ჯეიმზ ბონდის ფილმების სია

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმზ ბონდი (ფილმების სერია))

ჯეიმზ ბონდი (ინგლ. James Bond) — ფილმების სერია MI6-ის აგენტ ჯეიმზ ბონდის (კოდური ნომრით 007) შესახებ. იგი პირველად გამოჩნდა რომანების სერიაში, რომელიც იენ ფლემინგის მიერ დაიწერა. პირველი ფილმები ეფუძნებოდა ფლემინგის ორიგინალური ნაწარმოებებსა და მოთხრობებს, მოგვიანებით კი დაიწერა ორიგინალური სცენარები. კინოს ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია. მისი წარმოება მიმდინარეობდა 1962 წლიდან (1989 და 1995 წლებს შორის ერთგვარი პაუზა ჩამოვარდა).[1] ამ პერიოდშ კომპანიამ Eon Productions შექმნა 22 ფილმი. თითოეული გამოდიოდა დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში. მათი გადაღება მიმდინარეობდა სტუდიაში Pinewood. დღეისათვის ფილმების ამ სერიის საერთო შემოსავალმა 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ის ჰარი პოტერის ფილმების სერიის შემდეგ ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიენ ფილმად ითვლება.[2] ექვსმა მსახიობმა სხვადასხვა დროს შექმნა ბონდის თავისებური სახე, თუმცა შონ კონერის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა განსაზღვრეს ფილმების სერიის საერთო სტილი და განწყობა, ხოლო როჯერ მურმა ბონდის შესახებ ყველაზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ალბერტ რ. ბროკოლი და ჰარი ზალცმანი ფილმებს 1975 წლამდე აწარმოებდნენ. 1975 წლიდან ბროკოლი ძირითად პროდიუსერად იქცა. 1995 წლიდან ფილმებზე პროდიუსერებად მუშაობენ მისი შვილი, ბარბარა ბროკოლი და გერი, მაიკლ ჯ. უილსონი. ბროკოლის (და 1975 წლამდე - ზალცმანის) საოჯახო კომპანიამ Danjaq უფლება ფილმებზე მოიპოვა Eon-ის დახმარებით და 1970-იანი წლებიდან United Artists-თან ერთად ფილმზე უფლებების თანამფლობელობა ჩამოაყალიბა. ფილმების „დოქტორი ნოუ“ (1962) - „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“ (1981) პერიოდში ყველა ნამუშევარი ვრცელდებოდა ფილმების UA-ს მიერ. 1981 წელს Metro-Goldwyn-Mayer-მა შეიძინა UA და ჩამოყალიბდა MGM/UA Entertainment Co., რომელიც ფილმებს დისტრიბუციას 1995 წლამდე უწევდა. 1997-2002 წლებში, როდესაც UA-მ, როგორც მოქმედმა სტუდიამ, არსებობა შეწყვიტა, დისტრიბუციაზე მხოლოდ MGM ზრუნავდა. 2006 წლიდან დღემდე დისტრიბუციაზე მუშაობენ MGM და Columbia Pictures (2005 წელს MGM დაექვემდებარა კომპანიას Sony Pictures Entertainment). 2010 წლის ნოემბერში MGM-მა გამოაცხადა, რომ გაკოტრებულია. მას შემდეგ სერიის Danjaq-თან ერთად წარმოების უფლება Columbia-ს გადაეცა.

გარდა Eon-ის ფილმების სერიისა, არსებობს ტელე ან კინო ფილმები ჯეიმზ ბონდის შესახებ - სატირული ფილმი „კაზინო როიალი“ (1967), შონ კონერის მონაწილეობით გადაღებული ფილმის „სფერული ელვა“ გადამუშავებული ვერსია „აღარასოდეს თქვა არასოდეს“ (1983) და ამერიკული სატელევიზიო ანთოლოგიური სერიალი „Climax!“-ის ეპიზოდი „კაზინო როიალი“ (1954).

