მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 13
თხოვნა
რედაქტირებაგამარჯობა დათო, გთხოვ ეს სტატია წაშალო, ფინეთის გეოგრაფიას ვქმნიდი და შეცდომით სხვა ბმულზე გავაკეთე ვიკიპროექტის გვერდიდან. --მიხეილ (გ) 15:41, 3 მაისი 2011 (UTC)
- გაკეთდა — დავით პასუხი 15:44, 3 მაისი 2011 (UTC)
დიდი მადლობა :) --მიხეილ (გ) 15:51, 3 მაისი 2011 (UTC)
- Vous êtes la bienvenue :)) (სავარაუდოდ არასწორია) — დავით პასუხი 15:53, 3 მაისი 2011 (UTC)
მომხმარებელი-ვიკიპედიელი
რედაქტირებადათო, როდის შეიცვლება ვიკიპედიელი მომხმარებელზე?--ცანგალა (გ) 19:33, 3 მაისი 2011 (UTC)
დაიცადო, შევადგინო ტიკეტი და მერე დაიცადო, როდის შეასრულებენ. (იმედია გახსოვს, რამდენი ხანი წავიდა შემოწმების ჩართვაზე?)--გიორგი 10:44, 4 მაისი 2011 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებადავით ერთი რამ მინდა გთხოვო, როგორც დღეს აღნიშნე (და ერთ-ერთ კომენტარშიც გიწერია) ”ცოტა ლუდის შესახებ” სტატიის ვიკიპედიის სტატია ”ლუდის” შესავსებად გამოყენების თაობაზე ეგ კარგი აზრია, იმდენადა რამდენაც ქართულ ვიკიპედიაში სტატია ”ლუდი” ბოლომდე დაწერილი არ არის, მაგრამ შედეგად სტატია სახელწოდებით ”ცოტა რამ ლუდის შესახებ” ალბათ დაიკარგება არადა სერტიფიკატში (P.S. რაც არ უნდა იყოს მაინც კაი პონტია რაღაცით რომ გაჯილდოვებენ სასიამომნოა:) სწორედ ეგ სახელწოდება წერია და არ მინდა რომ გაქრეს ამ სახელწოდებით, ამასთან კონკურშიც აღნიშნული იყო :”რომ კონკურსისთვის შექმნილი ყველა სტატია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ არა, გავრცელდება CC-BY-SA 3.0 ლიცენზიით”-ო...მოკლდედ ბევრი რომ არ გავაგრძელო თუ შესაძლებელია ეგ სტატია იქნებ ამ სათაურითაც დარჩეს... დანარჩენი კი როგორც შენ გაგიხარდება ისე გადაიტანე და დაარედაქტირე ვიკის სტატიაში ”ლუდი” ...
- ბატონო ჯანო, მესმის თქვენი :). ძალიან კი მინდა, მაგრამ ჩვენი ენციკლოპედია მოითხოვს, რომ სტატიის სათაური არ იყოს ცოტა რამ ლუდის შესახებ :). ამ სატაურით სტატია გამორიცხულია, თუმცა, გპირდებით, არ დავკარგავ ამ სახელს :). შევინარჩუნებ, მაგრამ არა როგორც სტატიის სათაურს :) — დავით პასუხი 08:42, 8 მაისი 2011 (UTC)
ბატონო დავით ცხადია მე არ ვითხოვ ენციკლოპედიაში იქნეს გადტანილი ეს სათაური, ისიც მესმის რომ არა მარტო ვიკიპედიაში, არამედ ზოგადად ნებისმიერ ენციკლოპედიაში მსგავსი ტიპის სახელები გამორიცხული რომაა:), თუმცა მე ეგ არც მითხოვია, მე ვიგულისხმე იქნებ საკონკურსო სტატიების კატეგორიებში დარჩეს თქო თორემ ენციკლოპედიის სახელთა სივრცეში მაგის გადატანა აზრდაც არ მომსვლია!...— Jano Markhulia განხილვაწვლილი 11:09, 8 მაისი 2011 (UTC)
- ისე გავაკეთებ, რომ მოგეწონებათ :). — დავით პასუხი 11:11, 8 მაისი 2011 (UTC)
„ნაბოდვარი“
რედაქტირებასათაური ეფუძნება ერთ-ერთ ისტორიულ კომენტარს. დ. მ.
უფრო მნიშვნელოვან საკითხზე დავწერე ყავახანაში და ყურად არ იღეთ აბა ამას შეხედეთ. — ჯაბა ლაბა 11:50, 8 მაისი 2011 (UTC)
- რას ქვია ყურად არ ვიღეთ? ჯერ ერთი მე ერთი ვარ. მეორეც, ვისაც შენ გულისხმობ მაგ მრავლობითში, ის ყოველდღე ცდილობს მაგის გასწორებას და გაასწორებს კიდევაც. შენ კი წარმოდგენა არა გაქვს მის შრომაზე. — დავით პასუხი 11:59, 8 მაისი 2011 (UTC)
(შინაარსის უკეთ გასაგებად. წინ უსწრებს და უკავშირდება მომდევნო წერილს. დ. მ.)
არც ამაზე. — ჯაბა ლაბა 12:00, 8 მაისი 2011 (UTC)
- არცაა საჭირო :) — დავით პასუხი 13:14, 8 მაისი 2011 (UTC)
- დათო. user:Nodar kherkheulidze. სანდო, თუ რთული არაა.--გიორგი; 18:17, 10 მაისი 2011 (UTC)
მიცნობ? გიცნობ?
