მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 12

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dawid Deutschland თემაში აბედი

ვიკიპედიის დადგენილებები

რედაქტირება

მგონი, არსად არაა ის დადგენილებები ერთად თავმოყრილი, რომლებიც შენს ერთ-ერთ სავარჯიშოში გიწერია. ეგენი ხომ უკვე მიღებული წესებია ვიკისაზოგადოების მიერ და არ გინდა, ვიკიპედიის გვერდად აქციო? მაგალითად, როგორც მე გავაკეთე ვიკიპედია:პარტნიორი საიტები (მერე რა, თუ მარტო ჩვენ გვაქვს :))—G.G. 10:41, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის დადგენილებების გვერდის სექმნაზე ადრეც იყო რამდენიმეჯერ განხილვა და ვერაფერი ვერ გადაწყვიტეს... ზოგს არ უნდოდა მგონი (თუ სწორად მახსოვს). ამიტომ მე ჩემთვის თავი მოვუყარე :). თუ სხვა გამოიყენებს ჩემ თავმოყრილ დადგენილებებს, კარგია. მაგრამ ვიკიპედიის სახელთა სივრცეში რომ გადავიტანო, ალბათ ვიღაც–ვიღაცები თვითნებობას დამწამებენ (აქ ხომ ეს უკვე ჩვეულებაა). ამიტომ თავს ვიკავებ... — დავით პასუხი 10:46, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი
ან კიდევ, ყავახანაში წამოვიწყებ განხილვას. — დავით პასუხი 10:47, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი
თუ არ შეწუხდები რჩეული სტატიების დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისგან დაცვაზეც ჩაამატე პუნქტი აქ, რომელიც აქ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი)   მერე ვნახოთ, ყავახანაში რას გადავწყვეტთ. :)—G.G. 10:55, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გთხოვ დახმარებას

რედაქტირება

დათოს გაუ, ადრე მქონდა შექმნილი სტატია ჰაინრიხი, რომელიც იყო მრავალმნიშვნელოვანი. მარუაშვილს გადაუკეთებია სტატიად. დღეს შევქმენი ჰაინრიხი (მრავალმნიშვნელოვანი). ახლა ჰაინრიხ I, ჰაინრიხ III, ჰაინრიხ IV - ესენიც შეცვლილი დამხვდა. რაც შემოტანილი მაქვს რომელი ჰაინრიხია? იქნებ დამეხმარო.--ცანგალა () 15:28, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გაუ! საჭირო არ იყო ცალკე მმ გვერდის შექმნა. სახელის შესახებ სტატია და მმ გვერდი ერთად შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, როგორც ეს აქვთ გაკეთებული ინგლისურ ვიკიპედიაში – ეს კი არის მმ გვერდი, მაგრამ სახელის შესახებ მცირე ინფოსაც შეიცავს. ასე აკეთებენ სხვა ვიკიპედოებშიც და ახლა მეც ასე გადავაკეთებ ჩვენს სტატიას. — დავით პასუხი 16:41, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მადლობა.--ცანგალა () 16:57, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი
გასაგებია ყველაფერი :). ეშველება მაგას. უბრალოდ ეხლა არა მცალია. მაქსიმუმ ხვალ საღამოს მოგვარებული იქნება :). — დავით პასუხი 17:08, 6 მარტი 2011 (UTC)პასუხი
  გაკეთდა, ტექსტები არ დაკარგულა: ჰაინრიხ I ფრინველმჭერი, ჰაინრიხ III (სრი) და ჰაინრიხ IV (სრი). — დავით პასუხი 10:36, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ხელმოწერა

რედაქტირება

გამარჯობა. მეც მინდა შენნაირი ხელმოწერა მქონდეს, ანუ მწვანე ფერში „პასუხი“ და „დავითის“ მაგივრად „Taro“ რომ ეწეროს და როგორ ვქნა? — Taro განხილვაწვლილი 09:34, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

შენთვის სასურველი ხელმოწერის დაყენება შეგიძლია კონფიგურაციიდან. კონფიგურაციაში შედი, პირველივე გვერდზე ხელმოწერის განყოფილებაში მეტსახელი რომ წერია, მანდ უნდა ჩაწერო შენი ხელმოწერის კოდი. შემდეგ უნდა მონიშნო — ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე) — ეს და შეინახო. — დავით პასუხი 09:48, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი
თუ ჩემნაირი გინდა მაინდამაინც, შენი ხელმოწერის კოდი მაგალითად ასეთი იქნება: [[User:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> და მოგცემს ასეთ შედეგს: Taro პასუხი. — დავით პასუხი 09:52, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი
P. S. არ გირჩევნია შენი სტილი შექმნა? :) ჩემგან განსხვავებული. — დავით პასუხი 09:53, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვამოწმებ. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:54, 7 მარტი 2011 (UTC) არ გამოვიდა რატომღაც. არასწორი ნედლი ხელმოწერა; შეამოწმეთ HTML ჭდეები. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:55, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ქვემოთ მონიშნე ის პატარა კვადრატი — ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე). — დავით პასუხი 09:55, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მაინც იგივეს შვება. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:58, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

თუ იმავეს შვრება, მაშინ კონფიგურაციაში შედი და იმ კოდის ნაცვლად ჩაწერე: {{SUBST:მომხმარებელი:Taro James/ხელმოწერა}} — დავით პასუხი 10:11, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი
და მაინც, ზუსტად ჩემნაირ ხელმოწერას არ გირჩევ ;) — დავით პასუხი 10:11, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

გამარჯობა. ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ ბრაუნშვაიგერ მუმეს მერე დაწერდი რემბრანდტზე სტატიას. მგონი, ჯობია იან ვერმეერზე დაწერო, რადგან არ გვაქვს ქართულში და გერმანულშიც რჩეულია. de:Jan Vermeer. — Taro განხილვაწვლილი 09:48, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვნახოთ, ვნახოთ... თუ მექნება ხალისი და ენერგია... — დავით პასუხი 09:54, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

როდის მორჩები მუმეზე მუშაობას? და მერე ეგ კონკურსში დარჩება თუ გადმოვა ვიკიპედიაზე? და ახალს რო დაიწყებ, გირჩევ, ამ სამიდან რომელიმე აარჩიო
1. იან ვერმეერი;
2. რემბრანდტ ვან რეინი;
3. ფრიდრიხ ნიცშე.
სამივე რჩეულია გერმანულში. — Taro განხილვაწვლილი 20:12, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვერმეერს მე მივხედავ, ტაკ ი ბიტ. :)--იორგი 20:13, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მადლობა რჩევისთვის. — დავით პასუხი 07:25, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბრაუნშვაიგერ მუმეს სტატია კონკურსში დარჩება თუ გადმოვა ვიკიპედიაზე? — Taro განხილვაწვლილი 09:33, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ყველა საკონკურსო სტატია გადმოვა ვიკიპედიის სტატიათა სახელთა სივრცეზე. — დავით პასუხი 09:36, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ დიოგენესი რატო არ გადმოვიდა? — Taro განხილვაწვლილი 09:51, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გადმოვა, როგორც კი გაიმართება დაჯილდოება. — დავით პასუხი 09:53, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

და ეგ როდის მოხდება? — Taro განხილვაწვლილი 09:58, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ეგ უკვე ჩვენზე არაა დამოკიდებული, ველოდებით დიოგენეს. — დავით პასუხი 10:00, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რჩეულობის მოხსნა

რედაქტირება

ამაზე დაწერე რა რამე: ვიკიპედია:ყავახანა#რჩეულობის მოხსნაTaro განხილვაწვლილი 17:46, 9 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დავწერე ;) — დავით პასუხი 17:50, 9 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რა მაინტერესებს, რატომ ჭიანურდება ასე რჩეული სტატიების არჩევა. მაგალითად, აბუ-სიმბალზე 9 ხმა არასაკმარისია? — Taro განხილვაწვლილი 19:08, 9 მარტი 2011 (UTC)პასუხი

საკმარისია, მაგრამ როცა დრო მოუწევს მაშინ გავა მთავარ გვერდზე და გახდება რჩეული. — დავით პასუხი 06:40, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გააკეთე რჩეულობის მოხსნა უკვე? — Taro განხილვაწვლილი 12:02, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიწყებ. მადლობა შეხსენებისათვის. — დავით პასუხი 12:24, 10 მარტი 2011 (UTC)პასუხი

თარგი:სიახლეები

რედაქტირება

მადლობა, ვერ გავიგე რა ხდებოდა. --ცანგალა () 09:52, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ცვლილებები ნახე რა გავაკეთე და მიხვდები :) — დავით პასუხი 10:01, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

პრობლემა

რედაქტირება

დავით, მთავარი გვერდის პროპორციებია მისახედი. რამე ხომ არ დაირღვა?--ცანგალა () 11:22, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, გასწორდა. — დავით პასუხი 13:43, 11 მარტი 2011 (UTC)პასუხი

განხილვა:აფხაზები

რედაქტირება
(დასათაურება ჩემია. დ. მ.)

გამარჯობა, დავით. გთხოვ ნახო განხილვა:აფხაზები. უკანასკნელი ცვლილებები.—G.G. 14:52, 12 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა :). დავწერე განხილვაზე პასუხი. იმედი მაქვს, კითხვები გაქრება :). — დავით პასუხი 15:18, 12 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კენჭისყრა

რედაქტირება

გამარჯობა:) მიმდინარეობს კენჭისყრა მომხმარებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--დავით XXI   09:13, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დანკე :) — დავით პასუხი 09:15, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გვერდების წაშლა

რედაქტირება

ესენი წაშალე რა, მეგონა რო არ იყო და გავაკეთე: თარგი:კოორდ თარგი:კოორდინაციის display/inlineTaro   11:44, 15 მარტი 2011 (UTC)პასუხი

აღარ შეწუხდე, დავით.—G.G. 12:09, 15 მარტი 2011 (UTC)პასუხი

განხილვა:მონაწილე:GalaKapanadze/სავარჯიშო

რედაქტირება

[[განხილვა:მონაწილე:GalaKapanadze/სავარჯიშო]] - აბა ერთი ნახე.--ცანგალა () 09:49, 20 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გაკეთდა. — დავით პასუხი 10:59, 20 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კი გავიგე :) — Irakli120989 განხილვაწვლილი 14:00, 20 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა გაფრთხილებისთვსი ;) — Gala 19:33, 20 მარტი 2011 (UTC)

სამურზაყანოს დაბლობი

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია სამურზაყანოს დაბლობი დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

--Ouzo განხილვაწვლილი 10:58, 24 მარტი 2011 (UTC)პასუხი

  გაკეთდა ცანგალას მიერ. — დავით პასუხი 11:13, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გუპტას იმპერია

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია გუპტას იმპერია დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 15:54, 24 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა,   გაკეთდადავით პასუხი 08:58, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ვიქსიკონში გადასატანი

რედაქტირება

სალამი, დავით. როცო მოიცლი იქნებ ეს გადაიტანო ვიქსიკონში? მადლობა წინასწარ. GIO→13 () 18:05, 24 მარტი 2011 (UTC)პასუხი

  გადატანილია ვიქსიკონში. — დავით პასუხი 09:10, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არ ჩერდება

რედაქტირება

დავით, ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ ერთი პიროვნება არ ჩერდება და უნამუსოდ აკოპირებს სტატიებს სხვა საიტიდან, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება მივეცი. ზომებს ვითხოვ, თორემ ამოავსებს დღეს აქაურობას კოპივოებით. — BH განხილვაწვლილი 09:07, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ჰო, ოდნავ დავაზუსტებ - მაგ სტატიებიდან ყველა ინდექსირებულია გუგლში. რაღაც ფორუმზეა გამოქვეყნებული, მაგრამ ზოგიერთი არ იხსნება, რომ შედიხარ ფორუმზე, სტატია ჩაკეცილია ე.წ. ’სპოილერში’ და ეტყობა, მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლები ხედავენ (გუგლმა ალბათ, მანამდე ამოიცნო). ნებისმიერ შემთხვევაში, უხეში კოპივოებია. 2 წუთში ამხელა სტატიებს მაინც ვერ დაწერდა. — BH განხილვაწვლილი 09:14, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი
სტატიები წაიშალა და გაფრთხილება მივეცი. — დავით პასუხი 09:15, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა. — BH განხილვაწვლილი 09:16, 25 მარტი 2011 (UTC)პასუხი

კონცეპტუალური

რედაქტირება
 
ამის მიხედვით ალბათ სწორი იქნება კონცეპტუალური. მართალია ცოტა არაკეთილხმოვანია, მაგრამ მასე გამოდის... — დავით პასუხი 15:58, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(Floydgeo-ს განხილვის გვერდიდან)

მართლა უხეშია. მაგრამ რას ვუზამთ. შევცვლი. ჯერ კატეგორიებს, მერე თავად სტატიებში. — BH განხილვაწვლილი 16:00, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი

 
„თუმცა, ესეც მაფიქრებს. კონცეპტუალიზმი – ეს სიტყვა ბგერითი შედგენილობით უფრო ახლოსაა კონცეფტუალურთან, მაგრამ მნიშვნელობით მეორე (კონცეფცია) უფრო... — დავით პასუხი 16:00, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(Floydgeo-ს განხილვიდან)

რომელი აჯობებს მაინც? — BH განხილვაწვლილი 16:01, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი

 
„ერთი წუთით, ეს ინტერნეტ–ლექსიკონი შეიძლება არასრულია. წიგნშიც გადავამოწმებ. — დავით პასუხი 16:02, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(Floydgeo-ს განხილვიდან)
 
„პირდაპირ ეგ სიტყვა ვიპოვე: კონცეპტუალური 1) კონცეფციასთან კავშირში მყოფი, მისი შემცველი. 2) ღრმააზროვანი; იდეების შთამაგონებელი; 3) კონცეპტუალური ხელოვნება – იგივეა, რაც კონცეპტუალიზმი.... ასე რომ, ნამდვილად პტ იქნება. — დავით პასუხი 16:07, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(Floydgeo-ს განხილვიდან)
 
„მშვენიერია, მივხედავ :) — BH განხილვაწვლილი 16:09, 26 მარტი 2011 (UTC)პასუხი
(Floydgeo-ს განხილვიდან)

თხოვნა

რედაქტირება

გამარჯობა დათო. შემთხვევით ხომ არ იცი [მარჩხობი] გერმანულად როგორ იქნება ? otogi

მარჩხობი და მეჩეჩი ერთი და იგივეა? მეჩეჩი ვიცი როგორცაა – Sandbank. — დავით პასუხი 05:50, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არა დათო მარჩობი და შელფი (მეჩეჩი) აბსოლ. სხვადასხვაა. მე მინდა რო მარჩხობზე გავაკეთო სტატია და როგორც ჩანს იქ ეს ტერმინი გაერთიანებული აქვთ სხვა ცნებაში; ასე მაგ: ეროზიაში ინგლ. და სხვ. ვიკიში გაერთიანებული ის ყველაფერი რაც კი ეროზიულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ჩვენთან კი ეს ცალ-ცალკეა დაყოფილი; იგივეა დანოჭებაზეც, ცოტა მიჭირს ასეთ სტატიების გაკეთება.

p.s. ისე Sandbank რელიეფის ფორმა აღმოჩნდა რომელიც წააგავს მარჩხობს, თუმცა იგი მხოლოდ კალაპოტის პროცესებზე ვითარდება, მარჩხობი კი ოკეანეში იქმნება. კაი მადლობა მაინც. მერე გადავხედავ ინგლ. ვიკის იქნებ ვიპოვო otogi

გასტორნისი

რედაქტირება

გთხოვ გადახედე ისტორიას. გასტორნისი. ნახე გერმნ. და რუს. ვიკი. ლიტ. როგორ მოვიქცე.--ცანგალა () 12:34, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბოდიში, მაგრამ ვერ გავიგე :( — დავით პასუხი 15:48, 27 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბ-ნ დავითს

რედაქტირება

გასაგებია ბატონო დავით, ტექსტი არ შემიცვლია, შევცვალე მხოლოდ ინტერნეტ რესურსების ბმულები, თქვენი შენიშვნა მიღებულია!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 07:51, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ბრაუნშვაგერ მუმე

რედაქტირება

შემთხვავით ბრაუნშვაიგის მუმე ხომ არ უნდა იყოს?--ცანგალა () 15:19, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ჰო, მაგაზე მეც ვფიქრობდი... რამდენიმე ვარიანტი მქონდა: ბრაუნშვაიგული მუმე, ბრაუნშვაიგის მუმე... მაგრამ, რადგან არც ესპანური და არც კატალონიური ვიკიპედია არ თარგმნის, აღარც მე ვთარგმნე. ინგლისური ვიკიპედია და ლათინური თარგმნიან მარტო. მაგათ მიზეზიც აქვთ – ინგლისური იმიტომ, რომ ერთი პერიოდი ბრაუნშვაიგერ მუმე ზუსტად ინგლისში იწარმოებოდა და გააინგლისურეს სახელი, ხოლო ლათინური საერთოდ ყველაფერს თარგმნის (მაგ. თბილისი – ტრიფელის)... საბოლოოდ გადავწყვიტე ბრაუნშვაიგერ მუმე. როცა საკონკურსო სახელთა სივრციდან გადმოვიტანთ, მერე ვიმსჯელოთ გამართულ სახელწოდებაზე. — დავით პასუხი 15:24, 28 მარტი 2011 (UTC)პასუხი
დავიწყე კითხვა გვიან შუა საუკუნეები - გვიანი შუა საუკუნეები. მგონი გასასწორებელია.--ცანგალა () 16:48, 30 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მადლობა. ახლა არ შეიძლება შესწორება, სანამ გამარჯვებულები არ გამოვლინდებიან :). საკონკურსო სტატიების წერის ვადა ამოწურულია. რომ დამთავრდება, მერე კიდევ ბევრი მაქვს მაგ სტატიაში შესასწორებელი. ისე, ბოლო დროს დაწერილი სტატიებიდან მაგისთვის ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ შექებას :). რაც შეეხება სიმღერის ტექსტს და ლექსის ტექსტს, ჰოხდოიჩზე არ იყო და გამიჭირდა. შეგიძლია შემიმოწმო თარგმანის სიზუსტე ლექსებში? :)).... — დავით პასუხი 08:17, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ბ-ნ დავითს

რედაქტირება

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემი სტატიის ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკეულ ადგილებში ორთოგრაფიულად და პუნქტუაციურად გასამართია. მუდამ მოხარული ვიქნები შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი ქართული ვიკიპედიის განვითარების საქმეში...პატივისცემით ჯანო მარხულია. — Jano Markhulia განხილვაწვლილი 16:45, 31 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა პირიქით თქვენ! მიხარია, რომ შემოგვიერთდა კიდევ ერთი კარგი ვიკიპედიელი :) — დავით პასუხი 08:06, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

საქართველოს სატელეფონო კოდები

რედაქტირება

დათო, ორი სტატია არსებობს საქართველოს სატელეფონო კოდები და ტელეფონების ნომრები საქართველოში. --ცანგალა () 07:53, 2 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ბ-ნ დავითს

რედაქტირება

გაიხარე,გმადლობ! (პ.ს მიუხედავად იმისა, რომ მესიჯი 1 აპრილს არის მოწერილი, ჩავთვლი რომ მართლა მასე ფიქრობთ და ”კარგი ვიკიპედიელი” ვარ!:))— 78.139.187.183 10:42, 3 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, ახლაც გაგიმეორებთ მაშინ :). ისე, სისტემიდან გასული ხართ. გაიარეთ ავტორიზაცია. — დავით პასუხი 10:51, 3 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

პესტლინგბერგი

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია პესტლინგბერგი დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

--Ouzo განხილვაწვლილი 17:50, 6 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

  გაკეთდადავით პასუხი 13:24, 7 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ისევ ვეტლენდი

რედაქტირება

დათო გამარჯობა. ვეტლენდი - ჰუმიდური ზონაა. humidus - ლათ. ტენიანი, სველს ნიშნავს. უნდა გადამისამართდეს. თუმცა ამ ეტაპზე სამწუხაროდ ლიტ. ვერ მოვიტან. --Otogi განხილვაწვლილი 10:07, 7 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

რაზე უნდა გადამისამართდეს? ჰუმიდური ზონა–ზე? — დავით პასუხი 13:24, 7 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ჰუმიდური ზონები. გეოგრაფიის პორტალშიც ყოფილა ეს სტატია. არსებობს ასევე ჰუმიდური კლიმატი --Otogi განხილვაწვლილი 15:22, 7 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

სალამი

რედაქტირება

სალამი დავით! როგორ ხარ? ნატახტარზე თუ იცი რამე, აპირებენ დაჯილდოებას? --გიორგი განხილვაწვლილი 17:04, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კი, რა თქმა უნდა აპირებენ :). ეს გვერდი ნახე. იქითა კვირაში იქნება ალბათ დაჯილდოება. მანამდე შეგატყობინებ :). — დავით პასუხი 17:44, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვარიაგები

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია ვარიაგები დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 17:35, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არა მგონია მნიშვნელოვან წვლილად ითვლებოდეს ეს :). რეფორიმის შედეგად, რომელსაც მაგდენი კამათი უსწრებდა წინ, ხომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთ შემთხვევაში არაა აუცილებელი სტატიის შემქმნელს მისწერო. მაგრამ მაინც მივუთითებ... — დავით პასუხი 17:47, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
ჯაბამ არ წამოიწყო ეს რეფორმა? საკუთარივე რეოფრმის წინააღმდეგ გმაოდის? Strange.--იორგი 17:48, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დათო შენს კითხვას გიბრუნებ ყავახანიდან: ამ ბოლო დროს რატომ გვაქვს ასეთი ტენდენცია, რომ ყველს ყელში უნდა ვწვდეთ და იქვე მივახრჩოთ ვისაც რამე შეეშლება? (თუმცა სულაც არ ვთვლი რომ შემეშალა, სტატიის შემქმნელს ბუნებრივია წვლილი მიუძღვის) — ჯაბა ლაბა 17:55, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

სტატიის ისტორიას შენ და კიდევ სხვები კარგად თუ გადახედავთ დაინახავთ, რომ სტატია შეავსეს ან ანონიმმა ან ბოტებმა და მირჩიეთ რომელ მათგანს მივწერო? — ჯაბა ლაბა 17:57, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

(რედ. კონფლიქტი) ყელში გწვდი? უბრალოდ შეგახსენე ის გადაწყვეტილება, რაც ერთობლივად მივიღეთ ყავახანაში. შეცდომა ნამდვილად მოგივიდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს შეტყობინება მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილის მქონეთ გავუგზავნოთ ;). მაგრამ შეცდომა ხომ არაა დანაშაული? ;). შენიშვნის მოცემა არაა ყელში წვდომა. შენიშვნებს უახლოეს მეგობრებსაც ვაძლევ და ამისთვის მადლობასაც მეუბნებიან. ვხედავ, არ გინდა, რომ კარგი დამოკიდებულება იყოს ჩვენს შორის. მე ეს ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ალბათ ვერ შევცვლი შენს დამოკიდებულებას ჩემდამი... თავად უნდა მიხვდე, რომ მე, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მსურს მეგობრობა შენთან (ესეც მეგობრული რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინო და რომელიც ყელში წვდომა არაა). — დავით პასუხი 18:06, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
მასეთ შემთხვევაში, როცა სტატია კოლექტიურად იწერება, გადავწყვიტეთ, რომ თარგი არავის გავუგზავნოთ. ლიტერატურის დამატების ვალდებულება ამ შემთხვევაში არავის არა აქვს (ისედაც არავის არა აქვს)... ნებისმიერს შეუძლია დაამატოს ლიტერატურა, ესაა და ეს. — დავით პასუხი 18:08, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

პოპულისტობას შეეშვი. პირდაპირ გეტყვი ჩემი და შენი მეგობრობის ამბავი ზღაპარია. როდესაც ყავახანაში ვწერ მომხმარებლის შესახებ ეს ყელში წვდომაა და თქვენი (ორეულის) თითქმის ერთდროული პასუხი ყელში წვდომა არაა? ამის წინა ჩემს მესიჯში რჩევა გთხოვეთ, მირჩიეთ რამე, ვის მივწერო? ანონიმს თუ ბოტებს? — ჯაბა ლაბა 18:11, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მე გულწრფელი ვარ ჩემს სიტყვებში. გინდა გაიგე და გინდა ნუ გაიგებ. მე და ჩემი "ორეული" თუ ერთდროულად ვწერთ პასუხს, ეს შენ გწვდებით ხოლმე ყელში? :)) საოცარია, რა იყო იქ "ყელში წვდომა"? :)) (რიტორიკული კითხვაა :)). იმ კითხვაზე გაგეცი პასუხი უკვე. — დავით პასუხი 18:18, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
მეც გულწრფელად მოგწერე (ჩემი სიტყვების გულწრფელობა უფრო დასაჯერებელია). განმარტებისათვის: ორეულში შენი მეორე მე კი არ ვიგულისხმე ორი ადამიანი ვიგულისხმე. — ჯაბა ლაბა 18:22, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
ცუდია, რომ გულწრფელები ვართ ორივე და ჩემი ცოტამ შეიძლება დაიჯეროს. რა ვუყო მე... რაც გინდა ის იფიქრე, ხომ არ გაძალებ. — დავით პასუხი 18:29, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
დათო, შიზოფრენიაში გდებენ ბრალს უკვე? wow...--იორგი 18:37, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
=D — დავით პასუხი 10:57, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

შუა საუკუნეები

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია შუა საუკუნეები დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 18:19, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

  გაკეთდადავით პასუხი 10:58, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გაიხარე

რედაქტირება

იხ. გული (ორგანო). ფაილისთვის მადლობა დათო 1010.--ცანგალა () 20:15, 10 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ახ ზოო :)). ახლა მივხვდი, რატომაც მომწერე :). მადლობა შენც და დათოსაც! :) — დავით პასუხი 11:52, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

შეკითხვა

რედაქტირება

გაუმარჯოს! დავით, ერთი კითხვა მაქვს და თუ რამე ინფორმაციას ფლობ ამის შესახებ იქნებ მიპასუხო. კითხვა ეხება ”ნატახტარის” მიერ ჩატარებულ კონკურს, მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს დასრულდა თუ არა ეს კონკურსი:) და თუ დასრულდა გამოვლინდა თუ არა გამარჯვებულები?! სამწუხაროდ ამის შესახებ ინფორმაციას ვერსად მივაგენი. — Jano Markhulia განხილვაწვლილი 06:13, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

კონკურსი დასრულდა :). გამარჯვებულთა გამოვლენაც ნაწილობრივ (ვიკიპედიის მხრიდან) დასრულდა. იხილე ეს გვერდი. გილოცავ! ;). სალბათ ერთ კვირაში დაჯილდოებაც იქნება – გაგაგებინებთ აუცილებლად :). — დავით პასუხი 11:00, 11 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გაიხარე!

რედაქტირება

დიდი მადლობა ინფორმაციითვის!:)...გმადლობ მოლოცვისთვის!...ისე არ გამომივიდეს თითქოს ლუდი მწყუროდეს!:))..ასეთ დროს აგერ ჩვენთან ”ვეჯინში” ვყიდულობ ხოლმე ”კასრის” ლუდს:))..უბრალოდ ”სპორტული ინტერესი” იყო ეგ არის და ეგ!:)...წარმატებებს გისურვებ ყველა ”ფრონტზე”!!!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 09:59, 12 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა, მადლობა :)). არა, ლუდის წყურვილი არც მიფიქრია :))). დამსახურებული რეატომ არ უნდა მოითხოვო?! :))... სიტყვა "ვეჯინის" ხსენებამ მაფიქრებინა, რომ ჩემსავით რუსთაველი ხარ... :) — დავით პასუხი 11:28, 12 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ნიკორწმინდა (ტაძარი)

