სფერული ელვა (ფილმი)

სფერული ელვა (1965) — მეოთხე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, კინოსცენარს ეფუძნება.

„სფერული ელვა“
რეჟისორი ტერენს იანგი
პროდიუსერი ჰარი ზალცმანი
ალბერტ რ. ბროკოლი
სცენარისტი ჯეკ უიტინგემი
კევინ მაკკლორი
იენ ფლემინგი
როლებში კლოდინ ოჟე
ადოლფო ჩელი
ლუჩიანა პალუცი
რიკ ვან ნუტერი
დესმონდ ლეველინი
ბერნარდ ლი
კომპოზიტორი ჯონ ბარი
ოპერატორი ტედ მური
დისტრიბუტორი United Artists
ხანგრძლივობა 130 წთ.
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი

ფილმში ბონდი ეძებს ნატოს ორ ატომურ ბომბს, რომელიც მოიპარა კორპორაციამ ’’სპექტრი’’. ეს უკანასკნელი, აშანტაჟებს მსოფლიოს, რათა მას გადასცენ 100 მილიონი ფუნტი - წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰპირდება ყველას, რომ ბომბები ამოქმედებული იქნება ინგლისის ან აშშ-ს რომელიმე ქალაქში.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა მისი ჩვენებებიდან შეადგინა 141,2 მილიონი დოლარი, რაც ბევრად აღემატებოდა სამივე წინა ფილმის შემოსავალს.

ფილმს გადაეცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, სპეციალური ეფექტებისათვის და სპეციალური ვიზუალური ეფექტებისათვის. მიუხედავად კომერციული წარმატებისა, ფილმმა მწარე კრიტიკა დაიმსახურა.

მუსიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება