიპოვიდეთ. - ალ-ო      @ 14:48, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი
მაშინ ამ თარგის ტექსტის შეცვლაზე დისკუციაა საჭირო. იქ წერია „... ადმინისტრატორები იძულებულნი გახდებიან წაშალონ იგი“. - Island (გ) 15:05, 6 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

{{სიუჟეტი}}. იგივე პრობლემაა, რაც მმ-ს ჰქონდა.--გიორგი, 18:04, 7 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გასწორებულია. - Island (გ) 09:30, 8 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

თარგი წყარო

გმადლობ წყაროს არარსებობის მიმანიშნებელი თარგის მითითებისთვის.

ხომ არ მოგეძევებათ შემდეგი თარგებიც:

  • ქრონოლოგიის არარსებობის მიმანიშნებელი თარგი

განხილვა:მელანია მამაცაშვილ-ბადრიძე

დაბადების და გარდაცვალების წლები (და ადგილები) სრულიად უცნობია? --Zolokin განხილვაწვლილი 22:56, 10 ივლისი 2010 (UTC)

  • კომუნისტური აზროვნების გადმონაშთზე მიმანიშნებელი თარგი

განხილვა:კონსტანტინე მამაცაშვილი

ძალიან გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ მოაშორეთ ეს კომუნისტური მეტყველება ამ კეთილშობილურ პროექტს: "გაბედულად იმაღლებდა ხმას ბატონყმობის წინააღმდეგ და მოითხოვდა შეღავათებს გლეხთა განთავისუფლებისას". მოგწონთ ეს ბოლშევიკური ფრაზა? --Zolokin განხილვაწვლილი 22:35, 10 ივლისი 2010 (UTC) დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზა ქსე–დან არის ამოღებული. ასე ბრმად გადმოწერა ქსე–დან არა თუ სავალდებულო, სასურველიც არ არის. 20 წლის შემდეგაც ვერ გამოვედით კომუნისტური აზროვნებიდან? მე არ მოვაშორებ მაგ წინადადებას პრინციპულად, ვინც ჩაწერა თავად მან მოაცილოს --Zolokin განხილვაწვლილი 22:39, 10 ივლისი 2010 (UTC)

  • საავტორო უფლებების დაუცველობაზე მიმანიშნებელი თარგი

განხილვა:ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)

წყარო? ლიტერატურა? არადა ხომ აშკარაა, რომ საიდანღაც არის გადმოწერილი?! სულ აღარ ვიცავთ საავტორო უფლებებს?--Zolokin განხილვაწვლილი 23:48, 10 ივლისი 2010 (UTC) --Zolokin განხილვაწვლილი 07:57, 11 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

საავტრო უფლებების დარღვევისთვის არის თარგი თარგი:copyvio. სხვა მსგავი თარგები ჩამოთვლილია ამ გვერდზე. თუ რამე ახალი თარგის შექმნის იდეა გაქვთ, განხილვის გვერდზე დაწერეთ. - Island (გ) 11:08, 11 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

განხილვის წაშლა

გამარჯობა ამ გვერდზე ეს ტექსტი წაიშალა: არ მგონია, რომ ეს სტატია აქტუალური იყოს საქართველოსთვის და რამეში წაადგეს ქართული ვიკიპედიის მკითხველს. ეს ჩემი პირადი აზრია, რისი გამოთქმის უფლებაც, ალბათ, მაქვს. ამჯერად, ყურადღებას აღარ ვამახვილებ სტატიის სტილისტურ გაუმართაობაზე. მიზეზი ვერ გავიგე. როგორც ერთი ადმინისტრატორი ხსნის საქმე გვაქვს პირადი შეურაცხყოფებით სტატიის განხილვების დაბინძურებასთან. გთხოვთ გამარკვიოთ სადაა აქ პირადი შეურაცხყოფა და გამოთქვათ თქვენი აზრი. — ჯაბა ლაბაძე () 16:08, 12 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

გთხოვთ გადახედოთ ვიკიპედია:ყავახანა/ვიკილაშქრობას. თქვენი აზრი საინტერესო იქნება. ბმული მადლობა. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 20:01, 12 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გერგეტის სამების ეკლესია

