რუსეთიდან სიყვარულით
რუსეთიდან სიყვარულით (ინგლ. From Russia with Love) — მეორე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია ტერენს იანგი.
„რუსეთიდან სიყვარულით“ | |
---|---|
რეჟისორი | ტერენს იანგი |
პროდიუსერი |
ჰარი ზალცმანი ალბერტ რ. ბროკოლი |
სცენარისტი |
რიჩარდ მეიბაუმი ჯოანა ჰერვუდი იენ ფლემინგი |
როლებში |
შონ კონერი დანიელა ბიანჩი ლოტე ლენია რობერტ შოუ |
კომპოზიტორი | ჯონ ბარი |
ოპერატორი | ტედ მური |
დისტრიბუტორი | United Artists |
ხანგრძლივობა | 115 წთ. |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 2 მილიონი დოლარი |
ფილმში ბონდის დავალებაა, სოციალური სახელმწიფოდან გამოიყვანოს და გადაარჩინოს რუსი აგენტი ტატიანა რომანოვა. ტატიანას გააჩნია ინფორმაცია გამშიფრავ აპარატზე „ლექტორი“, მაგრამ ჩნდება დაბრკოლება - კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ცდილობს, დააპირისპიროს ინგლისი და რუსეთი.
რუსეთიდან სიყვარულით კრიტიკოსებისა და თავად შონ კონერის მიერ ითვლება ბონდიანის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, რომელიც დიდ ინტერესს იპყრობს გამოსვლიდან 40 წლის შემდეგ. მაიკლ ჯ. უილსონის, ფილმის ამჟამინდელი თანაპროდიუსერის კომენტარი: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გადავიღოთ კიდევ ერთი რუსეთიდან სიყვარულით, მაგრამ შედეგად ვღებულობთ ცეცხლოვან ბურთს“.
2005 წელს ფილმი კომპიუტერულ თამაშად აქციეს, სახელწოდებით ჯეიმზ ბონდი 007: რუსეთიდან სიყვარულით. კომპანიის Electronic Arts მიერ შექმნილ ამ თამაშში შონ კონერის სპეციალურად ჩაწერილი ხმა არის გამოყენებული, ხოლო პერსონაჟები ვიზუალურად მაქსიმალურად ახლოს არიან ორიგინალურ მხასიობებთან.