რედაქტირებაშესაძლებელია, გიცნობდე, მაგრამ მხოლოდ სახელით ვერაფერს მივხვდები. შეიძლება გვარით გიცნო. თუ არა და დიდი სიამოვნებით გაგიცნობ. მით უმეტეს, კურსელები ვართ და თან ვიკიპედიელები :) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 12:15, 20 მაისი 2011 (UTC)
goodjobs
რედაქტირებაჩემი ტექსტი იყო ალბათ ცუდად დაწერილი თორე ესეც საიტებია მართალია ისეთი დონის არაა როგორც goodjobs.ge http://en.wikipedia.org/wiki/Google.com , http://en.wikipedia.org/wiki/Linkedin.com , http://en.wikipedia.org/wiki/WooRank და ალბათ კიდევ ბევრია... მე რეკლამირება არ მინდოდა თან რეკლამირება არც გამომივიდოდა იმიტომ რომ თუ არ დაძებნეს არსად გამოჩნდებოდა, მე უბრალოდ backlink მინდოდა wikipedia-ზე seo -თვის. ყოველ შემთხვევაში თუ არ შეიძლება არაუშავს, სხვანაირად შევაგროვებ backlink ებს :)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია ინგირი დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
ეს ალბათ Lika2672-ს უფრო ეკუთვნის, არა?--Ouzo განხილვაწვლილი 14:59, 24 მაისი 2011 (UTC)
- კი, ნამდვილად :) — დავით პასუხი 16:07, 24 მაისი 2011 (UTC)
მართებულია?
რედაქტირებარამდენად მართებულია შენი პროტეჟეს მიერ ამ ცვლილების გაკეთება? — ჯაბა ლაბა 18:09, 25 მაისი 2011 (UTC)
- ახლა პირადი პპრობლემების გამო იმდენად არ მაინტერესებს, თუ რა არის შენი მიზანი, რომ საერთოდ არ ვაპრებ ჩაძიებას. უბრალოდ ერთს გეტყვი: ზედმეტად საზიზღარი შეგრძნება გამიჩნდა ამ წერილის წაკითხვისას. პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც აღიზიანებს ორი ადამიანის მეგობრობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თუკი რაიმე მიზანი გაქვს, ვიკიპედიის სასაგებლო, ამის საშუალებას ვიკიპედიის ფორმატი გაძლევს და მარტივად შეგიძლია "უმართებულო" ქმედების გამოსწორება. მაგრამ, რაღაც მიზანი რომ გაქვს (ან შეიზლება არც გაქვს და თვითმიზანია უბრალოდ კამათი), მაგის გაკეთებას ნამდვილად დაგიშლი: საერთოდ გიკრძალავ ჩემს განხილვის გვერდზე რაიმეს დაწერას ამის შემდეგ! ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია დაახლა ვაკეთებ იმიტომ, რომ უკვე ზედმეტად მომბეზრდა. თუკი რამე საქმე გექნება ჩემთან, მხოლოდ ვიკიპედიელტა საერთო მიზნის მისაღწევად, შეგიძლია შუამავალი მონახო და ისე გამაგებინო სათქმელი. — დავით პასუხი 08:54, 26 მაისი 2011 (UTC)
აშკარად გეტყობა რომ პირადი პრობლემები გაქვს და არ გიპასუხებ. — ჯაბა ლაბა 13:51, 26 მაისი 2011 (UTC)
ალექსანდრ დიუმა
რედაქტირებადათო, წაიკითხა განხილვის გვერდი და ნახე სტატიის ისტორიის გადამისამართებები.--ცანგალა (გ) 15:22, 31 მაისი 2011 (UTC)
- არეული იყო, ალექსანდრ დიუმა მისამართდებოდა თავის თავზე და გავასწორე. მგონი ყველაფერი წესრიგშია ახლა, ქსე–საც შეესაბამაბა ახლანდელი მდგომარეობა... რამე არაა სწორად? — დავით პასუხი 15:30, 31 მაისი 2011 (UTC)
გადამისამართება ალექსანდრე დიუმაზე რომ ვნახე იმიტომ შემოგეხმიანე.--ცანგალა (გ) 16:05, 31 მაისი 2011 (UTC)
eseti gundi nagdad arsebobs mutrukebi"
რედაქტირებაგადმოტანილია ძველი განხილვის გვერდიდან (დ. მ.)
telavis gundia rugby.ge_ze naxet shida aperezebshi a ligashi , piradad me vtamashob rogor ar arsebobs gvayavs a liga da bavshebi — 94.100.238.23 14:46, 3 ივნისი 2011 (UTC)
- გასაგებია. არ წაგვიშლია სტატია. — დავით პასუხი 17:01, 3 ივნისი 2011 (UTC)
ფარსმან ქველი
რედაქტირებაგამარჯობა, დათო. ერთი ამას გადახედე, თუ შეგიძლია: განხილვა:ფარსმან III — Nodar Kherkheulidze (გ) 07:28, 12 ივნისი 2011 (UTC)
თხრობის სტილი? ორთოგრაფია?