ისლანდ, იქნებ ამ სტატიაში კოორდინატები გაასწორო. მე ვერ გავიგე. :) – BruTe () 13:19, 17 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

  გაკეთდა - Island (გ) 09:56, 2 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ლიცენზია

გამარჯობა, ისლანდ. დიდი მადლობა ჭკუის დარიგებისათვის, მაგრამ სანამ ამხელა ტექსტს მომწერდი, ჯერ ფაილი გენახა კარგად. მანდ გარკვევით ჩანს საიდანაც არის "ქსე" აღებული, სწორედ იმ გვერდის ინტერნეტ-მისამართი მაქვს მითითებული. ასე რომ, აწი სანამ მომწერდე რამეს, ჯერ კარგად გადაიკითხე რას მწერ. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:43, 17 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ რაც მოგწერეთ. იქ წერია: „ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო უფლებების თარგი“. ინტერნეტ-გვერდის მისამართის მითითება, საიდანაც აიღეთ ეს ფაილი, არ არის საკმარისი. თარგის გარეშე ფაილი წაშლის კანდიდატია. - Island (გ) 00:11, 18 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

user:ClaymoreBot

გაუმარჯოს,ისლანდ თუ შეიძლება, მოხსენი ბლოკი user:ClaymoreBotისგან - და თუ შეიძლება დაარქივებაში რა პრობლემა დაინახე ახსენი - რომ მოვწერო პატრონს, უბრალოდ დაარქივების გარდა ბოტი ანახლებს ვიკიპროექტების გვერდებს, და თუ ასეთი პრობლემაა დაარქივებაში, პატრონი გათიშავს (თუმცა რა პრობლემა გაჩნდა, ვერ გავიგე).--გიორგი, 09:58, 24 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ცოტა ხანი დამიცადე. სამი-ოთხი დღე არ ვიქნები აქ. - Island (გ) 12:54, 25 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

[3] — 2 მარტიდან, ყავახანის ტექსტის ამოღების მერე არქივში არ ინახავდა. - Island (გ) 05:18, 1 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

კაი ბატონო, აღარ დაარქივებს ყავახანას და ამრტო ჩემ გვერდზე იმუშავებს და განაახლებს ახალი სტატიების სიას. ოკ?--გიორგი, 05:22, 1 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
ამ და ამ გვერდებს თუ წაშლი, აღარ გაჩნდება.--გიორგი, 05:24, 1 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
ბლოკი მოხსნილია. - Island (გ) 09:55, 2 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
არიგატო.--გიორგი, 10:05, 2 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

იაპონიის ვიკიპროექტი

გამარჯობა ისლანდ. როგორ იქნება იაპონიის ვიკიპროექტი იაპონურად? იქნებ აქ მიუთითოთ. — ჯაბა ლაბაძე () 19:49, 25 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა ისლანდ ეს კატეგორია კატეგორია:აფხაზეთის მდინარეები წაშალე რა--დათო_დათო   09:49, 2 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

  გაკეთდა - Island (გ) 09:56, 2 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

პასუხი შეტყობინებაზე

უფლისციხესთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი გასაგებია და გასათავლისწინებელი. გმადლობ. გადაიტანთ უკან?

რაც შეეხება ნიონოწმინდას: განხილვა წავიკითხე. იქ ეწერა მონასტერი, რაც უფრო სწორია, ვიდრე ტაძარი, რომელიც მე დავამატე. რადგან ტაძარი სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. ეს გქონდათ მხედველობაში?

მაგრამ საქმე აქ სხვაგვარადაც დგას. ალ-ო ს კომენტარი] განხილვაში გაკეთებულია 2008 წლის 4 აგვისტოს. იმავე დრეს მას დაეთანხმა მომხმარებელი ოთარი. მას შემდეგ გავიდა 2 წელი და ეს უაზრო საბჭოთა ტერმინი "ძეგლი" (ეკლესია–მონასტრებთან დაკავშირებით. სტალინის ძეგლიც ძეგლია და სვეტიცხოველიც?) არავინ მოაშორა. გეთანხმებით, რომ ალო–ს შემოთავაზებული "მონასტერი" უფრო კორექტულია, ვიდრე "ტაძარი". ხომ სწორად გავიგე თქვენი შენიშვნა? იმედი მაქვს, თქვენც სწორად გაიგებთ ჩემსას.--Zolokin განხილვაწვლილი 09:02, 11 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

უფლისციხე გადატანილია. ნინოწმინდის სტატიასთან დაკავშირებით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რახან სათაურის მართებულობის თაობაზე განხილვა უკვე არის, ჯერ თქვენი აზრი ჩაგეწერათ და მერე გადაგეტანათ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „მონასტერი“ უფრო კორექტულია ვიდრე „ტაძარი“, „ნინოწმინდა (მონასტერი)“-ზე გადავიტანოთ? - Island (გ) 00:36, 12 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

უფლისციხესთან დაკავშირებით გმადლობ. სათაურის მართებულებაზე განხილვის გვერდში ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობაშიც გეთანხმებით (ნელ–ნელა ვსწავლობ). მონასტერი თუ ტაძარი? – ალბათ ალსანდრო–ს შემოთავაზებული ვარიანტი უფრო სწორია, რადგან სტატიაში საუბარია არამარტო ტაძარზე, არამედ სამრეკლოზე, ეპისკოპოსის სასახლეზე და სხვა ნაგეობებზე (სხვადასხვა დროის), შესაბამისად, საქმე გვაქვს მონასტერთან, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებით და არა მხოლოდ ტაძართან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნება "მონასტერი", ვაღიარებ, რომ ვიჩქარე. გაასწორებთ (თუ რა თქმა უნდა, მეთანხმებით)?--Zolokin განხილვაწვლილი 04:05, 12 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

აქ კიდევ მეორე საკითხია: „ნინოწმინდა (მონასტერი)“ თუ „ნინოწმინდის მონასტერი“? ახლა დავაკვირდი, ამ კატეგორიაში „xxx-ის მონასტერი“ უფრო მეტია და აქედან გამომდინარე, მე პირადად „ნინოწმინდის მონასტერს“ დავუჭერდი მხარს, თუმცა მეორესაც არ გამოვრიცხავ. მერე, სასურველია ყველა მსგავსი სტატიის სათაური რომელიმე ერთ სტილში გადავაკეთოთ. მაგრამ ჯერჯერობით თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ, როგორც მოიფიქრებით. მე ორი-სამი დღე აქ არ ვიქნები. - 00:40, 13 აგვისტო 2010 (UTC)

ისე გასაკვირია: სულ 18 მონასტერია ამ კატეგორიაში. --Zolokin განხილვაწვლილი 03:35, 13 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

შინაარსი თუ ფორმა

რა უფრო მნიშვნელოვანია ვიკიპედიისთვის? უფრო სწორად ვიკიპედიის მკითხველისთვის? სტატიის შინაარსი თუ ფორმა? რა საკვირველია თქვენ მეტყვით, რომ ორივე. მაგრამ თუ შინაარსი არ ვარგა და კარგადაა გაფორმებული ეს უარესია, ვიდრე ის, რომ შინაარსი იყოს კარგი და საერთოდ არ იყოს გაფორმებული. ჯერ იქმნება შინაარსი და მერე ეძლევა მას ფორმა. მე როგორც ვხედავ, ძალიან ცოტა მომხმარებელი თუ ზრუნავს შინაარსზე და ყველა გადასულია ფორმის "კეთებაზე". გვხვდება უარესი შემთხვევებიც, რისი მოწმეც გავხდი აქ. კარგი იქნება, რომ არსზე რედაქტორ–ადმინისტრატორებმა არსზე იზრუნოთ და მაგალითი მისცეთ სხვებსაც. პატივისცემით. --Zolokin განხილვაწვლილი 02:53, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი იქნება თქვენ თუ გაავრცობთ ეგეთ სტატიებს და მაგალითს მისცემთ სხვებს, განსაკუთრებით ჩემნაირ ახალბედებს.--Zolokin განხილვაწვლილი 03:26, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

შევეცდები. - Island (გ) 03:30, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
გმადლობ გაგებისთვის. --Zolokin განხილვაწვლილი 04:15, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

მიაქციეთ ამას ყურადღება --Zolokin განხილვაწვლილი 03:26, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

რუქა

Island, კიდევ ერთი საკითხი, ყველგან, ტექსტებშიც და ინფოდაფებშიც წერია რუკა, რაც არ არის სწორი. უნდა იყოს რუქა. იქნებ ამასაც მიაქციოთ ყურადღება?--Zolokin განხილვაწვლილი 16:12, 19 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

დარწმუნებული ხართ, რომ „რუკა“ არ არის სწორი? განმარტებით ლექსიკონში „რუკა“ წერია და არა „რუქა“. - Island (გ) 01:39, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
იმდენად დარწმუნებული ვიყავი (სკოლის პერიოდიდან), რომ განმარტებით ლექსიკონში არც კი ჩამიხედავს. ახლა ვნახე, როგორც ჩანს ორივე სწორია: განმარტებითში მთავარი სტატიაა "რუკა" და რუქა–ზე წერია იხ. რუკა. ანუმ ვიკისებურად რომ ვთქვათ გადამისამართებაა გაკეთებული. მადლობა და ბოდიში. მიყვარს სასარგებლო ხალხთან ურთიერთობა --Zolokin განხილვაწვლილი 02:04, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
გმადლობთ ინფორმაციისთვის. თქვენ რვატომეულში ჩაიხედეთ? ჩემ ერთტომეულში (1986) „გადამისამართება“ არ იყო. - Island (გ) 02:59, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

კი, რვატომეულში ჩავიხედე.--Zolokin განხილვაწვლილი 03:00, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. გმადლობთ. - Island (გ) 03:04, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

საკმლისხიანი

გამარჯობა, საკმლისხიანი, რატომღაც თელას ბმული არ მომწონს. შენ რას ფიქრობ?--ცანგალა () 17:09, 22 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

თელა-ზე გადავაკეთე. - Island (გ) 02:18, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ადამიანური შესაძლებლობები

Island, გამარჯობა. როგორ ფიქრობთ 1 ადამიანს 1 დღის განმავლობაში რამდენი სტატიის შეტანა შეუძლია ხელით, სულ რომ თავი გადადოს? სტატიის სავარაუდო ზომად ავიღოთ დაახლოებით აბაზი. --Zolokin განხილვაწვლილი 16:04, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შემოწმება

გამარჯობა ისლანდ, მემგონი დაგაინტერესებს - სტატიების შემოწმების ჩართვასთან დაკავშირებით დაიწყო კენჭისყრა. მადლობა შენი ხმისთვის.— გიორგი, 17:44, 24 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

რობერტ პლანტი

გამარჯობა. მოკლედ რაღაც ჯანდაბა მოხდა მეუბნებიან რობერტ პლანტი წაშალოს ვინმემო და რობერტ ენტონი პლანტი დატოვონო— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 08:33, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ბეტა

გამარჯობა. იქნებ როგორმე ეს გაასწორო: "კონფიგურაცია->დამატებითი ხელსაწყოები->რედაქტირება: რედაქტირების გაუმჯობესებული პანელის ჩართვა (არ მუშაობს ბეტაში)". მუშაობს უკვე და თან, მე რამდენადაც ვიცი, ბეტა აღარ ჰქვია. — გიორგი განხილვაწვლილი 07:27, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემთან არ მუშაობს. :) – BruTe () 07:33, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ჩემთან მუშაობს, რავიცი. ეხლა, ზოგიერთი ღილაკი ორი მაქვს,  იმიტომ, რომ გაუმჯობესებული პანელიც ჩართული მაქვს და დანარჩენი vector.js-ში მაქვს. უნდა ამოვშალო, რაც ორია.— გიორგი განხილვაწვლილი 07:47, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
კაი რამე ყოფილა ეს გაუმჯობესებული პანელი  სულ ხუთი ღილაკის დატოვებაღა დამჭირდა vector.js-ში.— გიორგი განხილვაწვლილი 08:24, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
Island/არქივი 13-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.