რობერტ პლანტი

ინგლისელი მომღერალი
(გადამისამართდა გვერდიდან რობერტ ენტონი პლანტი)

რობერტ ენტონი პლანტი (ინგლ. Robert Anthony Plant) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, წარსულში - როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ვოკალისტი.

რობერტ პლანტი

რობერტ პლანტი 2010 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ენტონი პლანტი
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1948 (1948-08-20) (76 წლის)
დაბ. ადგილი უესტ-ბრომვიჩი[1]
წარმოშობა დასავლეთ ბრომვიჩი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზ-როკი, ფოლკ როკი, ქანთრი
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ჰარმონიკა, პერკუსია, გიტარა
აქტიური 1966–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Atlantic, Swan Song, Es Paranza, Mercury, Universal
საიტი robertplant.com
რობერტ პლანტი ვიკისაწყობში

რობერტი დაიბადა 1948 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბრომვიჩში ინგლისი, (სტაფორდშირის საგრაფო). მამამისი, რომელიც ინჟინერ-მექანიკოსი იყო, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა შვილს კარგი განათლება მიეღო. რობერტი სკოლაში ჩინებულად სწავლობდა, მაგრამ 13 წლისა ელვის პრესლის სიმღერებმა გაიტაცა, მოგვიანებით კი — ბლუზმა. იგი საათობით უსმენდა ძველ ბლუზმენებს . ის მუსიკის გარდა აღარაფერზე ფიქრობდა.

მაგრამ პლანტი განსაკუთრებულად რობერტ ჯონსონს ეთაყვანებოდა. არასოდეს მომისმენია ასეთი დამატყვევებელი მუსიკა. ამბობდა რობერტ პლანტი. ის იმდენად ეთაყვანება სლიპ ჯოუნსის შემოქმედებას, რომ 1988 წელს მორიგი გასტროლებიც კი ჩაშალა მის კონცერტზე დასასწრებად.

თუმცა მშობლებს სულაც არ მოსწონდათ ვაჟიშვილის მუსიკით გატაცება. მათ სურდათ, რომ რობერტს ბუღალტერია შეესწავლა. ამისათვის მეზობელ სტოუნბრიჯში გაგზავნეს, სადაც მუსიკოსმა ნახევარი წელი დაჰყო. შინ დაბრუნებულ რობერტს მშობლებთან ურთიერთობა ისე დაეძაბა, რომ იძულებული გახდა, მეგობარ გოგონასთან, მორინთან გადასულიყო საცხოვრებლად.

ჭაბუკმა პლანტმა გადაწყვიტა, რომ თუ ოცი წლის ასაკამდე მუსიკალურ ასპარეზზე წარმატებას ვერ მიაღწევდა, საბოლოოდ შეეშვებოდა მასზე ფიქრს და ბუღალტერიას დაუბრუნდებოდა. მან რამდენიმე სინგლი ჩაწერა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, თუმცა განსაკუთრებული შედეგისთვის არ მიუღწევია. ის იყო, ყველაფერზე ხელის აღება დააპირა, რომ მის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.

1968 წლის ზაფხულში იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილმა გიტარისტმა ჯიმი პეიჯმა და მენეჯერმა პიტერ გრანტმა ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს. ბასისტის პოვნა არ გასჭირვებიათ (ჯონ პოლ ჯოუნსი), აი, ვოკალისტი და დრამერი კი ვერსად შეიგულეს, რადგან იმ დროინდელ ლონდონში კარგი ვოკალისტები და დრამერები უკვე დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა ჯგუფში. სწორედ იმ დროს შეიტყო პეიჯმა, რომ ბირმინგემში ვიღაც რობერტ პლანტი ცხოვრობდა, რომელსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები
საკონცერტო ალბომები
ერთობლივი ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134485904 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.