ტეტრალოგია
ტეტრალოგია ― ოთხი ლიტერატურული, მუსიკალური ან კინო ნაწარმოები, რომლებსაც საერთო დედააზრი აერთიანებს. ტეტრალოგიურ ქმნილებათა ნიმუშები პირველად ძველ საბერძნეთში ფიქსირდება. ტეტრალოგია მოიცავდა 3 ტრაგედიას და ერთ სატირიკულ დრამას. შემდეგ ტეტრალოგია სხვა ჟანრის ნაწარმოებებშიც გავრცელდა. მუსიკალური ტეტრალოგიაა რიხარდ ვაგნერის „ნიბელუნგის ბეჭედი“. ქართულ ლიტერატურაში ტეტრალოგიის ნიმუშია კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ტეტრალოგია
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 702.