მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში

მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში (ინგლ. On Her Majesty's Secret Service, 1969) — მეექვსე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის 1963 წლის რომანის მიხედვით.

„მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“
რეჟისორი პიტერ ჰანტი
პროდიუსერი ალბერტ რ. ბროკოლი
სცენარისტი იენ ფლემინგი
რიჩარდ მეიბაუმი
როლებში ჯორჯ ლეზენბი
დაიანა რიგი, ტელი სალავასი
კომპოზიტორი ჯონ ბარი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 18 დეკემბერი, 1969
ხანგრძლივობა 140 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 7 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 82 მილიონი აშშ დოლარი

ბონდის თავგადასავლების მეექვსე ფილმი ყველა ფილმისგან გამოირჩევა იმით, რომ ჯორჯ ლეზენბი, ბონდის როლის შემსრულებელი, წარუმატებელ 007-ად ჩათვალეს და ეს მისი მონაწილეობით ბონდიანის ერთადერთი ნაწილია.

სიუჟეტის მიხედვით, ბონდი კვლავ მიჰყვება ორგანიზაცია ბლობელდის ხელმძღვანელის, ბლოფელდის კვალს და თავს ამოჰყოფს პორტუგალიაში, სადაც მას შეუყვარდება ტერეზა დე ვესეზნო. ეს უკანასკნელი, ყველაფერთან ერთად, არის ცნობილი ბოროტმოქმედის, მარკ-ენგ დრაკოს ქალიშვილი. ბონდს იჭერენ დრაკოს დაცვის წევრები. მაგრამ დრაკო ბონდს სთავაზობს ასეთ გზას - ბონდი უნდა დაქორწინდეს ტერეზაზე, სანაცვლოდ კი იგი მიიღებს ინფორმაციას ბლოფელდზე. ტერეზა შეიტყობს მამის გეგმების შესახებ და მამას მოსთხოვს ყველა საიდუმლოს განხილვას, უპირობოდ. მიღებული ინფორმაციით ბონდი მოიძიებს ალპებში დამალულ საიდუმლო ლაბორატორიას, რომელიც კერძო კლინიკის სახეს ატარებს. იქ ბლოფელდი მუშაობს ვირუსის შექმნაზე, რომელიც მთელ კაცობრიობას გაანადგურებს. ბონდი ამ ლაბორატორიაში გენეალოგისტის სახით შეაღწევს, იმ მიზეზით, რომ მან უნდა დაამტკიცოს ბლოფელდის საგრაფო წარმოშობა. მი6-დან ცნობილი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, გამოსასყიდი გადასცეს ბლოფელდს, იმის მაგივრად რომ გაანადგუროს იგი. მაშინ ბონდი ანადგურებს ბლოფელდის ლაბორატორიას. ბლოფელდი კვლავ გარბის.

ფილმის დასასრულს ტერეზა და ჯეიმზი ქორწინდებიან. ბლოფელდი და მისი თანაშემწე გზად ავტომანქანით მისდევენ ახლადდაქორწინებულებს, ესვრიან და კლავენ ტერეზას.

ეს არის ბონდიანის ერთადერთი ფილმი, რომლის რეჟისორიც პიტერ ჰანტია - იგი მანამდე ყველა ფილმის მონტაჟზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ იყო ისეთი გავლენიანი, როგორც ყველა წინა სერია, მსოფლიო მასშტაბით მან შემქმნელებს მოუტანა 87 მილიონი დოლარი და საკმაოდ პოზიტიური შეფასებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება