კრისტოფერ რობინი (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კრისტოფერ რობინი (ინგლ. Christopher Robin) — ამერიკული ფანტასტიკური კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარკ ფორსტერი, სცენარის ავტორები ალექს როს პერი, ტომ მაკარტი და ალისონ შრედერი. ფილმი შთაგონებულია ალან ალექსანდრ მილნისა და შეპარდის ვინი პუჰის წიგნებიდან [1] და წარმოადგენს დისნეის ამავე სახელწოდების ფრენჩაიზის გაცოცხლებულ ვარიანტს. ფილმში მთავარ როლს ასრულებს იუან მაკგრეგორი, ხოლო მისი მეუღლის, ეველინის როლს ჰეილი ატველი. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯუმ ქამინგსი, ბრედ გარეტი, ნიკ მოჰამედი, პიტერ კაბალდი, სოფი ოკონედო, სარა შინი და ტობი ჯოუნსი. ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ რობინის ისტორიას, რომელიც კარგავს წარმოსახვის უნარს, ერთადერთ გზას, რომლითაც თავის მეგობარს, ვინი-პუჰს უკავშირდება.

„კრისტოფერ რობინი“
ინგლ. Christopher Robin
რეჟისორი მარკ ფორსტერი
პროდიუსერი ბრიგჰამ ტეილორი
კრისტენ ბური
როლებში
კომპოზიტორი ჯეოფ ზანელი
ჯონ ბრაიონი
მწარმოებელი კომპანია Walt Disney Pictures
2DUX²
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

30 ივლისი, 2018 (ბარბენკი)

3 აგვისტო, 2018 (აშშ)
ხანგრძლივობა 104 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 197.7 მილიონი აშშ დოლარი

ვინი პუჰის გაცოცხლებული ვარიანტის შექმნის შესახებ 2015 წლის აპრილში გამოცხადდა, ხოლო ფორსტერი დამტკიცდა დირექტორის პოსტზე 2016 წლის ნოემბერში. მაკგრეგორმა ხელი მოაწერა კრისტოფერ რობინის როლს 2017 წლის აპრილში და ძირითადი გადაღებები დაიწყო იმავე წლის აგვისტოში გაერთიანებულ სამეფოში და გაგრძელდა ნოემბრამდე.

კრისტოფერ რობინის პრემიერა შედგა ბირბანკში, კალიფორნიაში, 2018 წლის 30 ივლისს. [2] აშშ-ში ფილმი გამოვიდა 2018 წლის 3 აგვისტოს, Walt Disney Studios Motion Pictures– ის მიერ. ფილმის მთლიანმა შემოსავალმა 197 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმი დისნეის ვინი პუჰი-ს ფრანჩაიზში. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო, რომლებიც აქებდნენ მსახიობთა შესრულებას, მუსიკალურ გაფორმებას და ვიზუალურ ეფექტებს.[3] ფილმმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის კატეგორიაში ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე.

წარმოება

რედაქტირება

განვითარება

რედაქტირება

2003 წელს, სახლი პუჰის კუთხეში-ით ინსპირირებულმა ბრიგამ ტეილორმა, დისნეის მიაწოდა იდეა ვინი პუჰის შესახებ, რომელიც ზრდასრული კრისტოფერ რობინის შესახებ იქნებოდა. ამასთან, იმ პერიოდში პუჰის სხვა პროექტების გამო, ეს მოსაზრება არ განიხილეს. [4] 2015 წელს, კრისტინ ბური ტეილორმა დაარწმუნა, რომ პროექტზე მუშაობა დაეწყო. შედეგად ამ ორმა პიროვნებამ პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო.[4]