რედაქტირებადათო გამარჯობა! მე აქ ვერც თხრობის სტილის გასწორება ვნახე და ვერც ორთოგრაფიის.--Ouzo განხილვაწვლილი 10:15, 12 ივნისი 2011 (UTC)
- უპს. მართალი ხარ :)). მაგას ქვემოთ პატარა ღილაკებზე დაჭერით ავტომატურად ვწერ ხოლმე. ჰოდა, რაც საჭირო იყო, იმის გარდა ყველაფერზე მიმიჭერია — პუნქტუაციისათვის უნდა დამეჭირა. ბოდიშს მოვითხოვ ინსტიქტური შეცდომისათვის. — დავით პასუხი 10:54, 12 ივნისი 2011 (UTC)
- არაუშავს, უარესებიც ხდება.--Ouzo განხილვაწვლილი 10:58, 12 ივნისი 2011 (UTC)
გამარჯობა, დათო. ცოტა უცნაური თხოვნა მაქვს. შენი და ყოფილა ამის ავტორი და გამოყენებულ ლიტერატურას ხომ ვერ ჰკითხავდი?—G.G. 06:20, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ჭიამა? :)) ვაჰ, ეს აღარც მახსოვდა :)). ჰო, ჩემი დაა, მაგრამ ეგ ისეთ დროსაა დაწერილი, როცა ვიკიპედიაში "გამოყენებული ლიტერატურა არა ისა"–ს პრინციპი მოქმედებდა :). ეგ სტატია მუსიკაში თავისი პატარა ცოდნით დაწერა, ასე რომ, ალბათ ჯობია სხვა ლიტერატურა მივუთითოთ, უცხოური ვიკიპედიებიდან. — დავით პასუხი 10:29, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ეეჰ, არც უცხოურ ვიკიპედიაში ყოფილა რამე... — დავით პასუხი 10:30, 13 ივნისი 2011 (UTC)
- უცხოურში რომ ყოფილიყო რამე მაინც, ასე შეგაწუხებდი? —G.G. 10:37, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ისე, მხოლოდ ნორვეგიულში არის მითითებული
- Kjelder [endre]
- Cappelens musikkleksikon 1978
- მაგრამ... ორი პრობლემაა: სახელწოდება ქართულად და ძალიან ზოგადია, გვერდიც კი არ არის მითითებული.—G.G. 10:42, 13 ივნისი 2011 (UTC)
- სახელწოდება ალბათ ასე იქნება: მუსიკალური ლექსიკონი Cappelens. თუმცა, დარწმუნებული არა ვარ. :| — დავით პასუხი 11:41, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ეეჰ, არც უცხოურ ვიკიპედიაში ყოფილა რამე... — დავით პასუხი 10:30, 13 ივნისი 2011 (UTC)
სტატ. ლიტ. გარეშე
რედაქტირებასალამი.
ბაზიერთუხუცესი
რედაქტირებადათო, იხ. ბაზიერი ბაზიერთუხუცესი ვიკილექსიკონში გადავიდა აქ კი წაიშალა. ამჟამად წითლად ჩანს. ასე უნდა დარჩეს?--ცანგალა (გ) 11:48, 14 ივნისი 2011 (UTC)
მეგრული ვიკიპედია
რედაქტირებაგამარჯობა დათო :) ახლახან ვნახე მეტაზე მეგრული ვიკის გახსნის წინააღმდეგ მიგიცია ხმა და გამიკვირდა. ვიცი, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ. რა ხდება, ზედიზედ რომ შემოდის ხალხი ეს ბოლო დღეები და oppose-ს აძლევს ხმას? :D
P.S. შეგვიძლია ყავახანაში გავაგრძელოთ საუბარი — მეგრული ვიკის განყოფილებაში. ხალხიც უფრო ჩაერთვება, მოსაზრება თუ აქვთ ამ საკითხზე. კილავაგორა 18:09, 16 ივნისი 2011 (UTC)
- ერთს ვიტყვი: აზრები იცვლება... რამდენიმე წეილი გავიდა იმისა მერე, რაც მე წამოვიწყე ეგ საქმე და ახლა წინააღმდეგი ვარ თავად. სულაც არ მრცხვენია იმის, რომ აზრი შემეცვალა :). ჩემი აზრის ცვლილება განაპირობა უმთავრესად ქართული საზოგადოების დამოკიდებულებამ ამ წამოწყებისადმი. უმრავლესობამ ეს არ მიიღო კარგად და თუკი Oppose-ებს Support-ები აჭარბებს, ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველთა სურვილს. არც ახლა და არც რამდენიმე წლის წინ ჩემი მიზანი არ ყოფილა ქართველთა გახლეჩვა და რადგან ქართული ინტერნეტსივრციდან აშკარა და ნათელია, რომ მეგრულ ვიკიპედიაზე ქართველები არ არიან ერთსულოვანნი (მითუმეტეს, რომ უმრავლესობა უარყოფითად აფასებს ამ ყველაფერს), მე უკვე წინააღმდეგი ვარ მისი შექმნის. გმადლობთ. — დავით პასუხი 18:16, 16 ივნისი 2011 (UTC)
- აბსოლუტურად გეთანხმები, დავით. — Nodar Kherkheulidze (გ) 18:18, 16 ივნისი 2011 (UTC)
- ყველასათვის ცნობილია ის გაუთავებელი კამათები და დავები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყველა ქართულენოვან ფორუმზე მიმდინარეობდა. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალია უარი ვთქვათ წამოწყებაზე — თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არაა ამ კამათების ხელახალი ტალღის აგორება. გმადლობ, ნოდარ. — დავით პასუხი 18:21, 16 ივნისი 2011 (UTC)
