განხილვა:რუსული ენა

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Pirtskhalava თემაში ცვლილებები: დემოგრაფიული მონაცემები

აქ წერია რომ რუსული არის ოფიციალური ენა აფხაზეთში. სახელმწიფო "აფხაზეთი" არაა აღიარებული არც საქართველოს, არც გაეროს და არც არავის მიერ (რუსეთის გარდა) და რამდენად სწორია ქართულ ვიკიპედიაში მისი ასე მოხსენიება? "თვითგამოცხადებული რესპუბლიკა" ან რამე მსგავსი მაინც ეწეროს Jordano 10:37, 4 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

ნიკარაგუა? თუმცა მართალია, აღსანიშნავია რომ საქართველო არ ცნობს. --გიორგი (გ) 10:40, 4 ივლისი 2009 (UTC)პასუხი

რუსი ხალხის ეროვნული ენა??? ))) სასაცილოდ ჟღერს!--თეიმურაზი () 12:08, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

სქოლიოში მითითებული ფრაზა „საქართველოს იურისდიქციის თანახმად აფხაზეთის ოფიციალური ენებია ქართული და აფხაზური. ნაწილორივ აღიარებული აფხაზეთის სახელმწიფოს იურისდიქციის თანახმად იფუცუალური ენებია რუსული და აფხაზური“ შეცდომაა. სიტყვები „აფხაზეთის სახელმწიფოს“ არ არის სწორი, რადგან აფხაზეთის სახელმწიფო, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. მართებული ტერმინი იქნება „აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა“. მეორეც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენელი ნაწილია, უბრალოდ ოკუპაციისა და სხვა გარვეული მიზეზების გამო გამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვერ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია. ასე, რომ იურიდიულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. აქედან გამომდინარე, სახელწმიფო ენასთან დაკავშირებით გამოსაყენებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი: „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე — აფხაზური.“ — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:29, 7 ივლისი 2011 (UTC)
ხო, ისიც დამავიწყდა მეთქვა. ნაწილობრივ აღიარებული და ერთი მეოთხედით აღიარებული რესპუბლიკა არ არსებობს. რესპუბლიკა ან აღიარებულია, ან არა, ან სახელმწიფო, ან არა. აფხაზეთის სახელმწიფო არ არის აღიარებული და შესაბამისად გამოსაყენებელია „აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა“. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:34, 7 ივლისი 2011 (UTC)
მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რამეში ვერ დაგეთანხმები (მაგ. იმაში, რომ აფხაზეთის სახელმწიფო არ არსებობს – როგორ არ არსებობს, მაგრამ არაღიარებულია; იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ეს ჩვენი სეპარატისტები ნაწილობრივ აღიარებულები არიან), მიმაჩნია, რომ სახელმწიფოთა ჩამონათვალიდან უნდა ამოიშალოს აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც (ინფოდაფაში, სადაც არანაირი სქოლიო მითითებული არაა). ტექსტში შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების სეპარატისტული ხელისუფლება ოფიციალურ ენად რუსულსაც აღიარებს. — დავით პასუხი 12:38, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
მე ვამბობ, რომ მაგ ფორმით, როგორც სტატიაში წერია, არ არსებობს-მეთქი, თორემ იურიდიულად არსებობს და მას ჰქვია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:40, 7 ივლისი 2011 (UTC)

პატრიოტიზმს დაანებეთ თავი: ნაწილობრივ აღიარებული --თეიმურაზი () 12:40, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

პატრიოტიზმი რა შუაშია??? მე იმას ვამბობ, რაც ოფიციალურად არის. სახელმწიფო თუ საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული, ის, როგორც სახელწმიფო, არ არსებობს. სად გაგიგიათ იურიდიული ტერმინი „ნაწილობრივ აღიარებული“? მაგას ტელევიზორში ამბობენ ჩვეულებრივი სალაპარაკო ენით. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:43, 7 ივლისი 2011 (UTC)

კიდევ ერთხელ ამტკიცეთ იმას, რომ პატრიოტიზმი აშკარად თავისას იღებს--თეიმურაზი () 12:47, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

