მარკ ფორსტერი (ინგლ. Marc Forster; დ. 30 ნოემბერი, 1969) — გერმანელ-შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

მარკ ფორსტერი

მარკ ფორსტერი 2013 წელს
მშობლიური სახელი Marc Forster
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1969 (1969-11-30) (54 წლის)
ილერტისენი, ნოი-ულმის რაიონი, ბავარია, დასავლეთი გერმანია
მოქალაქეობა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
გერმანიის დროშა გერმანია
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტ
აქტიური 1995-დღემდე

მარკ ფორსტერი დაიბადა გერმანულ ქალაქ ილერტისენში. სწავლობდა შვეიცარიის კერძო კოლაში. 20 წლის ასაკში გადავიდა ნიუ-იორკში, ხოლო 1995 წელს — ჰოლივუდში, სადაც გადაიღო პირველი მცირებიუჯეტიანი ფილმი „უქნარები“. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო „Everything Put Together“, რომელიც ნომინირებული იქნა „სანდენსის კინოფესტივალზე.

ფორსტერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „მონსტრების მეჯლისი“ (2001), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004), „პერსონაჟი“ (2006), „ქარს დადევნებული“ (2007), „უმნიშვნელო ნუგეში“ (2008), „მსოფლიო ომი Z“ (2013) და „კრისტოფერ რობინი (2018).[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელი მშობლიური სახელი
1995 „უქნარები“ Loungers
2000 „Everything Put Together“ Everything Put Together
2001 „მონსტრების მეჯლისი“ Monster's Ball
2004 „ჯადოსნური ქვეყანა“ Finding Neverland
2005 „დარჩი“ Stay
2006 „პერსონაჟი Stranger than Fiction
2007 „ქარს დადევნებული“ The Kite Runner
2008 „უმნიშვნელო ნუგეში“ Quantum of Solace
2011 „მოძღვარი ტყვიამფქვრევით“ Machine Gun Preacher
2013 „მსოფლიო ომი Z“ World War Z
2014–15 „ღვთიური კიბე“ Hand of God
2016 „მხოლოდ შენ გხედავ“ All I See Is You
2018 „კრისტოფერ რობინი“ Christopher Robin

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kit, Borys. (2016-11-18) Marc Forster to Direct Live-Action Movie About Winnie the Pooh's Pal, 'Christopher Robin' (Exclusive). The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2016-11-18.