- აბსოლუტურად გეთანხმები, დავით. — Nodar Kherkheulidze (გ) 18:18, 16 ივნისი 2011 (UTC)
- სრული მხარდაჭერა დათოს მოსაზრებას ჩემგანაც! მე კაი ხნის წინ მივეცი მეტაზე oppose. გარკვეულმა ჯგუფმა მეგრული ვიკის იდეა ისე სხვანაირად აიტაცა, ნამდვილად სახიფათოა მათ ხელში. --მიხეილ (მომწერე) 18:24, 16 ივნისი 2011 (UTC)
- შესაძლოა. მაგრამ საზოგადოება ცდება ხოლმე :) არ მიმაჩნია ამგვარი კონფორმიზმი სწორად. თუ რამე არ მოხდა, დამოკიდებულება არც შეიცვლება. მაწუხებს მეგრული ენის საკითხი, რადგან ვფიქრობ რომ ეს ენა დაკარგვის საშიშროების წინაშეა და ახალ თაობას არ გადაეცემა. მგონია, რომ ვიკი ერთ-ერთი საშუალებაა ენის პოპულარიზაციისთვის. და თუ საზოგადოება იმის წინააღმდეგია, რომ ჩემს ენას პოპულარიზაცია გავუწიო, ბოდიში, მე ამ საზოგადოების აზრს ვერ გავითვალისწინებ :) გახლეჩვად უფრო ის მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულებაა ამ ენისადმი... გარკვეულ ჯგუფებს რაც შეეხება, ახლა ერთადერთი ჯგუფია რომელშიც მე ვარ. რა სხვანაირობაზე საუბარი იქნებ დააკონკრეტოთ? :D კილავაგორა 18:42, 16 ივნისი 2011 (UTC)
- ბოდიში, მაგრამ ვიკიპედია ნამდვილად არაა რაიმეს, თუნდაც ენის პოპულარიზაციის ადგილი. სხვანაირობაში კი მიხეილმა სწორედ ის იგულისხმა, რომ თავიდან ვიკიპედიელები (ერთხმად) ვფიქრობდით, რომ საზოგადოებაც ისე შეხედავდა ამას, როგორც ჩვენ გვეგონა, თუმცა შევცდით — თუ როგორ შეხედა, ეს თავადაც გეცოდინებათ, თუნდაც ნებისმიერი ქართულენოვანი ფორუმის არქივიდან, თავი რომ დავანებოთ პრესას. მე დათმობაზე არ წავსულვარ (თუმცა, ალბათ, ესეც გამართლებული იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე). მე უბრალოდ შემეცვალა აზრი და ახლა სწორედ იმ საზოგადოებას ვეკუთვნი, თქვენი აზრით რომ ცდება :). მე მაქვს ჩემი აზრი, იმაზე მტკიცე, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. აზრის ქონის უფლება მაქვს, ისევე, როგორც თქვენ. ვაფასებ თქვენს შრომას მეგრული ენისათვის, თუმცა, არა ვიკიპედიაში. — დავით პასუხი 18:52, 16 ივნისი 2011 (UTC)
- ერთ-ერთი (არა ერთადერთი) საშუალებაა პოპულარიზაციის :) გლობალიზაციის ეპოქაში მხოლოდ მოცემულ ენაზე საუბარი არ არის საკმარისი ენის შენარჩუნებისთვის. მცირე ენების ვიკები ნამდვილად არ მგონია, რომ სამეცნიერო სტატიების ციტადელი იყოს. უბრალოდ, საშუალება იქნება ადამიანმა უფრო მეტი გაიგოს ენის შესახებ. ზოგს შეიძლება სტატიის დაწერაც მოუნდეს... მოცემულ ენაზე ინფორმაციის თავშესაყარი იქნება. ინტერნეტ სივრცეც ამის საშუალებას იძლევა. ნეგატიური დამოკიდებულების გამო რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ლაზური, მეგრული, სვანური და ბაცბური თუ გაქრება, კვლავ ვამბობ, ამ საზოგადოების აზრს ვერ გავითვალისწინებ... უარის თქმას რაც შეეხება, ვიკის დამტკიცება გარდაუვალია. ჰოდა, თუ ქართული ვიკის ედიტორებს არ გსურთ ხელშეწყობა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით :) კილავაგორა
- ბოდიში, მაგრამ ვიკიპედია ნამდვილად არაა რაიმეს, თუნდაც ენის პოპულარიზაციის ადგილი. სხვანაირობაში კი მიხეილმა სწორედ ის იგულისხმა, რომ თავიდან ვიკიპედიელები (ერთხმად) ვფიქრობდით, რომ საზოგადოებაც ისე შეხედავდა ამას, როგორც ჩვენ გვეგონა, თუმცა შევცდით — თუ როგორ შეხედა, ეს თავადაც გეცოდინებათ, თუნდაც ნებისმიერი ქართულენოვანი ფორუმის არქივიდან, თავი რომ დავანებოთ პრესას. მე დათმობაზე არ წავსულვარ (თუმცა, ალბათ, ესეც გამართლებული იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე). მე უბრალოდ შემეცვალა აზრი და ახლა სწორედ იმ საზოგადოებას ვეკუთვნი, თქვენი აზრით რომ ცდება :). მე მაქვს ჩემი აზრი, იმაზე მტკიცე, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. აზრის ქონის უფლება მაქვს, ისევე, როგორც თქვენ. ვაფასებ თქვენს შრომას მეგრული ენისათვის, თუმცა, არა ვიკიპედიაში. — დავით პასუხი 18:52, 16 ივნისი 2011 (UTC)