ფილმების სია

რედაქტირება
სიკვდილის დრო არ არისსპექტრი (2015 წლის ფილმი)სკაიფოლიუმნიშვნელო ნუგეშიკაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)მოკვდი სხვა დღესმსოფლიოც არ არის საკმარისიხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდებაოქროსთვალიმკვლელობის ლიცენზიანაპერწკლები თვალებიდანხედი მკვლელობაზერვაფეხა (ბონდიანა)მხოლოდ თქვენი თვალებისათვისმუნრეიკერიჯაშუში, რომელსაც ვუყვარდიმამაკაცი ოქროს პისტოლეტითიცოცხლე და სიკვდილი აცადეალმასები სამუდამოდმისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურშიშენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობსფერული ელვა (ფილმი)გოლდფინგერირუსეთიდან სიყვარულითდოქტორი ნოუ
ნომერი სახელწოდება ორიგინალური სახელწოდება წელი ბონდის როლში რეჟისორი ბიუჯეტი (მარკეტინგის ჩათვლით) შემოსავალი (აშშ) შემოსავალი (მსოფლიო)
1 „დოქტორი ნოუ“ Dr. No 1962 შონ კონერი ტერენს იანგი $1 100 000 $16 067 035 $59 567 035
2 „რუსეთიდან სიყვარულით“ From Russia with Love 1963 $2 000 000 $24 796 765 $78 896 765
3 „გოლდფინგერი“ Goldfinger 1964 გაი ჰემილტონი $3 000 000 $51 081 062 $124 881 062
4 „სფერული ელვა“ Thunderball 1965 ტერენს იანგი $6 800 000 $63 595 658 $141 195 658
5 „შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ“ You Only Live Twice 1967 ლუის ჯილბერტი $10 300 000 $43 084 787 $111 584 787
6 „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“ On Her Majesty’s Secret Service 1969 ჯორჯ ლეზენბი პიტერ ჰანტი $7 000 000 $22 774 493 $81 974 493
7 „ალმასები სამუდამოდ“ Diamonds Are Forever 1971 შონ კონერი გაი ჰემილტონი $7 200 000 $43 819 547 $116 019 547
8 „იცოცხლე და სიკვდილი აცადე“ Live and Let Die 1973 როჯერ მური $7 000 000 $35 377 836 $126 377 836
9 „მამაკაცი ოქროს პისტოლეტით“ The Man with the Golden Gun 1974 $7 000 000 $20 972 000 $97 572 000
10 „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“ The Spy Who Loved Me 1977 ლუის ჯილბერტი $14 000 000 $46 838 673 $185 438 673
11 „მუნრეიკერი“ Moonraker 1979 $34 000 000 $70 308 099 $210 308 099
12 „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“ For Your Eyes Only 1981 ჯონ გლენი $28 000 000 $54 812 802 $195 312 802
13 „რვაფეხა“ Octopussy 1983 $27 500 000 $67 893 619 $187 493 619
14 „ხედი მკვლელობაზე“ A View to a Kill 1985 $30 000 000 $50 327 960 $152 427 960
15 „ნაპერწკლები თვალებიდან“ The Living Daylights 1987 ტიმოტი დალტონი $40 000 000 $51 185 897 $191 285 897
16 „მკვლელობის ლიცენზია“ Licence to Kill 1989 $36 000 000 $34 667 015 $156 167 015
17 „ოქროსთვალი“ GoldenEye 1995 პირს ბროსნანი მარტინ კემპბელი $60 000 000 $106 429 941 $352 194 034
18 „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ Tomorrow Never Dies 1997 როჯერ სპოტისვუდი $110 000 000 $125 304 276 $333 011 068
19 „მსოფლიოც არ არის საკმარისი“ The World Is Not Enough 1999 მაიკლ ეპტედი $135 000 000 $126 943 684 2$361 832 400
20 „მოკვდი სხვა დღეს“ Die Another Day 2002 ლი ტამაჰორი $142 000 000 $160 942 139 $431 971 116
21 „კაზინო როიალი“ Casino Royale 2006 დენიელ კრეიგი მარტინ კემპბელი $150 000 000 $167 445 960 $599 045 960
22 „უმნიშვნელო ნუგეში“ Quantum of Solace 2008 მარკ ფორსტერი $200 000 000 $168 368 427 $586 090 727
23 „სკაიფოლი“ Skyfall 2012 სემ მენდესი $150-200 000 000 $297 025 010 $1 108 561 013
24 „სპექტრი“ Spectre 2015 სემ მენდესი $245-250 000 000 $ 196 704 955 $880 674 609
25 „სიკვდილის დრო არ არის“ No Time to Die 2020 კერი ფუკუნაგა $250-301 000 000 $160,772,007 $771.200.000

არაოფიციალური ფილმები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „James Bond film suspended“. London: The Telegraph. 20 April 2010. ციტირების თარიღი: 21 September 2011.
  2. „Harry Potter becomes highest-grossing film franchise“. London: The Guardian. 11 September 2007. ციტირების თარიღი: 28 September 2011.