რა შუაშია აქ პატრიოტიზმი? ნოდარს ვეთანხმები, რა ნაწილობრივ აღიარებული? ასეთი ტერმინი ოფიციალურ დონეზე არ არსებობს და ის ტერიტორია არსად მოიხსენიება როგორც სახელმწიფო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. — მიხეილ (მომწერე) 13:33, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
პატრიოტიზმი აქ რა შუაში იყო, ეგ მეც ვერ გავიგე, მაგრამ მთლად ეგრე არაა. ნოდარ, ყველაფერს სამართალს ნუ დავუკავშირებთ :). არაა აუცილებელი ტერმინი ოფიციალურ დონეზე არსებობდეს, რომ გამოვიყენოთ. მაგალითად, საქართველო რომ ტრანსკონტინეტალური ქვეყანაა, ამას რაიმე კანონი ჭირდება? ეს ხომ ფაქტია და არ ჭირდება ოფიციალურ დონეზე აღიარება. აფხაზეთი რომ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ესეც ფაქტია — შესაბამისად ნაწილობრივ რომაა აღიარებული, ესეც ფაქტია. თუმცა, ნაწილობრივ აღიარება არ ნიშნავს რა თქმა უნდა სახელმწიფო სუვერენიტეტს. არაღიარებული – ამ ტერმინს ვერ გამოვიყენებთ სამწუხაროდ აფხაზეთთან დაკავშირებით, ვინაიდან რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. შეგვიძლია დავწეროთ გაეროს მიერ არაღიარებული (ან საერთაშორისო სამართლით არაღიარებული), მაგრამ არა უბრალოდ არაღიარებული. რაც შეეხება სახელმწიფოს არსებობა–არარსებობას, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს ორი პოლიტიკურ–ორგანიზაციული წარმონაქმნი: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც აღიარებს ყველა საერთაშორიო ორგანიზაცია და უმრავლესობა სახელმწიფოებისა და 2. აფხაზეთის რესპუბლიკა, რომელსაც არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და აღიარებს რამდენიმე სახელმწიფო. ეს უკანასკნელი (მე–2) არის სახელმწიფო ყველა თავისი ნიშნით: ჰყავს მთავრობა (სამივე ხელისუფლება), აქვს საკუთარი კანონმდებლობა, ჯარი და ა. შ. შესაბამისად აფხაზეთის რესპუბლიკა არის ფაქტობრივი სახელმწიფო, რომელიც არის არაღიარებული ნაწილობრივ აღიარებული. სუვერენიტეტის არარსებობა არ გამორიცხავს სახელმწიფოს არარსებობას. — დავით პასუხი 13:54, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
დათო, იურისტი მაინც არ იყო. ნებისმიერი დოკუმენტი მანახე, სადაც სახელმწიფოს სტატუსი არის „ნაწილობრივ აღიარებული“. ყველა სახელმწიფოს თავისი სტატუსი აქვს. სახელწმიფო ან აღიარებულია და ან არა. თუ ჩემი ნათქვამი საკმარისად არ მიგაჩნია, არ გაგვიჭირდება და მივიდეთ თსუ-ში ნებისმიერ პროფესორთან, ვინც ამ საკითხში კარგადაა გარკვეული (დემეტრაშვილი, კვერენჩხილაძე, ალექსიძე და ასე შემდეგ) და ვკითხოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:36, 7 ივლისი 2011 (UTC)
რაც შეეხება თეიმურაზს, პატრიოტიზმის მნიშვნელობას შეუძლია გაეცნოს აქ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 14:40, 7 ივლისი 2011 (UTC)
კარგი, ვიკითხოთ ჩვენთან, ნუ გავხდით ამას დიდ პრობლემად ვიღიმი. ამ სტატიის განხილვას კი გავცდით მგონი, რაც ამ სტატიას ეხება, იმაზე კი შევთანხმდით ვიღიმი. თეიმურაზს ვაპატიოთ, ზოგჯერ ცოტა ფიცხია, ამას თავადაც ამბობს :). — დავით პასუხი 14:54, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
P. S. ისე, იურისტობამდე ჯერ ბევრი მაკლია ვიკრიჭებიდავით პასუხი 14:55, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი


რუსი ხალხის ეროვნული ენა??? ))) სასაცილოდ ჟღერს!, რატომ არის სასაცილო. რუსებისაა და სხვა ქვეყანა თუ ლაპარაკობს მაგათზე უნდა განვასხვავოთ რომ ეს ენა რუსების შექმნილი და გავითარებულია და სხვა მათ არ აქვთ.— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 15:19, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

мда... ქართული ვიკიპედია დეგრადაციისკენ მიისწრაფვის--თეიმურაზი () 15:24, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ხო, დათო, იურისტობამდე შორია, მაგრამ კონსტიტუციური სამართალი ხომ გავლილი გვაქვს? :) და ზუსტადაც, რომ კონსტიტუციური სამართალი შეისწავლის იმას, რაც სახელმწიფოს სამართლებრივ მდგომარეობას უკავშირდება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:25, 7 ივლისი 2011 (UTC)

ვისაც არ მოსწონს ქართული ვიკიპედია, შეუძლია ვიკიმედიის სხვა პროექტებში იმუშავოს. არავინ არავის არაფერს არ აძალებს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:26, 7 ივლისი 2011 (UTC)

უი მართლა )) !! ვიკიმედიას სხვა პროექტებიც აქვს???! არ არსებობს!!! ))))--თეიმურაზი () 15:30, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

