მსოფლიო ომი Z (ფილმი)
მსოფლიო ომი Z (ინგლ. World War Z) — 2013 წლის ამერიკული პოსტაპოკალიპტური საშინელებათა ფილმი,[5] რომელიც დაფუძნებულია მაქს ბრუკსის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის რეჟისორია მარკ ფორსტერი, პროდიუსერები არიან ბრედ პიტი, დიდი გარდნერი, ჯერემი კლაინერი და იენ ბრაისი, ოპერატორია ბენ სერეზინი. ფილმში მთავარ პერსონაჟ გარი ლეინს ასახიერებს ბრეტ პიტი — გაეროს ყოფილი გამომძიებელი, რომლის მიზანია ზომბი-აპოკალიფსის შეჩერება.
„მსოფლიო ომი Z“ | |
---|---|
რეჟისორი | მარკ ფორსტერი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | |
ეფუძნება | „მსოფლიო ომი Z“ — მაქს ბრუკსი |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | მარკო ბელტრამი |
ოპერატორი | ბენ სერეზინი |
მონტაჟი | |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 116 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ[2][3] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 190 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 540 მილიონი აშშ დოლარი[4] |
2007 წელს ბრედ პიტის კომპანია Plan B Entertainment-მა მოიპოვა ფილმის გადაღების უფლება,[6] ხოლო რეჟისორად მოიწვია მარკ ფორსტერი. 2009 წელს სცენარისტად დაინიშნა მეთიუ მაიკლ კარნაჰანი. ფილმის გადაღებები დაიწყო მალტაში 2011 წლის ივლისში,[7] შემდეგ გაგრძელდა გლაზგოსა[8] და ბუდაპეშტში.[9] თავდაპირველად ფილმის გამოშვება დაგეგმილი იყო 2012 წლის დეკემბერში, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო გამოშვება გადაიდო 2013 წლისთვის. მესამე აქტის გადასაწერად დაქირავებული იქნა დეიმონ ლინდელოფი, მაგრამ დროის უქონლობის გამო მან ვერ შეძლო სცენარის დასრულება და მის მაგივრად მოვიდა დრიუ გოდარდი.[10] ხელახალი გადაღებები მიმდინარეობდა 2012 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე.
ფილმის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 3 ივნისს ლონდონში. ფილმმა გახსნა მოსკოვის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.[11] ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ფილმი ნაჩვენები იქნა 2013 წლის 14 ივნისს.
ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან. შექება ძირითადად დაიმსახურა ბრედ პიტის შესრულებამ. ფილმი დაახასიათეს როგორც ზომბი ჟანრის რეალისტური აღორძინება. ყველაფრის მიუხედავად, ფილმმა დაიმსახურა კრიტიკაც. საბოლოო ჯამში ფილმი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, ბიუჯეტმა შეადგინა 190 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა 540 მილიონი დოლარი. რითაც იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ზომბი-ფილმად. ფილმის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ შემქმნელებმა დაანონსეს პროექტის გაგრძელება, თუმცა 2019 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მეორე ნაწილზე მუშაობა შეწყდა.[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ WORLD WAR Z (15). British Board of Film Classification (June 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2013. ციტირების თარიღი: June 18, 2013.
- ↑ World War Z (2013). American Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2014.
- ↑ World War Z (2013). European Audiovisual Observatory. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2014.
- ↑ World War Z. Box Office Mojo. Amazon.com (2013-06-23). ციტირების თარიღი: 2013-09-06.
- ↑ WORLD WAR Z - British Board of Film Classification.
- ↑ M. Holson, Laura. (ივნისი, 2013) Brad’s War. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2018.
- ↑ „Brangelina land in Malta this afternoon“. Malta Today. June 11, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2011. ციტირების თარიღი: June 19, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Brad Pitt to film horror movie in Glasgow city centre“. BBC. 17 ივნისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2011. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Bamigboye, Baz (31 მაისი, 2012). „Brad's zombie shoot comes back to life“. Daily Mail. London. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Flemming, Mike (July 11, 2012). „Comic-Con: Drew Goddard Scripts New Ending To Brad Pitt's World War Z“. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ World War Z To Open 35th Moscow International Film Festival. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2013.
- ↑ Perez, Rodrigo. (6 თებერვალი, 2019) Paramount Pulls The Plug On David Fincher's 'World War Z' Sequel. The Playlist. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2019.