2015 წლის 2 აპრილს, Walt Disney Pictures- მ გამოაცხადა, რომ მუშავდებოდა ანიმაციის გაცოცხლებული ვარიანტი, რომელიც შექმნილი იქნებოდა ვინი პუჰის ფრანჩაიზის პერსონაჟების მიხედვით, რომელიც მსგავსი სახის იქნებოდა, როგორიცაა: 2010 წლის ალისა საოცრებათა ქვეყანაში, 2014 წლის მალეფისენტი და 2015 კონკია. ალექს როს პერი დაიქირავეს სცენარის შესაქმნელად.[5] 2016 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდიამ დაიქირავა მარკ ფორსტერი რეჟისორის პოსტზე და ფილმს კრისტოფერ რობინი უწოდეს. ფილმს ექნებოდა „ჯადოსნური რეალიზმის ძლიერი ელემენტები და იგი მოიცავს ემოციურ მოგზაურობასა გულისამაჩუყებელ თავგადასავალს".[6] 2017 წლის 1 მარტს ტომ მაკარტი დაიქირავეს არსებული სცენარის დასარედაქტირებლად.[7]

გადაღებები

რედაქტირება

ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, გაერთიანებულ სამეფოში[8][9][10] და დასრულდა 2017 წლის 4 ნოემბერს. ფილმის სცენების უდიდესი ნაწილი გადაიღეს აშდაუნის ტყეში, ასევე უინძორის დიდ პარკში, შეპერტონის კინოსტუდიებში და დოვერის სანაპიროზე.[11]

მუსიკალური გაფორმება

რედაქტირება

ჯოჰან ჯოჰანსონი დაიქირავეს ფილმისთვის მუსიკალური კომპოზიციის შესაქმელად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 9 თებერვალს. [12] ფილმი ეძღვნება მის ხსოვნას. [13] მუსიკალური კომპოზიცია საბოლოოდ შექმნა ჯონ ბრაიონმა [14] და ჯეფ ზანელიმ.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Disney's Christopher Robin. Walt Disney Studios (May 4, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2020.
  2. Christopher Robin Premiere, LA (July 30, 2018). ციტირების თარიღი: July 30, 2018
  3. Christopher Robin review roundup: This Disney film receives mostly positive reviews (August 10, 2018). ციტირების თარიღი: August 21, 2018
  4. 4.0 4.1 Christopher Robin Press Kit. Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2020.
  5. Fleming, Mike Jr. (April 2, 2015). „Disney Sets Live-Action 'Winnie The Pooh' Film; Alex Ross Perry To Write“. Deadline Hollywood. Penske Business Media. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  6. Kit, Borys (November 18, 2016). „Marc Forster to Direct Live-Action Movie About Winnie the Pooh's Pal, 'Christopher Robin' (Exclusive)“. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  7. 'Spotlight's' Tom McCarthy to Re-Write Disney's Live-Action 'Christopher Robin'. Penske Business Media. ციტირების თარიღი: September 17, 2017
  8. Daniels, Nia (August 9, 2017). „Disney's Christopher Robin starts filming in the UK“. KFTV. Media Business Insight. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  9. Wilson, Callum (August 7, 2017). „Disney is shooting a film in Dover and you could be a paid extra“. Kent Live. Local World. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 7, 2017. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  10. Kit, Borys (June 22, 2017). „Gemma Arterton No Longer In Talks to Join 'Christopher Robin'. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: September 17, 2017.
  11. Christopher Robin Press Kit. Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2020.
  12. „Johann Johannsson's Death Leaves Friends Shocked, Questions Unanswered“. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: May 7, 2018. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. Christopher Robin Press Kit. Walt Disney Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 22, 2019. ციტირების თარიღი: დეკემბერი 30, 2020.
  14. Jon Brion to Score Marc Forster's 'Christopher Robin' - Film Music Reporter. ციტირების თარიღი: January 12, 2019
  15. I'm happy I could step into the Hundred Acre Wood and be part of this special movie! Loved spending time with these three, and working alongside the uber-talented Jon Brion. Christopher Robin comes out August 3rd! — Geoff Zanellipic.twitter.com/jUP8PdaN6G. Twitter. ციტირების თარიღი: January 12, 2019