კი, მართლა, აქვს. აი, ჩამონათვალი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:33, 7 ივლისი 2011 (UTC)
გთხოვთ რომ თავი შეიკავოთ ამდაგვარი გამონათქამებისან (ვგულისხმობ დეგრადაციას)> რასქვია დეგრადაცია. ეს რა ლაპარაკია ვერ გავიგე. ჩვენ აქ ხალხი ვმუშაობთ ვიკის განვითარება-დახვეწაზე, თუ პრობლემებს გულისხმობთ იგი ნებისმიერ ენციკლოპედიაში არსებობობს. დეგრადაცია ის არის როდესაც სტატიას აკეთებენ და ლიტერატურის მიწერა ეზარებათ, აი ეს არის დეგრადაცია ვიკიპედიისა. დაკიდევ, შეეშვით უაზრო კრიტიკას სხვა სტატიებისა : რუსული ენა - რუსი ხალხის ეროვნული ენა - სწორია (национальный язык русского народа; რუს., ვიკიპედია). აქ არაფერი არ არის შეცდომითი. --Otogi განხილვაწვლილი 15:43, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

С какого перепуга русская Википедия является эталоном??? ))) Я считаю, что тут нужна другая формулировка )--თეიმურაზი () 16:23, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ქართულ ვიკიპედიაში გთხოვთ ქართულად ისაუბროთ, რომ ყველამ გაიგოს თქვენი აზრი.--ცანგალა () 16:30, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ნუ დარდობ ცანგალ მე უმაღლეს დონეზე ვიცი რუსულივიღიმი. აი რაც შეეხება ეტალონს, გეტყვი რომ ქსე-ს ასე სწერს, როგორც რუსული ვიკიპედია. ჩემთვის კი ქსე მნიშნველოვანი აკადემიური გამოცემაა. ასე რომ..--Otogi განხილვაწვლილი 16:34, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ისე თქვით „ასე რომ“, თითქოს ყადი ხართ რუმის სასულთლოდან და გადაწყვიტეთ სტატიის ბედი ))) --თეიმურაზი () 16:37, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

აუ დავიღალე შენი უაზრო აბდაუბდის კითხვით. თუ რამე გინდა საქმესთან დაკავშირებით დაწერე, თუ არა და ჯობია დაწყნარდე. ისე სწერ განხილვებში თითქოს გლობალურ პრობლემებს სჭრიდე. --Otogi განხილვაწვლილი 16:43, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

რუმის სასულთნოს რაც შეეხება - თათარი არავარ მისამართი შეგეშალა--Otogi განხილვაწვლილი 16:47, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
ხალხო, მგონი ავცდით თემას და გემით სადღაც წყნარი ოკეანის სიღმეებში შევცურეთ. ნოდარ, ოთო, თემურ, გთხოვთ გაჩერდეთ. უშუალოდ ამ სტატიას რაც ეხებოდა, მგონი განვიხილეთ უკვე და შევთანხმდით (და თუ ასე არაა, მაშინ უბრალოდ გავჩერდეთ ცოტა ხნით) ვიღიმიდავით პასუხი 16:48, 7 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

უკაცრავად ,მაგრამ გაგაუზიამ მოლდოვასთან ხელი ხომ მოაწერა ფართო ავტონომიის შესახებ სადაც ოფიციალურად ორი ენა გამოცხადდა - გაგაუზიური და რუმინული(მოლდოვური). რაც შეეხება აფხაზეთსა და ცინვალს , ოფიციალურად ისინი არის ,თუ არა ოკუპირებული ტერიტორიები? ვიკიპედიაში როგორც ვიცი არცერთი მხარე არ უნდა გვეჭიროს ,აქ კი სეპარატისტების მხარდამჭერ სტატიას ვაწყდებით. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოდევნა , ასევე შეიძლება ითქვას ცხინვალზეც 500 000 კაცი უცებ 120 000 მდე ჩამოვიდა , რაღა სახელმწიფოზე და აღიარებაზეა საუბარი ,ეს ტიპიური ოკუპაციია. ვაშა პატრიოტიზმიც არაა არაფერ შუაში. არაღიარებულ ქვეყნად შეგვეძლო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია , სომალილენდი და სილენდიც კი დაგვეწერა ,მაგრამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ისეთი სიტყვები როგორებიცაა :სახელმწიფო ,ქვეყანა,აღიარებული ,არაღიარებული ან ნახევრადაღიარებულის გამოყენება ყოველმხრივ დაუშვებელია , სიმართლის შეუსაბამოა და ანტისახელმწიფოებრივია. ნუ გადმოვაკოპირებთ ყველაფერს ინგლისური და რუსული ვიკიპედიებიდან , მერწმუნეთ ყველაზე დიდი დეზინფორმაცია სწორედ ინგლისური ვიკიპედიიდან ვრცელდება , მსოფლიოს ხალხთა ჩამონათვალში აჭარლები ,რომ წერია ამის მერე შეილება მათგან რამის სწავლა?!--Dato - 100 განხილვაწვლილი 14:07, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი


ცვლილებები: დემოგრაფიული მონაცემები

რედაქტირება

ძალიან გთხოვთ, შეამოწმეთ ბოლო ცვლილებების სანდოობა, წყარო.

--Pirtskhalava განხილვაწვლილი 21:18, 21 ივლისი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „რუსული ენა“-ზე დაბრუნება.