- შესაძლოა. მაგრამ საზოგადოება ცდება ხოლმე :) არ მიმაჩნია ამგვარი კონფორმიზმი სწორად. თუ რამე არ მოხდა, დამოკიდებულება არც შეიცვლება. მაწუხებს მეგრული ენის საკითხი, რადგან ვფიქრობ რომ ეს ენა დაკარგვის საშიშროების წინაშეა და ახალ თაობას არ გადაეცემა. მგონია, რომ ვიკი ერთ-ერთი საშუალებაა ენის პოპულარიზაციისთვის. და თუ საზოგადოება იმის წინააღმდეგია, რომ ჩემს ენას პოპულარიზაცია გავუწიო, ბოდიში, მე ამ საზოგადოების აზრს ვერ გავითვალისწინებ :) გახლეჩვად უფრო ის მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულებაა ამ ენისადმი... გარკვეულ ჯგუფებს რაც შეეხება, ახლა ერთადერთი ჯგუფია რომელშიც მე ვარ. რა სხვანაირობაზე საუბარი იქნებ დააკონკრეტოთ? :D კილავაგორა 18:42, 16 ივნისი 2011 (UTC)
- დათო, ბოდიშს ვიხდი კვლავ შენს განხილვის გვერდზე რომ ვწერ. ბატონო კილავაგორა, ზუსტად აგიხსნათ დათომ მე რაც ვიგულისხმე. რაც შეეხება მეგრული ენის დაკარგვის საფრთხეს, ვერ დაგეთანხმებით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მართლაც, თუ ასე გაწუხებთ ეს საკითხი, კოლეგებს ვეთანხმები, ვიკიპედია არაა ის ადგილი, სადაც ეს პრობლემა აღმოიფხვრება და არც ის ადგილი, სადაც „რომ ჩემს ენას პოპულარიზაცია გავუწიო". ამის სხვა არაერთი საშუალება არსებობს, მათ შორის უფრო ეფექტურიც, ეს ალბათ ჩემგან არ გესწავლებათ. წარმატებები --მიხეილ (მომწერე) 19:05, 16 ივნისი 2011 (UTC)
- „თუ ქართული ვიკის ედიტორებს არ გსურთ ხელშეწყობა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“ — მე არ ვსაუბრობ ვიკიპედიელების სახელით. მე ვსაუბრობ იმ ხალხის სახელით, ვინც ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა და ვინც ქართველთა (მათ შორის მეგრელთა) უმრავლესობას შეადგენს. თქვენ თუ თქვენი ქმედებით იცავთ ერთ სიკეთეს, ამით ზიანი არ უნდა მიაყენოთ მეორეს, უფრო მნიშვნელოვანს — ერთიანობას. საინტერესოა, თქვენ ვისი სახელით მელაპარაკებით — მე სწორედ მეგრელები მეწინააღმდეგებოდნენ ყველაზე მეტად თავის დროზე. და თქვენ უარყოფთ ყველას? მშვენიერია. — დავით პასუხი 19:34, 16 ივნისი 2011 (UTC)
- შეიძლება არ ვეთანხმებოდე იმას, რომ დედამიწა კუზე და ოთხ სპილოზე დგას და თუ უმრავლესობა ამას ეთანხმება და მე არა — ერთიანობას ვარღვევ? :D ასეთი "ერთიანობა" და უმრავლესობა არ არის ჩემთვის კრიტერიუმი. არც მიგულისხმია ყველა ვიკიპედიელი. ვთქვი, რომ თუ ვიკიპედიელების სიმრავლეში არის ელემენტები, რომელთაც არ სურთ ხელშეწყობა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით-მეთქი. ცხადია, იმათი სახელით ვსაუბრობ, ვინც ახლა მუშაობს მეგრულ ვიკიზე :) კილავაგორა 19:55, 16 ივნისი 2011 (UTC)
- „თუ ქართული ვიკის ედიტორებს არ გსურთ ხელშეწყობა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით“ — მე არ ვსაუბრობ ვიკიპედიელების სახელით. მე ვსაუბრობ იმ ხალხის სახელით, ვინც ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა და ვინც ქართველთა (მათ შორის მეგრელთა) უმრავლესობას შეადგენს. თქვენ თუ თქვენი ქმედებით იცავთ ერთ სიკეთეს, ამით ზიანი არ უნდა მიაყენოთ მეორეს, უფრო მნიშვნელოვანს — ერთიანობას. საინტერესოა, თქვენ ვისი სახელით მელაპარაკებით — მე სწორედ მეგრელები მეწინააღმდეგებოდნენ ყველაზე მეტად თავის დროზე. და თქვენ უარყოფთ ყველას? მშვენიერია. — დავით პასუხი 19:34, 16 ივნისი 2011 (UTC)
- არ შეიძლება არ დაგეთანხმო დავით, მეგრელების ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყავს და ამ საკითხის მიმართ (მეგრული ვიკის შექმნა), იმდენად უარყოფითი დამოკიდებულებაა მათ შორის, რომ ხშირად აგრესიაშიც კი გადადის. --მიხეილ (მომწერე) 19:42, 16 ივნისი 2011 (UTC)
- როგორ მაინტერესებს, მაინც ასე გამეტებით რატომ ეწინააღმდეგებით ამ იდეას გამაგებინეთ, თუ მეგრული ვიკის შექმნა რამენაირად შეარყევს ერთიანობას? ვინც ასე ფიქრობს მაპატიეთ მაგრამ ის ლატენტური ან აშკარა ფაშისტია, მას უბრალოდ არ უნდა ამ ენის არსებობა და დიალექტობას მიაწერს ენას, ასეთ ადამიანებს ვეტყვი ცივი წყალი დალიონ! მარგალონა 0:35, 17 ივნისი 2011 (UTC)