რედაქტირება

ნიკორწმინდა (ტაძარი) - უშველე გალერეა და ალბომი.--ცანგალა () 16:44, 12 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არა თბილისში ვცხოვრობ!:)...თუმცა როგორც ვატყობ ”ვეჯინს” საკმაოდ შორს გავარდნია სახელი ,აქ მუხიანშიც მაგ მარკეტს ”მშობლიურივით” აღვიქვამთ:)...გაიხარე კაი კაცი ხარ!...წარმატებები!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 17:40, 12 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვიქსიკონში გადასატანი

რედაქტირება

გამარჯობა დათო. ეს სტატიები ნახე აბა – ტეტრალოგია, ტრილოგია. მგონი ვიქსიკონშია გადასატანი. --მიხეილ () 19:00, 14 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

დათო, აუცილებლად მომწერე.--იორგი 19:57, 16 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

<ვიქსიკონის შესახებ> ორივე გადატანილია. ადმინისტრატორებო, წაშალეთ ტრილოგია, სანამ მე შემოსვლას შევძლებ. დათო

განხილვა:აბაზგია

რედაქტირება

განხილვა:აბაზგია სერიოზული მისახედია. ნახე რუს. ვიკი სულ სხვა დროშა არის. კითხვის ნიშნით კი დროშები მრავალ სტატიაშია.--ცანგალა () 12:16, 18 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

არაფერი სერიოზული მანდ არაა :). აბაზგიის დროშა არ იყო ეგ და ამოვგლიჯე სტატიიდან. კითხვის ნიშნები კი მასე უნდა იყოს, იმიტომ რომ არაა ცნობილი როგორი დროშა ჰქონდათ აბაზგებს და მეეჭვება ოდესმე ვინმემ გამოიკვლიოს აბაზგიის დროშის ისტორია... ასე რომ, კითხვის ნიშნები უნდა იყოს ;). — დავით პასუხი 12:22, 18 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა

რედაქტირება

გამარჯობა, დავით. იქნებ ნახო ვიკიპედიელის განხილვა:Iviko111. უნიკალური შემთხვევაა. — BH განხილვაწვლილი 17:21, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ადმინებო, მიხედეთ! მე სამწუხაროდ არა მაქვს დრო :( — დავით პასუხი 17:33, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
პირველ ეტაპზე სტატია დავბლოკე.--ცანგალა () 17:51, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
ეგეც კარგია. ძალიანაც კარგია.მე მომიტევეთ, შეიძლება, ზედმეტად ემოციურად ვესაუბრე, მაგრამ ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ვიკიპედიას პრაქტიკულად პოლიტიკურად ანგაჟირებული გუნდი უწოდა. — BH განხილვაწვლილი 17:55, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
მაპატიეთ რომ გერთვებით, მაგრამ თავიდან ნამდვილად ჩემმა გაფრთხილებამ გააღიზიანა. ახლა შემოვედი და ვნახე რა დატრიალებულა:D მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო და ყოჩაღ floydgeos, ღირსეულად მოიგერია:) --მიხეილ () 20:30, 19 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

მემგონი ეს სტატია ძალიან დიდ საჭიროებას წარმოადგენს ლომიძეების გვარის მქონე ადამიანებისათვის რათა მათ თავიანთი წარმომავლობა დააგინონ ასე რომ შესანიშნავი სტატიაა კარგი იქნება თუ ესეთი სტატიები სხვა გვარების შესახებაც გაკეთდება

აბედი

რედაქტირება

დათო შენი ჩასმული თარგი ამოვიღე. მგონი საჭირო არ არის, მაგრამ მაინც გადახედე სტატიაში აბედი--ცანგალა () 19:48, 23 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

განც გუთ! :) — დავით პასუხი 06:39, 24 აპრილი 2011 (UTC)პასუხი
Deu/არქივი 12-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.