- ერთს გეტყვით! თავი დაანებეთ სხვა ვიკიპედიელთა შეურაცხყოფას!!! "ვინც ასე ფიქრობს მაპატიეთ მაგრამ ის ლატენტური ან აშკარა ფაშისტია, მას უბრალოდ არ უნდა ამ ენის არსებობა და დიალექტობას მიაწერს ენას, ასეთ ადამიანებს ვეტყვი ცივი წყალი დალიონ!" ამიტომაც მიიღეთ ეს გაფრთხილება! და კიდევ, ეს მომხმარებლის განხილვის გვერდია და არა ფორუმი, საუბარი განაგრძეთ ყავახანაში! --მიხეილ (მომწერე) 20:39, 16 ივნისი 2011 (UTC)
- მე კონკრეტულად რომელიმე ვიკიპედიელს არ შევხებივარ არანაირად, უბრალოდ გამოვთქვი აზრი რაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით ზოგადად გამაჩნია. არ ვაპირებ ყავახანაში ჩაგერთოთ, არ ვიცოდი აქ განსხვავებულ აზრებს თუ არ იღებდნენ. მარგალონა 0:54, 17 ივნისი 2011 (UTC)
- რას ქვია არ შეხებიხართ? გინდაც ზოგადად გეთქვათ, კი კარგად ვხედავთ ვინც ვართ წინააღმდეგნი აქ და მათ შორის ჩვენი მისამართითაც გამოდის ნათქვამი. განსხვავებული აზრის არმიღება არაფერ შუაშია, განსხვავებული აზრი სხვის შეურაცხყოფას არ ნიშნავს! მეტი კორექტულობა! ფაშისტები გვიწოდეთ და მეტი რაღა გინდათ? აქ აღარ დაწეროთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ საკითხის გაგრძელება გსურთ, გადაინაცვლეთ ყავახანაში. დავით ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ შენთან. --მიხეილ (მომწერე) 21:01, 16 ივნისი 2011 (UTC)
არ მაქვს სურვილი თქვენთან კამათის.იქნებ წაშალოთ ყველაფერი რაც დავწერე თავიდან ბოლომდე აქ.ჩემი თხოვნა იქნება. მარგალონა 1:12, 17 ივნისი 2011 (UTC)
შეკითხვა
რედაქტირებაგაუმარჯოს დათო. ეს Jungfrau-Aletsch გერმანულად როგორ წაიკითხება? ანუ მხოლოდ გეოგრაფიულ სახელს ვგულისხმობ. — მიხეილ (მომწერე) 18:43, 19 ივნისი 2011 (UTC)
- იუნგფრაუ-ალეჩი. — დავით პასუხი 04:21, 20 ივნისი 2011 (UTC)
- მადლობა დავით :) --მიხეილ (მომწერე) 07:48, 20 ივნისი 2011 (UTC)
სტატიები ლიტერატურის გარეშე
რედაქტირებასალამი, გთხოვთ მიუთითოთ წყარო, ლიტერატურა :
- პერიმეტრი
- ინდულგენცია
- მოცულობა
- ზემო ავსტრია
- იჯევანი
- რუსთავი
- ალქიმია
- საფირონი
- სოია
- არფა
- სევანის მონასტერი
- კარის ტბა
- არფილჭის წყალსაცავი
- სენტ-კლერი
პ.ს. დოლიაურის ხევი ?--Otogi განხილვაწვლილი 10:31, 20 ივნისი 2011 (UTC)
სურამი, წყალდიდობა
რედაქტირებაბატონო დავით წყალდიდობის სურათს ვერ ვტვირთავ, ხომ ვერ დამეხმარებით? --Suramula განხილვაწვლილი 16:21, 21 ივნისი 2011 (UTC)
- დათო, მე ვუპასუხე სურამულას თავის განხილვის გვერდზე. — Nodar Kherkheulidze (გ) 16:34, 21 ივნისი 2011 (UTC)
- გმადლობ ნოდარ :) — დავით პასუხი 16:35, 21 ივნისი 2011 (UTC)
ბალატონის თავდაცვითი ოპერაცია (1945)
რედაქტირებაბალატონის თავდაცვითი ოპერაცია (1945) - ამ თემასთან დაკავშირებით იხ. სანდროს გუშინდელი განხილვის გვერდი.--ცანგალა (გ) 10:04, 22 ივნისი 2011 (UTC)
- კი კიდევ სათაურის შესახებ - შეცვლაც მეც მინდოდა, მაგრამ წლის მითითების გარეშე. იმ განკარგულებაში ჩასაწერია, რომ თუ ეს მოვლენა მხოლოდ ერთხელ მოხდა წლის მითითება საერთოდ არ უნდა. --ცანგალა (გ) 10:23, 22 ივნისი 2011 (UTC)
- სანდროს განხილვა ვნახე, დავწერე პასუხი. რაც შეეხება წელს, აქ ნამდვილად მართალი ხარ. მოვაშორებ. — დავით პასუხი 14:14, 22 ივნისი 2011 (UTC)
- სანდროს შენი პასუხი წავიკითხე. ძმობა აღარ არის. მაგრამ მეორე შეკითხვა მაქვს მეორე მსოფლიო ომში (1941-1945) წლებია (ასე ისწავლეთ)? ინფორმაციისთვის ეს არის სამამულო ომის წლები, ხოლო მეორე მსოფლიო ომი 1939-1945 წლებია. ყოველ შემთხვევაში ძმობის დროს. --ცანგალა (გ) 19:38, 22 ივნისი 2011 (UTC)
- ჩვენ ვისწავლეთ 1939-1945 წლის მეორე მსოფლიო ომი, რომელიც დაიწყო გერმანია-სსრკ-ს მიერ პოლონეთის გაყოფით.--გიორგი; 19:39, 22 ივნისი 2011 (UTC)
- გასაგებია. აქედან გამომდინარე, როდესაც სტატიაში დიდ სამამულო ომი შეასწორებთ მეორე მსოფლიო ომზე აუცილებლად თარიღებიც უნდა გასწორდეს. და კიდევ 1939 წელს სსრკ-თან ომი არ დაწყებულა.ცანგალა (გ) 09:15, 23 ივნისი 2011 (UTC)
- 1939 წელს, შეგახსენებ, სსრკმ და გერმანიამ ძალზედ მეგობრულად გაიყვეს პოლონეთი, თან ისე, რომ იბრძოდა გერმანია, ხოლო პოლონეთის ნახევარი სსრკმ მიითვისა.--გიორგი; 11:02, 23 ივნისი 2011 (UTC)
უკაცრავად ჩარევისთვის, მაგრამ აქვე მივამატებ გიოს ნათქვამს. მეტიც საბჭოელები ადგნენ და გერმანელ ჯარისკაცებს ტონობით ხორბალი გაუგზავნეს (ვაგონებით), მაშინ როცა სსრკ-ში გაბატობენული იყო საშინელი შიმშილობა. აი ასეთი "თბილი" ურთიერთობა ჰქონდათ სსრკ და გერმანიას 30-იანი წწ. ბოლოს. --Otogi განხილვაწვლილი 11:10, 23 ივნისი 2011 (UTC)
Editor
რედაქტირებაHello, Dewid.
Well, I think you already know me from SWMT. I am currently a global rollbacker (verify), and I already hold reviewer/editor permissions on bswiki (editor), enwiki (reviewer), commons (patroller), sqwiki (reviewer) and hiwiki (reviewer). I think it would be quit useful to have editor right here, because this flag would allow me to mark others' edits as reviewed (review)
(when they represent constructive edits, instead of vandalism/nonsense/gibberish/hoax) while I'm monitoring the RecentChanges page.
So, could I have this permission here?
Thanks in advance. Ruy Pugliesi◥ 00:25, 25 ივნისი 2011 (UTC)
- Hallo, Ruy Pugliesi.
- I have not the technical problems to give you this flag. But I'm not sure if I may do that. We have this system of reviewing in Kawiki recently establish. There is an opinion that only the users who can speak Georgian, may have this right (How you could find the errors in the article, such as incorrect or outdated information, calumniate... not encyclopedic content...). We have not yet decided...
- So, I will also ask other users and then maybe I'll give you that right.
- Please excuse me for my bad English, but I hope that you can understand
- Best regards from, — დავით პასუხი 04:59, 25 ივნისი 2011 (UTC)
- Dawid. I can't write in Georgian. However, I can understand that language. Also, I've learned from my experience as global rollbacker how to quickly identify any sort of unconstructive edits, such as vandalism/nonsense/gibberish/hoax... That's the reason why I've got reviewer/editor permissions in a lot of wikis (the language doesn't represent a barrier to me. ) Ruy Pugliesi◥ 18:33, 25 ივნისი 2011 (UTC)
- Ruy Pugliesi, I understood you. But with your Georgian you can only rollback the uncostructive edits. For this are the rights of global rollbacker quite enough. But the reviewer needs more Georgian. In Kawiki it is reviewer's duty to read the article wholly before he reviews. So, georgian users decided here that Reviewer rights should have only the user, who knows Georgian Language. However, users decided that you may be granted Autopatrolled rights. So, you are given Autopatrolled flag. Unfortunately I can't do more... Best regards — დავით პასუხი 06:38, 26 ივნისი 2011 (UTC)
- Nevermind. No problem to me. Thanks a lot, Ruy Pugliesi◥ 18:15, 26 ივნისი 2011 (UTC)
- Ruy Pugliesi, I understood you. But with your Georgian you can only rollback the uncostructive edits. For this are the rights of global rollbacker quite enough. But the reviewer needs more Georgian. In Kawiki it is reviewer's duty to read the article wholly before he reviews. So, georgian users decided here that Reviewer rights should have only the user, who knows Georgian Language. However, users decided that you may be granted Autopatrolled rights. So, you are given Autopatrolled flag. Unfortunately I can't do more... Best regards — დავით პასუხი 06:38, 26 ივნისი 2011 (UTC)
- Dawid. I can't write in Georgian. However, I can understand that language. Also, I've learned from my experience as global rollbacker how to quickly identify any sort of unconstructive edits, such as vandalism/nonsense/gibberish/hoax... That's the reason why I've got reviewer/editor permissions in a lot of wikis (the language doesn't represent a barrier to me. ) Ruy Pugliesi◥ 18:33, 25 ივნისი 2011 (UTC)
ინებეთ!
რედაქტირებათქვენ გამოგიგზავნეს ნამცხვარი! ნამცხვარი არის ვიკისიყვარულის გამოხატვა! ბედნიერ დღეს გისურვებთ გიორგი;
პ.ს. რომ შემოიხედები, ძალიან გთხოვ, მედიავიკი:Vector.js-იდან
// // Collapsible divs // importScript('User:Gaeser/Collapse.js'); // // Collapsible divs // importScript('User:Gaeser/test1.js'); // // Collapsible divs // importScript('User:Gaeser/test2.js'); // შეტყობინებები შეცდომების შესახებ. if (wgArticleId!=639373 && wgArticleId!=932117 && wgArticleId!=1297302 && wgArticleId!=25133866) importScript_('User:Gaeser/test3.js')
ხაზები ამოიღე.
მათ ნაცვლად კი ეს ხაზი -
// // Different js // importScript('User:Diaoha/main.js');
ჩასვი. წინასწარ მადლობა. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Diaoha (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- Getan! გმადლობ ნამცხვრისათვის, სასიამოვნო და გემრიელი იყო — დავით პასუხი 18:22, 27 ივნისი 2011 (UTC)
ორდენი
რედაქტირებამუხლჩაუხრელი რედაქტორის ვიკიორდენი | ||
ვიკიპედიაში დაუღალავად შემოტანილი დიდი წვლილისთვის, სამართლიანად გენიჭება ეს ვიკიორდენი.—G.G. 05:25, 29 ივნისი 2011 (UTC) |
- დიდი მადლობა გიო! ახლა მორალური ვალდებულება მაქვს, გავამართლო ამ ვიკიორდენის მიღება . უნდა გავაქტიურდე ძველებურად :). — დავით პასუხი 05:31, 29 ივნისი 2011 (UTC)
madloba daxmarebistvis:)
შემო. გ.
მადლობ, დათო, ამისთვის, მაგარია :) — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:05, 3 ივლისი 2011 (UTC)
- ნიხტს ცუ დანკენ — დავით პასუხი 10:15, 3 ივლისი 2011 (UTC)
მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 13/დასათაურდა
- ისე კაი აზრია დავით გვერდის დაცვა. თორე შენც ხომ ხედავ რა უაზრობა ტრიალებს ხოლმე. წარმოიდგინე ვთარგმნი ვთარგმნი სტატიას და ვერ დავამთავრე ამ განხილვების გამო --Otogi განხილვაწვლილი 16:53, 7 ივლისი 2011 (UTC)
- ჰო, უაზრო კამათს ჯობია დაიბლოკოს ერთი საათით . შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ თარგმნა — დავით პასუხი 16:57, 7 ივლისი 2011 (UTC)
კეთილი იყოს შენი დაბრუნება!
რედაქტირება(სათაური გადმოტანილია ჯაბას განხილვის გვერდიდან. დ. მ.)
„კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვიკიპედიაში, ჯაბა. მგონი დროა ზემოთ ეს დიდი წარწერა ამოშალო — დავით პასუხი 06:06, 10 ივლისი 2011 (UTC)“
| |
(ჩემი წერილი ჯაბას გვერდზე)
|
ჯერ ადრეა დაბრუნება, მაგრამ გამორიცხული არაა. ამ სიამოვნებას ვერ მოგაკლებ. დარწმუნებული ვარ ძალიან გაგეხარდა. . ხო ჩემი გვერდი დაბლოკილია მხოლოდ ადმინისტრატორებზე ეს ბლოკი მოხსენი და კიდევ ერთი თხოვნაც მექნება: სისულელე ჩავიდინე როცა ჩემი სავარჯიშოები, გვერდი და კიდევ რაღაცეები წავაშლევინე მიშას. იქნებ აღმიდგინო ყველაფერი. დაბრუნებამდე ეს პატივი მეცი. წინასწარ მადლობა. — ჯაბა ლაბა 06:12, 10 ივლისი 2011 (UTC)
(ჩემი წერილი ჯაბას გვერდზე)
|
- დიდი მადლობა. — ჯაბა ლაბა 06:18, 10 ივლისი 2011 (UTC)
სულ 6 სავარჯიშო გვერდი მქონდა. — ჯაბა ლაბა 06:32, 10 ივლისი 2011 (UTC)
მე ისტორია დავამატე,ახლა ბუდისტური ტექსტებიღაა საჭირო
სახელები
რედაქტირებადავით, სალამი. სადმე გვიწერია წესი მიუღებელ სახელებზე (მაგალითად, საიტების სახელები რომ აქვთ)? — BH განხილვაწვლილი 10:56, 12 ივლისი 2011 (UTC)
- მომხმარებლებზე ამბობ? მგონი ესაა. (ახლა ვიპოვე მეც, არ მახსოვდა ეს...). — დავით პასუხი 11:21, 12 ივლისი 2011 (UTC)
- მივბლოკე. ჩემი ნათარგმნია ეგ წესი. :)—G.G. 11:23, 12 ივლისი 2011 (UTC)
- მადლობა , მე კიდევ არ მახსოვდა და მივესალმე დიდის ამბით. — დავით პასუხი 11:25, 12 ივლისი 2011 (UTC)
- მივბლოკე. ჩემი ნათარგმნია ეგ წესი. :)—G.G. 11:23, 12 ივლისი 2011 (UTC)